განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/373-17
(№0-2230517003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი 2--- წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი ხატია გოგრიჭიანი,ბრალდებული ზ----------------, დაბადებული 1----–-–-----------, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–------–------------
ადვოკატი: გიორგი დავითაშვილი, ანდრონიკ სარიბეკოვი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტი, ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
20-7 წლის 23 მაისს, 09:25 საათიდან 09:40 საათამდე დროის შუალედში, ქ----------–---–--------------------------------------------ე მდებარე შპს “------------------------------–----–-------” რუსთავის ფილიალში შეიჭრა გამოძიებით დაუდგენელი ტიპის იარაღით შეირაღებული ზ----------------, რომელიც იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა შპს “------------------------------–----–-------“ რუსთავის ფილიალში მყოფ ნ-----–----------ესა და ლ--–--------–-–---–ს და მათგან მოითხოვა “------------------------------–----–-------“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის მისთვის გადაცემა. ზ---------------ის ქმედებით შპს “მ-----------------------------–-----–------ს“ მიადგა 2---------–------------–-------------–------------------------------ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
20-7 წლის 23 მაისს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0-2230517003 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ 20-7 წლის 23 მაისს, დილის საათებში, ქ.რუსთავში, ლ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს “------------------------------–----–-------” რუსთავის ფილიალში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა მამაკაცი, რომელმაც იარაღის დემონსტრირების საფუძველზე ძალადობის გამოყენების მუქარით, ნ-----–----------ე და ლ--–--------–-–---–ი აიძულა მიეცა მისთვის ამავე ორგანიზაციის კუთვნილი ფულადი თანხა. მითითებული გარემოება საქმეზე დადგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, დამტკიცდა როგორც უდავო მტკიცებულებები და სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს “------------------------------–----–-------” თანამშრომლებზე ნამდვილად განხორციელდა ისეთი ხასიათის თავდასხმა, რომელიც მიმართული იყო საკუთრების წინააღმდეგ და ქმედება ჩადენილია ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში იყო სიცოცხლისათვის. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლომ გამოიკვლია ის მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო იყო უშუალოდ ზ---------------ის ბრალეულობის დადგენისა და მის მიერ დანაშაულის ჩადენის დადასტურებით კუთხით.
20-7 წლის 23 მაისს დათვალიერდა ქ.რუსთავში მდებარე ”ლ-------” ოფისი. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა კინოლოგის სამსახური და სათავსო ოთახში, სეიფის წინ მეტლახის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში. სამსახურებრივმა ძაღლმა სუნის აღების შემდგომ დატოვა “ლ-------” ოფისის შენობა. საექსპერტო-კრიმინალური სამსახურის თანამშრომლების მიერ დამუშავდა შემთხვევის ადგილი, სათავსო ოთახში შესასვლელი კარის დამუშავებისას აღნიშნული კარის მარცხენა მხარეს, ჩარჩოს გარე ზედაპირიდან აღებულ იქნა ერთი ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით, რომელიც დაილუქა.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია ა---------------–-–---–ის მიერ და მასში მონაწილეობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები ა-–-----------–---–ი, დ---------–--ე, კინოლოგი რ-----–------–---–ი და ”ლ-------” საოპერაციო დირექტორი ი-----–--–----–---ია. მოწმეებმა ა-------–---–მა და დ----–--ემ განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ხელის კვლები და დაასურათეს შ/ადგილი. ა---------------–-–---–ის განმარტებით შ/ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა კონოლოგი, რომელმაც ძაღლის მეშვეობით აიღო სუნის კვალი, ძაღლი შემთხვევის ადგილიდან გაუყვა ლ-------------ას, გადაკვეთა გზა და შევიდა ყოფილი ”ემბავუდის“ ტერიტორიაზე და შემდეგ დაკარგა სუნის კვალი. მოწმე რ-----–------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 20-7 წლის 23 მაისს, ა---------------–-–---–მა გამოიძახა ქ.რუსთავში ლ------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს ”ლ-------” ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. მისი შემთხვევის ადგილზე გასვლის მიზანი იყო სუნის ნიმუშის აღება და ძაღლის მიერ სუნის კვალის აღების კონტროლი. ოფისში მისვლისას, მან ჯერ დაყარა აქტივირებული ნახშირი და დაელოდა დაახლოებით ნახევარი საათი, რადგან მომხდარიყო სუნის შეწოვა და შემდეგ გაუშვა ე.წ. სამსახურებრივი ძაღლი. სუნის ნიმუშები დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. ზოგადად შესაძლებელია, რომ თუ ორ ადამიანს ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, სუნი ერთმანეთზე გადავიდეს, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ დამნაშავე უფრო მეტ სუნს ტოვებს შ/ადგილზე, ვიდრე სხვა ადამიანი.
შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუშისა და ზ---------------ის სუნის ნიმუშის შესადარებლად, ასევე შემდგომში ნიმუშებზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ბრალდებულ ზ---------------ისაგან, მის დაკავების შემდეგ, აღებულ იქნა სუნის ნიმუში. ნიმუშის სასამართლოს განჩინების გარეშე აღების საფუძველი გახდა ზ---------------ის წერილობითი თანხმობა, სადაც მითითებულია, რომ იგი თანახმა იყო მისგან სუნის ნიმუშის აღების თაობაზე. ხელწერილს ხელს აწერს ზ---------------- და მითითებულია თარიღი 20-7 წლის 29 მაისი. ამავე თარიღის ზ---------------ისაგან სუნის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, სტერილური დოლბანდითა და აქტივირებული ნახშირის გამოყენებით, ზ---------------ის მარცხენა ხელის გულიდან, საზარდულიდან და ფეხის ტერფიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, რომელიც და მოთავსდა და 0,5 მლ ტევადობის მინის ქილაში და დაილუქა №2 ლუქით. ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, მიეთითა საქმის ნომერი და გაკეთდა ხელმოწერები. სუნის ნიმუშის აღების პროცესში მონაწილეობდნენ თავად ზ----------------, გამომძიებელი ლ-----------------ე და კინოლოგი ნ-----–-----------–---–ი.
მოწმე ნ-----–-----------–---–მა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ 20-7 წლის 23 მაისს, პირადად მან, ნიმუშის ასაღებად გამომძიებლის მიერ მითითებული პირისაგან აიღო სუნის ნიმუში. არ ახსოვს ბრალდებულის სახელი და გვარი და შესაძლებელია თარიღიც, თუმცა როდესაც გამოცხადდა საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად, მიუთითეს, რომ უნდა აეღო სუნის ნიმუში და შეასრულა მოქმედება დადგენილი წესით. ნიმუშის აღების დროს არანაირი პრეტენზია პირს, ვისთანაც ჩაატარა ს/მოქმედება არ გამოუთქვამს და არც ხელის მოწერაზე უთქვამს უარი. ხელმოწერები გაკეთდა საპროცესო მოქმედების დასრულების შემდეგ. ახსოვს, რომ პირმა, რომლისგანაც აიღო სუნის ნიმუში, ნებაყოფლობით გაიხადა ფეხსაცმელი და სტერილური დოლბანდიც ნებაყოფლობით მოითავსა ხელის გულზე და საზარდულში. ამ საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მხოლოდ ერთხელ იყო მისული განყოფილებაში. ოქმი შეადგინა გამომძიებელმა. არანაირი შენიშვნა არ გაცხადებულა.
ლ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 20-7 წლის 23 მაისს მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე ჩაატარა რამდენიმე ს/მოქმედება, მათ შორის შეადგინა ზ---------------ისაგან სუნის ნიმუშის აღების ოქმი. ნიმუში აიღო კინოლოგმა ნ-----–-----------–---–მა, ხოლო მან შეადგინა შესაბამისი ოქმი. ადასტურებს, რომ პირი, რომლისგანაც მოხდა სუნის ნიმუშის აღება არის ბრალდებული ზ----------------. მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ხელი ოქმზე ნებაყოფლობით მოაწერა.
სუნის იდენტურობის განსასაზღვრად საქმეზე დაინიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა და დაიკითხა ექსპერტი მოწმე ბ----------------ე. 20-7 წლის 7 ივნისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: 20-7 წლის 23 მაისს, ქ.რუსთავში, ლ-------------აზე მდებარე შპს ”მ-----------------------------–----–------–ი” განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ზ---------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტის ლუქის ან სხვა სახის დაზიანების შემთხვევაში ექსპერტიზა არ ტარდება, ასევე გამოკვლევამდე მოწმდება ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძაღლი სუნის მითითებას ახდენს სამი ცდის შედეგად და ამ შემთხვევაში სამივეჯერ ერთიდაიგივე სუნზე მიანიშნა. დასკვნა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სუნის ნიმუშები იდენტური ან არაიდენტურია.
დაცვის მხარემ სადავო გახადა ზ---------------ის მიერ სუნის ნიმუშის ასაღებად საქმეში არსებული ხელწერილი და მისი ხელმოწერა ნიმუშის აღების ოქმზე, რის შესახებაც მიუთითა, რომ ბრალდებულს თანხმობა ნიმუშის აღებაზე არ გამოუთქვამს და არც ოქმზე მოაწერა ხელი ნებაყოფლობით. იგი შეიყვანეს შეცდომაში და მისთვის არავის განუმარტავს თუ რაზე აწერდა ხელს, ხოლო სუნის ნიმუში რეალურად მისგან არავის აუღია.
დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებაზე სასამართლო აღნიშნავს, რომ სუნის ნიმუშის აღებისა და შემდეგ ამავე ნიმუშზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის არადამაჯერებლობასა და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულების უსაფუძვლობაზე მითითება ემსახურება ბრალდებულის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზანს, ვინაიდან განხილულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით ცხადი ხდება საპროცესო მოქმედებების ლოგიკური თანმიმდევრობა და სასამართლოს არ აქვს ამ საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირთა ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. შემთხვევის ადგილიდან ძაღლის მიერ სუნის კვალის, ხოლო კინოლოგის მიერ სუნის ნიმუშის აღება, შემდეგ სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირისაგან სხვადასხვა სახის, მათ შორის სუნის ნიმუშის აღება და ბოლოს ნიმუშების იდენტურობის დასადგენად ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა არის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოქმედებათა ერთობლიობა და ამ მხრივ მოცემული საქმე რაიმე სახის გამონაკლისს არ წარმოადგენს. ექსპერტიზის დასკვნაზე დართული ფოტოცხრილის (ტომი 2 ს.ფ. 177) მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი სუნის ნიმუშები, როგორც შ/ადგილიდან, ისე ბრალდებულისაგან აღებული, არის დალუქულ მდგომარეობაში და თავად ექსპერტმაც დაადასტურა, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. აღნიშნული მიუთითებს და ამყარებს მოწმეთა ჩვენებებს, რომ სუნის ნიმუშები აღების შემდეგ დაილუქა და ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. ასევე სასამართლოსთვის აბსოლუტურად დამაჯერებელია ნიმუშის აღებაზე ბრალდებულის თანხმობა, ვინიდან როგორც ხელწერილზე, ისე ნიმუშის აღების ოქმზე გაკეთებული ხელმოწერები იდენტურია როგორც ერთმანეთის, ისე ხელწერილის სრული ტექსტის, ამასთან არცერთ ეტაპზე, მათ შორის ბრალდებულის დაკითხვისას, არანაირი შენიშვნა მის მიმართ ნიმუშის იძულების აღების ან ხელმოწერის მოტყუებით დასმის თაობაზე საპროცესო მოქმედებების ოქმში მითითებული არ არის, შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ ნიმუშის აღების ოქმი და შემდეგ ამავე ნიმუშზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზა და გაცემული დასკვნა არ არის უტყუარი მტკიცებულება - სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
დაზარალებულმა ნ-----–----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შპს ”ლ------–ი” მუშაობს დამლაგებლად, სადაც შემთხვევის დღეს იმყოფებოდა დაახლოებით 09:30 საათიდან. ახსოვს, რომ დასუფთავებისას კარი ვიღაცამ გააღო და უთხრა, რომ ოფისი ჯერ ისევ დაკეტილი იყო. მარჯვენა მხარეს ტუმბოების წმენდისას ისევ კარის ხმა გაიგო და რომ მიტრიალდა მამაკაცმა მას იარაღი დაადო და ფული მოითხოვა. მას მხოლოდ თვალები უჩანდა. თავზე იარაღის მიბჯენით და მუქარით, მამაკაცი გაემართა სეიფის ოთახისკენ, ამ პერიოდში მისმა თანამშრომელმა ლ--–--------–-–---–მა მოასწრო და ღილაკს დააჭირა ხელი, თუმცა დაცვის მოსვლამდე თავდამსხმელის მოთხოვნით ლილიმ გახსნა სეიფი და ფული თავდამსხმელის მიერვე მიწოდებულ პაკეტში ჩაუყარა. მისთვის უცნობია ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილი იყო თუ არა. თავდასხმის შემდეგ მისი ხმა, აღნაგობა და სიარული დაამახსოვრდა და შეეძლო მისი ამოცნობა, რაც შეეხება სახის ნაკვთებით ამოცნობას, ვინაიდან მას მხოლოდ თვალები უჩანდა, რადგან აფარებული ჰქონდა შავი ნაჭერი, დაინახა მხოლოდ მისი თვალის ფერი და მიუთითა კიდეც გამომძიებელს, რომ დარწმუნებით არ შეეძლო მისი ამოცნობა. სურათებზე გამოსახული ერთ-ერთი მამაკაცი თვალებით ჰგავდა თავდამსხმელს, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ სწორედ ის იყო თავდამსხმელი. კითხვაზე, სხდომაში მონაწილე ბრალდებული იყო თუ არა ის, ვინც მას თავს დაესხა, მოწმემ განმარტა, რომ მას მისი სახე არ დაუნახავს და არ შეეძლო ამ ფაქტის დადასტურება.
20-7 წლის 29 მაისის ოქმით ფოტოსურათის მოძიების შესახებ, გამომძიებელმა გ------------–--მ, იმისათვის რომ მოწმე ნ-----–----------ისათვის წარედგინა ფოტოსურათები პირის ამოცნობის მიზნით, გადმოწერა ფოტოსურათები. N1, რომელზეც გამოსახულია დ---------–-----------------ე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს, მცხოვრები ქ.რუსთავი, კ-–----–---–---------ში, ფოტოსურათი N2, რომელზედაც გამოსახულია გ---------------------ე, დაბადებული 05.0-.1--- წელს, მცხოვრები ქ.რუსთავი, თ----------------ში, ფოტოსურათი N3 რომელზედაც გამოსახულია ზ----------------, დაბადებული 2--0--1---წ, მცხოვრები გ----------------------------–----------ი. ფოტოსურათი N4, რომელზედაც გამოსახულია ლ-–---------–---–ი, დაბადებული: 22.0-.1--- წელს, მცხოვრები: ქ.რუსთავი, მ----------------------------–--–------ში. ზემოაღნიშნული ფოტოსურათები გადაიტანა და ჩააკერა ამოცნობის ოქმის შესაბამის ველებში.
20-7 წლის 29 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით: ნ-----–----------ემ, ფოტოსურათების წარდგენის შემდგომ 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება, რომ იგი სწორედ ის პირია, რომელიც 20-7 წლის 23 მაისს შევიდა მ-----------------------------–-----–------ში” და იარაღის მუქარით გაიტაცა ფულადი თანხა. ამომცნობმა ფოტოსურათზე გამოსახული ობიექტი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თვალების ფორმით, თვალების მოყვანილობით, სახის ფორმით, სახის გამომეტყველებით და იერით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ნ-----–----------ემ შიშის გამო განაცხადა, რომ ვერ ამოიცნო ბრალდებული და დასკვნით სიტყვაში ნ-----–----------ის
ჩვენებასა და მის მიერ ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმზე პროკურორის მითითება, როგორც დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებაზე სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან მოწმემ ვერ დააკონკრეტა იყო თუ არა თავდამსხმელი ნამდვილად ზ----------------, უფრო მეტიც მოწმემ აღნიშნა, რომ მან ამის შესახებ გამომძიებელსაც მიუთითა, თუმცა ნ-----–----------ის ჩვენებით უტყუარად დგინდება, ის ფაქტი, რომ 20-7 წლის 23 მაისს ოფისის გახსნამდე მათ თავს დაესხა მამაკაცი, რომელიც ძალადობის მუქარით დაეუფლა ”ლ-------” კუთვნილ თანხას.
20-7 წლის 25 მაისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამომძიებელ გ-----–--ს მიერ გამოთხოვილ იქნა მ-----------------------------–-----–------ს” რუსთავის ფილიალის შიდა და გარე სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები.
”მ-----------------------------–-ა ლ--------ან” გამოთხოვილი 20-7 წლის 23 მაისის გარე და შიდა ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმისა და ამავე ინფორმაციის ამსახველი დისკების სასამართლო სხდომაზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შსს ქ.რუსთავი, ლ------ის მ/ტერიტორიაზე მდებარე „მ-----------------------------–----–------–ი” ოპერატორი ლ--–--------–-–---–ი მიდის კართან და გასაღების საშუალებით აღებს კარს და შედის ოფისში. შემდეგ ოფისში შედის დამლაგებელი ნ-----–----------ე. ჩანაწერის 09:26:22 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი. რომელსაც ეტყობა, რომ აქვს მოშვებული წვერი. მას აცვია მუქი ფერის ”კაპიშონიანი” სპორტული ზედა, მამაკაცს ორივე ხელზე უკეთია თეთრი ფერის ხელთათმანი. იგი უახლოვდება „მ-----------------------------–-ა ლ-------” რუსთავის ფილიალში შესასვლელ კარს, რომელსაც აღებს მარჯვენა ხელით, ხოლო მარჯვენა ხელით სახეზე იფარებს ნაჭერს და შედის ოფისში. 09:36:53 საათზე ზ/ხსენებული მამაკაცი გამოდის ოფისიდან, რომელსაც მარჯვენა ხელში უკავია იასამნისფერის პარკი და ფეხით მიდის „მ-----------------------------–-ა ლ-------” რუსთავის ფილიალის მარცხენა მხარეს არსებული გასასვლელისკენ, რის შემდგომაც იგი კადრიდან გადის.
მამაკაცს ოფისში შესვლისას სახეზე აფარებული აქვს მუქი ფერის ნაჭერი. შესვლისთანავე იგი მარჯვენა ხელით შარვლის მარჯვენა მხრიდან იღებს შავი ფერის პისტოლეტს. ამის დანახვაზე ნ-----–----------ე იხევს უკან სალაროსკენ. მას ფეხდაფეხ მიყვება თავდამსხმელი. თავდამსხმელი უახლოვდება სალარო განყოფილებაში მჯდომ ლ--–--------–-–---–ს, მარცხენა ხელით სპორტული ზედა ტანსაცმელის მარცხენა ჯიბიდან იღებს პარკს და მაგიდაზე უგდებს ლ--–--------–-–---–ს, ხოლო მარჯვენა ხელში დაჭერილ პისტოლეტს იშვერს ლ--–--------–-–---–ის მიმართულებით. ლ--–--------–-–---–ი იღებს პარკს და გადის კადრიდან. თავდამსხმელი მარცხენა ხელს უჭერს კისერში ნ-----–----------ეს, მისი მიმართულებით მიშვერილი აქვს პისტოლეტი და ასეთ მდგომარეობაში მასთან ერთად მიდის სალაროების შიგნითა შესასვლელისკენ. ამ დროს კადრში ჩნდება ლ--–--------–-–---–ი და სამივენი კადრიდან გადიან. 09:27:57 საათზე კადრში ჩნდება თავდამსხმელი, რომელსაც მარცხენა ხელში უკავია პარკი. იგი სწრაფი ნაბიჯებით მიდის გასასვლელი კარისაკენ. კართან მიახლოებისას პარკი გადააქვს მარჯვენა ხელში და ოფისიდან გადის 09:28:02 საათზე.
სეიფის ოთხის ჩანაწერის მიხედვით, 09:26:58 საათზე კადრში ჩნდება ლ--–--------–-–---–ი, რომელსაც ხელში უკავია პოლიეთილენის პარკი, ჩანს ნ-----–----------ე და თავდამსხმელი, რომელსაც პისტოლეტი მიმართული აქვს ხან ნ-----–----------ისკენ, ხან კი ლ--–--------–-–---–ისკენ. თავდამსხმელი ხელით კისერში უჭერს ნ-----–----------ეს. ლ--–--------–-–---–ი მაგიდის უჯრიდან იღებს გასაღებს, გასაღებით ხსნის სეიფის კარს და სეიფიდან იღებს კუპიურების დასტას და დებს პარკში, შემდგომ სეიფიდან გამოაქვს ოთხკუთხედი ფორმის 2 საგანი, რომელშიც აწყვია ფული კუპიურები და მონეტები. მათ დებს მაგიდაზე და იწყებს ფულის კუპიურების ამოღებას და პარკში ჩაწყობას. ფულის ჩაწყობაში ეხმარება ნ-----–----------ე. აღნიშნული ნივთებიდან ფულის კუპიურების სრულად ამოღების შემდგომ ლ--–--------–-–---–ს სეიფიდან კვლავ გამოაქვს ანალოგიური ნივთი ფულით, რა დროსაც მას თავდამსხმელი ართმევს პარკს, სადაც მოთავსებულია ფული. მას პარკი უკავია ორივე ხელით ისე რომ იარაღი მიშვერილია ლ--–--------–-–---–ის მიმართულებით. პარკში ლ--–--------–-–---–ი და ნ-----–----------ე აწყობენს ფულს. ფულის სრულად პარკში მოთავსების შემდგომ თავდამსხმელი გადის ოთახიდან 09:27:53 საათზე. 09:28:08 საათზე ლ--–--------–-–---–ი გასაღებით კეტავს სეიფის კარს და ნ-----–----------ესთან ერთად გადის ოთახიდან. ხმოვანი ჩანაწერი არის შემდეგი შინაარსის. თავდამსხმელი: დროზე, დროზე თორე გაგიხვრიტე შუბლი! ლ--–--------–-–---–ი: ახლავე ახლავე. ნ-----–----------ე: ნუ მიჭერ რა. თავდამსხმელი: დროზე, დროზე. ხურდა არ მინდა, ქაღალდის ფული; მიდი მიეხმარე (მიმართავს ნ-----–----------ეს) მიეხმარე დროზე, ჩააწყვე დროზე; ტელეფონები სად გაქვთ!? ლ--–--------–-–---–ი და ნ-----–----------ე: არ გვაქვს. თავდამსხმელი: დროზე, დროზე ჩააწყვეთ ფულები თორემ გაგიხვრიტეთ შუბლები! ტელეფონები სად გაქვთ!? ლ--–--------–-–---–ი და ნ-----–----------ე: არ გავაქვს. თავდამსხმელი: დროზე, დროზე. ჩადე აღარ გინდა ეგ; დარჩით აქ.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების მოპოვების პროცესში, ბრალდების მხარე შპს ”ჯეოსთილს” სთხოვა გაეცა ინფორმაცია ზ---------------ის საწარმოში შევლისა და გასვლის აღრიცხვის შესახებ, თუმცა კომპანიის პასუხის თანახმად, ზ---------------- არ წარმოადგენდა საწარმოში დასაქმებულ პირს. 20-7 წლის 3 ივლისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შპს ”ჯეოსთილიდან” გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია 20-7 წლის 23 მაისს რომელ საათებში იქნა გამოყენებული ლ-–------------–---–ის ელექტრონული საშვი საწარმოში შესვლისა და გამოსვლის მიზნით, იმ საფუძვლით, რომ 20-7 წლის 23 აპრილიდან 28 მაისამდე შპს ”ჯეოსთილში” საბურავების შემკეთებლის მოვალეობას ლ-–------------–---–ის ნაცვლად ასრულებდა ზ----------------.
დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ზ---------------- დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა სამსახურში, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით შპს ”ჯეოსთილიდან” ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20-7 წლის 23 ივნისის განჩინების საფუძველზე, შპს ”ჯეოსთილიდან” გამოთხოვილ იქნა საწარმოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების 20-7 წლის 23 მაისის ჩანაწერები. ინფორმაციის გაცემა დაადასტურა მოწმე ხ----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ მუშაობს შპს ”ჯეოსთილის” დირექტორს ეთხოვა გაეცა ინფორმაცია 20-7 წლის 23 მაისს რომელ საათზე იყო გამოყენებული ლ-–------------–---–ის საშვი, კერძოდ შესვლის და გამოსვლის დრო. კადრების განყოფილებამ გასცა ინფორმაცია, რომ 20-7 წლის 23 მაისს ლ-–------------–---–ის ელექტრონული საშვი გამოყენებული იყო შესვლისას 11:08 საათზე, ხოლო გასვლისას 13:37 საათზე, მოწმის განმარტებით, კამერებსა და ბარათის სარეგისტრაციო სისტემას შორის სხვაობა არ არის.
შპს ”ჯეოსთილიდან” გამოთხოვილი 20-7 წლის 23 მაისის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმისა და ამავე ინფორმაციის ამსახველი დისკების სასამართლო სხდომაზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქ.რუსთავში დ--------------------ში მდებარე შპს „ჯეოსთილის“ მომსახურე პერსონალის შესასვლელ-გამოსასვლელში დამონტაჟებული ვიდეო კამერაში 11:08:18 საათზე კადრში ჩნდება ზ----------------, რომელიც ელექტრონული საშვს ადებს საშვის წამკითხველს და შედის შპს „ჯეოსთილის“ ტერიტორიაზე. იგი არის წვერით. აცვია მუქი ფერის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის ჯინისის შარვალი და მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსახმელი. მარჯვენა ხელში უკავია მობულური ტელეფონი და საუბრობს. იგი ადებს საშვს საშვის წამკითხველს და გადის შპს „ჯეოსთილის“ ტერიტორიიდან.
20-7 წლის 3 ივლისს გამომძიებელ გ------------–--ს მიერ შედგენილია ოქმი, რომლის მიხედვით შსს საინფორმაციო პორტალიდან, სადაც თავმოყრილია მოქალაქეთა დემოგრაფიული მონაცემები, ფოტოსურათები, ასევე დროებით იზოლატორში მყოფ პირთა მონაცემები, გადმოწერილი იქნა ზ---------------ის ფოტოსურათი, რომელიც გადაღებულია 20-7 წლის 30 მაისს ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, რათა ექსპერტისათვის გადაეცა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. მოწმე გ------------–--მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა რეალობასაც ადასტურებს. ჰაბიდოსკოპიურ ექსპერტიზაზე გაგზავნილ საკვლევ ობიექტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ დაუკავშირდა ექსპერტი და უთხრა, რომ ვერ გამოიყენებდნენ მის მიერ გადაგზავნილ ბრალდებულის ფოტოსურათს და გაუგზავნა წერილი, რომ ფოტოს მოძიების მიზნით გამოეყენებინათ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზა. ბრალდებულმა უარი განაცხადა სურათის გადაღებაზე.
მოწმე ზ-----------–-–---–ისა და ვ-------------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებისა და ჰაბიდოსკოპიურ და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩასატარებლად, გამომძიებელმა გ-----–--მ გამოსაკვლევად გააგზავნა ”მ--------------–----–--------ე” განხორციელებული თავდასხმის დროს გარე სათვალთვალო კამერების, ამავე ოფისის შიდა სათვალთვალო კამერების და შპს ”ჯეოსთილის” სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი 20-7 წლის 23 მაისის ვიდეო-ჩანაწერები, ასევე ზ---------------ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაღებული ფოტოსურათი და დადგენილებით ექსპერტს დაევალა დაედგინა ვიდეო-ჩანაწერებში აღბეჭდილი მამაკაცი იყო თუ არა ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი. მოწმე ვ-------------------ის დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოუსადეგარი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაღებული ფოტოსურათი და ვინაიდან გამომძიებელმა სხვა ფოტოსურათი ვერ მიაწოდა და ამასთან განუმარტა, რომ შეეძლო გამოეყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებისათვის ხელმისაწვდომი მოქალაქეთა მონაცემთა ბაზიდან სხვა ფოტოსურათი, შესადარებლად police.ge -დან მოიპოვა 1----–-–----------- დაბადებული ზ---- მ---------- თ---------- ფოტოსურათი. ბაზაში არსებული სურათი შეადარა გამომძიებლის მიერ თავდაპირველად გაგზავნილ ფოტოსურათს (ბრალდებული ზ---------------ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაღებულ ფოტოს) და ვინაიდან ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი იყო ერთიდაიგივე, მან და ზ-----------–-–---–მა ჩაატარეს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. ვ------------ის განმარტებით, ფოტო, რომელიც შეადარა მონაცემთა ბაზიდან მოპოვებულ სურათს, კვლევის დასრულების შემდეგ დასკვნას არ დაურთო, რადგან თავდაპირველი სურათი გამოსაკვლევად უვარგისი იყო და მასზე ექსპერტიზა არც ჩატარებულა, იგი გამოიყენეს მხოლოდ დამხმარე საშუალებად, შესაბამისად არ მიიჩნია იგი კვლევის ობიექტად. რა ნიშნების მიხედვით შეიძლება სურათის შერჩევა, ამაზე როგორც წესი პასუხის გაცემა შეუძლებელია ვიდრე არ დაიწყება ექსპერტიზა, ასევე კვლევის პროცესში ხდება იდენტური და განმასხვავებელი ნიშნების დადგენა და კვლევის დროს შეიძლება გაირკვეს არის თუ არა საკვლევი მასალა სათანადო ხარისხის. მოცემულ შემთხვევაშიც პოლიციის პორტალიდან მოძიებული სურათი უკეთესი ხარისხის იყო, ვიდრე გამომძიებლის მიერ თავდაპირველად გაგზავნილი. კვლევა ჩატარდა და გამოსახულებები შედარებულ იქნა ”მ--------------–-- ლ--------ან” ამოღებული ვიდეოჩანაწერების, შპს ”ჯეოსთილიდან” ამოღებული ვიდეოჩანაწერებისა და police.ge -დან მოპოვებულ ფოტოსურათს შორის, რომელზეც გამოსახული იყო 1----–-–----------- დაბადებული ზ----------------. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ”მ--------------–-- ლ-------” გარე სათვალთვალო კამერების მეშვეობით დაფიქსირებულ კადრში გამოსახული მამაკაცი იდენტურია მათ მიერ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1----–-–----------- დაბადებული ზ---- მ---------- თ----------ა, რაც შეეხება შპს ”ჯეოსთილის” ვიდეო-ჩანაწერებში გამოსახული მამაკაცი, სავარაუდოდ იდენტურია მათ მიერ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1----–-–----------- დაბადებული ზ---- მ---------- თ----------ა. გამოკვლევას საფუძვლად უდევს დისკზე და ელ/ბაზაში რიცხული ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცების თანადამთხვევები, როგორც პიროვნების საიდენტიფიკაციო საინფორმაციო ნიშნები, ისევე გარეგნობისათვის მახასიათებელი ცალკეული ელემენტების ურთიერთგანლაგება, მათი კონტურები, ფორმები, ზომები და მიმართულებები. მოწმე ზ-----------–-–---–ის განმარტებით, გამოკვლევის დაწყებამდე, როგორც წესი უნდა გამოირიცხოს ვიდეოჩანაწერზე მონტაჟის არსებობა და ამ შემთხვევაშიც, დარწმუნდა რა რომ გამოსაკვლევად გაგზავნილი დისკები არ შეიცავდა მონტაჟის კვალს, შემდეგ დაიწყო გამოსახულებების კვლევა და მათი შედარება. დისკები იყო დალუქული, ”მ--------------–-- ლ-------” გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული და ფოტოსურათზე ასახული მამაკაცის იდენტურ ნიშნებს წარმოადგენს ნიკაპის ფორმა, ქვედა ტუჩის ფორმა, ზედა ტუჩზე არსებული შრამი, მარცხენა ლოყაზე არსებული ხალი. ძირითადად ამ ნიშნებით მოხდა იდენტიფიკაცია და მათი ერთობლიობა გამორიცხავს ანალოგიური ნიშნებით მეორე ადამიანის არსებობას.
ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ექსპერტიზა კანონის დარღვევით ჩატარდა, რადგან ექსპერტს დალუქულ მდგომარეობაში არ გადაეცა ფოტოსურათი, რომელიც კვლევის ობიექტი იყო, ამასთან ექსპერტი არ იყო უფლებამოსილი, რომ თავისი ინიციატივით მოეძია შესადარებელი ნიმუში (ამ შემთხვევაში ბრალდებულის ფოტო), რისი გათვალისწინებითაც დასკვნა წარმოადგენს დაუშვებელ/არადამაჯერებელ მტკიცებულებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ მიზეზი, რის გამოც გამომძიებელმა გ-----–--მ ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტს არ გაუგზავნა სხვა, ზ---------------ის გამოსახულებით ვარგისი ფოტოსურათი, არის ის, რომ გამომძიებლის შეთავაზებაზე ბრალდებულს გადაეღო სურათი - მან უარი განაცხადა. რაც შეეხება იყო თუ არა ექსპერტი უფლებამოსილი მოეძიებინა ზ---------------ის ფოტოსურათი, სასამართლო აღნიშნავს, რომ შსს საინფორმაციო ბაზიდან, იმ დაწესებულების თანამშრომლის მიერ, რომელსაც აქვს სპეციალური დაშვება ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს საკვლევი ობიექტის ექსპერტის მიერ თავისი ინიციატივით მოძიების პროცესს. ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტების მიერ, ხოლო თავის მხრივ დეპარტამენტი არის შს სამინისტროს უწყებაში შემავალი დაწესებულება, რომლის წარმომადგენელსაც, არ აქვს აკრძალული ისარგებლოს შსს ბაზაში არსებული მონაცემებით, რაც ასევე დაადასტურა მოწმე ზ.ებელაშვილმა, რომ სურათის მოძიების მიზნით, გამომძიებლის განმარტების შემდეგ, პორტალზე შევიდა სპეციალური პროგრამით, რისი სარგებლობის უფლებაც აქვს სამსახურებრივი სარგებლობის მიზნით. ამასთან, სურათი არ არის კვლევის ისეთი ობიექტი, რომელიც შემთხვევის ან სხვა ადგილიდან უნდა იქნეს ამოღებული, იგი არ არის ისეთი ტიპის ნიმუში, რომლის მოპოვებაც მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობას, სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჩატარდა ”მ--------------–-- ლ--------ან” ამოღებული ვიდეოჩანაწერის იმ ნაწილზე, სადაც გამოსახულია მამაკაცის სახის მხოლოდ ცხვირის და ქვედა ყბის ნაწილი, მასზე არსებული ინდივიდუალური ნიშნები - ქვედა ტუჩის ფორმა, ზედა ტუჩზე არსებული შრამი, მარცხენა ლოყაზე არსებული ხალი, იდენტურია ბრალდებულ ზ---------------ის ფოტოსურათისა და სასამართლოს აქ აქვს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
საქმეზე უდავოდ დამტკიცებული მტკიცებულებების მიხედვით დადგენილია, რომ სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან და მ-----------------------------–-ებიდან ინფორმაცია ზ---------------ის, მერაბ თ----------, მანანა თ----------, ლაშა თ---------- მიერ 20-7 წლის 20 აპრილიდან 20 ივნისამდე პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ (თანხის მიღება, გაცემა, დახურდავება, ბანკომატით განაღდება), ორგანიზაციებს ასევე ეთხოვათ ვიდეოკამერების ჩანაწერებისა და მითითებულ პირთა სახელზე არსებული ანგარიშების დამადასტურებელი ინფორმაციის გაცემა. გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, დგინდება, რომ ზ----------------ს მითითებულ პერიოდში შესრულებული აქვს სხვადასხვა ტრანზაქციები (სესხის დაფარვა).
ბრალდებულმა ზ----------------მ სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი დააკავეს 20-7 წლის 29 მაისს და დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები. მან საღამოს 6 საათისთვის დაკეტა მაღაზია, გამყიდველი გვანცა კირთაძე მანქანით მიიყვანა სახლში და გზად მიმავალს, პოლიციის თანამშრომლებმა გზა გადაუკეტეს, მანქანაში ჩაუმსხვრიეს მინები და ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მანქანიდან. ისე რომ არავის განუმარტავს მისი დაკავების მიზეზი, წაიყვანეს მდინარე მტკვრის მიმდებარედ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა დანაშაული. მას აქვს გარკვეული სესხი, მათ შორის მ--------------–-- ლ------–იც”, თუმცა აქვს შემოსავალიც და ახერხებს ვალის დაფარვას. მანვე განმარტა, რომ დოკუმენტები, სადაც მისი ხელმოწერა ფიქსირდება, არის მისი შეცდომაში შეყვანის შედეგი.
მოწმე რომან მიმინოშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ზ---------------ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში, იგი მოძრაობდა ა/მანქანით, რა დროსაც შესთავაზეს, რომ გადმოსულიყო, თუმცა ჩაკეტა მანქანის კარებები და ცდილობდა გაქცევას. მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ”მ--------------–-- ლ-------” ყაჩაღობა შეიძლება ჩადენილი იყო მის მიერ, ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მანქანიდან და წაიყვანეს განყოფილებაში. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს გ------------–---–მა. საპროცესო მოქმედებების ირგვლივ ასევე დაიკითხა ი---------------–---–ი.
20-7 წლის 29 მაისს, 18:32-19:15 დროის შუალედში საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებელ რომან მიმინოშვილის მიერ, ქ.რუსთავი, დ---–----–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ზ---------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, საფულე მასში მოთავსებული დოკუმენტებით, კერძოდ: მართვის მოწმობა, საქართველოს ბანკის ექსპრეს ბარათი, სლოტ კლუბის “las vegas-ის” VIP ბარათი, პლასტიკური ბარათი, ფულადი თანხა 5 ცალი ხუთ ლარიანი და ერთი ცალი ლარიანო მონეტა, პლასტიკური ბარათი პინ კოდი. სს ”ნოვა ტექნოლოჯის” სწრაფი გადახდის ქვითარი პროვაიდერი “--------” იდენტიფიკატორით 1----------, თიბისი ბანკის გადახდის ქვითარი აბონენტზე N085551-25/05/1---, თიბისი ბანკის გადახდის ქვითარი აბონენტით 1----------, ზ----------------, სს ”ნოვა ტექნოლოჯის ” გადახდის ქვითარი, უნიკალური კოდით 7052609412219511. ამავე დღეს ჩატარდა ზ---------------ის ა/მანქანის ჩხრეკა და შემდეგ მისი ამოღება.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ფირმის დასახელებაა შპს ”ზ----”, დირექტორი ზ----------------, პირადი ნომერი 1----------, მესაკუთრე ზ----------------, 100 % წილის მმართველი.
20-7 წლის 29 მაისის ქ.რუსთავი, პ------------------- კორპუსის პირველ სართულზე მდებარე საკანცელარიო მაღაზიის ჩხრეკისას ამოღებული იქნა: სალაროს შემოსავლის ორდერი N1630-50267, თიბისი ბანკი, გაცემის თარიღი, 2--05.20-7წ, შემომტანი ზ----------------, მიმღები შპს ”ზ----”, სალაროს შემოსავლის საგადასახადო დავალება თარიღი 2--05.20-7, გადამხდელი ბანკი სს ”თიბისი ბანკი”, გადახდის დანიშნულება იჯარის საფასური, ქირავნობის ხელშეკრულება - ქირავნობის საგანი - ქ.რუსთავი, თ-------------------–- მდებარე ფართი, ქ.ფილაშვილი ge12tb70077543651000-3. შპს ”ზ----” GE26TB70-70360200-00008.
ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
”ლ-------” საოპერაციოს დირექტორ ი-----–--–----–---იას განცხადების მიხედვით, ქ.რუსთავი, ლ-------------ის ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში მომხდარი დაყაჩაღების შედეგად ”მ--------------–-- ლ------მ” განიცადა 28 710 ლარი და 10 თეთრის ზარალი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. იმის გათვალისწინებით, რომ ზ---------------ის ქმედებით “მ--------------–-- ”ლ-------“ მიადგა 2---------–-------------–--------------–-------------------- თეთრის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.
ვინაიდან ზ---------------ის განზრახვა მოიცავდა ფულადი თანხის დაუფლებას, რომელიც არ იყო მისი საკუთრება და მას არანაირი მართლზომიერი უფლება არ გააჩნდა მის დასაუფლებლად, იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობას, ჩადენილს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს, რადგან ამ დროს შეიძლება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მხოლოდ მიზანი არსებობდეს და რეალურად არ მოხდეს ამ ოდენობის ნივთის დაუფლება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მთავარია დადგენილი იქნეს განზრახვა, რომ ყაჩაღობა მიმართული იყო ასეთი ოდენობით ნივთის (ფულის) დაუფლებისაკენ, რაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არის დადგენილი.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია და ადამიანის საკუთრების უფლება დაცულია სხვადასხვა ნორმატიული აქტებით. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი უნდა ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის მართლზომიერ მფლობელობაში.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ამ მუხლის ყოველი შემდგომი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი ამძიმებს პასუხისმგებლობას მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, იმ საფუძვლით, რომ საქმეზე არ არის დადგენილი ყველა სადავო გარემოება, რომელიც ზ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს, რაზედაც სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ ვიდეო-ჩანაწერების მიხედვით დადგინდა, რომ თავდამსხმელი ოფისში შევიდა კეპიანი ქუდით, წვერით და სახეზე აფარებული შავი ნაჭრით, ამავე ჩანაწერებით დადგენილია, რომ მას ხელზე ეკეთა ხელთათმანები, რაც ცხადყოფს, რომ თავდამსხმელი მოქმედებდა გამიზნულად, რომ მაქსიმალურად არ დაეტოვებინა კვალი და არ ყოფილიყო ადვილად ამოსაცნობი, რასაც ემსახურება სწორედ მისი ფაქტობრივად ”შეფუთული” ჩაცმულობა. თავდამსხმელის ამდაგვარი წინდახედულობა რეალურად მიანიშნებს, რომ შემთხვევის ადგილზე მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი მისი დადგენის შესაძლებლობა, თუმცა სუნის კვალისა და მისი შავი ნაჭრის აფარებამდე დაფიქსირებული სახის მკვეთრად ინდივიდუალური ნიშნების საფუძველზე (სხვა უდავო მტკიცებულებებთან ერთად, რომ ყაჩაღობა ნამდვილად განხორციელდა), უტყუარად დგინდება, რომ თავდამსხმელი სწორედ ზ---------------- იყო. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული დაკავებულია შემთხვევიდან თითქმის 6 დღის შემდეგ, რამაც მას სრული შესაძლებლობა მისცა თავიდან მოეშორებინა თავდასხმის დროს გამოყენებული ყველა საშუალება, მათ შორის ფული, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რისი დარწმუნების შესაძლებლობა სასამართლოს ცხადია არ ექნებოდა, თუკი თავდამსხმელს დააკავებდნენ დანაშაულის ჩადენისთანავე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ”მ--------------–-- ლ-------” კუთვნილი თანხისა და დანაშაულის იარაღის დაუდგენლობა, რისკის ქვეშ ვერ დააყენებს ისეთ უტყუარ მტკიცებულებებს, როგორიცაა ოდოროლოგიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნები და ამ დასკვნებთან დაკავშირებულ მოწმეთა ჩვენებები, რაც ფაქტობრივად ზ---------------ის ბრალეულობის პირდაპირ დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.
ამდენად, სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ზ---------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც ზ---------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ. ბრალდებულ ზ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქმეზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ დამტკიცებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------------მ განხორციელებული ქმედით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ----------------ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----------------ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ზ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ზ---------------ის ავტომანქანა, ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას და მაღაზიის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, უნდა დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში და ზ---------------ის სუნის ნიმუში, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო საქმეზე დართული დიკები, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ზ----------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 20-7 წლის 29 მაისიდან.
3. ზ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ: ზ---------------ის ავტომანქანა (დალუქულ მდგომარეობაში განთავსებულია საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას და მაღაზიის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში, დაუბრუნდეთ მათ მფლობელებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში და ზ---------------ის სუნის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო საქმეზე დართული დიკები, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე