განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/95-18
(#012090118004)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ----------------------ა - დაბადებული 1--- წლის 1---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ----------------–----–---–----------------------------------;
ადვოკატი - როინ მოსეშვილი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის ოქტომბერში, დილის საათებში, ქ--–------------–-----–----–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს, იმის გამო რომ თითქოს ეს უკანასკნელი ეწეოდა სიგარეტს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც ჟ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ ეპიზოდში ზ-----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
ზ----------- 11 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჟ------------სთან, რომელსაც უკანასკნელი 4-5 წელია სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, მისი არასრულწლოვანი შვილების 16 წლის ნ-----–--------------ს, 11 წლის მ-------------ს და 10 წლის თ------------ს თანდასწრებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, წინასწარი შეცნობით მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ამცირებდა. ზ----------- ჟ------------ს მიიჩნევდა საკუთრებად, არ აძლევდა უფლებას ემუშავა, თავად აერჩია ვარცხნილობა და ტანსაცმელი, ესარგებლა ტელეფონით და სოციალური ქსელით და თავად მიეღო გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ზ-----------ს საქციელით ჟ------------ განიცდიდა ტანჯვას. გარდა აღნიშნულისა, ზ-----------მ ჟ------------ს მისი არასრულწლოვანი შვილების: 16 წლის ნ-----–--------------ს, 11 წლის მ-------------ს და 10 წლის თ------------ს თანდასწრებით, ხსენებული დისკრიმინაციული მოტივით, 2017 წლის ნოემბერში, დღის საათებში, ქ--–------------–----–----–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, იმის გამო, რომ არ მოეწონა მისი ვარცხნილობა რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახეში, შემდეგ კი მაკრატლით თავად შეაჭრა თმა, ყოველივე აღნიშნულით ჟ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ ეპიზოდში ზ-----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
2017 წლის, ნოემბერში, გვიან ღამით, ქალაქ რ-------–--–----------------------- -ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს დედას, დ---------------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილების 16 წლის ნ-----–--------------ს, 11 წლის მ-------------ს და 10 წლის თ------------ს თანდასწრებით, იმის გამო რომ დ--------------- არ აძლევდა საშუალებას ჟ------------სთვის მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძლიერად მოქაჩა თმა, რა დროსაც დ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ ეპიზოდში ზ-----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ--–------------–-----–----–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს მამას, ტ---–-----------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილების 16 წლის ნ-----–--------------ს, 11 წლის მ-------------ს და 10 წლის თ------------ს თანდასწრებით, იმის გამო რომ ტ---–----------- არ აძლევდა საშუალებას ჟ------------სთვის მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა სახეში ჩაარტყა თავი, რა დროსაც ტ---–-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და შუბლის არეში სისხლნაჟღენთის და ნასკდომი ჭრილობის სახით მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ამ ეპიზოდში ზ-----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
2018 წლის 9 იანვარს დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავში მდებარე სტამბულის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს დედას, დ---------------ს, იმის გამო რომ ადანაშაულებდა ოჯახის დანგრევაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა მარცხენა მკლავში, რა დროსაც დ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამ ეპიზოდში ზ-----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის(ების) მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და იძულება .
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ოჯახში ძალადობაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია მის თაობაზე ქართულ რეალობაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. ოჯახში ძალადობის სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, სამოქალაქო სამართლის კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.
„ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დადგება თუ ოჯახის წევრებს შორის განხორციელებული ძალადობა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. “ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივ რეგულაციას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფუძნება დაკავშირებულია შემდეგ ქმედებასთან და მის შედეგთან: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოყოლია ჯანმრთელობის თუნდაც მსუბუქი დაზიანება.“
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული.
შესაბამისად მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში -ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.
ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით)
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში, დილის საათებში, ქ--–------------–-----–----–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს, იმის გამო რომ თითქოს ეს უკანასკნელი ეწეოდა სიგარეტს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხელი გაარტყა სახეში, რა დროსაც ჟ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2017 წლის ნოემბერში, დღის საათებში, ქ--–------------–----–----–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, იმის გამო, რომ ზ-----------ს არ მოეწონა ჟ------------ს ვარცხნილობა რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახეში, შემდეგ კი მაკრატლით თავად შეაჭრა თმა, ყოველივე აღნიშნულით ჟ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2017 წლის ნოემბერში გვიან ღამით, ქალაქ რ-------–--–----------------------- -ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს დედას, დ---------------ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილების 16 წლის ნ-----–--------------ს, 11 წლის მ-------------ს და 10 წლის თ------------ს თანდასწრებით, ძლიერად მოქაჩა თმა, რა დროსაც დ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
ზ-----------მ 2018 წლის 08 იანვარს დაახლოებით 21:30 საათზე, ქ--–------------–-----–----–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს მამას, ტ---–-----------ს, ჟ------------ს არასრულწლოვანი შვილების 16 წლის ნ-----–--------------ს, 11 წლის მ-------------ს და 10 წლის თ------------ს თანდასწრებით, სახეში ჩაარტყა თავი, რა დროსაც ტ---–-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და შუბლის არეში სისხლნაჟღენთის და ნასკდომი ჭრილობის სახით მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად;
2018 წლის 9 იანვარს დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ რუსთავში მდებარე სტამბულის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ-----------მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჟ------------ს დედას, დ---------------ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა მარცხენა მკლავში, რა დროსაც დ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიდუციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების ჟ------------, დ---------------ს, ტ---–-----------ს, ნ-------------ს, მ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ტ---–-----------ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) ერთობლიობა ზ----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ-----------მ 2017 წლის ოქტომბრის და 2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდებში ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის, 2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის და 2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდებში ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ-----------ს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დაზარალებულებს არ აქვთ მის მიმართ პრეტენზია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის მითითებულია, რომ დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-----------ს მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მისი მეუღლის - ჟ------------ს მიმართ 2017 წლის ოქტომბერში და 2017 წლის ნოემბერში ძალადობა ჩადენილია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, რაც სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ ზ-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს ( შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დაზარალებულებს არ გააჩნიათ მის მიმართ პრეტენზია, რაც დასტურდება დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მეუღლის ჟ------------ს მიმართ 2017 წლის ოქტომბერში და 2017 წლის ნოემბერში დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით) და ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხეს, ხასიათს, ინტენსივობას და იმ გარემოებას, რომ ძალადობა ჩადენილია ოჯახის სხვადასხვა წევრების მიმართ, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულ ზ-----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდი) - დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ( 2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) – დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) – დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო მის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო გამოიყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილს, რომლის მიხედვითაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი და 2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) (2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი, 2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი და 2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ( 2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის ჟ------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდისათვის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 09 იანვრის ეპიზოდისათვის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის დ---------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდისათვის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდისათვის) დანიშნული სასჯელები და ზ-----------ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით;
2. ზ-----------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 09 იანვრის 18:12 საათიდან;
3. ზ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე