განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2018
საქმის ნომერი
160100117002058440
დავის ტიპი
19 - 151 , 18 - 372 3 , 126 2
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002058440

საქმე #1/181-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 მარტი 2018 წელი ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის რაილონული სასამართლოს

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - თამარ სისვაძე, ნათია მიქელაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-----ი სა---–---–ი, ზა--- ცქ--------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჯა---– ბა--------- (დაბადებული - 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------- საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებულიქ.მა-------–ი, კ.გა------------ს ქუჩა N-, ბინა N-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.მა-------–ი, შ.ყუ---------ს ქ.N-).

 

ადვოკატი - ზუ---ბ და-–---–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც და---რალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი ორი პირის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

დისპოზიცია: მოწმის იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თუ ამას ერთვის მოკვლის მუქარა, ჩადენილი ძალადობით.

 

თარჯიმანი: სუ---ა მა------–---–ი, ნა--–- იბ----------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის მეორე ნახევრიდან 10 ივლისის ჩათვლით დროის შუალედში, ძირითადად ქ.მა-------–ში, ყუ---------ს სახელობის ქუჩაზე N--ში, მა--------ბის ოჯახის საცხოვრებელ სახლში და ასევე, ერთხელ მა-------–ის რაიონის სოფელ ბა--–---ში, მდინარე ხრამის ნაპირზე, ჯა---– ბა--------მა იცოდა რა თავისი არასრულწლოვანი შვილების გი-----– მა--------ს და გი----ი მა--------ს ასაკი, ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით არაერთხელ ცემა ისინი, რის შედეგადაც და---რალებულებმა განიცადეს ფსიქიკური ტანჯვა. გი-----– მა--------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს შეესწრო გუ--- მა--------, ხოლო გი----ი მა--------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს შეესწრო გი-----– მა--------.

 

1.2. 2017 წლის 10 ივლისის, ქ.მა-------–ში, ყუ---------ს სახელობის ქუჩაზე N--ში, მა--------ბის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ჯა---– ბა--------მა იცოდა რა თავისი არასრულწლოვანი შვილების გი-----– მა--------ს ასაკი, გუ--- მა--------ს მიერ მისი მეგობრის ნა--- მა-------ს მამხილებელი ჩვენების მიცემის გამო მოკვლით დაემუქრა გი-----– მა--------ს, რა დროსაც და---რალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2017 წლის 10 ივლისის, ჯერ მა-------–ის რაიონის სოფელ ბა--–---ში, მდინარე ხრამის ნაპირზე, ხოლო შემდეგ ქ.მა-------–ში, ყუ---------ს სახელობის ქუჩაზე N--ში, მა--------ბის ოჯახის საცხოვრებელ სახლში ჯა---– ბა--------მა გუ--- მა--------ს მიერ მოწმის სტატუსით, ბრალდებულის მეგობრის ნა--- მა-------ს მამხილებელი ჩვენების მიცემის გამო, ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ცემა გუ--- მა-------- და ქ.მა-------–ში ყუ---------ს სახელობის ქუჩაზე N--ში, მა--------ბის ოჯახის საცხოვრებელ სახლში დაემუქრა მოკვლით თუ იგი კიდევ ერთხელ მიცემდა ჩვენებას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა და---რალებულების ჩვენებები, გააანალიზა ის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ჯა---– ბა---------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია ჯა---– ბა---------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯა---– ბა---------ს ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: და---რალებული - გი----ი მა--------სა და გუ---– მა--------ს, მოწმეების პორ-------– მა--------ს დაკითხვის ოქმები, ასევე მოწმეების ბე-----– გერ-–----ს, თე-------ზ რე----–---–-ს, ხ------- ბა-------ის, ბა------- აბ---------------ს, ნა----–- გო-----ს, ვა---- პა-----–----ს, ელ----- იგ-------ს, ელ----- ბო-–-----ს, გი-----ი ოქ-----–---–-ს, ნა--- მა-------ს დაკითხვის ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები.

 

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ჯა---– ბა---------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები ბა------- აბ---------------ს და ნა----–- გო-----ს დაკითხვის ოქმები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.4. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო ყუ---დღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალუ---დ აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---რალებულმა გი----ი მა--------მ განმარტა, რომ არის ჯა---– ბა---------ს შვილი, მამას ყავდა მეგობარი რომელსაც ჯი--ს ეძახიან. ჯი--მ საავადმყოფოში ოთახიდან მოიპარა მისთვის უცნობი ადამიანის ბარათი, ბარათის მოპარვის პროცესი მას არ დაუნახავს, იმ დროს ის გარეთ იდგა, საავადმყოფოდან გამოსვლისის დაინახა რომ ბარათი ჯი--ს ხელში ეჭირა. ჯი--მ ბარათით ფული გამოიტანა შემდეგ ბარათი გატეხა და გადააგდო. ამის შესახებ ჩვენება მისცა პოლიციელებს. სახლში ჯა---–მა უკმაყოფილება გამოთქვა მისი მისამართით ი--ს გამო, რომ ჩვენება მისცა პოლიციას. ჯა---–ის მეგობრის მანქანით ხრამზე წავიდნენ, ჯა---–ი და ჯი-- უკვე ხრამზე იყვნენ, შემდეგ ჯი-- მივიდა და ის და მისი და წაიყვანა, უთხრა, რომ ჯა---–ი ეძახდა მათ. როცა ხალხი წავიდა ჯა---–მა თავში დაარტყა მუშტი, მუცლის არეში კი წიხლი ი--ს გამო, რომ პოლიციას ჩვენება მისცა ჯი--ს საწინააღმდეგოდ. მას თავისი და გი-----–ი გამოექომაგა რის გამოც ჯა---–მა მის დას წიხლი დაარტყა. დარტყმისას იგი განიცდიდა ტკივილს. მასაც და მის დასაც ძალიან ეტკინათ და დახმარებისთვის ექიმთან მივიდნენ. როდესაც სახლში მოვიდნენ მისმა დამ ბებიას უთხრა, რომ ჯა---–მა ცემა და დახმარება თხოვა. ჯა---–მა გაიგო რასაც ეუბნებოდა ბებიას მისი და რის გამოც ჯა---–მა ის ცემა. თვითონ გაიქცა პოლიციაში და განაცხადა აღნიშნულის შესახებ. მისი განმარტებით ჯა---–ი სისტემატუ---დ ცემდა მას და მის დას. მათ ჯა---–ის ეშინოდათ და სახლში ვერ მიდიოდნენ. მისი და ხშირად დედამისთან რჩება, ჯა---–ი მის დას წყლის ბოთლით ცემდა მისი თანდასწრებით. მათ ცემას ბებიაც ესწრებოდა ცემის შედეგად ორივენი ტკივილს განიცდიდნენ. ჯა---–ი ლანძღავდა, ცემდა, ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ პოლიციისთვის ეთქვა რომ ჩვენება რომელიც მან მისცა ტყუილი იყო. თავისუფლებაზე ყოფნისას ჯა---–ი მათზე არ ზრუნავს. მანვე განმარტა, რომ სურს, ჯა---–ი დაისჯოს და მის მიმართ სასამართლომ არ გამოიყენოს შეღავათები.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---რალებულმა გი-----– მა--------მ განმარტა, რომ 2017 წლის ივლისს თვეში რიცხვი არ ახსოვს, ჯა---– ბა--------მა მის დას გუ---ს დაავალა, რომ გაყოლოდა მის მეგობარს ჯი--ს. ისინი წავიდნენ. დაბრუნების შემდეგ გუ---–ს კითხა სად იყვნენ, გი-----–მა უპასუხა, რომ საავადმყოფოში, ის გარეთ იდგა, ჯი-- საავადმყოფოში შევიდა და გამოსვლისას ხელში საფულე და ბარათები ეჭირაო. წავედით ფული გამოვიტანეთ და სახლში დავბრუნდითო. ჯა---–მა ის და გუ--- არყის და სიგარეტის საყიდლად გააგზავნა მაღაზიაში. ჯი-- მათთან იყო საღამოს პოლიცია მოვიდა და დააკავეს. მის და გი----ი წაიყვანეს პოლიციელებმა და გამოკითხეს. გი----იმ პოლიციელებს მოუყვა რაც მოხდა და აჩვენა ადგილი სად გადააგდო ჯი--მ ბარათი. პოლიციელებმა ის და მისი ბებიაც დაიბარეს. პოლიციიდან, რომ გამოვიდნენ შუადღე გადასული იყო, ჯა---–მა დაურეკა და უთხრა ხრამზე ჩამოდით სოფელ ბა--–---შიო, თავიდან წასვლა არ უნდოდათ მაგრამ მან დაუყვირა ჩამოდითო და წავიდნენ. ადგილზე ტაქსით მივიდა, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მისი და გუ--- ჯი--მ მიიყვანა მანქანით. იქ ჯა---–ი, ჯი-- და მისთვის უცხო მამაკაცი დახვდნენ. ისინი სვამდნენ, მშივრები იყვნენ მათთან ერთად დასხდნენ და ჭამეს. როცა ხალხი დაიშალა ჯა---–მა ყვირილი დაუწყო მის დას რატომ მიეცი ჩვენება პოლიციასო და მათ შეუ---ცხყოფა მიაყენა. გი----ის ჯერ მუშტი დაარტყა მერე სილა გააწნა, წიხლის ჩარტყმის შედეგად გუ--- ეკლებში ჩავარდა. იგი დას გამოექომაგა როს გამოც მასაც ჩაარტყა წიხლი, ისიც დაეცა. ჯა---–მა მათ უთხრა რომ მუხლებზე დაეჩოქათ. ამის შემდეგ ჯა---–მა მანქანა გამოიძახა და სახლში წავიდნენ. მას წელი ტკიოდა და ჩალურჯებები ჰქონდა. სახლში მისვლისას ბებიას უამბო, რომ ჯა---–მა ცემა და დახმარება თხოვა. ჯა---–მა მათი საუბარი მოისმინა, ოთახში შევიდა და ყვირილი დაუწყო ბებიას რატომ უთხარიო, თმებში ჩაჭიდა ხელი და ძირს ათრია, რა დროსაც თმები დაეწიწკნა, მუხლები დაუზიანდა და კანი აძვრა. შემდეგ მაისურიდამ მოქაჩა და ძირს დააგდო. ჯა---–ი მას და მის დას ხშირად ცემდა და სიტყვიერ შეუ---ცხყოფას აყენებდა. ჯა---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცდიდა ტკივილს. ჯა---–ი ბა---------ს მხრიდან მისი და მისი დის მიმართ განხორციელებულ ძალადობებს ესწრებოდა ბებია. ჯა---–ი მათ ემუქრებოდა და აშინებდა, ეუბნებოდა მათ, რომ პოლიციაში არ წახვიდეთ ჩვენების მისაცემად თორემ მოგკლავთო. იგი ჯა---–ის მხრიდან განხორციელებულ მუქარას რეალუ---დ აღიქვამდა. იმ დღით მასზე ჯა---– ბა---------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი პოლიციას შეატყობინა გუ--- მამედოვმა, პოლიცია მოვიდა და წაიყვანეს განყოფილებაში, მან პოლიციელებს უთხრა რომ ბებიაც წაეყვანათ რადგან ჯა---–ი ბებიასაც ცემდა. მანვე განმარტა, რომ მათ ეშინიათ ჯა---– ბა---------ს, არ უნდათ, რომ იგი იყოს მისი მამა. სახში ი--ტომ არ მიდიოდა, რომ ჯა---–ის ეშინოდა, გარეთ იჯდა და ელოდებოდა, როდის დაიძინებდა, რომ სახლში შესულიყო. მან თავის დას გუ---ს უთხრა რომ სასამართლო სხდომაზე სიმართლე ეთქვა, არ მოეტყუებინა, არ შეცოდებოდა ჯა---– ბა--------- და მოეყოლა ყველაფერი რაც მოხდა.

2.7. მოწმე პორ-------– მა--------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჯა---– ბა--------- არის მისი შვილის მეუღლე, სიძე. მათ შვილებს ის ზრდის. ბავშვების მამა ცემს მათ, იცის რომ პატარა გოგო გუ--- ხრამის პირას ცემა, ხოლო უფროსი გოგო მის თვალწინ ცემა მუშტით და წიხლებით, მთელ სხეულზე ურტყამდა, მან გააშველა. მიზეზი თუ რატომ ცემდა ჯა---– ბა--------- ბავშვებს არ იცის. საჩივრით პოლიციას გი----ი მა--------მ მიმართა. გი-----–ი სკოლაში არ სწავლობს მერვე კლასიდან გამოვიდა, გუ---–ის დედა ცალკე ცხოვრობს და გი-----–ი მასთან მიდის ხოლმე. ჯა---–ი თავისუფლებაში ყოფნისისას არ ზრუნავდა ბავშვებზე.

2.8. სასამართლო სხდომაზე დაკთხულმა მოწმემ ელ----- იგ-------მ განმარტა, რომ მუშაობს საავადმყოფოში. 2017 წლის ივლისს თვეში რიცხვი ზუსტად არ ახსოვს მორიგე იყო საავადმყოფოში რა დროსაც გამოიძახეს ბავშვთა განყოფილებაში, მისვლისას ორი გოგონა დახვდა, უფროსმა გოგონამ უთხრა, რომ მამამ ცემა, ბავშვს დალურჯებული ჰქონდა სახეზე, კანი ჰქონდა აქერცლილი რომელიც ტრავმატოლოგიის ექთანმა ის დაუმუშავა. ორივე ამბობდა, რომ მამა მათ ხშირად ცემდათ. ამ შემთხვევამდე ეს გოგონები არ უნახავს.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ გი-----ი ცხ------–---–მა განმარტა, რომ იგი იყო გი----ი და გი-----– მა--------ბის საპროცესო წარმომადგენელი მათ მიერ პოლიციის ორგანოებში, ბავშვებმა ცალცალკე მისცეს ჩვენება, ჩვენების მიცემის დროს, მათზე ზემოქმედება არ მომხდარა, გამომძიებელმა ჩვენებაში ჩაწერა ის რაც უთხრეს ბავშვებმა. მათ მოაწერეს ხელი და მანაც მისი ხელმოწერით დაადასტუ--- ჩვენების სისწორე.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნა--- მა------მა განმარტა, რომ იგი სასჯელს იხდის ქურდობისათვის, რომელიც ჩაიდინა 2017 წლის 10 ივლისს. იგი საავადმყოფოში შევიდა საპროცედურო ოთახში სადაც არავინ არ იყო, ოთახში ნახა ჩანთა რომელიც გასხნა, ამოიღო საფულე და წავიდა. საფულეში ბარათი იდო, იმ ბარათით ფული გამოიტანა რის შემდეგაც მოპარული ნივთები გადააგდო. იგი ახლოს იცნობს ჯა---– ბა--------ს. როდესაც ქურდობა ჩაიდინა მასთან ერთად იყო ჯა---–ის შვილი გი----ი. მის მიერ მოპარული ნივთების გადაგდებას ესწრებოდა გი----ი. მან პირველი დაკითხვისთანავე არ აღიარა ჩადენილი დანაშაული რადგან ნასვამი იყო. გი----იმ რა სახის ჩვენება მისცა პოლიციას არ იცის. იგი ამის შემდეგ ჯა---– ბა--------ს გი-----–ს გი----ის არ შეხვედრია. პოლიციას მისცა ჩვენება სადაც მიუთითა, რომ ჯა---– ბა--------მა ცემა თავისი შვილი ი--ს გამო რომ იგი ცუდ საქმეს ეწეოდა. ჯა---–ს მისი შვილი არც უცემია, უბრალოდ ორჯერ სილა გააწნა, ბავშვი თვითონ ურტყამდა თავს ნივთებს, თვითონვე დაეცა მუხლებზე და ამბობდა, რომ დავიღალე ჯა---–ის ხელში და მინდა, რომ დააკავონო. ჯა---–ს ი--ს გამო, რომ მისმა შვილმა მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება არ უცემია არც მდინარე ხრამზე და არც სახლში. მან არ დაადასტუ--- მოცემულ საქმეზე მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე და განმარტა, რომ ხელმოწერა, რომელიც დატანილია ოქმზე მისი არაა.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა-------–ის შს რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ბე-----– გე---–---მა, თე-------ზ რეხვიაშვილმა, ხ------- ბა-------ემ, ვა---- პარაბაშოვმა, ელ----- ბოლქვაძემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მართებულობას და საგამოძიებო მოქმედებებისას მოპოვებულ ინფორმაცია.

 

2.12. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

2.13. სასამართლო და---რალებულების გი-----– მამაედოვას, გუ--- მა--------ს, მოწმის - პორ-------– მა--------ს, ბე-----– გერ-–----ს, თე-------ზ რე----–---–-ს, ხ------- ბა-------ის, ვა---- პა-----–----ს, ელ----- იგ-------ს, ელ----- ბო-–-----ს, გი-----ი ოქ-----–---–-ს, გი-----ი ცხ------–---–ის ჩვენებებს აფასებს მათი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მიკერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულის ჯა---– ბა---------ს საწინააღმდეგოდ.

 

2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს, ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

2.15. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.

 

2.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარისმიერ წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც ჯა---– ბა---------ს წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მოწმეების - ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

 

2.17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ივლისის #5004285417 დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი-----ი ოქ-----–---–-):

- წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების (10.07.2017) და პირადი გასინჯვის მონაცემებით (18.07.2017წ.) გი-----– მა--------ს აღენიშნება ნაჭდევები მარჯვენა მუხლის სახსრის და მარჯვენა მტევნის მეოთხე თითის არეებში, სისხლჩაქცევები მარცხენა მხრის და წინამხრის მიდამოებში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2.18. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ივლისის #5004285317 დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი-----ი ოქ-----–---–-):

- წარმოდგენილი სამედიცინო მონაცემებით გუ--- მა--------ს (10.07.2017) ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი-----ი ოქ-----–---–მა დაადასტუ--- მის მერ გაცემული ექსპერტზის დასკვნები.

 

2.19. ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოს მისცა ჩვენება და აღნიშნა, რომ იგი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ და განმარტა, მან თავისი არასრულწლოვანი შვილები ცემა ი--ს გამო, რომ ისინი მათი ასაკისთვის შესაფერად არ იქცევიან, ურთიერთობა აქვთ ცუდი რეპუტაციის მქონე ადამიანებთან და სახლში არ მიდიან არათუ დროულად, რიგ შემთხვევებში საერთოდ. მისი მხრიდან არასრულწლოვანი შვლის მიმართ მუქარას და ცემას ნა--- მა-------ს მიმართ მათ მიერ მამხილებელი ჩვენების მიცემის გამო ადგილი არ ჰქონია.

 

2.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

2.21. სასამართლო საქმეში არსებულ სადავო მტკიცებულებებსა და იმ მტკიცებულებებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1., 1.2., და 1.3. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.22. ჯა---– ბა---------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: და---რალებულ გი----ი მამაედოვას, გი-----– მამაედოვას ჩვენებას მოწმეების - პორ-------– მამაედოვას, ბე-----– გერ-–----ს, თე-------ზ რე----–---–-ს, ხ------- ბა-------ის, ელ----- იგ-------ს, ელ----- ბო-–-----ს, გი-----ი ოქ-----–---–-ს, გი-----ი ცხ------–---–ის ჩვენებებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №5004285417დასკვნას.

 

2.23. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.25. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.

2.26. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

2.27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ასევე მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1 სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრი--ნალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეუ---ცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3.2. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ და---რალებულები გუ--- მა-------- და გი-----– მა-------- არიან ბრალდებულ ჯა---– ბა---------ს შვილები. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

3.3. ამდენად, ბრალდებული ჯა---– ბა--------- და და---რალებულები გუ--- მა-------- და გი-----– მა-------- საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

 

3.4. სასამართლო ასევე განმარტავას, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეუ---ცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით და---რალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნი ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რაც დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი კომპონენტია. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ და---რალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. აქედან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, მუქარა იყოს რეალური ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება, არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ და---რალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა კიდეც ადგილი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება და---რალებულსა და დამნაშავეს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არაერთგზისობა და პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას.

 

ი--სათვის რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით (მოწმის იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თუ ამას ერთვის მოკვლის მუქარა, ჩადენილი ძალადობით) აუცილებელია, რომ მოწმეს/და---რალებულს სუბიექტი (ბრალდებული) ემუქრებოდეს პირადად და აიძულებდეს მის ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, ასევე საჭიროა და---რალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების შიში კონკრეტულად ამ სუბიექტის მხრიდან. და---რალებული უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სწორედაც ეს სუბიექტი განახორციელებს მის მიმართ დაპირებულ მუქარას, ან მოიმოქმედებს რაიმეს მის მიერ განხორციელებული მუქარის შესასრულებლად.

 

3.5. მოცემულ შემთხვევაში და---რალებულ გი----ი მამაედოვას, გი-----– მამაედოვას ჩვენებას მოწმეების - პორ-------– მამაედოვას, ბე-----– გერ-–----ს, თე-------ზ რე----–---–-ს, ხ------- ბა-------ის, ელ----- იგ-------ს, ელ----- ბო-–-----ს, გი-----ი ოქ-----–---–-ს, გი-----ი ცხ------–---–ის ჩვენებებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №5004285417დასკვნით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის მეორე ნახევრიდან 10 ივლისის ჩათვლით დროის შუალედში, ძირითადად ქ.მა-------–ში, ყუ---------ს სახელობის ქუჩაზე N--ში, მა--------ბის ოჯახის საცხოვრებელ სახლში და ასევე, ერთხელ მა-------–ის რაიონის სოფელ ბა--–---ში, მდინარე ხრამის ნაპირზე, ჯა---– ბა--------მა იცოდა რა თავისი არასრულწლოვანი შვილების გი-----– მა--------ს და გი----ი მა--------ს ასაკი, ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით არაერთხელ ცემა ისინი, რის შედეგადაც და---რალებულებმა განიცადეს ფსიქიკური ტანჯვა. გი-----– მა--------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს შეესწრო გუ--- მა--------, ხოლო გი----ი მა--------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს შეესწრო გი-----– მა--------.

2017 წლის 10 ივლისის, ქ.მა-------–ში, ყუ---------ს სახელობის ქუჩაზე N--ში, მა--------ბის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ჯა---– ბა--------მა იცოდა რა თავისი არასრულწლოვანი შვილების გი-----– მა--------ს ასაკი, გუ--- მა--------ს მიერ მისი მეგობრის ნა--- მა-------ს მამხილებელი ჩვენების მიცემის გამო მოკვლით დაემუქრა გი-----– მა--------ს, რა დროსაც და---რალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2017 წლის 10 ივლისის, ჯერ მა-------–ის რაიონის სოფელ ბა--–---ში, მდინარე ხრამის ნაპირზე, ხოლო შემდეგ ქ.მა-------–ში, ყუ---------ს სახელობის ქუჩაზე N--ში, მა--------ბის ოჯახის საცხოვრებელ სახლში ჯა---– ბა--------მა გუ--- მა--------ს მიერ მოწმის სტატუსით, ბრალდებულის მეგობრის ნა--- მა-------ს მამხილებელი ჩვენების მიცემის გამო, ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ცემა გუ--- მა-------- და ქ.მა-------–ში ყუ---------ს სახელობის ქუჩაზე N--ში, მა--------ბის ოჯახის საცხოვრებელ სახლში დაემუქრა მოკვლით თუ იგი კიდევ ერთხელ მიცემდა ჩვენებას.

 

3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

3.7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდადებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყუ---დღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელუ---დ, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა, მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თითქოსდა ს/ს საქმეში არ არსებობს ჯა---– ბა---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებები, რომ ჯა---– ბა--------ს მითითებული მუხლიებთ გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია, აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოწმე ნა--- მა-------ს ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯა---– ბა--------ს ი--ს გამო, რომ მისმა შვილმა მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება იგი არ უცემია არც მდინარე ხრამზე და არც სახლში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნა--- მა-------ს ჩვენება არის არა თანმიმდევრული და არა სარწმუნო და გამიზნულია ბრალდებულის, როგორც მისი მეგობრის პასუხსგებლობისაგან გადასარჩენად.

 

3.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯა---– ბა--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც და---რალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მოწმის იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თუ ამას ერთვის მოკვლის მუქარა, ჩადენილი ძალადობით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტები, რომლითაც ჯა---– ბა--------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ჯა---– ბა---------ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯა---– ბა---------ს პასუხისმგებლობის გამოკვეთილი შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. დამამძიმებელი გარემოებიდან აღსანიშნავია მის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა პირობითი მსჯავრის დინებისას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს: ჯა---– ბა---------ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ჯა---– ბა---------ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ჯა---– ბა--------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძი--ს, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.7. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ჯა---– ბა--------ს სასჯელის ზომად საქართველოს სს-კის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სს-კის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძი--ს, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ჯა---– ბა---------ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს, საქართველოს სს-კის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით ჯა---– ბა--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

4.10. ვინაიდან ჯა---– ბა--------ს ქმედება ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოყენების შედეგად გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის განაჩენით, განაჩენით, ჯა---– ბა---------სათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯა---– ბა--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

5. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

ჯა---– ბა---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, სსკ-ის 59-ე, 67-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯა---– ბა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

1.1. საქართველოს სს-კის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

1.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

1.3. საქართველოს სს-კის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს, საქართველოს სს-კის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით ჯა---– ბა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

2.1 საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით, ჯა---– ბა---------სათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯა---– ბა--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

3. ჯა---– ბა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ჯა---– ბა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 ივლისიდან

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი