განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 511100118002373432
საქმე №1/4 ნ-მ 18
(გამოძიების №018130318001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი :
28 მარტი, 2018 წელი ქ.ნინოწმინდა
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი
სასამართლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან
სხდომის მდივანი ლუიზა გიქოშვილი
სხდომის ტიპი - საჯარო
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გურამ ჭყონიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლი--------------––---ი, პირადი #32001001514, დაბადებული 1959 წლის 16 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პროფესიული ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქ.ნინოწმინდა, პუშკინის შესახვევი # 1.
ადვოკატი - კახაბერ ასპანიძე
თარჯიმანი - ნაირა მანველიანი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი.
დისპოზიცია: საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გურამ ჭყონიძის შუამდგომლობის თანახმად, ლი--------------––---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ლიოვა სტამბოლციანმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ.ნინოწმინდაში, პუშკინის შესახვევი N1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ასევე მართლსაწინააღმდეგო შეინახა, ქარხნული წესით დამზადებული, 7.62X39 მმ კალიბრის მქონე, გამოსაყენებლად ვარგისი საბრძოლო მასალა - ვაზნები. ზემოაღნიშნული საბრძოლო მასალა ამოღებული იქნა საქართველოს შსს ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 13 მარტს, ქ.ნინოწმინდაში, პუშკინის შესახვევი #1 მდებარე ლიოვა სტაამბოლციანის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 ლი--------------––---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, საქმეზე ამოღებული საბრძოლო მასალა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: ზარინე სტამბოლციანის, ზარმარ სტამბოლციანის, არმენ ბდოიანის და ბესიკ ნიქაცაძის გამოკითხვათა შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ბრალდებულ ლი--------------––---ის გამოკითხვის ოქმი.
2.2 ამდენად, სასამართლომ ერთობლიობაში გაანალიზა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოსატანად არსებულ საკანონმდებლო სტანდარტს.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა პროკურორ - გურამ ჭყონიძეს, ბრალდებულ - ლი--------------––---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - კახაბერ ასპანიძეს შორის, რომელიც კანონით დადგენილი წესით შეთანხმებულ იქნა ზემდგომ პროკურორთან.
3.2. პროკურორმა გურამ ჭყონიძემ ბრალდებულ ლი--------------––---ის მიმართ ითხოვა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოტანა.
3.3. სასამართლო სხდომაზე, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა პროკურორმა გურამ ჭყონიძემ ბრალდებულმა ლი--------------––---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კახაბერ ასპანიძემ.
3.4. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია კანონის სრული მოთხოვნების დაცვით, კერძოდ:
ა) დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
ბ) საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
გ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
დ) ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
ე) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;
ვ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
ზ) ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
თ) ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები:
ი.ა) დაცვის უფლება;
ი.ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება;
ი.გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
კ) ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
ლ) საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული;
მ) ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლომ ბრალდებულს გარდა ზემოაღნიშნულისა განუმარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
3.5. ამდენად, სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბრალდებული ლი--------------––---ი სრულად აცნობიერებს როგორც იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება, აგრეთვე ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ლი--------------––---ისთვის სრულად არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობათა არსი და ამასთანავე, იგი ინფორმირებულია ყველა იმ უფლებათა თაობაზე, რომელიც მას კანონმდებლობით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ენიჭება.
3.6. სასამართლო ამასთანავე, მხედველობაში იღებს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ, ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, კონვენციის მე-6 მუხლის როგორც სიტყვა-სიტყვითი განმარტებით, ისე საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე საპროცესო უფლებაზე უარის თქმა (საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე) აკრძალული არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იმისათვის რომ უარის თქმა ჩაითვალოს სამართლიანად მინიმალური დაცვის გარანტიები უნდა იქნას დადგენილი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Scoppola v. Italy (no. 2), N 10249/03 , 17/09/2009, §135; Sejdovic v. Italy, N 56581/00 , 01/03/2006, §86). კერძოდ, აუცილებელია რომ საპროცესო შეთანხმება აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: პირი სრულად უნდა იცნობდეს საქმის მასალებს და ამასთანავე, სასამართლომ საფუძვლიანად უნდა შეამოწმოს საპროცესო შეთანხმების შინაარსისა და მოლაპარაკების სამართლიანობა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება: Natsvlishvili & Togonidze, N9043/05, 29/04/2014, §92).
3.7. ამდენად, სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
3.8. სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმი. ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო პირველყოვლისა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ დასახელებული დანაშაულის ჩადენას. ამასთანავე, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და მას სადავოდ არ გაუხდია რა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იგი უარს აცხადებს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
4.2. სასამართლოს აგრეთვე მიაჩნია, რომ ბრალდებულ ლი--------------––---ისგან სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე დამარწმუნებელი პასუხები მიიღო. ამასთანავე, საქმის მასალების ერთობლიობაში გაანალიზებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლიობაში გაკეთებულია სწორად, რის გამოც, პროკურორ - გურამ ჭყონიძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კანონიერებას განაპირობებს, მისი გამოყენების პროცესში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საქართველოს სხვა კანონთა მოთხოვნებით ხელმძღვანელობა, ხოლო სასჯელის სამართლიანობას განსაზღვრავს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობა.
4.4. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ ლი--------------––---ის მიმართ, შუამდგომლობით მოთხოვნილი სასჯელი, სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვინაიდან მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა. ამავდროულად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლომ სასჯელის დანიშვნამდე ინდივიდუალურად შეაფასა ბრალდებულის პიროვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების ერთობლიობაში გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების უზრუნველყოფას.
5. ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტა:
5.1 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ნივთიერი მტკიცებულება - 5 ცალი ვაზნა უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების შესაბამის სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 21-ე, 192-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის - გურამ ჭყონიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს, პროკურორ გურამ ჭყონიძესა და ბრალდებულ ლი--------------––---ის შორის 2018 წლის 28 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ლი--------------––---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლი--------------––---ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროს.
5. აღნიშნულ უფლებათა ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის სამსახურებს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ნივთიერი მტკიცებულება - 5 ცალი ვაზნა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების შესაბამის სამსახურს.
9. განაჩენი მსჯავრდებულს მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები; ხოლო პროკურორის მიერ - საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევიდან 1 თვის ვადაში.
მოსამართლე ანაიტ ოგანესიან