განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100117002363795
N1/418-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21.03.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ზ------ წერეთელი
დაცვის მხარე
ადვოკატები - ტ------–---------------------------–---–-
ბრალდებული - ო----- გ-------- ძე ბ-–-----, დაბადებული 1--- წლის 28 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომ---- 4---------7, დაოჯახებული, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----–--------------------–-----------------------------------–----------------------------------------------------------------------
კვალიფიკაცია
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ო----- ბ-–-----მ, ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში შეინახა 1 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა, რომელიც მიეკუთნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, რაც ამოღებულ იქნა 2017 წლის 13 ივნისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას. მანვე, ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში მდებარე მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფში შეინახა ფეთქებადი ნივთიერება 3043,40 გრამი დენთი, სახლის სათავსოებში შეინახა 18 ცალი 7,62 მმ კალიბრის ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერებისათვის განკუთვნილი ვაზნა, ასევე მისი ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთში და სათავსოებში შეინახა 5,45 კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის, 1974 წლის ,,A------ის“ მოდელის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, იქვე შეინახა 86 ცალი 5,45 მმ კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის, ავტომატებისთვის განკუთვნილი ვაზნა და 1 ცალი ,,у----“ ამფეთქი ფალია, რაც ამოღებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, 2017 წლის 20 ივნისს, ო----- ბ-–----ის სახლის, დამხმარე სათავსოების, მიწის ნაკვეთისა და სათავსოების ჩხრეკისას. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღი მიეკუთნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია როგორც ცალკეულ, ისე ავტომატურ რეჟიმში სროლისთვის, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ამფეთქი ფალია წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და ვარგისია გამოსაყენებლად, ამოღებული დენთი წარმოადგენს ფეთქებად ნივთიერებას, რომელიც ვარგისია ასაფეთქებლად.
1.2. 2017 წლის 5 ოქტომბერს ო----- ბ-–-----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო----- ბ-–----- უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. სასამართლოს გადაწყვეტილება ო----- ბ-–----ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
2.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
2.4. სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიერ არასაკმარისად მიჩნეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა ო----- ბ-–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება
3.1. თავდაპირველად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, 2017 წლის 13 ივნისს, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში, ნაზო ჯ--–----ისა და მ---- ჯ-----–---–ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო აღნიშნულ დეპარტამენტში, 2017 წლის 13 ივნისს, 08:35 საათზე, მიღებული შეტყობინება.
3.2. სისხლის სამართლის საქმეში ინფორმაცია ზემოაღნიშნული პირების მკვლელობასთან ო----- ბ-–----ის შესაძლო კავშირის შესახებ ჩნდება იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ, კერძოდ, საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის - მ-----ა ს--------–---–ის სახელზე შედგენილი პატაკით და აღნიშნული პატაკის ავტორის - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე (გ--------------ის მოწმის სახით დაკითხვის დაწყების დრო), გ--------------ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში ნ----- ჯ--–----ისა და მ---- ჯ-----–---–ის განზრახ მკვლელობა ჩადენილი უნდა ყოფილიყო ო----- ბ-–----ის მიერ, რომელიც დანაშაულის იარაღს სავარაუდოდ მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა.
3.3. იმავე დღეს, 2017 წლის 13 ივნისს, 15:10 საათიდან 16:30 საათამდე პერიოდში, ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში, ო----- ბ-–----ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტოსურათებით, ჩხრეკაში მონაწილე უფლებამოსილი პირების - გრ-----–---------–---–---------------–---------------------–---–--------------------–-–---–-------------------------- და საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის, ბრალდებულის დედის - ნ------------–---–-- ჩვენებებით დადასტურებულია, რომ, გამოძიებისათვის მნიშვნელოვან სხვა ნივთებთან ერთად, ო----- ბ-–----ის ბებიის - ნ-----–- ბ------ის საძინებელი ოთახის სამხრეთით არსებულ ფანჯრის რაფაზე მოთავსებულ თექის ბურთისებური ჭაღის დეტალიდან ამოღებულ იქნა სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გასროლილი მასრა. 2017 წლის 14 ივნისის ბალისტიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დადგინდა, რომ აღნიშნული მასრა წარმოადგენს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური იარაღისათვის განკუთვნილ მასრას, რომელიც ნასროლია იმავე ავტომატური იარაღიდან, საიდანაც გასროლი-–-- ნ----- ჯ--–----ისა და მ---- ჯ-----–---–ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი მასრა. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულ იქნა ერთი სავარაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, რომელიც მოთავსებული იყო ო----- ბ-–----ის დის - გ---–- ბ-–----ის ოთახში, ე.წ. „ტრი-–--ჟის“ კარადაში არსებულ პატარა ზომის რკინის ყუთში, გ---–- ბ-–----ის კუთვნილ ნივთებთან ერთად. ჩხრეკის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოსურათების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადგინდა, რომ ე.წ. „ტრი-–--ჟის“ კარადაში არსებულ პატარა ზომის რკინის ყუთში, აღნიშნულ ვაზნასთან და ქალის პირად ნივთებთან ერთად, აღმოჩნდა გულის ფორმის ქალის გულსაკიდი წარწერით „გ---–-“. 2017 წლის 5 ოქტომბრის ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დადასტურებულია, რომ აღნიშნული ვაზნა წარმოადგენს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური იარაღისათვის განკუთვნილ ვაზნას, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 13 ივნისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გაჩხრეკილ იქნა ო----- ბ-–----ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფი, საიდანაც ამოღებულ იქნა მხოლოდ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, ასევე, სათავსო (ე.წ. „სათონე“) და ავტოფარეხი, სადაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.
3.4. 2017 წლის 14 ივნისს, საგამოძიებო ორგანოში, ნებაყოფლობით გამოცხადდა ო----- ბ-–-----, რომელმაც, მოწმის სახით დაკითხვისას, თავდაპირველად, 03:50 საათიდან 04:30 საათამდე, ხოლო მოგვიანებით, 19:00 საათიდან 20:10 საათამდე პერიოდში, უარყო ჩხრეკისას ამოღებულ კანონსაწინააღმდეგო ნივთებთან და ზემოხსენებული დედა-შვილის განზრახ მკვლელობასთან მისი შესაძლო კავშირი. გარდა აღნიშნულისა, ჩხრეკის პარალელურად და მისი დასრულების შემდეგ, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, მათ შორის, ო----- ბ-–----ის თანხმობით და მისი ნებაყოფლობითი მონაწილეობით, ასევე დაიკითხა სოფელ ტ----------ის მცხოვრები თითქმის ყველა მამაკაცი და მათი ოჯახის თითქმის ყველა წევრი, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, თუმცა, უშუალოდ ო----- ბ-–----ის რაიმე ფორმით შემხებლობა დანაშაულებრივ ფაქტებთან ვერ დადგინდა.
3.5. საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის - მ------ ს--------–---–ის სახელზე შედგენილი პატაკით და აღნიშნული პატაკის ავტორის - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე (გ--------------ის მოწმის სახით დაკითხვის დაწყების დრო), გ--------------ემ მიიღო მორიგი ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში ნ----- ჯ--–----ისა და მ---- ჯ-----–---–ის განზრახ მკვლელობა ჩადენილი უნდა ყოფილიყო ო----- ბ-–----ის მიერ, რომელიც დანაშაულის ჩადენაში მამხილებელ საგნებსა და ნივთებს, ასევე დანაშაულის იარაღს, სავარაუდოდ, ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში, მის კუთვნილ ორ საცხოვრებელ სახლში, მიწის ნაკვეთებსა და სათავსოებში, ქ-----------–---------------–-------------–---–-ს საცხოვრებელ ბინაში ან ქ------–-, მისი მამის - გ------- ბ-–----ის საცხოვრებელ სახლში ინახავდა.
3.6. მეორე დღეს, 2017 წლის 20 ივნისს, 10:10 საათიდან 15:15 საათამდე პერიოდში, ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში, ო----- ბ-–----ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ეზოში და დამხმარე სათავსოებში, ამჯერად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მორიგი ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ფოტოსურათებით, ჩხრეკაში მონაწილე უფლებამოსილი პირების - გ------------------------–---------------------------------–---–------–--------–---- და საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის, ბრალდებულის დედის - ნ------------–---–-- ჩვენებებით დადასტურებულია, რომ, გამოძიებისათვის მნიშვნელოვან სხვა ნივთებთან ერთად, ეზოში არსებული ავტოფარეხის (რომელიც გაჩხრეკილ იქნა 2017 წლის 13 ივნისს, თუმცა, ავტოფარეხში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩნდა) შესასვლელში, თვალსაჩინო ადგილას, ნანახი და ამოღებული იქნა კედელზე ჩამოკიდებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ლითონის საწმენდი, ხოლო სათავსოს (ე.წ. „სათონე“, რომელიც გაჩხრეკილ იქნა 2017 წლის 13 ივნისს, თუმცა, „სათონეში“ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩნდა) შესასვლელიდან დასავლეთის მხარეს არსებულ გამოთხრილ ბლოკში, ასევე თვალსაჩინო ადგილას, ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ნაჭერში გახვეული 18 ცალი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ჩხრეკის მიმდინარეობის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელთა გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სარდაფს და ე.წ. „სათონეს“ აქვს ღია ტიპის შესასვლელი და საერთოდ არ აქვს კარი. 2017 წლის 5 ოქტომბრის ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დადასტურებულია, რომ აღნიშნული ვაზნები წარმოადგენს ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერებისათვის განკუთვნილ ვაზნებს, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის სარდაფის (რომელიც გაჩხრეკილ იქნა 2017 წლის 13 ივნისს, თუმცა, სარდაფში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩნდა) სამხრეთ მხარეს, ფანჯრის რაფაზე ნანახი და ამოღებულ იქნა დაახლოებით 10 ლიტრი ტევადობის პლასტმასის ავზი, რომელშიც მოთავსებული იყო სავარაუდოდ ასაფეთქებელი გრანულები. 2017 წლის 14 ივლისის პიროტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის №--------------- დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დადასტურებულია, რომ აღნიშნული გრანულები, საერთო წონით 3043,40 გრამი, წარმოადგენს ფეთქებად ნივთიერებას, რომელიც ვარგისია ასაფეთქებლად.
3.7. იმავე დღეს, 2017 წლის 20 ივნისს, 10:20 საათიდან 12:10 საათამდე პერიოდში, ო----- ბ-–----ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის პარალელურად, ქ. რ-------ში, ბრალდებულის მეუღლის - თ-- ჭ--–---–ის კუთვნილ ბინასა და დამხმარე სათავსოებში, ო----- ბ-–----ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღი თუ სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.
3.8. 2017 წლის 20 ივნისს, 10:30 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდში, ო----- ბ-–----ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის პარალელურად, ქ------–-, გაჩხრეკილ იქნა მისი მამის - გ------- ბ-–----ის საცხოვრებელი ბინა, სადაც ლითონის სეიფიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა კონსტრუქციის და მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები (როგორც ავტომატური, ისე პისტოლეტის ტიპის) და ვაზნები.
3.9. საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის - მ------ ს--------–---–ის სახელზე შედგენილი პატაკით და აღნიშნული პატაკის ავტორის - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ------ გ------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 14:50 საათზე (ზ------ გ------–---–ის მოწმის სახით დაკითხვის დაწყების დრო), ზ------ გ------–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში ნ----- ჯ--–----ისა და მ---- ჯ-----–---–ის განზრახ მკვლელობა ჩადენილი უნდა ყოფილიყო ო----- ბ-–----ის მიერ, რომელიც დანაშაულის იარაღს, სავარაუდოდ, ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და სათავსოში ინახავდა.
3.10. იმავე დღეს, 2017 წლის 20 ივნისს, 15:30 საათიდან 17:35 საათამდე პერიოდში, ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში, ო----- ბ-–----ის ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და დამხმარე სათავსოებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ფოტოსურათებით, ჩხრეკაში მონაწილე უფლებამოსილი პირების - გ-------– ქ-------–---–ის, ნ------- ხ------–---–ის, ი-–-- ჭ----–--ის, არ---– ქ-------–---–ის, ვ-–-------- ს-----–---–ის და მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრის, ბრალდებულის ბებიის - ნ-----–- ბ------ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ, გამოძიებისათვის მნიშვნელოვან სხვა ნივთებთან ერთად, აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან ამოღებულ იქნა კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 86 ცალი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისთვის განკუთვნილი ვაზნა და 1 ცალი ,,у----“ ამფეთქი ფალია (აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის ვარგისიანობა დადასტურებულია 2017 წლის 5 ოქტომბრის ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ), ასევე, ე.წ. „კომუფლიროვანი“ სამხედრო ქურთუკი, რომლის ჯიბეშიც ნანახი და ამოღებული იქნა რვეულის ფურცლის ნაჭერი წარწერით „რ----------–-------–---–-“ და მობილური ტელეფონის ნომრები - 55-----------------------. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ჩხრეკის მიმდინარეობის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელთა გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი რამდენიმე მხრიდან შემოღობი-–-- მარტივი კონსტრუქციის მავთულის ბადით, რომელზეც დამაგრებულია ფიცრებით შეკრული მავთულის კარი საკეტის გარეშე, ნაწილობრივ ღია მდგომარეობაში.
3.11. 2017 წლის 21 ივნისს, გორის რაიონის სოფელ ფ-–--ში, პოლიციის თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დაუმორ---–ებლობისათვის, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულ იქნა ო----- ბ-–-----, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 (ხუთი) დღე-ღამის ვადით (აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ).
3.12. 2017 წლის 26 ივნისს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე, ქ. ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო----- ბ-–----- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, ხოლო 2017 წლის 28 ივნისს, მას წარედგინა ბრალდება მიწის ნაკვეთის ჩხრეკისას ამოღებული კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დაკითხვისას, ო----- ბ-–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. 2017 წლის 29 ივნისს, გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულ ო----- ბ-–-----ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 2017 წლის 5 ოქტომბერს ო----- ბ-–-----ს წარედგინა დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის.
3.13. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არც ერთი ექსპერტიზის დასკვნით (ექსპერტიზის დასკვნები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ), სახელდობრ, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, პიროტექნიკური, ქიმიური, გრაფიკული, კალიგრაფიული, ბალისტიკური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა, მცენარეთა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ, მათ შორის, ბრალად შერაცხულ ცეცხლსასროლ იარაღთან, საბრძოლო მასალასთან, ფეთქებად ნივთიერებასა და ასაფეთქებელ მოწყობილობასთან უშუალოდ ო----- ბ-–----ის რაიმე ფორმით შემხებლობა არ დასტურდება. მიწის ნაკვეთის ჩხრეკისას, ე.წ. „კომუფლიროვანი“ სამხედრო ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ რვეულის ფურცლის ნაჭერზე მითითებული სახელი და გვარი - რ----------–-------–---–-, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია სავარაუდოდ ო----- ბ-–----ის ბებიის - ნ-----–- ბ------ის მიერ. ამასთან, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას რ----- კ---–-------–---–მა განმარტა, რომ სოფელ ტ----------ში, მის გარდა, ასეთი სახელის და გვარის პიროვნება არ ცხოვრობს, წარწერასთან დაკავშირებით კი მიუთითა, რომ ბრალდებულის დედა - ნონა მ------–---–ი და ბებია - ნ-----–- ბ------ე, სკოლაში სწავლისას, იყვნენ მისი მასწავლებლები. გარდა აღნიშნულისა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად (რომლის ამსახველი ოქმები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ჩხრეკისას, ე.წ. „კომუფლიროვანი“ სამხედრო ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ რვეულის ფურცლის ნაჭერზე მითითებული მობილური ტელეფონის ერთ-ერთი ნომ---- ეკუთვნის თ----- ხ-------–--ეს, რომელიც არის ბრალდებულის მამის - გ------- ბ-–----ის მეორე, ამჟამინდელი მეუღლის - მერი ბ-------ის ნათლია. თ----- ხ-------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ ზემოხსენებულ მობილური ტელეფონის ნომერზე უკავშირდებოდა მამაკაცი და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო როგორც მოგვიანებით გაარკვია, აღნიშნული მამაკაცი იყო გ------- ბ-–-----.
3.14. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, ასევე, ბრალდებულის საბოლოო სატყვაში, ო----- ბ-–-----მ თავი დამნაშავედ არ ცნო და მიუთითა, რომ მას არც ამოღებულ ნივთებთან და არც ზემოხსენებული დედა-შვილის მკვლელობასთან არავითარი შემხებლობა არ აქვს. რაც შეეხება მოწმეთა დაკითხვისას გაჟღერებულ ინფორმაციას მისი ოჯახიდან მომდინარე სროლის ხმების შესახებ, ბრალდებულმა განმარტა, რომ მისი პაპა, აწგარდაცლილი - ო----- ბ-–----- და მამა - გ------- ბ-–----- იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და წარსულში, დღესასწაულებზე შესაძლოა მათ გაესროლათ ტაბელური იარაღიდან, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს კი მათ ოჯახში არასდროს არავინ არ ფლობდა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მისმა მეუღლემ - თ-- ჭ--–---–მა და მან, დაკავებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში, მათი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შემთხვევით იპოვეს ორი ცალი დაზიანებული, გამოსაყენებლად უვარგისი ტყვია, რომელიც ო----- ბ-–-----მ, ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თავის საძინებელ ოთახში შეიტანა. აღნიშნულის შესახებ მას არასოდეს დაუმალავს გამოძიებისა და სასამართლოსთვის, რადგან პირველივე შესაძლებლობისთანავე, გააჟღერა მითითებული ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე, ამასთან, მას პროკურორი ედავება არა ამ გამოუსადეგარი ტყვიების შეძენა-შენახვას, არამედ, იმ ტყვიისა, რომელიც მისი დის - გ---–- ბ-–----ის ოთახში, მის პირად ნივთებთან ერთად, ჩხრეკისას აღმოაჩინეს.
3.15. საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით, დაიკითხა ასზე მეტი ბრალდების მხარის მოწმე, ასევე გამოქვეყნდა ბრალდების მხარის მოწმის, გარდაცვლილ ნ------- ბ-–----ის დაკითხვის ოქმები, თუმცა, არც ერთი მათგანი პირდაპირ არ მიუთითებს იმის შესახებ, რომ ბრალდებულ ო----- ბ-–----ის ხელში ან მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, სოფელ ტ----------ში, ოდესმე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება თუ ასაფეთქებელი მოწყობილობა პირადად უნახავთ. რამდენიმე მოწმე დაკითხვისას აღნიშნავს, რომ სოფელ ტ----------ში, ო----- ბ-–----ის ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან გაუგიათ გასროლის ხმა, თუმცა, ვერც ერთი ვერ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის და რა ვითარებაში ჰქონდა ადგილი აღნიშნულ ფაქტს და უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ გასროლას უშუალოდ ო----- ბ-–----- ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ახორციელებდა (მოწმეების - მზისა კ-----–---ის, მ------------–---–-ს ჩვენებები, ნ------- ბ-–----ის დაკითხვის ოქმები). საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენი-–--, რომ ო----- ბ-–----- ფლობდა სპორტულ იარაღს, ე.წ. „სტარტოვკას“ (რასაც თავად ბრალდებულიც არ უარყოფს და განმარტავს, რომ წარსულში, კერძო დაცვის სამსახურში მუშაობისას, მას მოუწია სპორტული იარაღის შეძენა სამსახურებრივი საქმიანობისათვის, რომელსაც დაკავებამდე ფლობდა), რომელიც არ წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემობა, რომ დაკითხულ მოწმეთა უმრავლესობა მიუთითებს 2008 წლის საო----- მოქმედებების შემდეგ, სოფელ ტ----------ში, ქუჩაში თუ მათი საცხოვრებელი სახლის ეზოებში გასროლილი და გაუსროლელი ტყვიების აღმოჩენის შესახებ, თუმცა, ამჯერადაც, ვერც ერთი მათგანი ვერ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის, სად და რა ვითარებაში ჰქონდა ადგილი აღნიშნულ ფაქტებს. ამასთან, ბრალდებულის მამა - გ------- ბ-–----- დაკითხვისას განმარტავს, რომ 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, სოფელ ტ----------ში, მის საცხოვრებელ სახლში, პირადად აღმოაჩინა საო----- მოქმედებების შედეგად დატოვებული დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი, რომლებიც ერთად შეაგროვა და ნებაყოფლობით ჩააბარა პოლიციას.
3.16. სასამართლო შეფასების გარეშე არ ტოვებს პროკურორის დასკვნით სიტყვაში გაჟღერებულ დაუსაბუთებელ არგუმენტს იმის შესახებ, რომ თითქოს ო----- ბ-–----ის მეუღლე - თ-- ჭ--–---–ი ფლობდა გარკვეულ ინფორმაცის ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე, რითაც დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სატელეფონო საუბრების ე.წ. „კრებსებით“, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენი-–--, რომ დაკავების შემდეგ პირველი, რაც ო----- ბ-–-----მ ჰკითხა მეუღლეს, იყო სიტყვები: „ხომ არაფერი გითქვიათო?“. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ მან მართლაც დაუსვა ამგვარი შეკითხვა მეუღლეს, თუმცა, განმარტა, რომ საკითხი ეხებოდა წლების წინ, ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში, მისი ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, სხვა პირის მიერ საბრძოლო მასალის დაუკითხავად შენახვის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნულ პირთან კონფლიქტიც მოუვიდა. აქედან გამომდინარე, ო----- ბ-–-----ს სურდა გადაემოწმებინა მეუღლესთან, მიაწოდა თუ არა მან აღნიშნული ინფორმაცია ბრალდებულის იმჟამინდელ ადვოკატს - ზაზა გიგაურს და სწორედ ამის გამო დაუსვა მას შეკითხვა: „ხომ არაფერი გითქვიათო?“.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
4.6. საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
4.7. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
4.8. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.
4.9. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ო----- ბ-–----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, რამდენადაც პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ვერც ერთი უტყუარად ვერ ადასტურებს უშუალოდ ო----- ბ-–----ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების თუ ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არც ერთი მოწმე, თუ გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს უშუალოდ ო----- ბ-–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე. ჩხრეკის ოქმებით და მასში მონაწილე პირთა ჩვენებების ერთობლიობით დადგენი-–-- მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ო----- ბ-–----ის ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან, მიწის ნაკვეთიდან, სათავსოდან, ავტოფარეხიდან თუ სარდაფიდან ამოღების ფაქტები, თუმცა, ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა სწორედ ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული ნივთების უკანონო შეძენასა და შენახვაში, მით უმეტეს, რომ აღნიშნულ სახლში, ო----- ბ-–----ის გარდა, მუდმივად ცხოვრობდნენ მისი ოჯახის სხვა სრულწლოვანი წევრებიც.
4.10. საქმეზე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადგენი-–--, რომ ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში, ო----- ბ-–----ის ოჯახში, მუდმივად ცხოვრობდნენ მისი დედა - ნ---- მ------–---–ი და ბებია - ნ-----–- ბ------ე, სადაც თვეში რამდენჯერმე სტუმრად ჩადიოდა და რჩებოდა ბრალდებულის და - გ---–- ბ-–-----ც. ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში პერიოდულად ჩადიოდა ბრალდებულის მამა - გ------- ბ-–-----ც, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა და მუშაობდა ქალაქ კასპში. რაც შეეხება ბრალდებულ ო----- ბ-–-----ს, დაოჯახების შემდეგ, იგი მუდმივად ცხოვრობდა მეუღლესთან - თ-- ჭ--–---–თან ქ. რ-------ში, ხოლო ქარელის რაიონის სოფელ ტ----------ში ჩადიოდა და რჩებოდა პერიოდულად, ძირითადად, ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით. ასევე ყურადსაღებია, რომ ბრალდებულის აწგარდაცვლილი პაპა - ო----- ბ-–----- და მამა - გ------- ბ-–-----, წლების განმავლობაში, მუშაობდნენ პოლიციის ორგანოებში და მათ, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შეხება ჰქონდათ ცეცხლსასროლ იარათან. ბრალდებულის ბებია - ნ-----–- ბ------ე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ სარდაფის ჩხრეკისას ამოღებული დენთი სოფელ ტ----------ში, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, მიიტანა და საცხოვრებელი სახლის სარდაფში შეინახა მისმა აწგარდაცვლილმა მეუღლემ - ო----- ბ-–-----მ.
4.11. სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აჩენს მხოლოდ გონივრულ ვარაუდს ო----- ბ-–----ის ბრალეულობის შესახებ, ნებისმიერი ვარაუდი კი წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის უპირობო საფუძველს. ერთი მხრივ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენი-–-- ჩხრეკის ოქმები და მასში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებები, რომელთა ერთობლიობით დადგენი-–-- მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ო----- ბ-–----ის ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან, მიწის ნაკვეთიდან, სათავსოდან და სარდაფიდან ამოღების ფაქტები, ხოლო მეორე მხრივ, სახეზეა ბრალდებულის უცვლელი და მყარი პოზიცია მისი უდანაშაულობის თაობაზე, ასევე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა მიხედვითაც ო----- ბ-–----ის შემხებლობა ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებთან არ დასტურდება. 2017 წლის 19 ოქტომბრის №0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენი-–--, რომ ამოღებულ ნივთებზე აღმოჩენილ გენეტიკურ პროფილებზე არც ერთში ო----- ბ-–----ის თანამონაწილეობა არ ვლინდება.
4.12. დნმ-ის ექსპერტიზის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში „ვრონჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ“ (Vronchenko v. Estonia, განაცხადი no. 59632/09, 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება. პუნქტები 19, 64, 66). აღნიშნულ შემთხვევაში ევროპული სასამართლოსთვის საგულისხმო აღმოჩნდა ბრალდებულის დნმ-ის არარსებობა დაზარალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ბრალდებულის ბრალეულობისათვის. აღნიშნულ საქმეზე (ვრონეჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ) ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანად განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, სწორედ იმის გამო, რომ მისი დნმ არ აღინიშნებოდა ძირითად მტკიცებულებაზე, რამაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მეორეხარისხოვანი გახადა პირის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისთვის.
4.13. სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე ო----- ბ-–----ის დნმ-ის კვალის არარსებობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან, თუმცა, არა გადამწყვეტ გარემოებას მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საგანზე პირის დნმ-ის კვალის არაღმოჩენა აპრიორი არ გულისხმობს იმას, რომ ამ პირს, მოცემულ შემთხვევაში, ო----- ბ-–-----ს, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს გონივრული ეჭვი იმის შესახებ ეკუთვნოდა თუ არა ამოღებული ნივთები ბრალდებულს, დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა კი ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს. ამდენად, სასამართლო, დასკვნის სახით, აღნიშნავს, რომ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხს წარმოადგენს პირის დამნაშავედ ცნობისათვის უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების არარსებობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ო----- ბ-–----ის ბრალეულობაში. დასახელებული გარემოებების ერთობლიობა კი მისი უდანაშაულოდ ცნობის შესახებ უალტერნატივო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს.
4.14. ანალოგიური მიდგომაა ჩამოყალიბებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენში (საქმე №294აპ-15), რომლის მიხედვითაც „ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ.ა-ს გარდა, კიდევ სხვა პირებიც, მათ შორის, მისი მამა და ძმა ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ.ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს“. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვისას ვერ იქნა უარყოფილი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად წარმოშობილი გონივრული ეჭვი ამოღებულ ნივთმტკიცებებთან ო----- ბ-–----ის შესაძლო შემხებლობის შესახებ.
4.15. სასამართლოს აზრით, ჩხრეკის შედეგად მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ბრალდებულის ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან, მიწის ნაკვეთიდან, სათავსოდან, ავტოფარეხიდან თუ სარდაფიდან ამოღება ო----- ბ-–----ის მსჯავრდებას საფუძვლად ვერ დაედება, რამდენადაც აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის გამყარებული სხვა ურთიერთთავსებადი, თუნდაც ერთი უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებით (მტკიცებულებებით). მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად პასუხი ვერ გაეცა უმთავრეს კითხვას - ვინ შეიძინა და უკანონოდ ვინ შეინახა ამოღებული ნივთები?! სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის ო----- ბ-–----ის მსჯავრდებისათვის. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის ჩვენება და 2017 წლის 19 ოქტომბრის №0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა არათუ ადასტურებენ ო----- ბ-–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, არამედ, შინაარსობრივად შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
4.16. სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დეტალურად მიმოიხილოს საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულ მრავალრიცხოვან მოწმეთა ჩვენებები, რომელთაგან ვერც ერთი უშუალოდ ბრალდებულის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაზე ვერ მიუთითებს. მოწმეთა ჩვენებების ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ ო----- ბ-–----ის სახლიდან რამდენიმე მათგანს ესმოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა ან დავით და ბ------ გრ---–-–---–ების ჩვენებების ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ნ----- ჯ--–----ისა და მ---- ჯ-----–---–ის მკვლელობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდეგ, სოფელ ტ----------იდან თბილისამდე მგზავრობისას, საუბრის დროს, ო----- ბ-–-----მ მათ უთხრა, ახლა მთელ სოფელს გაჩხრეკენ და ტყვიები თუ რამე გვაქვს მოვაშოროთ, მეც გადავყარე თუ რამე მქონდაო, პირდაპირ არ მიუთითებს ბრალად შერაცხული ნივთების უშუალოდ ო----- ბ-–----ის მიერ მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაზე. ამგვარ ჩვენებებს სასამართლო განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ პირს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის შესახებ. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
4.17. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება: „51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელა 76–ე მუხლის მესამე ნაწილზე (საკანონმდებლო რედაქციის შეცვლის გამო), მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.“
4.18. სასამართლო ასევე მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს სამართლებრივად შეაფასოს რამდენად კანონიერად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ვინაიდან აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს, რომ ო----- ბ-–----ის უდანაშაულოდ ცნობის მთავარი საფუძველია გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო - უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობა.
4.19. გორის რაიონულმა სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო----- ბ-–----- უნდა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4.20. ო----- ბ-–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.21. აქვე სასამართლო იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა შტომ.“
5. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
5.3. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზ------ წერეთლის 2017 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით ო----- ბ-–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოიყო ნ----- ჯ--–----ისა და მ---- ჯ-----–---–ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან, რომელზეც ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებული არ არის. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს ნ----- ჯ--–----ისა და მ---- ჯ-----–---–ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ო----- ბ-–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ო----- ბ-–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ო----- ბ-–-----ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს ნ----- ჯ--–----ისა და მ---- ჯ-----–---–ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე