გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.03.2018
საქმის ნომერი
050210017001918155
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210017001918155

N2/312-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.02.2018 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე სს ,,თ-----------''

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ--------–---

მოპასუხე - ნ------------შვილი, ნ---–-------აძე, ს-------------–-----იშვილი

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 მოპასუხეებს ნ------------შვილს, ნ---–-------აძეს, ს-------------–-----იშვილს სოლიდარულად სს ,,თ-----------ს'' სასარგებლოდ დაეკისროთ 2014 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3822.40 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3125.27 ლარი, პროცენტი 501.10 ლარი, ჯარიმა 190.54 ლარი და დაზღვევა 5.49 თეთრი.

 

2014 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3125.27 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 32 პროცენტი სარგებლის გადახდა რაც ყოველთვიურად შეადგენს 83.34 ლარს.

 

2014 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3125.27 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 31.25 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1054.04 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 900 ლარი, პროცენტი 120.13 ლარი, ჯარიმა 31.91 თეთრი.

 

2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 900 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 42 პროცენტი სარგებლის გადახდა რაც ყოველთვიურად შეადგენს 31.5 ლარს.

 

2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 900 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე 0.1 % პირგასამტეხლოს გადახდა რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.90 ლარს, მაგრამ არაუმტეს 500 ლარისა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა. დღეის მდგომარეობით მოპასუხეების მიერ არ ხორციელდება ვალდებულებების შესრულება.

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხე მხარის განმარტებით მხარის მიერ მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამება საბანკო ხელშეკრულების პირობებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-625-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.''

 

6.2.სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ''

6.3.სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.''

 

6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.''

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად ,,სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.''

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ,,მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.''

 

6.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.''

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.''

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად ,,მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.''

 

მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მოპასუხეების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ სრულდება. ამასთანავე სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა შეიზღუდოს სამი წლის ვადით, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესაბამისად, ხოლო მომავალი დროისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება არ უნდა განხორციელდეს, ვინაიდან მომავალში დღეის მდგომარეობით დაკისრებული პირგასამტეხლო შეიძლება იყოს შეუსაბამოდ მაღალი და სასამართლო წინასწარ ვერ განსაზღვრავს შესაძლო შედეგებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.''

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სს ,,თ-----------ს'' სარჩელი.

1.1. მოპასუხეებს ნ------------შვილს, ნ---–-------აძეს, ს-------------–-----იშვილს სოლიდარულად სს ,,თ-----------ს'' სასარგებლოდ დაეკისროთ 2014 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3822 (სამიათას რვააასოცდაორი) ლარი და 40 (ორმოცი) თეთრი, საიდანაც ძირი თანხაა 3125.27 ლარი, პროცენტი 501.10 ლარი, ჯარიმა 190.54 ლარი და დაზღვევა 5.49 თეთრი.

 

2014 წლის 27 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3125.27 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 32 პროცენტი სარგებლის გადახდა რაც ყოველთვიურად შეადგენს 83.34 ლარს, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა.

 

2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1054 (ათას ორმოცდათოთხმეტი) ლარი და 04 (ოთხი) თეთრი, საიდანაც ძირი თანხაა 900 ლარი, პროცენტი 120.13 ლარი, ჯარიმა 31.91 თეთრი.

 

2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 900 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 21 პროცენტი სარგებლის გადახდა რაც ყოველთვიურად შეადგენს 15 ლარი და 75 თეთრი.

 

დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს

 

2. მოპასუხეებს სოლიდარულად სს ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ დაესკიროს 315 ლარის და 32 თეთრის ნაწილი 157 ლარი და 66 თეთრი, ასევე ადვოკატის ხარჯი 420 ლარი და 43 თეთრი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე