გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210018002256083
საქმე №2/38-18წ.
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 მარტი 2018 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიო-ული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
მოსარჩელე: სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო’’;
წარმომადგენელი - გო-ა კო---ა;
მოპასუხეები: ჯო-ი თუ----ვა; გი-----ი გვ------ა;
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამოქალაქო საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ოზურგეთის რაიო-ული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო“ სარჩელი ჯო-ი თუ----ვასა და გი-----ი გვ------ას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ უმსჯელია სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. აღნიშნული წარმოადგენს ხარვეზს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიიჩნია თავისი ინიციატივით იმსჯელოს გადაწყვეტილებაში დაშვებული ხარვეზის ირგვლივ.
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანო-ოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანო-ო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
აღნიშნული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამო-აკლისო წესი დაადგინოს კანო-ით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზული ზიანი მიაყენოს. ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია მხოლოდ 268-ე მუხლის 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.8. პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე, 284-285-ე, 414-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ოზურგეთის რაიო-ულ სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი პუნქტი:
61. სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო’’ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყო-ებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე დაკმაყოფილდეს.
62. გადაწყვეტილების დაუყო-ებლივ აღსასრულებლად მიქცევის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიო-ული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14) მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში;
2. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), მხარეთათვის დამატებითი გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიო-ული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე