განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002280305
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/38-18 20 მარტი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N024251217001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე : ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: აიდა აკოფიანი
ბრალდებული: ლ--------- ა------–----
მამის სახელი: მ---------
დაბადებული: 1----–-–----------------–-
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: გულრიფი, სოფელი აჟარა
ფაქტობრივად მცხოვრები: დ-----------------–-----–------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით, 18:30 საათზე, ქ.დმანისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ლ--------- არღვლიანმა მუშტი დაარტყა სახეში, ტუჩების არეში, ნ------ ა----–---ს, რის გამოც ნ------ ა----–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგარმ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 22 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N000435918 დასკვნის თანახმად, ნ------ ა----–---ს 26.12.17წ.ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლჩაქცევა ზედა ტუჩუის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით 2017 წლის 26 დეკემბრის დათვალიერების ოქმით, 2017 წლის 27 დეკემბრის ამოღების ოქმით, 2018 წლის 6 იანვრის დათვალიერების ოქმით, მოწმეების: ნ------ ა----–---ის, ბახარ ა----–---ას, შოთა ფეტვიაშვილის, ლევან ციხელაშვილის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ აღნიშნული დაზიანებები ნ------ ა----–---ს მიაყენა ლ--------- არღვლიანმა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ლ--------- არღვლიანმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ლ--------- ა------–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ლ--------- ა------–----ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: 2017 წლის 26 დეკემბრის დათვალიერების ოქმს, 2017 წლის 27 დეკემბრის ამოღების ოქმს, 2018 წლის 6 იანვრის დათვალიერების ოქმს, მოწმეების: ნ------ ა----–---ის, ბახარ ა----–---ას, შოთა ფეტვიაშვილის, ლევან ციხელაშვილის გამოკითხვის ოქმებს და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N000435918 დასკვნას.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ლ--------- ა------–----ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ლ--------- ა------–----ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ--------- არღვლიანმა ნ------ ა----–---ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ლ--------- ა------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი, მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
5.4. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ ლ--------- არღვლიანს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
5.5 სასამართლოს მიაჩნია რომ ლ--------- არღვლიანს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხომც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მაისის განაჩენით ლ--------- ა------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ახლადდანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ლ--------- არღვლიანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 1(ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3(სამი) წელი ჩაეთვალა პირობით 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ლ--------- არღვლიანს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის დადგენის დღიდან 2014 წლის 28 მაისიდან, მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2014 წლის 23 იანვრიდან 2014 წლის 27 მაისამდე.
საქმის მასალების თანახმად ლ--------- არღვლიანს პირობით გამოსაცდელი ვადა უმთავრდებოდა 2018 წლის 22 იანვარს. ლავრენი არღვლიანმა ახალი დანაშაული ჩაიდინა 2017 წლის 25 დეკემბერს, ანუ პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მატერიალური სისხლის სამართლის ამ დანაწესს აქვს იმპერატიული ხასიათი, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააუქმებს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და არა პირობითი მსჯავრის გაუქმება – არგაუქმების საკითხს, რომელიც მატერიალური სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება (მაგალითის სახით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №203აპ–15, №733აპ-16,№349აპ-17).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს ლ--------- ა------–----ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით დანიშნული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით შესაბამისობაში მოყვანილი პირობითი მსჯავრი 3(სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ--------- არღვლიანს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ--------- ა------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით დანიშნული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით შესაბამისობაში მოყვანილი პირობითი მსჯავრი 3(სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელის 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ--------- არღვლიანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ლ--------- არღვლიანს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომეტიდან.
განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის რაიონულ სამმართველოს.
ლ--------- ა------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე