გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2018
საქმის ნომერი
020210017002132350
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №0--21-0--00-1-2350 (2/1859-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2- მარტი, 2-18 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ნი--------------ია

 

მოპასუხე - ირ---–-------ა

წარმომადგენლები: ას----------ია, ნა-------ვა

 

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1.არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2--------ს დაბადებული მო---------იას რჩენა-აღზრდისათვის ირ---–-------ასათვის ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის - 30----–----------–----- გაზრდა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა თვეში 2-----------) ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით ნი--------------იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ირ---–-------ას დაეკისრა ბავშვის - მო---------იას რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 3---–----- გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე, რასაც მოპასუხე იხდის დღემდე.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ მოპასუხის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამასთან, არასრულწლოვანი მო---------ია ავადმყოფობს, მას ასაკის მატებასთან ერთად გაეზარდა მოთხოვნილებები, სჭირდება განათლების მიღება, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდას 2----–--------დენობით (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო (იხ. 0-.1-.2-15 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე ნი--------------იასა და მოპასუხე ირ---–-------ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - მო---------ია (დაბადების თარიღი - 2--------ი, 2--- წელი), რომელიც ცხოვრობდა დედასთან, ნი--------------იასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-დაბადების მოწმობა (ს.ფ. 22);

-სასამართლოს 0-.0-.2-1- წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 15);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2.№2------- სამოქალაქო საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით ნი--------------იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ირ---–-------ას დაეკისრა ბავშვის - მო---------იას რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 3---–----- გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე. მოპასუხე ირ---–-------ა აღნიშნულ ვალდებულებას დღემდე ასრულებს და მას საალიმენტო დავალიანება არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-სასამართლოს 0-.0-.2-1- წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 15);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3.მო---------ია ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე ნი--------------იასთან ერთად ზუ--------------–----–-------ს ს------–--------––-. ისინი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ შემწეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ამონაწერი (ს.ფ. 18);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4.მოპასუხე ირ---–-------ას საკუთრებაში ზუ--------------–----–-------ს სოფელ ც---ში მდებარე 1-2- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №4-.2-.4--1--).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ამონაწერი (ს.ფ. 21;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მოსარჩელე და მოპასუხე არ მუშაობენ. ამასთან, მოპასუხე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მე-2 ჯგუფის ინვალიდი უვადოდ). მას დასმული აქვს შემდეგი სახის დიაგნოზი: მ---–--------------------------------------------–----------------------------–------------–---–--------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ. 35);

-საპენსიო მოწმობა (ს.ფ. 36);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2.2----–-–---------------ს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი აღარ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში. გარდა ამისა, მოპასუხეს გააჩნია თანადგომის ქსელი, ცხოვრობს ძმებთან და ღებულობს როგორც სახელმწიფოსაგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გამო პენსიას - 1----–---ს, ისე დახმარებას ძმებისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3.დადგენილია, რომ სასამართლოს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გასულია 0- წელი და ბავშვის - მო---------იას ასაკის მატებასთან ერთად მისი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებები გაზრდილია. კერძოდ, იგი არის მე-1- კლ---------–---–ე და საჭიროებს მომზადებას შემდგომში სწავლის გასაგრძელებლად. გარდა ამისა, მო---------იას აქვს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის პრობლემები. ყოველივე აღნიშნული დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, რისი საშუალებაც მხოლოდ დედას, მოსარჩელე ნი--------------იას არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ. 51);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2-.0-.2----–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-98-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-98-ე და 1212-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის მოვალეობა აკისრია ორივე მშობელს, მათ თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა შვილის აღზრდა-განვითარებაში, მათ ასევე თანაბრად აკისრიათ შვილის რჩენის მოვალეობა, რაც უნდა განხორციელდეს ნებაყოფლობით, წინააღმდეგ შემთხევაში სარჩო ბავშვის სასარგებლოდ მშობლებს ეკისრებათ სასამართლო წესით, ალიმენტის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის – მო---------იას აღზრდაში მონაწილეობის მიღება ეკისრებათ მის მშობლებს: ნი--------------იას და ირ---–-------ას. დადგენილია, რომ მო---------ია იზრდება დედასთან და ის ახორციელებს მის მოვლა-პატრონობასა და აღზრდას, ხოლო მამას - ირ---–-------ას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ყოველთვიური ალიმენტი 3---–----- ოდენობით.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, რომ სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა, მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი საფუძველი - ალიმენტის გადამხდელი მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა - პირობების გაუმჯობესება ან გაუარესება. ალიმენტის ოდენობის შეცვლა, განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებათა შეცვლით, რომელიც საფუძვლად დაედო თავდაპირველი ოდენობის განსაზღვრას. ასეთად მიჩნეული უნდა იქნეს ახალ გარემოებათა წარმოშობა, რაც არ არსებობდა, მაგრამ შეიცვალა. ამასთან, ვინაიდან ალიმენტი თავისი სამართლებრივი ბუნებით პერიოდულად, სამომავლოდ შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, ამ ახალი გარემოების არსებობა დროის მცირე მონაკვეთით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და სტაბილურ ხასიათს უნდა ატარებდეს.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობის გაზრდა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის - გაუმჯობესების შემთხვევაში, რომელიც ალიმენტის სახით იხდის მტკიცე თანხას. ამასთან, გასათვალისწინებელია მშობლის ინდივიდუალური შემოსავალი (მაგ., ხელფასი) და მისი ოჯახის საერთო მატერიალური მდგომარეობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ სარჩელში აღნიშნულია და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა მასზედ, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ 0-.0-.2-1- წლის მდგომარეობით, როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ირ---–-------ა რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, ხოლო დღეის მდგომარეობით ასეთ ვითარებას ადგილი არა აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოპასუხე ადასტურებს მისდამი ძმებისაგან თანადგომის ფაქტს.

 

აღნიშნულის გარდა აღსანიშნავია, რომ ბავშვის მოთხოვნილებები ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია, როგორც მისი ჯანმრთელობის მცირედით გაუარესების კუთხით, ისე განათლების მიღების თვალსაზრისით. თუმცა გასათვალისწინებელია ასევე მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ამდენად, ამ გარემოებათა ერთობლივად მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ალიმენტის ოდენობის მხოლოდ ნაწილობრივ გაზრდის აუცილებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მოვალეობაა, რომელიც თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას ყველა მიმართულებით, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, აგრეთვე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის საკმარისი არასრულწლოვნის - მო---------იას რჩენა-აღზრდისათვის და სამართლიანი და გონივრული იქნება ყოველთვიური ალიმენტის - 2- ლარის ოდენობით გაზრდა ანუ ჯამში 5---–----- ოდენობით განსაზღვრა, რაც ემსახურება როგორც უპირატესად ბავშვის ინტერესებს, ისე შეესაბამება მოპასუხის რეალურ შესაძლებლობებს. ამასთან, მითითებული ოდენობით ალიმენტის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს ეკისრება სარჩელის აღძვრის დღიდან თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილისა, რომლითაც ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 0- პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 1----–------- ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნი--------------ია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნას სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად და ე------–-–-- განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, რაც შეადგენს 6----–----------------- შესაბამისად, ბაჟი გაანგარიშებულ უნდა იქნეს ე------–-–-- განმავლობაში დაკისრებული თანხიდან - 6----–--------- რომლის 0- პროცენტია 1---–----- თუმცა ვინაიდან ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა წარმოადგენს მაგისტრატის მოსამართლის განსჯადს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობად უნდა განისაზღვროს 5---–-------

 

ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა ადგენს სახელმწიფო ბაჟის მინიმალურ ოდენობას მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე 5---–----- სახით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სწორედ 5---–----- გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 24--244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ნი--------------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2.მოპასუხე ირ---–-------ასათვის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 0-.0-.2-1- წლის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის - მო---------იას (დაბადების თარიღი - 2--------ი, 2--- წელი) სასარგებლოდ მისი რჩენა-აღზრდისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდოს და ირ---–-------ას შვილის - მო---------იას სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 5---–----- ოდენობით სარჩელის აღძვრიდან (1-.1-.2--- წელი) შვილის სრულწლოვანებამდე;

 

3.მოპასუხე ირ---–-------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 5---–----- ოდენობით;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა