განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/191-17
№050200917001
12 თებერვალი, 2018 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ-–-----------------–-ილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------------------–---------–---–--------------–--------–-–-------------------------------–------------------–-------------------------------------------
ადვოკატი- თ-------–---ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-----------–----------–-----–--–----
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ-------------–--ლმა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. ვანში, ს---–---------------------------ში, მცხოვრებმა თ-------------–--ლმა, ურთიერთშორის წარმოშობილი კამათისა და ჩხუბის დროს, განაწყენების ნიადაგზე, მის სახლში მყოფ მისი სიძის თ-------------------ძის დედას-თი-------–---ს კაბაში მოქაჩვით განხორციელებული სხვაგვარი ძალადობით ჯანმრთელობის მოუშლელად მსუბუქი დაზიანება მიაყენა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ-------------–--ლის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თ-------------–--ლმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ------–--------–---------------------------–-- დაკავებულია კერძო ბიზნესით და ზრდის მის შვილიშვილს დ-----–---------ძეს, რომლის მშობლებიც დაცილებულნი არიან და მამას სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიკუთვნებული აქვს კვირაში 3 დღე, სამი საათით, ბავშვის ნახვისა და წაყვანის უფლება. 2017 წლის 11 აგვისტოს ბავშვი იყო მამის საცხოვრებელ სახლში და 8 საათისათვის უნდა დაებრუნებინათ იგი. იმავე დღეს დაახლოებით 8 საათისათვის იგი დაბრუნდა სახლში და ელოდებოდა დ-----–---------ძის მოყვანას, ამის გამო ეზოში აღარც შესულა ისე გაუყვა გზას მანქანით მატარაძეების სახლისაკენ, რა დროსაც დაინახა, რომ მისი ყოფილი სიძის თე--------------ძის დეიდას, თა---------–--ეს ბავშვზე ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და ასეირნებდა ქუჩაში ქვედა საცვლის გარეშე, რაზედაც ძალიან აღელდა და მივიდა ბავშვთან. თე--------------ძის დედამ, თი-------–---მ გამოუტანა ბავშვს საცვალი, რომელიც ჩააცვა და წამოიყვანა სახლში. სახლში მისულმა ბავშვი გადასცა მამას, ქ-------------–---–ს ხოლო თავად მეორე სართულზე ავიდა ტანისამოსის გამოსაცვლელად, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ხმაური. მისი ყოფილი სიძე თე--------------ძე გინებით ამოვარდა სახლის მეორე სართულზე, გამოიარა 4 საძინებელი ოთახი და თმებში წვდა მას. ამის მომსწრე იყვნენ მისი მეზობლებიც და რომ არა ინინი შესაძლებელი იყო უფრო მძიმე შედეგებიც დამდგარიყო. ამის შემდეგ იგი იყო შეშინებული და გაოგნებული, იქვე იყვნენ თა---------–--ე და თი-------–---, თი-------–--- განუწყვეტლივ იმეორებდა იმ ფრაზას, რომ მან დარეკა 116-ზე და დაუდასტურეს, რომ შესაძლებელი იყო ბავშვის ზაფხულში ტრუსის გარეშე ყოფნა. თან სთხოვდა, რომ არ დამიღუპო შვილი და პოლიციაში არ დარეკოო, ვინაიდან ეს უკვე მათი ოჯახის მხრიდან ძალადობის მეოთხე შემთხვევა იყო. მან მაინც დარეკა პოლიციაში და მეორე დღესვე მისცა ჩვენება. მისი მხრიდან კაბის ჩამოხევის ვერსიაც მას შემდეგ განვითარდა, რაც მან პოლიციაში ამხილა თე--------------ძე მის ცემაში. ამის შემდეგ თი-------–--- მივიდა მოწმე ნა--–---------ის ოჯახის წევრებთან და უთხრა, რომ თუკი თ-------------–--ლი მისი შვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას, მასაც შეეძლო მისთვის ცუდის გაკეთება, ბრალდებულმა ასევე განმარტა რომ თი-------–---ს 2017 წლის 11 აგვისტოს ეცვა მოთეთრი ფერის წვრილ სამკლაურიანი კაბა, მისი მხრიდან არანაირ კაბის ჩამოხევას ან თ--- ძ---–---სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თი-------–---მ განმარტა, რომ ცხოვრობს ქალაქ ვანში, თა--------–----------------ში. 2017 წლის 11 აგვისტოს მისი შვილიშვილი დ-----–---------ძე იმყოფებოდა მის სახლში. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კვირაში სამჯერ, ექვსიდან რვა საათამდე ბავშვი არის მათთან და დათქმულ დროს მას კვლავ აბრუნებს დედასთან. დაახლოებით რვის ნახევარი იქნებოდა, როდესაც მათ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა მისი და თა---------–--ე, ვინაიდან იყო ძალიან კარგი ამინდი, ბავშვს ეცვა მოგრძო მაისური, ფეხზე წინდა და ღია საზაფხულო ფეხსაცმელი, მაგრამ საცვალი არ ეცვა, რადგან გამოცვლის დროს ცოტათი ჭირვეულობდა და დაელოდა მისი შვილის აბაზანიდან გამოსვლას, სახლის წინ ტროტუარზე, რა დროსაც ბავშვი ხელში ეჭირა მის დას, თა---------–--ეს. ამ დროს მოულოდნელად გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა თ-------------–--ლი, გამოგლიჯა ხელიდან ბავშვი მის დას, თა---------–--ეს, მან უთხრა თ-------------–--ლს, რომ ბავშვი ჯერ კიდევ მათ ეკუთვნოდათ და სთხოვა ნუ გააღიზიანებდა მის შვილს თე--------------ძეს, წასულიყო სახლში და ისინი თავად მიუყვანდნენ ბავშვს დათქმულ დროს. მან თავდაპირველად იფიქრა, რომ ბავშვთან ურთიერთობის დრო გაეპარათ და საათის სანახავად შევიდა სახლში, როდესაც გამოვიდა, ამ დროს ბავშვი უკვე წაყვანილი ჰყავდა თ-------------–--ლს. ამის შემდგომ თავად თი-------–---, მისი შვილი თე--------------ძე და მისი და თა---------–--ე წავიდნენ თ-------------–--ლის სახლში, როდესაც ჭიშკართან მივიდნენ, იქვე იყვნენ მეზობლები, კერძოდ, რ-----------–-–--ლი, ლ-–-------–---–ი და ნა--–---------ე, ამ უკანასკნელს სთხოვა ჩაჰყოლოდა ეზოში, როდესაც ეზოში ჩავიდნენ თ-------------–--ლი შეხვდათ მეორე სართულის აივანზე, მას ჰკითხა თუ სად იყო ბავშვი, თ-------------–--ლმა უპასუხა, რომ არ იცოდა ბავშვის ადგილსამყოფელი, შემდეგ ბავშვის დედა, თე--------ძე, მოიკითხა რაზედაც უპასუხა, რომ იგი იყო თურქეთში, ვინაიდან მან ვერ მიიღო დამაჯერებელი პასუხი თ-------------–--ლისაგან შეეცადა თავად შესულიყო ოთახებში და მოეძებნა ბავშვი და სწორედ ამ დროს მას თ-------------–--ლი სწვდა გულმკერდის არეში და მთელი ძალით ჩამოგლიჯა კაბა, რის გამოც კისრის არეში კაბის ქსოვილის ჩაჭერის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, გარდა ამისა კისერთან ჰქონდა ხორცმეტი რომელიც ასევე გაუღიზიანდა და სახლში მისვლის შემდგომ დაიმუშავა შესაბამისი ხსნარით და მის შემდეგაც ინტენსიურად იმუშავებდა, აღნიშნულის შედეგად გამოწვეული ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცუდად გახდა წყალი მოითხოვა, ამ დროს თ-------------–--ლი ითხოვდა პოლიციის გამოძახებას, აღნიშნული ინციდენტის დროს მას ტანთ ეცვა ლურჯი ფერის ე.წ. ,,მაიჩნი’’ ქსოვილისაგან შეკერილი კაბა. მან თავდაპირველ ჩვენებაში იმის გამო არ მიუთითა აღნიშნული ტკივილის თაობაზე, რომ მას არ სურდა ექსპერტიზის ჩასარტარებლად წასვლა, რადგან მისთვის ცნობილი იყო აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებული უხერხულობების თაობაზე. მას თავად თ-------------–--ლისათვის არანარი წინააღმდეგობა არ გაუწევია, კაბის ჩამოხევის შემდეგ ხელით დაიმაგრა ჩამოხეული ადგილი და თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა თ-------------–--ლის საცხოვრებელი სახლის ტერიტორია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თა---------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ვანში, ტი–-----------------------ში. იგი 2017 წლის 11 აგვისტოს სტუმრად იმყოფებოდა მისი დის თ--- ძ---–---ს ოჯახში, სადაც მოყვანილი ჰყავდათ მისი დისშვილის თე--------------ძის შვილი დ-----–---------ძე და რადგან იგი პროფესიით პედაგოგია ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ბავშვთან. იმ დღეს იყო ზომიერად თბილი ამინდი და ბავშვს ასეირნებდა სახლის წინ ტროტუარზე, რა დროსაც მოულოდნელად გაჩერდა თ-------------–--ლის ავტომაქანა, რის შემდეგაც ზურგის მხრიდნ მიუახლოვდა მას თ-------------–--ლი, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და ხელიდან გამოსტაცა ბავშვი და წაიყვანა. ბავშვის ნახვის მოტივით იგი, მისი და თი-------–--- და დისშვილი თე--------------ძე გაემგზავრნენ თ-------------–--ლის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჭიშკართან იყო რამდენიმე მეზობელი და ერთ-ერთ მათგან ქალბატონს, რომელსაც იცნობდა მისი და, სთხოვა ეზოში შეყოლა, თავდაპირველად დაუძახეს თ-------------–--ლს, რომელმაც არ უპასუხა შემდეგ კი ავიდნენ სახლის მეორე სართულზე და კიბის ბოლოსა და აივნის დასაწყისში მათ შეხვდათ თ-------------–--ლი, შეკითხვაზე თუ სად იყო ბავშვი მან უპასუხა, რომ ბავშვის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობი იყო, სწორედ იმ დროს როდესაც თი-------–---მ გადაწყვიტა ბავშვის სანახავად სახლში შესვლა და ზღურბლზე არც კი ჰქონდა ფეხი გადადგმული, ძალიან აღელვებულმა თ-------------–--ლმა ხელი მოჰკიდა გულმკერდის არეში იმდენად ძლიერად, რომ მან ხელი ვერ გააშვებინა და ჩამოახია კაბა თი-------–---ს, იმდენად ძლიერად ჰქონდა ჩაჭერილი ქსოვილი კისრის მიდამოებში თ--- ძ---–--ეს, რომ ძლიერი ტკივილის გამო ცუდად გახდა და განუწყვეტლივ ითხოვდა წყლის მიწოდებას. ამ ქსოვილის ჩაჭერის შედეგად თა---------–--ეს გაუღიზიანდა კისერთან არსებული კანის ზედმეტი ნაწილი და სისხლიც წამოუვიდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–-------–---–მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. ვანში, სო-–---------------------------ში, იგი არის თ-------------–--ლის მეზობელი, 2017 წლის 11 აგვისტოს, რ-----------–-–--ლთან ერთად იჯდა თ-------------–--ლის ჭიშკართან ახლოს, ამ დროს იქ გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა თ-------------–--ლის ყოფილი სიძე თე--------------ძე, მისი დედა და დეიდა და ჩავიდნენ თ-------------–--ლის ეზოში, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სახლიდან შემოესმათ ხმამაღალი საუბარი, ამ დროს იგი და რ-----------–-–--ლი შევიდნენ ეზოში და კიბის ავლით შეჩერდნენ აივნის დასაწყისში, იქვე იყო ნა--–---------ეც, გაიგონა ხმამაღალი საუბარი იმის თაობაზე, თუ რატომ წამოიყვანეს ბავშვი იმ დროს, როდესაც კანონით იგი მათთან უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ მან სთხოვა თე--------------ძეს, რომ დაწყნარებულიყო, მანაც დაუჯერა და გამოჰყვა. ამის შემდეგ ყველანი ერთად ჩამოვიდნენ კიბეზე, რის შემდეგაც თე--------------ძე, თი-------–--- და თა---------–--ე ჩასხდნენ ავტომობილში და წავიდნენ, მას არ დაუნახავს არც კაბის ჩამოხევის და არც არანაირი ძალადობის განხორციელების ფაქტი და არც არავითარი დაზიანება არ შეუნიშნავს თ--- ძ---–---სათვის.
სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-----------–-–--ლმა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. ვანში, ს-------------------ში, არის თ-------------–--ლის გვერდით მეზობელი. იგი 2017 წლის 11 აგვისტოს იჯდა მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, რა დროსაც თ-------------–--ლთან მივიდა მისი სიძე თე--------------ძე, რომელსაც ახლდნენ დედა და დეიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ თ-------------–--ლის საცხოვრებელი სახლიდან ისმოდა ხმაური, რა დროსაც იგი და ლ-–-------–---–ი შევიდნენ ეზოში და ავიდნენ აივანზე, ამ დროს ოთახიდან გამოვიდნენ თ-------------–--ლი, მისი სიძე, ასევე თე--------------ძის დედა და დეიდა, თი-------–---ს არავითარი ნაკაწრი და დაზიანება არ აღენიშნებოდა, ისინი ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. იქ არანაირი ფიზიკური დაპირისპირება მას არ დაუნახავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნა--–---------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. ვანში, კე---–-----------ში. თ-------------–--ლთან აქვს ჩვეულებრივი მეზობლური ურთიერთობა. 2011 წლის 11 აგვისტოს, იგი მიდიოდა სახლში, როდესაც მიუახლოვდა თ-------------–--ლის ჭიშკარს, გაჩერდა ავტომანქანა საიდანაც გადმოვიდნენ თ-------------–--ლის სიძე თე--------------ძე, მისი დედა თი-------–--- და დეიდა თა---------–--ე, ამ უკანასკნელმა სთხოვა მას შეჰყოლოდა თ-------------–--ლის ეზოში. პირველად ეზოში ჩავიდა თე--------------ძე, ხოლო შემდეგ ყველანი ერთად ავიდნენ სახლის მეორე სართულზე და შეჩერდნენ აივნის დასაწყისთან, ამ დროს აივნის ბოლოში იდგნენ თე--------------ძე და თ-------------–--ლი, თე--------------ძე ედავებოდა თ-------------–--ლს თუ რატომ წამოიყვანა ბავშვი, რადგან დროის იმ მონაკვეთში ბავშვი მასთან უნდა ყოფილიყო, რაზედაც თამარი პასუხობდა, რომ ბავშვი იყო შიშველი და ამიტომ წამოიყვანა, თი-------–---ც უხსნიდა მას, რომ დროზე ადრე ბავშვი არ უნდა წამოეყვანა, რადგან ამის გამო თე--------------ძე განერვიულდაო, ამ საუბრის დროს თე--------------ძემ დატოვა ისინი და შევიდა სახლში და ეძებდა ბავშვს, ბავშვი იმ მომენტისათვის იქ არ იყო, სავარაუდოდ სახლის პირველ სართულზე იმყოფებოდა ბაბუასთან. თი-------–--- ჭიშკრიდან იძახდა წყალი დამალევინეთ, პირი მიშრებაო, სახლში შესვლის შემდეგ, იგი გავიდა წყლის მოსატანად, თავდაპირველად უცხო სახლში ჭიქა ვერ იპოვა და რამდენიმეჯერ მოუხდა ოთახიდან გასვლა წყლის მოსატანად და როდესაც მოუტანა წყალი თქვა, რომ ეხლა დავწყნარდიო და ის წყალიც არ დაულევია, ამის შემდგომ ყველანი ერთად ჩამოვიდნენ კიბეზე და დატოვეს თ-------------–--ლის ეზო, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თი-------–---მ ჰკითხა მას, ხომ არ იცოდა თამარი უჩიოდა თუ, რაზედაც უპასუხა, რომ თ-------------–--ლი დაპირდა მას, რომ არ დარეკავდა პოლიციაში, რა დროსაც თი-------–---მ განაცხადა, რომ თუკი თამარი პოლიციაში დარეკავდა და მისი შვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას, მასაც შეეძლო თამარისათვის ცუდის გაკეთება. შემთხვევის დღეს კი მისი თვალთახედვის არეში არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, არც თ-------------–--ლს ჩამოუხევია კაბა თ--- ძ---–---სათვის და არც არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა თი-------–---ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თე--------------ძემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ. ვანში, თა--------–----------------ში. 2017 წლის 11 აგვისტოს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საღამოს 8 საათამდე მისი შვილი დ-----–---------ძე იყო მის სახლში. დაახლოებით 8-ის ნახევარი იქნებოდა, დედისა და დეიდისაგან შეიტყო რომ მის ყოფილ სიდედრს თ-------------–--ლს წაუყვანია ბავშვი, რის გამოც ძალიან აღელდა და დედასთან თი-------–---სთან და დეიდასთან თა---------–--ესთან ერთად გაემგზავრა თ-------------–--ლის საცხოვრებელ სახლში, რადგან მისი ყოფილი მეუღლე თე--------ძე არ იმყოფებოდა საქართველოში და ბავშვზე მთელი პასუხისმგებლობა მას ჰქონდა აღებული. როდესაც მივიდნენ ადგილზე, თ-------------–--ლმა მათ განუცხადა, რომ არ ვიცი ბავშვი სად არისო, ამის შემდგომ იგი შევიდა საცხოვრებელი სახლის ოთახებში ბავშვის საძებნელად, ხოლო დედა, დეიდა და თა--------------ლი გარეთ დატოვა. მან ნახა მისი შვილი, რომელიც დიდ ბაბუას, ქ-------------–---–ს, ეჭირა ხელში და თავად ჩაჯდა ავტომანქანაში, ცოტა ხანში მისი დედაც და დეიდაც გამოვიდნენ ეზოდან და ჩასხდნენ ავტომნაქანაში, რა დროსაც მისმა დედამ თა---------–--ემ თქვა, რომ თ-------------–--ლმა მას შემოახია კაბა. თავად მას კი კაბის შემოხევის ფაქტი არ დაუნახავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------–-------------ძემ განმარტა, რომ მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს ქ. ვანში მცხოვრები თე--------------ძე დედასთან თი-------–---სთან და დეიდასთან თა---------–--ესთან ერთად მივიდა თ-------------–--ლის სახლში რა დროსაც თ--- ძ---–---ს განმარტებით მას თ-------------–--ლმა გულმკერდის არეში მოკიდა ხელი და ჩამოახია კაბა, რის გამოც თი-------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მის მიერ ასევე დაკითხულნი იქნენ მოწმეები, ექსპერტიზა ჩაუტარდა დაზარალებულ თი-------–---ს, რა დროსაც დადგინდა, რომ თი-------–---ს გულ-მკერდისა და კისრის არეში აღენიშნებოდა დაზიანების კვლები, ასევე დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, დანიშნულ იქნა ექსპერტიზები მათ შორის ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა თ--- ძ---–---ს დაზიანებულ კაბას. თ--- ძ---–---ს გამოკითხვით გაირკვა, რომ იგი 2017წ ლის 11 აგვისტოს მისი შვილიშვილის დ-----–---------ძის სანახავად მივიდა თ-------------–--ლთან, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების დროს თ-------------–--ლმა ხელი მოჰკიდა გულმკერდის არეში და კაბა ჩამოახია, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. იგივე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა თა---------–--ემ, მის მიერვე ასევე გამოკითხულ იქნა თ-------------–--ლი, რომელმაც მასთან საუბარში განმარტა, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და საერთოდ არც კი შეხებია თა---------–--ეს, ასევე მოწმის ახით დაკითხულმა ლ-–-------–---–მა, ნა--–---------ემ და რ-----------–-–--ლმა განმარტეს, რომ მათ არ დაუნახავთ თ-------------–--ლის მიერ თ--- ძ---–---სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. თ--- ძ---–--ეს დაკითხვისას თან ჰქონდა წამოღებული დაზიანებული კაბა, რომელიც ასევე მის მიერვე იქნა ამოღებული. გამოკითხვისას ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბა--------------მ განმარტა, რომ მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. იგი ექსპერტებთან ერთად გამოცხადდა თ-------------–--ლის საცხოვრებელი სახლში. სადაც სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში თ-------------–--ლმა მიუთითა ადგილი, სადაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა სიძემ თე--------------ძემ. მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალირების ოქმის შედგენა ხოლო ექსპერტის მიერ მისი დასურათება, რის შემდეგაც ხელი მოაწერეს აღნიშნულ ოქმს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ დაკითხულ იქნა დაზარალებულ თ--- ძ---–---ს ვაჟი თე--------------ძე, რა დროსაც მან აჩვენა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მას კვირაში სამი დღე, 3 საათის განმავლობაში განსაზღვრული ჰქონდა მისი შვილის, მცირეწლოვან დ-----–---------ძის ნახვის საათები, რომელიც იზრდება მისი მეუღლის თე--------ძის მშობლების სახლში. იგი 2017 წლის 11 აგვისტოს იმყოფებოდა მის სახლში ხოლო ბავშვს ასეირნებდა მის დედა თი-------–--- და დეიდა თა---------–--ე, იქნებოდა დაახლოებით საღამოს რვის ნახევარი, როდესაც დედამ უთხრა, რომ ბავშვი წაიყვანა მისმა სიდედრმა თ-------------–--ლმა, და თან უსაყვედურა რადგან ბავშვს არ ეცვა საცვალი. რადგან შეეშინდათ ბავშვს არაფერი დაზიანებოდა და დედასთან და დეიდასთან ერთად გაემგზავრა თ-------------–--ლის სახლში. თავად მანქანაში დარჩა, ხოლო მისი დედა თი-------–--- და დეიდა თი------ ძ---–--ე რამდენიმე მეზობელთან ერთად ჩავიდნენ ეზოში, ხოლო თავად მანქანაში დარჩა, რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ სახლიდან შემოესმა კამათის ხმა, იგი გადმოვიდა მანქანიდან და წაიყვანა დედა და დეიდა და ჩასვა მანქანაში ამ დროს მის დედას თი-------–---ს მარჯვენა მხარეს ჰქონდა კაბა ჩამოხეული. ასევე მის მიერ იქნა დანიშნული ექსპერტიზა და დაკითხული იქნა ექსპერტი.
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მამამ-მოწმე ქ-------------–---–მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი შვილის -თ-------------–--ლის წინააღმდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
2017 წლის 08 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №005189417 დასკვნის მიხედვით, 14.08. 2017 ლის 20;30-20:50 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე თი-------–---ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა კანის ნეკროზული უბანი და დაზიანებები ნაჭდევის სახით, კერძოდ უჩივის ტკივილს მარცხენა მკერდის, კისრის მარცხენა ნახევრის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოებში. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის მოვარდისფრო ფერის, ნოტიო, ეპიდერმისაცლილი კანის ნეკროზული უბანი ზომით:3,2x2,5 სმ. (მისივე გადმოცემით აღნიშნულ მიდამოში ჰქონდა სისხლნაჟღენთი, რომელზეც სისტემატურად იფენდა იოდით გაჟღენთილ ბამბას). კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა კანის დონიდან წამოწეული მომკვრივო კონსისტენციის მომცრო ზომის წანაზარდი-აღნიშნული წანაზარდის პირობით ცენტრში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოყავისფრო ფერის მშრალი, ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,2x0,1 სმ, აღნიშნული დაზიანების მიმდებარედ კანი მოსვრილია მომწვანო ფერის ნივთიერებით. მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ირიბად მდებარე ხაზოვან-რკალოვანი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით:0,6X0,1 სმ.მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ირიბად მდებარე ზოლისფერი ფორმის ნაჭდევი ზომით: 4,8X0,2სმ- დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის ფუფხით, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონეზე ზემოთ მდებარე, კიდეებზე აცლილი ფუფხით-აცლილ მდგომარეობაში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის, პრიალა. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანება მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2017 წლის 28 სექტემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №262 დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის №0502200917001 საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ კაბაზე აღინიშნებოდა მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, ქსოვილის გლეჯის და ხევის სახით, რაც განვითარებულია რაღაც ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
ზემოაღნიშნულ დასკვნებში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შო-----------ძემ და გი---------ამ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით თ-------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა ბრალდებულ თ-------------–--ლის მოწმის სახით მიცემული ჩვენება, დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა თ-------------–--ლმა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ თ-------------–--ლის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები მის მიმართ წარდგენილი ბრალდების უტყუარად დასადასტურებლად. სასამართლო იზიარებს ბრალდებულ თ-------------–--ლის ჩვენებას, რომ მას არ ჰქონია განზრახავა სხვაგვარი ძალადობისა და დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენებისა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, თ-------------–--ლის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ თ--- ძ---–---ს ჩვენება იმის თაობაზე, რომ მან ბრალდებულ თ-------------–--ლის მხრიდან კაბის ჩამოხევის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო აღნიშნულ ჩვენებას საეჭვო მტკიცებულებად მიიჩნევს, რადგან გამოძიების სტადიაზე, 2017 წლის 13 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაში მან განმარტა, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს კაბის შემოხევის დროს მას ფიზიკური ტკივილი არ განუცდია და მხოლოდ განიცადა ქონებრივი ზიანი 40 ლარის ოდენობით. შემდგომში, 2017 წლის 14 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაში მან შეცვალა აღნიშნული და განმარტა, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება ამ ნაწილში ,,მართალი არ არის’’ და კაბის შემოხევის შედეგად იგრძნო ფიზიკური ტკივილი, რის შესახებაც ასევე მიუთითა სასამართლო განხილვის დროსაც. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნას, როდესაც საეჭვოა დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული. ამდენად, აღნიშნული საეჭვო მტკიცებულების გარდა საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო როდესაც თ-------------–--ლი უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულ თ-------------–--ლის მხრიდან დაზარალებულ თ--- ძ---–---სათვის კაბის შემოხევის ფაქტს არ ადასტურებს სასამართლო განხილვისას დაკითხული არცერთი ნეიტრალური მოწმე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ თ-------------–--ლმა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, უფრო მეტიც, მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, თ-------------–--ლის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად ბრალდებული თ-------------–--ლი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------------–--ლი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თ-------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თ-------------–--ლისა (პ/ნ. 1----------) და ქე----------------ძის(პ-------------1) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ-----–-------–----------------------------ში, (ს/კ №3-.0--2--0--- – 2 000 ( ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ვანის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა;
გამართლებულ თ-------------–--ლს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ნივთიერი მტკიცებულება, თ. ძ---–---ს კაბა, რაც ინახება შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე