განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2018
საქმის ნომერი
280100118002363503
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 280100118002363503

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტში

 

საქმე N1/13-18 22 მარტი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი გ---------------ია

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული რ----- რ-----ს ძე მ----------- დაბადებული 1--- წლის 2---------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ჩ-------–--------------- ქ. N-, ფაქტობრივი მისამართი: ჩ-------–---ს რაიონი სოფელი ლ-–----–-----

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.2. ადვოკატი მა------–-----–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი

 

2018 წლის 11 იანვარს რ----- მ---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ-------–----ს კუთვნილ სასიმინდე ნალიას, რითაც დაზარალებულს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

მხარეები შეთანხმდნენ, ბრალდებული რ----- მ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად, სსკ-ს 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ს 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 საათის ვადით. რ----- მ----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქმეზე დართული ნივთმტკიცება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ მ-------–----ს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა

 

რ----- მ----------სათვის წარდგენილ ბრალდებას, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი სტანდარტით ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - მ-------–----ს, მ------- მ----------ს, მ----- მ----------ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღებული ნივთები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა

 

ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით, ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ და მისი უშუალო მონაწილეობით, დაზარალებულთან კონსულტაციის შემდეგ, რომლის მიხედვით მას არ სურს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და თანახმაა, ბრალდებულის მიმართ დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილი პირობებით, ასევე ბრალდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე და მისი წინასწარი თანხმობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონულ პროკურორ გ---------------იას, ბრალდებულ რ----- მ----------ს და მის ადვოკატ მა------–-----–--ს შორის.

2018 წლის 22 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტში შუამდგომლობით მომართა პროკურორმა გ---------------იამ და ითხოვა ბრალდებულ რ----- მ----------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. შუამდგომლობა შედგენილი და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად და მას ერთვის იმავე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო დოკუმენტები.

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გ---------------იამ, ბრალდებულმა რ----- მ----------მ, ადვოკატმა მა------–-----–--მ და იშუამდგომლეს მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს. ბრალდებულს გადაცემული აქვს საპროცესო შეთანხმების ოქმი, რომელშიც რაიმე შენიშვნა არაა დაფიქსირებული, რაც დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშეც დაადასტურა. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს. ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგს. ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან, ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისა, ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებაში ასახული არც ერთი პირობა არ უზღუდავს ბრალდებულს უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულს არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან. იგი ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII.).

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი სტანდარტის მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ამასთან, დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალიწინებული რელევანტური გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარ-----ლუციო ნაწილი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

პროკურორს, ბრალდებულ რ----- მ----------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს.

რ----- მ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად, სსკ-ს 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ს 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 საათის ვადით.

რ----- მ----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული ნივთმტკიცება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ მ-------–----ს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მაგისტრატი სასამართლო ჩ-------–---ს მუნიციპალიტეტში) მეშვეობით 1) განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში მსჯავრდებულის მიერ, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით, დაშინებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და მისი 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა; 2) მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევისას, ამ დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში პროკურორის მიერ.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია