გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №170210017002234966
საქმე №2/215-17
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი
მოსარჩელე - ს-----------------ი“ (ს.ნ. 2--------)
წარმომადგენელი - ბ------------ძე, თა-----------ნი
მოპასუხეები - ზ----------------ი, ნ---------------ი, გ-----------------ი, ხ------------------ი, ვ-------------------ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ----------------ის, ნ---------------ის, გ-----------------ის, ხ------------------ის და ვ-------------------ისათვის სოლიდარულად გადასახდელად 9014.54 ლარის დაკისრება.
1.2. ზ----------------ის, ნ---------------ის, გ-----------------ის, ხ------------------ის და ვ-------------------ისათვის სოლიდარულად გადასახდელად მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი 21 ლარის და ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 11 ლარის დაკისრება.
1.3. ზ----------------ის, ნ---------------ის, გ-----------------ის, ხ------------------ის და ვ-------------------ისათვის სოლიდარულად გადასახდელად მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2017 წლის 13 იანვარს მოსარჩელესა და ზ----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოსარჩელისაგან ისესხა 7 000 ლარი, 36 თვის ვადით.
მოპასუხეებთან ნ---------------თან, გ-----------------თან, ხ------------------თან და ვ-------------------თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადსახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ.
მოპასუხემ (მსესხებელმა) დაარღვევია ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადები და არ გადაიხადა ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. დღეის მდგომარეობით უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 17 ნოემბრის შემდგომ. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების დარღვევამ მიიღო სისტემატიური და უწყვეტი ხასიათი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ზურაბ და ნ---------------ებმა წერილობით შესაგებელში, ხოლო მოპასუხე გ-----------------მა, ხ------------------მა და ვ-------------------მა სასამართლო სხდომაზე სარჩელი სრულად ცნეს და განმარტეს, რომ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის გადახდაზე თანახმა არიან. ითხოვეს ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 13 იანვარს მოსარჩელესა და ზ----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოსარჩელისაგან ისესხა 7 000 ლარი, 36 თვის ვადით. ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2,88%; სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის მიხედვით გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა. ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27 %-ის ოდენობით (მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან). სესხის ხელშეკრულების 3.2 მუხლის მიხედვით სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ითვალისწინებდეს მომსახურების გადასახადსაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-23)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 24-25)
3.1.2. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა (რომლის გადახდის ვალდებულება და გადასხდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გრაფიკით), ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად (ს-----------------ის“ მსესხებლის სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,ს--------------------------–-------------ში“, საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობების“ შესახებ შეთანხმების 4.3.2. პუნქტიდან, ასევე 2014 წლის 28 ნოემბრის შეთანხმებიდან ნათლად ჩანს, რომ სადაზღვევო პრემიას იხდის დამზღვევი, ანუ ს-----------------ი.“ შესაბამისად, გადახდის გრაფიკში მითითებული თანხა მსესხებელმა უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს); სესხის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად - ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ,,გამსესხებელი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,მსესხებელს“, სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-23)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 24-25)
- შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; მისი დანართი 3 - ,,საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები“ და 2014 წლის 28 ნოემბრის შეთანხმება (ს.ფ. 26-43)
- 2016 წლის 29 თებერვლის შეთანხმება (ს.ფ. 46-52)
3.1.3. სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად განისაზღვრა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევის არსებითი პირობები. ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად - გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა, ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად - ,,მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ,,გამსესხებელს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება“. 8.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს აქვს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის და სესხის ხელშეკრულების 8.2 პუნქტში გათვალისწინებული თანხების სრულად მოთხოვნის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-23)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 24-25)
3.1.4. ნ---------------თან, გ-----------------თან, ხ------------------თან და ვ-------------------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა ) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- თავდებობის ხელშეკრულება და თავდების განცხადება (ს.ფ. 54-65)
3.1.5. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად ნ---------------ის, გ-----------------ის, ხ------------------ის და ვ-------------------ის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 26 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- თავდებობის ხელშეკრულებები და თავდებების განცხადებები (ს.ფ. 54-65)
3.1.6. ზ----------------მა (მსესხებელმა) დაარღვევია ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადები და არ გადიხადა ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. 2017 წლის 17 ნოემბრის შემდგომ იმყოფება უწყვეტ ვადაგადაცილებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-23)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 24-25)
- სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხების გადახდის ისტორია (ს.ფ. 66-67)
3.1.7. სესხის თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შესახებ მსესხებელს და თავდებებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები, მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხის გადახდა. დღემდე მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულება არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულებით გასაზღვრული თანხების გადახდის ისტორია (ს.ფ. 24-25)
- მოპასუხის გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე (ს.ფ. 68-72)
3.1.8. მოპასუხემ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. ს-----------------ში“ მსესხებლის ზ----------------ის დავალიანება 2017 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით არის 9014.54 ლარი. საიდანაც დარჩენილი ძირი თანხაა 5870.05 ლარი, პროცენტი 2653.95 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 456.84 ლარი, თანხის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 19.12 ლარი და ჯარიმა 14.58 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულებით გასაზღვრული თანხების გადახდის ისტორია (ს.ფ. 24-25)
- სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხების გადახდის ისტორია (ს.ფ. 66-67)
- მოპასუხის გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე (ს.ფ. 68-72)
- ცნობა დავალიანების შესახებ ( ს.ფ. 73)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ს-----------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგელოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 9014.54 ლარის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 465-ე, 623-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლები. საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ს-----------------სა“ (ს/კ 2--------) და ზ----------------ს შორის 2017 წლის 13 იანვარს დადებული სესხის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 7 000 ლარი, 36 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი 2,88 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის და საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, 2017 წლის 17 ნოემბრის შემდგომ მოპასუხე უწყვეტ ვადაგადაცილებაშია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ზ----------------მა არაჯეროვნად შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები - დარღვეულია კრედიტის დაბრუნების ვადა და თანხა სრულად დაბრუნებული არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის დავალიანების და სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელის დაკისრების შესახებ, რადგან მოპასუხემ ცნო სარჩელის ეს მოთხოვნები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების, ასევე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაერიცხოს 2017 წლის 17 ნოემბრიდან. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო. თანხის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები შეადგენს 33.70 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ჯარიმები ვადის გადაცილებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ საკრედიტო ვალდებულების ძირითადი თანხა 5870.05 ლარი, გრაფიკით გათვალისწინებული (დარჩენილი) პროცენტი - 2653.95 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 456.84 ლარი და ჯარიმები - 33.70 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო 52-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯები, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, მხარეები ამ მოთხოვნებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 270.43 ლარის ოდენობით, ხოლო საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯები - 82.00 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
მოსარჩელე ს-----------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ზ----------------ის, ნ---------------ის, გ-----------------ის, ხ------------------ის, ვ-------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
მოპასუხეებს ზ----------------ს, ნ---------------ს, გ-----------------ს, ხ------------------ს და ვ-------------------ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 9014.54 ლარის გადახდა მოსარჩელე ს-------------------ს“ სასარგებლოდ.
მოპასუხეებს - ზ----------------ს, ნ---------------ს, გ-----------------ს, ხ------------------ს და ვ-------------------ს მოსარჩელე ს-------------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯის სახით გადახდილი 82.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
მოსარჩელე ს------------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 270.43 ლარი - საგადახდო დავალება №70025, სახაზინო კოდი 300083150.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.
გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა