განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2018
საქმის ნომერი
120100118002326420
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002326420-1/074-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

15 მარტი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – ო-----------------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ლ-–---------------------, დაბადებული 1--- წლის 0- ო----------ს, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ----------, დ.ა----–-----–-ს ქ.N--;

 

ადვოკატი - ი-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.ლ-–-------- 2017 წლის ი--–-------------------------------- თვეებში ქ. ბ---------- ა----–-----–-ს ქ.N---ში თავის საცხოვრებელ სახლში სხვადასხვა დროს სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა უცენზურო სიტყვებით მეუღლეს ნ------–------ს, ი--–---- თვეში ორივე ხელი უხეშად მძლავრად ჩაჭიდა მკლავებში და შეარხია, როდესაც იგრძნო, რომ ნ------–------ ცუდად გახდა, განერიდა და სახლიდან გავიდა, რითაც ნ------–------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და მიიღო მარცხენა მხრის დაჟეჟილობა, დ--------- თვეში სახლში ნ------–------ს დაუწყო ყვირილი და გინება, თმაში წვდა მარჯვენა ხელით და მოქაჩა, რითაც ნ-------–------მ განიცადა თავის არეში ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

1.2.ლ-–--------მ 2017 წლის დ--------–- და 2018 წლის განვლილ პერიოდში ქ.ბ---------- ა----–-----–-ს ქ.N---ში თავის საცხოვრებელ სახლში სისტემატიურად ემუქრებოდა მეუღლეს ნ------–------ს სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, როგორც სიტყვიერად ასევე სოციალური ქსელის საშუალებით, მიმართავდა სიტყვებით, რომ თავს მოჭრიდა კორპუსის წინ, გაანადგურებდა მის კუთვნილ ავტომანქანას, გაუხვრეტდა შუბლს და სხვა, რითაც ნ------–------ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ლ-–--------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ნ------–-----ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის ი--–---- თვეში მას მეუღლემ ლ-–--------მ დაუწყო ლანძღვა-გინება, უყვიროდა რომ იყო სხვისი ნათრევი და რომ იგი მისთვის იყო მეორე ქმარი, ამიტომ მას მისი ყველა სიტყვა და სურვილი უნდა შეესრულებინა და მოეთმინა ყველაფერი, განერვიულებული ლ-–-------- მისკენ გამოექანა, ორივე ხელი მძლავრად მოკიდა მკლავებში და შეარხია, თან უყვიროდა რომ იყო ქუჩის ქალი. იგი თხოვდა ხელები გაეშვა მისი მკლავებიდან, რადგან ძალიან ტკიოდა, ის კი უფრო მძლავრად უჭერდა ორივე ხელს მკლავებში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თავი იგრძნო დამცირებულად და შეურაცხყოფილად. 2017 წლის ა--------- თვეში კი ლ-–--------- მივიდა სახლში დაუწყო მას ყვირილი და ლანძღვა, რომ იყო სუსტი ყოფაქცევის ქალი და როდესაც მას გაჰყვა ცოლად პირველ მეუღლესთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი დამყარებული. სწორედ ამ დროს მან კვლავ ხმამაღლა დაუწყო ლანძღვა-გინება, მისკენ გაემართა და მარჯვენა ხელი კრა მძლავრად გულმკერდის არეში, რა დროსაც მიიღო მარცხენა მხრის დაჟეჟილობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა და ტკიოდა. 2017 წლის დ--------- თვეში კვლავ დაუწყო შეურაცხყოფა ლ-–---------მ, შეუვარდა სახლში, თმაში წვდა მარჯვენა ხელით და მოქაჩა, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

იხ. ს.ფ. 5-7;

 

ა--------------------ს ჩვენება, რომლის თანახმად ლ-–--------- მივიდა ნ------–------სთან სახლში, რა დროსაც თავადაც იქ იმყოფებოდა და დაუწყო ნ----ს ყვირილი და გინება, რის შემდეგაც იგი თმაში სწვდა მარჯვენა ხელით და მოქაჩა, იგი მაშინვე მივარდა ლ-–---------ს და მოაშორა ნ------–------ს.

იხ. ს.ფ. 27-29;

 

ლ-–-------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2017 წლის დ--------- თვეში მას მეუღლემ ნ------–------მ დაუწყო კამათი სამსახურთან დაკავშირებით, იგი მას გამოეცალა და წამოვიდა, დაახლოებით რამდენიმე დღეში ნ------–------მ მას განქორწინება თხოვა, ისინი შეკამათდნენ, სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

იხ. ს.ფ. 14-16;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ნ------–-----ის ჩვენება, რომლის თანახმად მას მეუღლე ლ-–-------- ემუქრებოდა, რომ ეზოში ხალხის თვალწინ თავს მოაჭრიდა და ცხოვრებას გაუმწარებდა, ემუქრებოდა, რომ მის კუთვნილ მანქანას გაანადგურებდა, ასევე სოციალური ქსელის საშუალებით ლ-–---------მ მას დაუწყო მუქარის შემცველი სიტყვების გაგზავნა, თითქმის ყოველდღიურად წერდა, რომ შუბლს გაუხვრეტდა და სიცოცხლეს მოუსპობდა, შესაბამისად მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

იხ. ს.ფ. 28-30;

 

ლ-–---------მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის 2-----------–-------------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ნ------–-----ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ-–--------ის მხრიდან ნ------–-----ის მიმართ განხორციელებული ქმედებები ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.

 

იხ. ს.ფ. 111-118;

ლ-–-------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ო-–----------–-–---–-ს, გ-------–------------ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, ლ-–-------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–--------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაული.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-–--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ლ-–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ლ-–--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანქოს მეორე სასჯელი და ლ-–--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ-–--------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ლ-–-------- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

 

2.ლ-–-------- (პ/ნ 1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;

 

3.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ლ-–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

4.ლ-–--------ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 1------------- 2018 წლის 1---------- ჩათვლით.

 

5.ლ-–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას მ----------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ბ----------, დ----- ა----–-----–-ს ქ.N--, ს/კ 6--0-.0-.0--.0-.5--, ფართი - 29.00 კვ.მ - 4000 ლარის ფარგლებში.

 

6.პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ლ-–--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

 

7. სისხლის სამართლის N0-------------აქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - CD დისკი წარმოდგენილი ნივთის დათვალიერების ფოტო მასალით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი