გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2302391-3/021-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
22 მარტი, 2018 წელი ქ. ახ--––--ე
ახ--––---ს რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - სო----- შე-----ო
მოპასუხე _ ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ე-- ივ--–-–---–ი
მესამე პირი - მა----ე პა------–---–ი
დავის საგანი: ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნა და განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაე--ლოს ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერს სო----- შე-----ოს დანიშვნა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში, ან ამ თანამდებობის ტოლფას, ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ სხვა თანამდებობაზე და 2017 წლის 14 ნოემბრიდან შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის დღემდე განაცდური შრომითი გასამრჯელო აუნაზღაურდეს (იხ.სფ.44).
მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სო----- შე-----ო 2015 წლის 01 ივნისს ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაინიშნა საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. მუნიციპალიტეტების შერწყმის შემდეგ ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N101 07 ბრძანებით მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე გათავისუფლდა თანამდებობიდან, თუმცა 2017 წლის 18 დეკემბრის N252 07 ბრძანებით ახ--––---ს მერმა ბათილად ცნო 2017 წლის 01 დეკემბრის N101 07 ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მიუხედავად ამისა 2018 წლის 16 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 16 იანვრის №368/07 წერილით მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიმართ დასრულდა მობილობის პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ 2018 წლის 16 იანვრიდან განთავისუფლდა თანამდებობიდან მობილობის შეუძლებლობის გამო. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის დეკემბერში საჯარო სამსახურის მიერ
ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ვაკანსიები გამოაცხადა კულტურისა და განათლების საკითხებში III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და ადამიანური რესურსის მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნულ კონკურსში მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა, რადგან ჩათვალა, რომ მანამდე დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა უნდა გაევლო კონკურსი, თუმცა 2017 წლის 22 დეკემბერს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ახ--––---ს მერიისგან მიიღო წერილი კონკურსების შეწყვეტის შესახებ. ამის შემდეგ 2018 წლის 16 იანვარს ელექტრონულ მისამართზე კვლავ მიიღო შეტყობინება, რომ წარმატებით გაიარა კონკურსის პირველი ეტაპი და გადავედი მეორე ეტაპზე.
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერი 2018 წლის 01 თებერვლის N988/07 წერილში განმარტავს, რომ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მიიღო საშუალო დონის კარგი" შეფასება, ანუ მონაცემები შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, მაგრამ არ გააჩნდა უფრო მაღალი თანამდებობის დაკავებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. შემდეგ განუმარტეს, რომ მუშაობდა III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო ვაკანტური პოზიცია წარმოადგენს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას. როგორც ამ განმარტებებით გაიგო მოხელეს, რომელმაც მიიღო საშუალო დონის - "კარგი" შეფასება და რომელსაც ეკავა III რანგის III კატეგორიის უფროს სპეციალისტის პოზიცია უფლება არ აქვს დაიკავოს III რანგის II ან I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, შესაბამისად გაურკვეველია როგორ მოხდა, რომ სო----- შე-----ოს ახ--––---ს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საბუთების გადარჩევის შედეგად პირველი ეტაპის გაიარა და მეორე ეტაპზე გადასვლა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სო----- შე-----ო ნამდვილად მუშაობდა ლიკვიდირებულ – ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე საქმის წარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში; მოსარჩელეს მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციისთანავე შეუწყდა მასსა და მუნიციპალიტეტს შორის არსებული შრომითი ვალდებულებები.
2018 წლის 16 იანვრის M368/07 წერილით მისთვის ნამდვილად გახდა ცნობილი მობილობის დასრულების თაობაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც იგი განმარტავს მისი განთავისუფლება სწორედ ამ დღიდან დგება. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987–II დადგენილების, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ში განხორციელებული ცვლილებებისა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (№.II18[8I16·8oV.86), 26.07.2017 ცვლილების ნომერი 1251–რს, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016203 ) და ამავე კოდექსის მე-10 მუხლის 1–ლი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტის შესაბამისად, მოხდა ორი მუნიციპალიტეტის (ქალაქ ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ს/კ 224095903 და ახ--––---ს მუნიციპალიტეტის ს/კ 224095896 ლიკვიდაცია. ლიკვიდაციის შედეგად კი შეწყდა მოსარჩელესა და ლიკვიდირებულ, მუნიციპალიტეტს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად განთავისუფლება 2017 წლის 14 ნოემბრიდანაა სახეზე.
მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ნამდვილად მოხდა ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსის გამოცხადება, აღნიშნული კონკურსის 3 პოზიციაზე იღებდა სო----- შე-----ო მონაწილეობას, საიდანაც პირველი ეტაპი საბუთების გადარჩე--, რაც განცხადებების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას გულისხმობს, მოსარჩელემ მხოლოდ 2 პოზიციაზე გაიარა წარმატებულად, შესაბამისად მხოლოდ 2 პოზიციაზე იქნა მოწვეული აპლიკანტი, კონკურსის მეორე ეტაპისათვის. გარემოება კი – მოსარჩელისათვის წერილის გაგზავნისა და კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესახებ შეტყობინების გაგზავნის თაობაზე, რომელსაც ერთმანეთს უკავშირებს მოსარჩელე ბუნდოვანია. ასევე ბუნდოვანია მოსარჩელის არგუმენტი მისი მხრიდან კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, იგი განმარტავს, რომ მის მიერ მანამდე დაკავებულ პოზიციაზე ხელახლა უნდა გაევლო კონკურსი. გაურკვეველია, თუ მოსარჩელე ფიქრობს, რომ პოზიცია, რომელზეც იგი იღებდა კონკურსში მონაწილეობას მანამდე ჰქონდა დაკავებული და არ ჰქონდა შეწყვეტილი უფლებამოსილება, რატომ დგებოდა საჭიროება კონკურსში მონაწილეობის?!
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბერი №417 დადგენილების „2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებით წესის დამტკიცების შესახებ” შესაბამისად, ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან მოხდა ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, რომლის შედეგადაც, საჯარო დაწესებულების მიერ შეფასდა ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე და მის მიერ შესრულებული სამუშაო. კომისიურ შეფასების შედეგად, სო----- შე-----ომ მაქსიმალური შეფასებიდან მიიღო საშუალო დონის “კარგი” შეფასება, ანუ - მონაცემები, შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, მაგრამ არ გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობის დაკავებისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მე–8 მულის თანახმად კი 2017 წელს შექმნილ შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიაში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბერი №417 დადგენილება ადგენს 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტის ორგანოებში პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების ზოგად პრინციპებსა და შეფასების პროცედურებს და ამ წესის მიზანია შეფასების გათვალისწინება მობილობის პროცედურებში. ამიტომ გაურკვეველია რატომ ითხოვს მოსარჩელე აღნიშნულ შედეგების დაკავშირებას კონკურსის ეტაპებთან მიმართებაში.
3. მესამე პირი.
3.1. მესამე პირმა მა----ე პა------–---–მა შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, იგი 2018 წლის 23 თებერვალს კონკურსის წესით დაინიშნა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის III რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში. აღნიშნულ პოზიციაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში სხვა აპლიკანტებთან ერთად იღებდა მონაწილეობას, სადაც წარმატებულად გაიარა კონკურსი.
4.ფაქტობრივი გარემოებები:
4. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე სო----- შე-----ო მუშაობდა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, მის სამსახურეობრივ ფუნქციაში შედიოდა საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ტ.I. სფ.6).
- შესაგებელი (ტ.I.სფ.54).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება 2017 წლის 01/12/2017 წლის ბრძანება (იხ.სფ.15).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება 2017 წლის 18/12/2017 წლის ბრძანება (იხ.სფ.17)
- სამუშაოს აღწერილობა (სფ.65-67).
4.1.2. ქ. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების მიხედვით მოსარჩელე სო----- შე-----ოს შეფასება იყო ,,კარგი -შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგები(იხ.სფ.76-77).
4.1.3. საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით თვითმმართველი ქალაქი ახ--––--ე და ახ--––---ს მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახ--––---ს მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახ--––--ე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილება.
4.1.4. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3 დადგენილებით დამტკიცდა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები.
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო განრიგი განისაზღვრა 115-ი თანამშრომლით, ხოლო შრომითი ხელშეკრულების დაკავებული პოზიციის დასახელება განისაზღვრა 48 თანამშრომლით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3 დადგენილება ( ს.ფ.149-158).
4.1.5. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N101 07 ბრძანებით საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე 2017 წლის 01 დეკემბრიდან მოსარჩელე სო----- შე-----ო გათავისუფლდა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის ბრძანება №101 07 (ტ.I.ს.ფ.15).
4.1.6. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 დეკემბრის N252 07 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 01 დეკემბრის N101 07 ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №252 07 (ს.ფ 17).
4.1.7. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 იანვრის წერილით სო----- შე-----ოს ეცნობა, რომ მის მიმართ დასრულდა მობილობის პროცესი და ეთხოვა თანხმობა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე, რათა მომხდარიყო მისი რეზერვში ჩარიცხვა და საკომპესაციო თანხის გადახდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 იანვრის წერილი(სფ.90).
4.1.8. 2018 წლის 09 თებერვალს სო----- შე-----ომ განცხადებით მიმართა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერს და მიუთითა, რომ შექმნილი ვითარება და გარემოება აიძულებს თანხმობა განაცხადოს რეზერვში ჩარიცხვასთან დაკავშირებით და ჩაერიცხოს მისი კუთვნილი კომპესაცია, მაგრამ არ ეთანხმება მათ გადაწყვეტილებას
მისი სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე და აპირებს სამართლებრივ დავას სასამართლოში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სო----- შე-----ოს განცხადება(სფ.97).
4.1.9. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 თებერვლის N34907 ბრძანებით სო----- შე-----ო საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე 2017 წლის 14 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და ჩაერიცხა შესაბამისი კომპესაცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 თებერვლის N1475/07 წერილი (ტ.I.ს.ფ.46).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 თებერვლის ბრძანება №349 07 (ტ.I.ს.ფ.47).
4.1.10. საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის Nგ8609 წერილით მიმართა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინათ მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია და ასევე იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა მობილობა ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 17 ნოემბრის Nგ8609 ( ს.ფ. 78)
4.1.11. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის გუ----ი მე-–----ის მიერ 2017 წლის 06 დეკემბრის N172/07 წერილით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობა, იმ პირთა შესახებ, რომელთა მობილობაც ვერ განხორციელდა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო მათ შორის იყო სო----- შე-----ო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 06 დეკემბრის N172/07 წერილი ( ტ. I.ს.ფ. 80-81)
4.1.12. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის დეკემბერში კონკურსი გამოაცხადა სხვადასხვა პოზიციებზე, რომელშიც სო----- შე-----ოც იღებდა მონაწილეობას.
გამოცხადებულ ვაკანსიებიდან სამ პოზიციაზე შეწყდა კონკურსი, კერძოდ: პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბიუჯეტის საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვის განყოფილებაში, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მინიტორინგისა და ინსპექტირების საკითხებში.
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სო----- შე-----ოს ეცნობა, რომ მან ვაკანსიაზე: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში და კულტურისა და განათლების საკითხებში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმატებით გაიარა კონკურსის პირველი ეტაპი და გადასულია კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი (სფ.4-7).
- შესაგებელი(სფ.54-58).
- ამონაწერი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდიდან (სფ.18-24).
-ახ--––---ს მერიის მიმართვა (სფ.25-26).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის ოქმი N03(სფ.91-92).
4.1.13. ახ--––---ს მერისს საკონკურსო კომისიის მიერ სო----- შე-----ომ მიიღო შეფასება -მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დამუშავების საკითხებში 5.6 ქულა, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის კულტურისა და განათლების საკითხებში 5.2 ქულა, ხოლო მა----ე პა------–---–მა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში 8.5 ქულა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის ოქმი N04(სფ.93-96).
4.1.14. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 08 დეკემბრის N178 07 ბრძანებით გათვალისწინებულ ვაკანდურ პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევის საკონკუროსო კომისიის 2018 წლის 05 თებერვლის N06 სხდომის ოქმის გათვალიწინებით ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე-- ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში 2018 წლის 23 თებერვლიდან დაინიშნა მა----ე პა------–---–ი 12 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 თებერვლის N408 07 ბრძანება ( ტ. I.ს.ფ. 100).
4.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3 დადგენილებით დამტკიცდა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები და აღნიშნული საშტატო ნუსხით შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3 დადგენილება( ს.ფ.149-158).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N18 დადგენილება(სფ.111-116).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 04 აგვისტოს N21 დადგენილება(სფ.123-126).
-
4.2.2. ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N18 დადგენილებით მოხდა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის და ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება, სადაც III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე იყო 5 საშტატო ერთეული დამტკიცებული, მათ შორის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რომელზედაც მუშაობდა სო----- შე-----ო, რომლის სამსახურეობრივ ფუნქციაში შედიოდა საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება.
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3 დადგენილებით დამტკიცდა ახალი შტატი და ჩამოყალიბდა მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში, რომლის სამსახურეობრივ ფუნქციაში შედის ადამიანური რესურსების გადაზადების წინადადების მომზადება, თანამშრომლების პირადი საქმეების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება, საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ტ.I. სფ.6).
- შესაგებელი (ტ.I.სფ.54).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება 2017 წლის 01/12/2017 წლის ბრძანება (იხ.სფ.15).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანება 2017 წლის 18/12/2017 წლის ბრძანება (იხ.სფ.17)
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N18 დადგენილება ( ტ. I.ს.ფ.111-112).
- სამუშაოს აღწერილობა (სფ.65-67).
- სამუშაოს აღწერილობა (სფ.69-73).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3 დადგენილება( ს.ფ.149-158).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N18 დადგენილება(სფ.111-116).
- ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 04 აგვისტოს N21 დადგენილება(სფ.123-126).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების სამართლებრივი შეფასების, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი".
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვე--ში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.’’ ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
მოსარჩელის მოთხოვნები: დაე--ლოს ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერს სო----- შე-----ოს დანიშვნა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში, ან ამ თანამდებობის ტოლფას, ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ სხვა თანამდებობაზე და დაეკისროს 2017 წლის 14 ნოემბრიდან შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის დღემდე განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, გამომდინარეობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან, შესაბამისად სახეზეა ადმინისტრაციული დავა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვე--ში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მეორე მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.
ამავე კოდექსის მუხლი 31-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 3-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად საჯარო მოსამსახურეა – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
- დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მოსარჩელე სო----- შე-----ო მუშაობდა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, მის სამსახურეობრივ ფუნქციაში შედიოდა საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება, შესაბამისად წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" მოქმედება.
7.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტებას მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციის თაობაზე, რადგან საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 10-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად.
საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის" 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება.
მოცემულ შემთხვე--ში დადგენილია, რომ საჯარო დაწესებულებათა ლიკვიდაცია არ მომხდარა, არამედ მოხდა ორი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება/შეწყმა, რაც დასტურდება საქართველოს პარლამეტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილებით, რომლის მიხედვით თვითმმართველი ქალაქი ახ--––--ე და ახ--––---ს მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახ--––---ს მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი ახ--––--ე, შესაბამისად ადგილი არ ქონია მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციას, არამედ სახეზეა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება/შერწყმა, რამაც თავისთავად გამოიწვია მანამდე არსებული მუნიციპალიტეტების გაუქმება და არა ლიკვიდაცია, რადგან საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას ახალი საჯარო დაწესებულების წარმოშობა არ ხდება, ამასთან სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" მეექვსე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია გულისხმობს ამ საჯარო დაწესებულების გაუქმებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ინიციირება ხდება იმავე წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების დაფუძნებისათვის. საჭიროების შემთხვე--ში, ლიკვიდაციის აქტით განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, ასეთის არსებობის შემთხვე--ში და ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ლიკვიდატორი, რომელიც, როგორც წესი, არის ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობება ბიუროს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაცია ხორციელდება მისი დაფუძნების სამართლებრივი აქტის თანაბარი ან იერარქიულად ზემდგომი იურიდიული სამართლებრივი აქტით და სრულდება ამ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლით. ამავე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ლიკვიდაციის აქტში სავალდებულოა, აღინიშნოს ლიკვიდირებული საჯარო დაწესებულების სრული ან ნაწილობრივი უფლებამონაცვლე, ასეთის საჭიროების შემთხვე--ში, რასაც მოცემულ შემთხვე--ში ადგილი არ ქონია, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო ამავე დადგენილების მეშვიდე მუხლის თანახმად საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა გულისხმობს 2 ან 2-ზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანებას, რაც მოცემულ შემთხვე--ში სახეზეა.
7.3. სასამართლო ვერ იმსჯელებს და შეფასებას ვერ მისცემს იმ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე, რომელთა საფუძველზე სო----- შე-----ო განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო შემდეგ აღნიშნული აქტი ბათილად იქნა ცნობილი მისივე გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა დავის საგანს და ცილდება მოთხოვნის ტრანსფორმირების ფარგლებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია მხოლოდ დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც მოცემულ შემთხვე--ში მოთხოვნის ტრანსფორმირებად ვერ ჩაითვლებოდა, მაგრამ სასამართლო დამატებით მაინც აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 35-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;
7.4. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" პირველი და მეორე ნაწილის თანახმად პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამავე დადგენილების მეორე მუხლის თანახმად მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება.
ამავე დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად მობილობა – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე.
ამავე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად შტატების შემცირება ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირება ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება.
ამავე დადგენილების 4-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
ამავე დადგენილების 11-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვე--ში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები.
მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება და მობილობას ექვემდებარება მხოლოდ შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტთა გაერთიანების შემდეგ ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3 დადგენილებით დამტკიცდა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები და აღნიშნული საშტატო ნუსხით შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა.
ამასთან ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის N18 დადგენილებით მოხდა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის და ახ--––---ს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება, სადაც III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე იყო 5 საშტატო ერთეული დამტკიცებული, მათ შორის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რომელზედაც მუშაობდა სო----- შე-----ო, რომლის სამსახურეობრივ ფუნქციაში შედიოდა საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება, ხოლო ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3 დადგენილებით დამტკიცდა ახალი შტატი და ჩამოყალიბდა მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში, რომლის სამსახურეობრივ ფუნქციაში შედის ადამიანური რესურსების გადაზადების წინადადების მომზადება, თანამშრომლების პირადი საქმეების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება, საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება, ხოლო საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, ხოლო მოცემულ შემთხვე--ში მოსარჩელე ითხოვს დანიშვნას მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში.
ასევე დადგენილია, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 17 ნოემბრის Nგ8609 წერილით მიმართა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ეცნობებინათ მობილობით გადაყვანილ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია და ასევე იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთა მობილობა ვერ განხორციელდა ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო.
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის გუ----ი მე-–----ის 2017 წლის 06 დეკემბრის N172/07 წერილით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ეცნობა, იმ პირთა შესახებ, რომელთა მობილობაც ვერ განხორციელდა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო მათ შორის იყო სო----- შე-----ო.
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 იანვრის წერილით სო----- შე-----ოს ეცნობა, რომ მის მიმართ დასრულდა მობილობის პროცესი და ეთხოვა თანხმობა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე, რათა მომხდარიყო მისი რეზერვში ჩარიცხვა და საკომპესაციო თანხის გადახდა.
2018 წლის 09 თებერვალს სო----- შე-----ომ განცხადებით მიმართა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერს და მიუთითა, რომ შექმნილი ვითარება და გარემოება აიძულებს თანხმობა განაცხადოს რეზერვში ჩარიცხვასთან დაკავშირებით და ჩაერიცხოს მისი კუთვნილი კომპესაცია, მაგრამ არ ეთანხმება მათ გადაწყვეტილებას მისი სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე და აპირებს სამართლებრივ დავას სასამართლოში.
ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 თებერვლის N34907 ბრძანებით სო----- შე-----ო საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოხელის მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე 2017 წლის 14 ნოემბრიდან ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და ჩაერიცხა შესაბამისი კომპესაცია.
შესაბამისად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტთა გაერთიანების შემდეგ ახ--––---ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N3 დადგენილებით დამტკიცდა ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები და აღნიშნული საშტატო ნუსხით შემცირდა თანამშრომელთა ოდენობა, ამასთან იმ თანამდებობის, რომელზეც სო----- შე-----ო მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მუშაობდა ფუნქციონალური დანიშნულება შეიცვალა, დაემატა ახალი ფუნქციები და გახდა მესამე რანგის მეორე კატეგორიის, შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე სავალდებულო წესით საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე ექვემდებარებოდა მობილობის პროცედურას, ამასთან მოსარჩელე მის მიმართ განხორციელებული მობილობის პროცედურა სადავოდ არ გაუხდია და სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ის ითხოვს დანიშვნას ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში, ან ამ თანამდებობის ტოლფას, ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ სხვა თანამდებობაზე, რადგან მობილობის პროცედურას არ ექვემდებარებოდა, შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ სო----- შე-----ოს მიმართებაში ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის მიერ მობილობის პროცედურა დაცულია, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სო----- შე-----ო მისივე თანხმობით ჩაირიცხა მოხელეთე რეზერვში, ჩაერიცხა კანონით გათვალისწინებული კომპესაცია, მონაწილეობას ღებულობდა ახ--––---ს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისას მიიღო დაბალი ქულები, ვიდრე კონკურენტმა მა----ე პა------–---–მა, რომელიც 2018 წლის 23 თებერვლიდან დაინიშნა 12 თვიანი გამოსაცდელი ვადით, ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე- ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში.
მოცემულ შემთხვე--ში დავის საგანს არ წარმოადგენს ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსი და მისი შედეგები, შესაბამისად მოცემული დავის ფარგლებში სამართლო ვერ იმსჯელებს და შეფასებს ვერ მიცემს კონკურსს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ამასთან სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის გათვალისწინებული საფუძველი.
7.5. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბერი №417დადგენილების ,,2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" მეექვსე მუხლის თანახმად შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო.
ამავე დადგენილების 7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეფასებისას კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საუკეთესო შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები;
ბ) კარგი შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.
დადგენილია, რომ სო----- შე-----ოს შეფასება იყო ,,კარგი -შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.
7.6. საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 107-ე მუხლის განსაზღვრავს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძვლების, რაც მოცემულ შემთხვე--ში სახეზე არ გვაქვს.
ამავე კანონის 108-ე მუხლის განსაზღვრავს საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესაძლო საფუძვლებს, როდესაც მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს და ამავე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლების ერთ-ერთი საფუძველს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება;
ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
მითითებული მუხლების დეფინიიციდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ იწვევს მოხელის სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მოხელის შრომითი/სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი- შტატების შემცირება, რომლის გარეშე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს უფლება არ აქვს შეუწყვიტოს საჯარო მოხელეს სამსახურეობრივი სტატუსი/ან არ დანიშნოს იგი შესაბამის თანამდებობაზე, რადგან საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ" 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილილების ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" 4-ე მუხლის თანახმად მობილობას ექვემდებარება შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე, შესაბამისად რადგან სახეზე იყო შტატების შემცირება, ამიტომ მოსარჩელე სო----- შე-----ო ექვემდებარებოდა მობილობის პროცედურას, რაც სო----- შე-----ოს მიმართ ახ--––---ს მერის მიერ განხორციელებულია კანონმდებლობის დაცვით, რაც დასტურდება მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებით, ასევე იმ გარემოებითაც, რომ მოსარჩელეს ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მიერ მის მიმართ განხორციელებული მობილობის პროცედურა სადავოდ არ გაუხდია.
7.7. საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეორე მუხლის თანახმად ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა წმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
ამავე დეკლარაციის 7-ე მუხლის თანახმად ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ.
ამავე დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.
ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად
ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლო ყოველივე აღნიშნული საფუძველზე დამატებით განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების დეფინიციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ’’ლ’’ ქვეპუნქტი მიხედვით ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლე---დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი. კერძოდ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწე--დაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლე---დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა მხოლოდ შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება- დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას უზრუნველყო მიღებული გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა, ადმინისტრაციულმა ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის შესაბამისად, შესაბამისად მოსარჩელე სო----- შე-----ოს უარი უნდა ეთქვას დავალდებულებაზე ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერის სო----- შე-----ო დანიშნოს ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ადამიანური რესურსების მართვისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში, ან ამ თანამდებობის ტოლფას, ახ--––---ს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ სხვა თანამდებობაზე და 2017 წლის 14 ნოემბრიდან შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის დღემდე განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებაზე, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118.-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვე--ში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლე-- განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვე--ში), რაც მოცემულ შემთხვე--ში სახეზე არ არის.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე, ამიტომ სო----- შე-----ოს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 9-ე, მე-12, მე-13 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სო----- შე-----ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახ--––---ს რაიონული სასამართლოს (ქ. ახ--––--ე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;
მოსამართლე: გია ბერაია