გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210115001182312
№2/833-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - მა-------------ი
წარმომადგენელი - დი----------–--–-–---–ი
მოპასუხე - აბ---------------ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - ომ----------------–---ი
მოპასუხე - ჯა------------------ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - ელ-----------–--–ი
თარჯიმნები: მზ---------–---–ი, ნა--–-------------ა, სუ-------------–---–ი
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აბ---------------სა და ჯა------------------ს შორის, 2015 წლის 16 სექტემბერს, უძრავ ქონებაზე, მდებარე - მა-------–--------------------–-----–-----------–ო, ს/კ 83.09.09.6--, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-13).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 22 ივლისს, მა-------------მა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში აღძრა ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და მოპასუხე აბ---------------ის წინააღმდეგ, 2009 წლის 24 აგვისტოს 8------------03 გადაწყვეტილებისა და 2009 წლის 16 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, უძრავ ქონებაზე მდებარე - მა-------–--------------------–-----–-----------–ო, ს/კ 83.09.09.6--. აღნიშნულის შესახებ შეიტყო რა აბ---------------მა, 2015 წლის 16 სექტემბერს თვალთმაქცური და მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა თავისი რძლის ძმასთან ჯა------------------თან. ეს ხელშეკრულება მან გააფორმა მას შემდეგ, რაც სასამართლოს პირველ სხდომაზე შეიტყო, რომ უკანონოდ ჰქონდა მიწის ნაკვეთი გაფორმებული. სასამართლო სხდომაზე აბ---------------მა მოითხოვა ერთთვიანი ვადა იმისათვის, რომ დოკუმენტებს გაასწორებდა და მიწას დაირეგისტრირებდა იქ, სადაც კანონიერად ეკუთვნოდა. მან ეს დრო გამოიყენა და ქონება სხვის სახელზე დაარეგისტრირა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მა-------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აბ---------------ისათვის ცნობილი იყო, რომ ქონება, რომელსაც ასხვისებდა იყო სადავო, საქმე იხილებოდა სასამართლოში და ის ვალდებული იყო დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისი მოქმედება არის ამორალური, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. გარდა ამისა, ჯა------------------ი არის აბ---------------ის შვილის მეუღლის ძმა, მან იცოდა, რომ უძრავი ქონება იყო სადავო, საქმე იხილებოდა სასამართლოში და მან კარგად იცოდა, რომ აბ---------------ს ქონება უკანონოდ ჰქონდა დარეგისტრირებული. მა-------------ის განმარტებით, აღნიშნული უკანონო რეგისტრაცია მას აყენებს ზიანს, რადგან ვერ სარგებლობს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთით და ატარებს აუცილებელ სამუშაოებს. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება სახელმწიფოს, რომელიც ერთიანი ნაწილია მოსარჩელის მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთისა და რომლითაც სარგებლობს მის მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთთან მისასვლელად (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-13)
2.1. მოპასუხე აბ---------------ის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე აბ---------------მა წარმოდგენილი შესაგებლით მა-------------ის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ჯა------------------ზე გაასხვისა კანონიერად. აბ---------------ის მითითებით, მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებით მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი გზა არცერთი მხრიდან არ იკეტება და მას თავისუფლად შეუძლია მიწის ნაკვეთში შეიყვანოს ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩაატაროს სამუშაოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მა-------------ის კანონიერი ინტერესი არ იზღუდება და მას ზიანი არ ადგება. მოპასუხის მითითებით, მან ჯა------------------ზე უძრავი ქონება გაასხვისა 2015 წლის 16 სექტემბერს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2015 წლის 29 ოქტომბერს, რაც გასაჩივრებული აქვს სააპალეციო საჩივრით (იხ. შესაგებელი ს.ფ. 78-87).
2.2. მოპასუხე ჯა------------------ის პოზიცია
2.2.1. მოპასუხე ჯა------------------მა წარმოდგენილი შესაგებლით მა-------------ის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან აბ---------------ისგან უძრავი ქონება შეიძინა კანონიერად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. შესაგებელი ს.ფ. 89-107).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები, რომელთა დადგენაც მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზეა შესაძლებელი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 22 ივლისს, მა-------------მა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში აღძრა ადმინისტრაციული სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის აბ---------------ის წინააღმდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აგვისტოს 8------------03 გადაწყვეტილების, უძრავ ქონებაზე მდებარე მა-------–--------------------–-----–-----------–ო, ს/კ 83.09.02.--- და 2009 წლის 16 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილების, უძრავ ქონებაზე მდებარე - მა-------–--------------------–-----–-----------–ო, ს/კ 83.09.09.6--, ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზუსტებული სარჩელის ასლი (ს.ფ. 14-23);
- გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 47-58).
3.2.2. 2015 წლის 16 სექტემბერს, აბ---------------სა და ჯა------------------ს შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად აბ---------------მა გაყიდა, ხოლო ჯახანგირ უსუბოვმა იყიდა უძრავი ქონება მდებარე მა-------–--------------------–-----–-----------–ო, ს/კ 83.09.09.6--. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგანი გაიყიდა 7000 ლარად. უძრავი ქონება მდებარე მა-------–--------------------–-----–-----------–ო, ს/კ 83.09.09.6--, აღირიცხა ჯა------------------ის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-37)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 41-42)
3.2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მა-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აგვისტოს №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 16 სექტემბრის №8-----------06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით აბ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 09 მარტის განჩინებით აბ---------------ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30-31).
3.2.4. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ აბ---------------სა და ჯა------------------ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო იურიდიული შედეგი დადგომის განზრახვის გარეშე, (მოჩვენებითი გარიგება), სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ მხარეებს შორის დადებულია თვალთმაქცური გარიგება.
მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ აბ---------------ი და ჯა------------------ი არიან ნათესავები, კერძოდ, ჯა------------------ი არის აბ---------------ის შვილს მეუღლის ძმა. მხარეებს შორის გაფორმდა თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგება, რადგან აბ---------------მა იცოდა, რომ სადავო ქონება უკანონოდ ჰქონდა გაფორმებული და იმისათვის, რომ არ დაეკარგა გადააფორმა ჯა------------------ზე. გარდა ამისა, მათ შორის დადებული გარიგება არის ამორალური, ვინაიდან, ჯა------------------ისათვის ცნობილი იყო სასამართლო დავის შესახებ და აღნიშნული გარიგება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ აბ---------------ი და ჯა------------------ი არიან ნათესავები და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის ჯა------------------ისათვის ცნობილი იყო სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის შესახებ, ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს. მან კი სასამართლოს ვერ დაუდასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება მოპასუხეებმა უარყვეს, მოსარჩელემ კი სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შემდეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 56-ე, 312-ე, 183-ე, 185-ე, 477-ე.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). ამდენად, გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებითად ან თვალთმაქცურად თუ არსებობდეს გარიგების მონაწილეთა ნება (სურვილი). სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს, კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. განსხავება ამ ორ შემთხვევაში არის ის გარემოება, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, ხოლო თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილეთა ნებას (სურვილს) წარმოადგენს დაფარონ სხვა გარიგება. მხარეების სურვილი მიმართული უნდა უყოს დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია ის გარემოება, რომ აბ---------------სა და ჯა------------------ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოსაჩვენებლად, იურიდიული შედეგის დადგომის განზრახვის გარეშე. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საჯარო რეესტრს, როგორც უძრავ ნივთებზე უფლებათა, მარეგისტრირებელ ორგანოს, გააჩნია სანდოობის მაღალი ხარისხი, რაც გამოიხატება კანონისმიერ პრეზუმფციაში.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით განსაზღვრულია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესი რომლის მიხედვით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
დადგენილია, რომ 2015 წლის 16 სექტემბერს აბ---------------სა და ჯა------------------ს შორის გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საფუძვლად დაედო სადავო უძრავ ქონებაზე ჯა------------------ის საკუთრების უფლების აღრიცხვას. ხელშეკრულების დადების მომენტისათვის გამყიდველი - აბ---------------ი საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო უძრავი ქონების (მდებარე მა-------–--------------------–-----–-----------–ო, საკადასტრო კოდი N83.09.09.6--) მესაკუთრედ. მხარეთა მიერ სრულად არის დაცული უძრავი ქონების შეძენისათვის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები (ხელშეკრულების წერილობითი ფორმა, საჯარო რეესტრში აღრიცხვა) და უდავოდ დასტურდება, რომ ჯა------------------მა ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზანს _ უძრავი ქონების შეძენას მიაღწია. შესაბამისად, არ დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების მოსაჩვენებლად დადების ფაქტი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მა-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან, მა-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომლითაც ჯა------------------ს (პ/ნ 2----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მის.: მა-------–--------------------–-----–-----------–ო, საკადასტრო კოდი: 83.09.09.6--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მა-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომლითაც ჯა------------------ს (პ/ნ 2----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მის.: მა-------–--------------------–-----–-----------–ო, საკადასტრო კოდი: 83.09.09.6--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე