განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/195-17
№061060917001
24 იანვარი, 2018 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–--–----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ-----------------------------------------------–-------–-–---------------------------------------------–-------------------------–--------------
ადვოკატი- ირ---–--–-----–-ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის,,გ’’ ქვეპუნქტით( 2017 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) , აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამვე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდი).
სხდომის სახე -ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (2017 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდი);
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 17 ივლისის სამტრედიის რაიონული სასამართლოს და 2013 წლის 04 სექტემბრის სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენებით ქურდობისათვის ნასამართლევმა ზ------------------მ 2017 წლის 18 აგვისტოს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე დროის პერიოდში, უკანონოდ შეაღწია, სამტრედიის რაიონის სოფელ კ-------–- მდებარე მა--------–-ძის საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებულ სამზარეულოში, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჩინური წარმოების 220 ლარად ღირებულ ველოსიპედს, 30 ლარად ღირებულ ოპტიკურ სათვალეს, თავისივე ჩასადებით, 150 ლარად ღირებულ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, 30 ლარად ღირებულ „როქსანის“ ფირმის ქალის სუნამოს და ფულს 70 ლარის ოდენობით. ზ------------------ს ქმედების შედეგად მა--------–---ს მიადგა 500 ლარის ქონებრივი ზიანი.
2008 წლის 17 ივლისის სამტრედიის რაიონული სასამართლოს და 2013 წლის 04 სექტემბრის სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენებით ქურდობისათვის ნასამართლევმა ზ------------------მ 2017 წლის 05 სექტემბრის 23:00 საათიდან ამავე წლის 06 სექტემბრის 06:00 საათამდე დროის პერიოდში, ორფრთიანი კარის გაღების გზით, უკანონოდ შეაღწია სამტრედიის რაიონის სოფელ ჭ----–ი მდებარე ლ--–----------–-ს საცხოვრებელ სახლთან მდებარე სამზარეულოში, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 650 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორს, 10 ლარად ღირებულ მაგიდის საათს, 30 ლარად ღირებულ „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს და ფულს 60 ლარის ოდენობით. ზ------------------ს ქმედების შედეგად ლ--–----------–ს მიადგა 750 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ------------------ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ( დანაშაულის ორივე ეპიზოდი) დანაშაულთა ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ზ------------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვ--------ში, მარტო. სასჯელის მოხდის შემდგომ დაკავებული იყო სასოფლო სამეურნეო -საქმიანობით, კერძოდ, სურდა მცირე ბიზნესის წამოწყება. 2017 წლის 06 სექტემბერს ამ მიზნით მიდიოდა ქალაქ ქუთაისში, სადაც უნდა შეხვედროდა ბანკის თანამშრომელს და მისთვის გაეცნო მისი იდეები აგროსესხის მიღების მიზნით. გზად, კერძოდ, სოფელ ქ-------–ი მას უთხრეს, რომ მის ჭიშკართან მანქანა იყო გაჩერებული და ვინაიდან აინტერესებდა მართლა იყო თუ არა ვინმე გაჩერებული მის ჭიშკართან და იმის დასადგენად თუ ვინ იყვნენ ეს პირები, დაურეკა მის მეზობელს, მი----–--------–--ეს, ხოლო შემდგომ ლი----------–--ეს , რადგან ისინი არ იყვნენ სახლში, დაურეკა ქ-----------------ვას, რის შემდეგაც, დაახლოებით დღის პირველ საათზე, დაბრუნდა სახლში და ნახა რომ ტყემლის ბოთლი, რომელშიც ტყემალი კეჩუპთან ერთად იყო შეზავებული, ასევე მისაღებ ოთახში მდგარი წყლის გრაფინის გვერდით დადებული ჭიქა, სახლში აღარ იყო, რის გამოც გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ნივთები პოლიციელებმა წაიღეს მისი სახლიდან, რადგან წინარე პერიოდებში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია მით უფრო მაშინ, როდესაც სახლის კარი მუდმივად ღია იყო. 2017 წლის 6 სექტემბრიდან 2017 წლის 09 სექტემბრამდე მის ტელეფონზე შედიოდა გაურკვეველი ზარები და ხმას არ სცემდნენ. რამდენიმეჯერ თავად განახორციელა აღნიშნულ ნომერზე ზარი, მაგრამ არც საპასუხო ზარზე არ პასუხობდნენ. 2017 წლის 19 სექტემბერს, საღამოს, იგი იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა შსს ხონის რაიონული სამმართველოს 2 თანამშრომელი და უთხრეს, რომ მისი ნახვა უნდოდა ერთ ადამიანს, მან უთხრა რომ თანახმა იყო, რის შემდეგაც მასთან მივიდა შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, სახელად ა------ი, რომლის გვარიც არ იცის, ასევე და---------–---- და ალ--------------------ე, ა------მა მას წარუდგინა სასამართლოს განჩინება, სულ იყვნენ 5 ადამიანი, ორი ხონის პოლიციიდან და სამი სამტრედიის პოლიციიდან. ამ დროს იგი შეაჩერა ა------მა და თქვა ჩხრეკა დავიწყოთო, ჩხრეკა დაიწყეს სამზარეულო ოთახიდან, მის წინ მიდიოდა და---------–---- და ერთი ხონის პოლიციის თანამშრომელი, ალ--------------------ე უკან ოთახში დარჩა, სწორედ ამ დროს დაინახა რომ ალ--------------------ე რაღაცას დებდა მისაღებ ოთახში განთავსებულ კარადაში და მაშინვე უთხრა, რას აკეთებ რას დებ მანდო, ეს იყო სათვალის ბუდე, როგორც შემდეგ გაირკვა, შიგ სათვალეც ყოფილა. აღნიშნული სათვალის მოპარვის ფაქტი მისი მხრიდან ყოველგვარ ლოგიკას იყო მოკლებული, რადგან მას არ აქვს მხედველობის პრობლემა, გარდა ამისა, არც ასაკოვანი ჰყავს ვინმე სახლში, ვისაც ეს სათვალე დასჭირდებოდა და იმის გათვალიწინებით, რომ ორჯერ არის ნასამართლევი, კარგად იცოდა, რომ ნაქურდალი ნივთები სახლში არ უნდა შეენახა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას არ ჰყავს მშობლები, ძმაც გარდაცვლი ჰყავს და რძალი პერიოდულად მიდის ოჯახში. კარადაში საიდანაც მოხდა თითქოსდა აღნიშნული ნივთების ამოღება, ინახავს თეთრეულს და თავად ალაგებს ამ კარადას, ამიტომ ზუსტად იცოდა რომ მსგავსი ნივთი იმ კარადაში არ ინახებოდა, იგივე მეთოდით მოხდა მისთვის საათის ჩადებაც. ბრალდებულის განმარტებით მისი სახლი შედგება კაპიტალური კუხნა-სახლისაგან, რომლის გვერდით არის ხის სახლი, მისთვის საეჭვოა ის გარემოება, რატომ არ დაიწყეს ჩხრეკა სხვა ოთახიდან, ჩხრეკის დამთავრების შემდეგ შევიდნენ აღნიშნულ ხის სახლში, სადაც დაიწყეს ერთი კარადის გაჩხრეკა, სადაც მისი რძლის ტანსაცმელები ინახებოდა, მაგრამ მის განმარტებაზე მაშინვე შეწყვიტეს ჩხრეკა, ამასთან ისინი არ დანტერესებულან ეზოში მდგარი სხვადასხვა ნაგებობების გაჩხრეკით, როგორიც იყო საქონლის, ღორისა და ფრინველის სადგომი. ამდენად მათ სხვა ინტერესი არ ჰქონიათ, ზუსტად იცოდნენ, სადაც ჩადეს ეს ნივთები და საიდან უნდა ამოეღოთ. გარდა ამისა, არც ნარკოტიკული საშუალება იყო მისი საკუთრება. ამის შემდეგ იგი დააკავეს და გადმოყვანილი იქნა შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში. სადაც წარუდგინეს ფოტოსურათი, რომლის მიხედვითაც მისი კუთვნილი ტელევიზორის ადგილას იდო ძვირადღირებული პლაზმური ტელევიზორი, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და ეს იყო დამუშავებული ფოტო ,რათა იგი გამოეყენებინათ მის მიერ დანაშაულის აღიარების მექანიზმად. მსგავსი ძვირადღირებული ნივთი არასოდეს ყოფილა მის ოჯახში, გარდა ამისა, მას აუღეს თითის ანაბეჭდები ქუთაისის №2 დაწესებულებაში ყოფნისას. რაც შეეხება ქურდობის ფაქტებს იგი 2017 წლის 18-19 აგვისტოსაც და 06 სექტემბერს იმყოფეობოდა მის საცხოვრებელ სახლში. სოფელ ჭ----–ი მართლაც ჰქონდა დედისეული საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც 2013 წელში გაყიდა და მის შემდეგ იმ სოფელში აღარ ყოფილა და ერთი ადამიანიც კი ვერ დაადასტურებს რომ მთელი ამ წლების მანძილზე იგი ერთხელ მაინც უნახავს ვისმეს იმ სოფელში. მისი განმარტებით ვინაიდან არის ორჯერ ნასამართლევი და უპატრონო, გახდა ამ მანკიერი დამოკიდებულების მსხვერპლი, სინამდვილეში კი მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა ლ--–----------–მა განმარტა, რომ ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში, მარტო. იგი არ იცნობს ბრალდებულ ზ------------------ს და არც არასოდეს უნახავს სოფელში. 2017 წლის 05 სექტემბერს, საღამოს დაახლოებით 10 საათზე, დაწვა დასაძინებლად, 2017 წლის 06 სექტემბერს დილით მისი სახლის გვერდით არსებული სამზარეულოს კარი დახვდა ღიად, ოთახში შესვლისას ნახა, რომ იატაკზე ეგდო ჩანთა, ხოლო ოთახი არეული იყო. მოპარული იყო ,,სამსუნგის’’ ფირმის 650 ლარად ღირებული ტელევიზორი, 30 ლარად ღირებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, შიგ მოთავსებული სიმბარათით, რომლის ნომერია 595 50 26 18, მცირე ზომის 10 ლარად ღირებული საათი და ფულადი თანხა 60 ლარის ოდენობით, ტელევიზორის ადგილას იდო ნახევარი ლიტრის ტევადობის მქონე ბოთლი, რომელშიც მცირე ოდენობით ჩარჩენილი იყო ტყემალი და ასევე ჭრელი ყვავილებით მოხატული, ჭუჭყიანი შუშის ჭიქა, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ხოლო საიდან მოხვდა აღნიშნული ჭიქა მის სამზარეულოში, მისთვის უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას, რის შემდეგაც მასთან მივიდნენ ექსპერტი და უბნის ინსპექტორი, რომლებმაც აიღეს შემთხვევის ადგილიდან ანაბეჭდები, ასევე მასაც აუღეს თითის ანაბეჭდები, ასევე მათ მიერვე ამოღებული იქნა ტელევიზორის ყუთის ნახევი და ტელევიზორის პასპორტი, დაზარალებულმა ლ--–----------–მა მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ, ამოცნობაში რა დროსაც ამოსაცნობ ობიექტთა შორის მის მიერ ამოცნობილი იქნა მისი კუთვნილი მცირე ზომის საათი, რომელსაც წინა მხარე ჰქონდა ვერცხლისფერი, ხოლო უკანა მხარე კი შავი, ასევე დაზიანებული ჰქონდა ელემენტის ჩასადებიც, მას ასევე ამოსაცნობად წარუდგინეს მობილური ტელეფონებიც, რომელთაგანაც არცერთი ტელეფონი მისი არ იყო. აღნიშნული ქურდობის შედეგად მას მიადგა 750 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა მა--------–---მ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის თემის სოფელ კ-------–-, დედასთან ერთად. მისი ბელეტაჟის ტიპის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის გვერდით დგას ე.წ ,,კუხნა’’ სახლი, რომელიც შედგება სამი ოთახისაგან ე. წ მისაღები, სამზარეულო და სააბაზანო ოთახებიდან. 2017 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, უკვე 19 აგვისტო იყო დაწყებული, დაწვა დასაძინებლად, დილით ადგა დაახლოებით 06:30 საათზე, რა დროსაც ნახა, რომ მისი სახლიდან მოპარული იყო მისი კუთვნილი 220 ლარად ღირებული ველოსიპედი, 120 ლარიანი ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე ოპტიკური სათვალე, თავისივე ჩასადებით, ფულადი თანხა სულ 70 ლარის ოდენობით და 30 ლარად ღირებული ,,ოქსანის’’ მარკის ქალის სუნამო. ამის შემდგომ ანერვიულებულმა დარეკა 112-ში, რის შემდეგაც მასთან მივიდა უბნის რწმუნებული, გამომძიებელი და ექსპერტი. ექსპერტის მიერ აღებული იქნა თითის ანაბეჭდები, ასევე ფოტოები გადაუღო შემთხვევის ადგილს, ხოლო გამომძიებლის მიერ იგი გამოკითხული იქნა, ამის შემდგომ იგი დაიბარეს პოლიციაში, რა დროსაც მას აუღეს თითის ანაბეჭდები, მას ასევე მონაწილება აქვს მიღებული საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ, ამოცნობაში, რა დროსაც მის წინ განთავსებული 3 სათვალიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ყავისფერი ოპტიკური სათვალე და სათვალის ჩასადები, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის ძირი და ზემოდან იყო თეთრი ფერის იასამნისფერი, ორნამენტებით მოჩითული. მან ასევე მონაწილება მიიღო მობილური ტელეფონის ამოცნობაშიც, თუმცა წარმოდგენილ ტელეფონთაგან არცერთი მისი საკუთრება არ იყო. აღნიშნული ქურდობის შედეგად მას მიადგა 500 ლარის ოდენობის ზიანი.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე მი----–--------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვ--------ში, იგი არის ზ------------------ს მეზობელი და ბავშვობის მეგობარი, მათი საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან დაშორებულია დაახლოებით 100 მეტრით.2017 წლის 06 სექტემბერს, დღის საათებში, მას დაურეკა ზ------------------მ და ჰკითხა მის სახლთან პოლიცია ხომ არ იყო მისული, რაზედაც მან უპასუხა, რომ იგი იმყოფებოდა სამსახურში და არ იცოდა იყო თუ არა ვინმე მის ჭიშკართან. აღნიშნულთან დაკავშირებით ზ------------------სთან საუბარი არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე ლ----------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-------–ი, ზ------------------ს მეზობლად. მათი საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან დაშორებულია დაახლოებით 200 მეტრით. 2017 წლის 06 სექტემბერს, დილის საათებში, იგი იმყოფებოდა ბაზარში, რა დროსაც დაურეკა ზ------------------მ და ჰკითხა მის სახლთან პოლიცია ხომ არ იყო მისული, რაზედაც მან უპასუხა, რომ იგი სახლში არ იმყოფებოდა და შესაბამისად არც არაფერი იცოდა ამის შესახებ. სახლში დაბრუნებულს მართლაც დახვდა ზ------------------სა და მეზობლის ჭიშკრებს შორის დაყენებული ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები. აღნიშნულთან დაკავშირებით ზ------------------სთან შემდგომში საუბარი აღარ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე ქ------------------ამ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ხონის რაიონის სოფელ გვ--------ში, არის ზ------------------ს გვერდით მეზობელი. 2017 წლის 06 სექტემბერს დილის საათებში იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ზ------------------ს ჭიშკართან გაჩერდა ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ პოლიციელები და ჰკითხეს ხომ არ იცოდნენ ზ------------------ს ადგილსამყოფლის შესახებ, რაზედაც მან უპასუხა, რომ იმ დღეს ზ------------------ საერთოდ არ დაუნახავს, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მას დაურეკა ზ------------------მ და ჰკითხა მის სახლთან ხომ არ იყვნენ პოლიციელები, რაზედაც მან უპასუხა, რომ უკვე წასულები იყვნენ. აღნიშნულ თემაზე შემდგომში ზ------------------სთან საუბარი არ ჰქონია. ზ------------------ს ახასიათებს, როგორც კარგ მეზობელს, იგი სასჯელის მოხდის შემდგომ სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და მშვიდი ცხოვრებით აგრძელებდა მეზობლებთან თანაცხოვრებას.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე და---------–----მ განმარტა, რომ მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ზ------------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულია შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: ზ------------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების გახსნა და დათვალიერება, აგრეთვე მათი ამოცნობა, ასევე გამოტანილია დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ. მის მიერვე მოხდა ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენა და მტკიცებულებათა გაცვლა. ზ------------------ს სახლის ჩხრეკა ჩატარდა 2017 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 21 საათზე, ხონის რაიონის სოფელ ქვ------ში, ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მასში მონაწილეობას იღებდა თავად ზ------------------ და შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი ალ--------------------ე. ჩხრეკის შედეგად სახლის პირველ სართულზე მისაღებ ოთახში განთავსებული კარადიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის საათი, ამოღებული საათი იყო თეთრი ფერის ციფერბლატით წარწერით ,,კვარცი’’ უკანა მხარე ჰქონდა შავი, ხოლო ელემენტის ჩასადები ხუფი ჰქონდა გატეხილი და სათვალე თავისი ჩასადებით, აღნიშნული სათვალე კი იყო მოყავისფრო ფერის, ოპტიკური, მისი ჩასადების ქვედა ძირი იყო შავი, ზედა მხარე თერი ფერის, იასამნისფერი ყვავილების ორნამენტებით. ასევე სამზარეულოდან ამოღებული იქნა წყლის ტუმბოს დეტალები და 1 ცალი სავარაუდოდ ბენზოცელის დეტალი, ასევე გაზეთში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, როგორც შემდგომ დადგინდა იყო მცირე ოდენობით მარიხუანა, რის გამოც ზ------------------ დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით. ჩხრეკის დასრულების შემდგომ დაილუქა აღნიშნული ნივთები და შედგა ჩხრეკის ოქმი, რაზედაც მასთან ერთად ხელი მოაწერეს ზ------------------მ და ალ--------------------ემ. მოხდა ზ------------------ს დაკავება და პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისაგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, დაკავების საფუძველი კი გახდა ის გარემოება, რომ ზ------------------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ნაქურდალი ნივთები და შესაძლებელი იყო იგი მიმალულიყო. მას დაკავებისას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რაზედაც ხელი მოაწერა თავად ბრალდებულმაც. აღნიშნულის შემდეგ დაკავების თაობაზე აცნობა მის ახლო ნათესავს. შემდეგ მოხდა ზ------------------ს გამოკითხვა. 2017 წლის 20 სექტემბერს ამოღებული და დალუქული ნივთები, დათვალიერების მიზნით, გახსნილი იქნა ალ--------------------ესთან ერთად, ხოლო შემდგომ ექსპერტ გ-------–-------ის მონაწილეობით ამოცნობის მიზნით დაზარალებულ ლ--–----------–ს წარედგინა საათი, რომელიც ამოცნობილი იქნა ლ--–----------–-ს მიერ, მასვე ამოსაცნობად წარედგინა მობილური ტელეფონიც, რომელიც ამოღებული იქნა ზ------------------ს პირადი ჩხრეკისას, მაგრამ მობილური ტელეფონი მის მიერ ვერ იქნა ამოცნობილი. დაზარალებულ მა--------–---ს ამოსაცნობად წარედგინა ოპტიკური სათვალე, თავისივე ჩასადებით, რა დროსაც მის მიერ ამოცნობილი იქნა ყავისფერი სათვალე, თავისივე ჩასადებით, ხოლო მობილური ტელეფონი ვერც მა--------–-ძის მიერ ვერ იქნა ამოცნობილი. მის მიერ ასევე მოხდა ბრალდებულის გამოკითხვა, მისთვის ბრალის წარდგენა და მტკიცებულებათა გაცვლა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე ლ-–---–---------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 13 სექტემბერს მისთვის ცნობილი გახდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზ------------------ს გაქურდული ჰქონდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----–ი მდებარე ლ--–----------–-ს საცხოვრებელი სახლი და მოპარული ნივთები შენახული უნდა ჰქონოდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვ--------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი დაკითხული იქნა მოწმის სახით. დაახლოებით 5-6 წლის წინ ზ------------------ს ჰქონდა დედისეული საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----–ი, სწორედ დაზარალებულ ლ--–----------–-ს სახლის მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით 50 მეტრში, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაყიდა . მისი ინფორმაციით, ზ------------------ ბოლო პერიოდში ხშირად დადიოდა სოფელ ჭ----–ი და როდესაც მოხდა ლ--–----------–-ს სახლის გაქურდვა, ანუ 2017 წლის 06 სექტემბერს, სწორედ წინა დღეებში იქნა შემჩნეული იგი სოფელ ჭ----–ი. აგრეთვე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით იგი 2017 წლის 18 აგვისტოს იმყოფებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის თემის დაბა კ-------–- მა--------–-ძის სახლში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელ კონსტანტინე ნასარაისათან, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მა-–-------------–--ესთან და ექსპერტ გ-------–-------თან ერთად, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და მოაწერა კიდეც ხელი შესაბამის ოქმს. სადაც ე.წ ,,კუხნა’’ სახლის წინა მინიდან ამოღებული იქნა 1 ცალი თითის კვალი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და გაკეთდა მასზე შესაბამისი ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე კო---------------------მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის თემის სოფელ კ-------–- მცხოვრებ მა--------–-ძის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც იგი გავიდა შემთხვევის ადგილას, ინსპექტორ გამომძიებლებთან მა-–-------------–--ესთან და ლ-–---–---------ესთან, აგრეთვე ექსპერტ გ-------–-------თან ერთად, სადაც დახვდათ ეზოში მდგარი ერთსართულიანი სახლი და მის გვერდით მდებარე ე. წ ,,კუხნა’’ სახლი ანუ დამხმარე ნაგებობა, სწორედ აღნიშნული ნაგებობა იქნა გაქურდული, სადაც მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი და მას ხელი მოაწერეს მონაწილე პირებმა. აგრეთვე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი თითის კვალი, რომელიც ასევე დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც შემდგომში აღმოჩნდა თავად დაზარალებულ მა--------–-ძის თითის კვალი. გარდა აღნიშნულისა გამოძიება დაიწყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----–ი მომხდარ ლ--–----------–-ს საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე, მის მიერ ასევე უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან ნო-------–-----სა და ვლადიმერ გიორგობიანთან ერთად, აგრეთვე ექსპერტ გ-------–-------თან ერთად. დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ხუთი ხელის კვალი, აღნიშნული კვლები ამოღებული იქნა ხის კარადაზე არსებული მინის ჭიქიდან ასევე მინის ბოთლიდან და ხელჩანთის ზედაპირიდან, აღნიშნული ნივთების ამოღება არ მომხდარა, ვინაიდან ისინი დამუშავებული იქნა სპეციალურ ფხვნილში, რის შემდგომაც ისინი სხვა საექსპერტო კვლევისათვის უვარგისი იქნებოდა. მის მიერ დამატებით მეორედ იქნა გამოკითხული ლ--–----------–-. ასევე მის მიერ ქუთაისის 2 დაწესებულებაში ზ------------------ს თანხმობით მოხდა მისგან თითის ანაბეჭდის აღება, ასევე სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესაბამის მიმართვები იქნა გაგზავნილი შპს ,,ჯეოსელის,, შპს ,,მაგთიკომისა’’ და შპს ,,მოპიტელის’’ ოფისებში.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე ნა--------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის თანამდებობაზე. ლ--–----------–-ს საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტთან დაკვშირებით მის მიერ ჩატარებული იქნა 2 საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ გამოკითხული იქნა უბნის ინსპექტორი-გამომძიებელი ლ-–---–---------ე და მოწმე მი----–--------–--ე.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე ზ--------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე, მან მოცემულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული ლ--–----------–-, რომელმაც განუმარტა, რომ გაქურდული იყო მისი კუხნა -სახლი, საიდანაც წაღებული იყო მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, თანხა 60 ლარის ოდენობით და დაზიანებული მცირე ზომის საათი. სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე ნო-------–-----მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2017 წლის 06 სექტემბერს სამტრედიის შსს რაიონულ სამმართველოში შესული იქნა შეტყობინება ლ--–----------–-ს საცხოვრებელი სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით. იგი შემთხვევის ადგილზე გავიდა ინსპექტორ-გამომძიებელ ვლადიმერ გიორგობიანთან, გამომძიებლ კო---------------------სთან და ექსპერტ გ-------–-------თან ერთად და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა, თითის კვლები, სამსუნგის ფირმის ტელევიზორის პასპორტი, და ტელევიზორის ყუთის მუყაოს ნაჭერი. მოპარული იყო სამსუნგის ფირმის ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, მაგიდის მცირე ზომის საათი და და თანხა 60 ლარის ოდენობით. თითის კვლები ამოღებული იქნა ნახევარი ლიტრის ტევადობის მქონე მინის ბოთლიდან და იქვე მდგარი მინის ჭიქიდან რომელიც დალუქული იქნა, რაზედაც ხელი მოაწერა. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე ლ-–-------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, იგი ირიცხებოდა სამუშაო ჯგუფში, მის მიერ გამოკითხული იქნა ლ----------–--ე და ქ------------------ა, რომელთა გამოკითხვითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 06 სექტემბერს მათ დაუკავშირდათ ტელეფონით ზ------------------ და ჰკითხა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ თუ არა პოლიციელები.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე მა-–-----------–--ემ განმარტა, რომ იგი ამჟამად მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში, 2017 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა შსს სამტრედიის სამტრედიის რაიონულ სამმართველოში. ზ------------------ს საქმესთან დაკავშირებით, როდესაც მოხდა მა--------–-ძის სახლის ქურდობა, იგი გამომძიებელ კო---------------------სთან უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–---–---------ესთან და ექსპერტ გ-------–-------თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც სახლიდან მოპარული იყო ჩინური წარმოების ველოსიპედი, მობილური ტელეფონი, ქალის სუნამო, სათვალე თავისივე ჩასადებით და ფულადი თანხა, დაახლოებით 70 ლარის ოდენობით ე. წ კუხნა-სახლის წინა მარჯვენა მინიდან ექსპერტის მიერ აღებული იქნა თითის ანაბეჭდი.სხვა რაიმე მნიშვნელოვანი კვალი და მტკიცებულება ამოღებული ვერ იქნა, ხელი მოაწერა ადგილზე დათვალირების ოქმს , როდესაც მოხდა ზ------------------ს დაკავება და მისი სახლის ჩხრეკა, ამოღებული იქნა სათვალე თავისივე ჩასადებით, რომელიც წინათ ეკუთვნოდა მაი მიქელაძეს და ქურდობის ფაქტის შემდეგ დაკარგა, რის შესახებაც აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე გუ-----–--------ა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროს ექსპერტად. 2017 წლის 18 აგვისტოს იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის თემის სოფელ კ-------–-, სადაც გაქურდული იყო საცხოვრებელი სახლი, საიდანაც წაღებული იყო ჩინური წარმოების ველოსიპედი, მობილური ტელეფონი და სათვალე, თავისივე ჩასადებით. იგი მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და ეხმარებოდა გამომძიებელს მტკიცებულებათა შეგროვებაში, დათვალიერების დასრულებისას შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი, რაზედაც ხელი მოაწერა. 2017 წლის 06 სექტემბერს ასევე ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღო სამტრედიის მუნიოვოპალიტეტის სოფელ ჭ----–ი მდებარე ლ--–----------–-ს საცხოვრებელ სახლის დათვალიერებაში, სადაც ასევე დაკარგული იყო ტელევიზორი მობილური ტელეფონი და სხვა ნივთები. მათ მიერ ამოღებული იქნა ტელევიზორი ყუთის ნახევი და პასპორტი. მის მიერ არის ასევე განხორციელებული ლ--–----------–-სა და მა--------–-ძის თითის კვლების აღება, ასევე მან თითის კვალი აიღო ბრალდებულ ზ------------------საგან, მან ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში კერძოდ ამოცნობაში.
სასამართლო სხდომაზე, მოწმე ალ--------------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ზ------------------ წარსულში იყო ნასამართლევი ქურდობისათვის და იგი მიდრეკილი იყო დანაშაულის ჩადენისაკენ. სასამრთლოს განჩინების საფუძველზე იგი 2017 წლის 19 სექტემბერს გამოცხადდა ზ------------------ს საცხოვრებელ სახლში მდებარე ხონის რაიონი სოფელ გვ--------ში, სადაც სახლში დახვდა თავად ზ------------------, მას გამომძიებლის მიერ განემარტა ჩხრეკის ჩატარების მიზეზი, ჩხრეკა ჩატარდა მისივე თანხმობით, რა დროსაც დამსწრეების მოწვევაზე უარი განაცხადა, ჩხრეკა მიმდინარეობდა საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, რა დროსაც იქ არსებული კარადიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის საათი, სათვალე თავისივე ბუდით, ასევე სამზარეულო ოთახიდან ამოღებული იქნა ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა და ტუმბოს დეტალები. ასევე მას მონაწილეობა აქვს მიღებული ნივთმტკიცების გახსნასა და დალუქვაში. მისი მონაწილეობით გახსნილი იქნა სათვალე , ასევე საათი და მობილური ტელეფონი, საათი იყო მაღვიძარა, თეთრი კორპუსით შავი ისრებით, წინა კორპუსი იყო მოვერცხლისფრო ხოლო უკანა მხარე შავი ფერის და დაზიანებული ჰქონდა ელემენტის ჩასადები, ეს ნივთები ჩხრეკის შემდეგ დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, ხოლო მისი დათვალიერება მოხდა იმ მიზნით, რომ ისინი ამოსაცნობად უნდა ყოფილიყო წარდგენილი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ზ------------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მისაღები ოთახის ტანსაცმლის კარადიდან ამოღებული იქნა: ელემენტზე მომუშავე, მცირე ზომის, დასადგამი საათი თეთრი ე.წ. ციფერბლატით. წინა მხარეს ვერცხლისფერი ხოლო უკანა მხარეს შავი ფერის კორპუსით ელემენტის ჩასადები თავსახური ზედა მარცხენა მხარეს არის ჩამოტეხილი, საიდანაც ჩანს ელემენტის ნაწილისაათს გააჩნია ნუმარეცია 588-08 საათს ასევე გააჩნია თეთრი ფერის მოგრძო ღილაკი; ქალის მოყავისფრო ფერის სათვალე მარჯვენა ყურის ჩამოსადებზე წარწერით სათვალის ჩასადებიბუდე შავი ქვედა ძირით, თეთრი იასამნის ფერში კომბინირებული თავსახურით. სამზარეულო ოთახიდნ ამოღებული იქნა წყლის ტუმბოს 7 დეტალი, შავი ფერის მრგვალი ფორმის სავარაუდო ბენზო-ცელის პლასტმასის დეტალი. ამოღებული ნივთები დაილუქა სამ პაკეტად, 3917 ბეჭდით პაკეტებისათვის. ასევე სამზარეულო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გაზეთის ფურცელში გახვეული მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, რაც ასევე დაილუქა ერთ პაკეტად 3317 ბეჭდით პაკეტებისათვის.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა ლ--–----------–მა განაცხადა, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი ცალი საათიდან ამოიცნო მარცხნიდან რიგით მეორე საათი და განმარტა, რომ ეს ნივთი ის საათი იყო, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარეს 2017 წლის 06 ექტემბერს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, დაზარალებულმა მა--------–---მ განაცხადა, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი სათვალიდან , მან ამოიცნო მარცხნიდან რიგით მესამე სათვალე, თავისივე ჩასადებით, მანვე განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი სათვალე მისი სახლიდან მოიპარეს 2017 წლის 18 აგვისტოს.
2017 წლის 24 სექტემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სს 061060917001 საქმეზე, ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი (დარჩენილი) ხელის თითის ორი კვალი (კვალი N1, კვალი N2) იდენტური არ არის-09.05.1977 წელს დაბადებული ზუ------------სის ძე ჯ--------ას ხელის ანაბეჭდისა.
სენაკის რაიონული სასმართლოს 2013 წლის 04 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ზ------------------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე კოდექის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა ) თვის ვადით. იმავე გამნაჩენით ზ------------------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ივლისის განაჩენითა და 2013 წლის 21 იანვრის განჩინების საფუძველზე დანიშნული პირობითი მსჯავრი- 3 (სამი) წლისა და 9(ცხრა) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ზ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა ბრალდებულ ზ------------------ს მოწმის სახით მიცემული ჩვენება, დაზარალებულების, მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე, (დანაშაულის ორივე ეპიზოდში (2017 წლის 18 აგვისტოსა და 2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდები) დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ზ------------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართვევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
სასამართლო იზიარებს ბრალებულ ზ------------------ს პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები მის მიმართ წარდგენილი ბრალდების (2017 წლის 18 აგვისტოსა და იმავე წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდები) უტყუარად დასადასტურებლად. სასამართლო იზიარებს ბრალდებუულ ზ------------------ს ჩვენებას, რომ დანაშაულის არცერთ ეპიზოდში მას არ ჰქონია განზრახვა ქურდობისა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებისა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართვევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების (თითოეულ ეპიზოდში) ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ზ------------------ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია ნივთიერი მტკიცებულება - 30 ლარად ღირებული, ოპტიკური სათვალე, თავისივე ჩასადებით (2017 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი (დაზარალებული მა--------–---), მეორე ეპიზოდში კი (2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდი (დაზარალებული ლ--–----------–-), ზ------------------ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია 10 (ათ) ლარად ღირებული, ელემენტზე მომუშავე, მცირე ზომის, დაზიანებული, დასადგამი საათი. აღნიშნული მტკიცებულების გარდა , საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და ხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როცა თავად ზ------------------ უარყოფს მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, 2017 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, რომლის მიხედვითაც, ,, შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა და---------–----მ შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის ალ--------------------ის მონაწილეობით, წინამდებარე ოქმი შევადგინე მასზედ, რომ გახსნილი იქნა 2017 წლის 19 სექტემბერს დალუქული მობილური ტელეფონი, რომელიც ამოღებული იქნა ხონის რაიონის სოფელ ქ-------–ი მცხოვრებ ზ------------------ს პირადი ჩხრეკისას, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, დალუქულ ობიექტზე აღინიშნება ხელმოწერები. ლუქის ახსნის შემდგომ პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა ნოკიას ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, რომელსაც არ გააჩნია ვარსკვლავის საცნობი ღილაკი, ლუქის ახსნა მოხდა ხსენებული მობილური ტელეფონის ამოსაცნობად წარდგენის მიზნით. ლუქის გახსნის შემდგომ სათვალე, თავისივე ჩასადებით, წარდგენილი იქნა ამოსაცნობ ობიექტთა შორის.’’
საქართველოს ისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რეველანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი წესით, არ დასტურდება დაზარალებულ მა--------–-ძისათვის ამოსაცნობად წარდგენილი ოპტიკური სათვალის (თავისივე ჩასადებით) ავთენტიკურობა, რადგანაც, როგორც ზემოთ მოყვანილი ციტირებული ოქმიდან ირკვევა, დალუქული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისას პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, დაზარალებულ ლ--–----------–ს კი ამოსაცნობად წაედგინა სათვალე, თავისივე ჩასადებით. ამდენად, ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას სასამართლო საეჭვოდ მიიჩნევს და ზემოაღნიშნულ მოტივირებათა გამო, ვერ განიხილავს მას ზ------------------ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ზ------------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (2017 წლის 18 აგვისტოს და 2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდები) უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ზ------------------ს მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ზ------------------ უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით( 2017 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი), აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) ; აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, ამვე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 5-6 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ტელევიზორი ,,სამსუნგის’’ დოკუმენტაცია და ამავე ტელევიზორის ყუთის ერთი გვერდი, რაც ინახება სამტრედიის შსს რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. ზ------------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული საათი, ქალის ოპტიკური სათვალე, თავისივე ჩასადებით, წყლის ტუმბოს და ბენზო ხერხის დეტალები, აგრეთვე ზ------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს. მა--------–-ძის სახლის დათვალიერებისას ამოღებული ხელის თითის კვლები, აგრეთვე ლ--–----------–-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ხელის თითის კვლები,რომლებიც დალუქული სახით ინახება სამტრედიის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
გამართლებულ ზ------------------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე