გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2018
საქმის ნომერი
010210016001600693
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001600693

საქმე №2-3585/16წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე სს ,,კ------------ი’’

წარმომადგენელი ლ-–----------------

მოპასუხე ნ-------------ე

წარმომადგენელი მ-----–-------ე

მოპასუხე ლ---–-----------ე

წარმომადგენელი მ-----–-------ე

მოპასუხე ქ----------–----–---–-

წარმომადგენელი მ-----–-------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ნ-------------ეს, ლ---–-----------ეს და ქ----------–----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ 5628.32 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებზე ნ-------------ეზე, ლ---–-----------ეზე და ქ----------–----–---–ზე სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქობულეთი, სოფელი ბ----------ში (მიწის (უძრავი ქონების ს/კ 20.44.01.043) მდებარე ლ---–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის ხარჯზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ნ-------------ის, ლ---–-----------ის და ქ----------–----–---–-ს ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 22 იანვარს მხარეებს, შპს ”მ-----------------------------–---------ოს” (ამჟამად სს "კ------------ი") და მოპასუხე ნ-------------ეს შორის დაიდო სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი თანახმაა პერიოდულად განიხილოს მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამასთან გამსესხებელი უხსნის მსესხებელს ფორმალური სესხის ხაზს, რომლის მაქსიმალური თანხა/ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს. მაქსიმალური თანხა შეიძლება გაიცეს რამოდენიმეჯერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მოქმედების ვადა შეადგენს 240 თვეს 2034 წლის 22 იანვრამდე. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა ლ---–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: ქობულეთი, სოფელი ბ----------ი (მიწის(უძრავი ქონების ს/კ 20.44.01.043).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულება.

- იპოთეკის ხელშეკრულება.

 

3.2.2. სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 29 იანვარს მსესხებელ ნ-------------ესთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 6 200 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 36 თვეს. სესხი იყო სარგებლიანი, საპროცენტო განაკვეთი გაცემულია სესხის გადახდის გრაფიკში, რომელიც თან ერთვის სესხის ხელშეკრულებას და მისი განუყოფელი ნაწილია. სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 3288.52 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულებით და სესხის გადახდის გრაფიკით ასევე გათვალისწინებული იქნა მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 465,12 აშშ დოლარს და ყოველწლიური საკომისიო - 54,26 აშშ დოლარი. მსესხებელს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის თანახმადაც მსესხებელმა აიღო ვალდებულება საერთო ჯამში გადაუხადოს გამსესხებელს 10 007.90 აშშ დოლარი, ყოველთვიურად ყოველი თვის 01 რიცხვში 276,52 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდის გზით. ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა ჯარიმები დაგვიანებაზე, რომლის მიხედვითაც მსესხებლის მიერ სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სესხის ხელშეკრულება.

 

3.2.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 29 იანვარს ნ-------------ის თავდებ პირებთან ლ---–-----------ესთან და ქ----------–----–---–თან გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - ლ---–-----------ემ და ქ----------–----–---–მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ნ-------------ესთან ერთად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ სისტემატურად ხდებოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, კერძოდ ყოველთვიურად გადასახდელი თანხების დაგვიანებით გადახდა. ძირითად მოვალეს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც ეცნობათ ვალდებულებების დარღვევის შესახებ და მიეცათ ვადა ვალდებულებების შესასრულებლად, თუმცა, მხარეებს რაიმე რეაგირება არ მოუხდენიათ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- გაფრთხილების წერილები.

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ამჟამად მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს საერთო ჯამში 5628.32 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 3 612.77 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 867.35 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემია -218.05 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა 0,27% - 909.89 აშშ დოლარი და საკომისიო 20.26 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სესხის დაფარვის გრაფიკი.

- გაფრთხილების წერილები.

 

3.2.6. 2016 წლის 09 სექტემბერს განხორციელდა შპს "მ-----------------------------–---------ოს" რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ის რეგისტრირდა როგორც სს ,,მ-----------------------------–---------ო’’, 2017 წლის 17 მარტს კი სს "მ-----------------------------–---------ოს" შეეცვა ლა სახელი და დარეგისტრირდა როგორც სს "კ------------ი".

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, დაკმაყოფილდეს სს "კ------------ის" სარჩელი და სოლიდარულ მოვალეებს ნ-------------ეს, ლ---–-----------ეს და ქ----------–----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 5 628.32 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 3 612.77 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებელი - 867.35 აშშ დოლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვევო პრემია -218.05 აშშ დოლარი, დარიცხული ჯარიმა 0,27% - 909.89 აშშ დოლარი და საკომისიო 20.26 აშშ დოლარი.

 

მოპასუხეებზე ნ-------------ეზე, ლ---–-----------ეზე და ქ----------–----–---–ზე სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქობულეთი, სოფელი ბ----------ში (მიწის(უძრავი ქონების ს/კ 20.44.01.043) მდებარე ლ---–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის ხარჯზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ნ-------------ის, ლ---–-----------ის და ქ----------–----–---–-ს ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 873-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას, თავდებობის ხელშეკრულებას და იპოთეკის ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, მოსარჩელესა და ნ-------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხაზის მომსახურების და მის საფუძველზე სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევდა საფუძველს მოსარჩელეს მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა;

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა ქ----------–----–---–-მა და ლ---–-----------ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლების ნ-------------ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები ლ---–-----------ე და ქ----------–----–---–- წარმოადგენენ რა სოლიდარული ხელშეკრულების მხარეს, რომლებმაც იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი პასუხისმგებელი არიან მსესხებლების ვალდებულებებზე თანაბრად; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მათაც წაუყენოს მოთხოვნა;

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხე ლ---–-----------ის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის და თავდებების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 414.76 ლარის ოდენობით.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 414.46 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,კ------------ის’’ სარჩელი.

 

1.1 მოპასუხეებს ნ-------------ეს, ლ---–-----------ეს და ქ----------–----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 5 628.32 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.2 მოპასუხეებზე ნ-------------ეზე, ლ---–-----------ეზე და ქ----------–----–---–ზე სოლიდარულად დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქობულეთი, სოფელი ბ----------ში (მიწის(უძრავი ქონების ს/კ 20.44.01.043) მდებარე ლ---–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის ხარჯზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი თანხის ამოღება ვერ მოხერხდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, აღსრულება გაგრძელდეს ნ-------------ის, ლ---–-----------ის და ქ----------–----–---–-ს ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

 

2. მოპასუხეებს ნ-------------ეს, ლ---–-----------ეს და ქ----------–----–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 414.46 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე