გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210017002172497
№2/1102-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”
წარმომადგენელი - კა--------------–---–ი (არ გამოცხადდა)
მოპასუხეები: სა---------------ი, ტო----------------ი, ზა----------------ი, ფა----------–---ი (არ გამოცხადნენ)
წარმომადგენელი - ომ----------------–---ი (არ გამოცხადდა)
მოპასუხე - სე--------------ი (არ გამოცხადდა)
თარჯიმნები: ნა--–-------------ა, სუ-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების სა---------------ის, სე--------------ის, ზა----------------ისა და ფა----------–---ისათვის მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად 82003,26 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
1.2. მოპასუხეების სა---------------ის, სე--------------ის, ზა----------------ისა და ფა----------–---ისათვის მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირ თანხაზე 74545,50 აშშ დოლარზე, მიუღებელი შემოსავლის სახით პროცენტის გადახდის დაკისრება, ყოველთვიურად 551,43 აშშ დოლარის ოდენობით, 2017 წლის 3 ნოემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, ჯამში 6617,16 აშშ დოლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხეების სა---------------ს, სე--------------ას, ზა----------------სა და ფა----------–---ისათვის მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად 2016 წლის 25 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე 79212,89 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება დღეში 0,1%-ის ოდენობით, ყოველდღიურად 79,21 აშშ დოლარის ოდენობით, 2017 წლის 3 ნოემბრიდან, 120 დღის განმავლობაში, 2018 წლის 3 მარტამდე, ჯამში 9505,52 აშშ დოლარის ოდენობით;
1.4. მოპასუხეების სა---------------ს, სე--------------ას, ზა----------------სა და ფა----------–---ისათვის მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.0--, მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.2--, მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.2---
1.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეებს სა---------------ის, სე--------------ას, ზა----------------ისა და ფა----------–---ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16, 13.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 14:16:05-14:20:42).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 25 მაისს, სს ,,თი---------სა“ და სა---------------ს შორის დაიდო N0132.3533704.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი, რომლის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 25 მარტს, სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავი ქონება: მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.0--, მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.2--, მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.2--.
2016 წლის 25 მარტს, სს ,,თი---------სა“ და სა---------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, 40 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 9%-ის გადახდევინებით, 0.5% პირგასამტეხლოს დარიცხით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2016 წლის 25 მარტს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებით სე--------------ამ, ზა----------------მა და ფა----------–---მა მსესხებელთან ერთად, მთელი მოცულობით, სოლიდარულად ივალდებულეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის 105000 აშშ დოლარის ფარგლებში.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებისა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. 2017 წლის 25 თებერვლიდან მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შეწყვიტეს თანხის გადახდა და გაფრთხილების მიუხედავად, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 82003,26 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 74545,50 აშშ დოლარს, სარგებელი - 4667,39 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო - 2790,37 აშშ დოლარს (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16, 13.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 14:41:16-14:45:18).
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ დღემდე გადახდილი აქვთ 31000 აშშ დოლარი და გადასახდელად დარჩენილი აქვთ 74000 აშშ დოლარი, თანახმანი არიან ამ თანხის გადახდაზე. პროცენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ თანახმანი არიან 2000 აშშ დოლარი გადაიხადონ. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, 1% არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვეს პირგასამტეხლოს შემცირება 0.5%-მდე (იხ. შესაგებელი ს.ფ. 97-106).
2018 წლის 22 თებერვლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეების სა---------------ის, ტო----------------ის, ზა----------------ისა და ფა----------–---ის წარმომადგენელმა ომ----------------–---მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის 74545,50 აშშ დოლარის, პროცენტის 2000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1395,18 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ასევე სამომავლო დასარიცხი პროცენტის 1992 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 2376 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა 0,1%-ის შემცირება 0,05%-მდე, ასევე 120 დღის ნაცვლად, 60 დღემდე შემცირება (იხ. 22.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:36:43 -15:47:12).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 25 მაისს, სს ,,თი---------სა“ და ი/მ ,,სა---------------ს“ შორის დაიდო N0132.3533704.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.05.2015 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-25);
3.1.2. 2015 წლის 25 მაისს, სს ,,თი---------სა“ და ი/მ ,,სა---------------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,თი---------სა“ და ტო----------------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შემდეგ უძრავი ქონებები: მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.0--, მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.2--, მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.2--.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.2. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკარის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად (დასაფარად), უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლფასი ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.03.2016 წლის იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ. 26-43);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 78-83).
3.1.3. 2016 წლის 25 მარტს, სს ,,თი---------სა“ და ი/მ ,,სა---------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 100000 აშშ დოლარის ოდენობით, 40 თვის ვადით, 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 9%-ის ოდენობით, ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 აშშ დოლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ს ოდენობით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 2903,27 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარებოდა სესხის ძირი თანხა და პროცენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.03.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 44-52);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 53-54).
3.1.4. 2016 წლის 25 მარტს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებით სე--------------ამ, ზა----------------მა და ფა----------–---მა მსესხებელთან ერთად, მთელი მოცულობით, სოლიდარულად ივალდებულეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის 105000 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.03.2016 წლის თავდების განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 55-69);
3.1.5. 2017 წლის 27 მარტიდან მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები, რის გამოც წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);
- ანგარიშის ამონაწერი (ს.ფ. 70-71);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.72).
3.1.6. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და განესაზღვრათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 73-74).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეების სა---------------ის, სე--------------ის, ზა----------------ისა და ფა----------–---ის დავალიანება სს ,,თი---------ის" მიმართ შეადგენს 82003,26 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 74545,50 აშშ დოლარი, პროცენტი - 4667,39 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2790,37 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. 13.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 14:41:16-14:45:18).
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 72).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,თი---------ის” სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,თი---------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, მე-300, 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 403-ე, 411-ე, 417-ე, 420-ე, 463-465-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ 2016 წლის 25 მარტს, სს ,,თი---------სა“ და ი/მ ,,სა---------------ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 100000 აშშ დოლარის ოდენობით, 40 თვის ვადით, 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 9%-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია და მოპასუხეებიც სადავოდ არ ხდიან ვალდებულების დარღვევის ფაქტს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეთა დავალიანება სს ,,თი---------ის” მიმართ, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში შეადგენს 79212,89 აშშ დოლარს; ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის 79212,89 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხეთათვის სესხის ძირ თანხაზე წლიური 9% სარგებლის დაკისრებას, დავალიანების ცნობის გაცემიდან არაუმეტეს 1 წლისა. მოპასუხე მხარე არ ცნობს სარჩელს მისთვის სარგებლის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან, საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოვალემ დაარღვია ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ 2017 წლის 03 ნოემბერს გასცა ცნობა დავალიანების შესახებ, ხოლო იმავე წლის 14 ნოემბერს სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა 2016 წლის 25 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ვადის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დარიცხული სარგებლის 4667,39 აშშ დოლარის, ასევე სესხის ძირი თანხის წლიური 9%-ის გადახდა, დავალიანების ცნობის გაცემიდან - არაუმეტეს 1 წლისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მითითებული გარემოებები არ აბათილებენ მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებიდან.
6.2. მხარეთა შეთანხმებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო გადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 0.5%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა განახევრდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახთ უნდა დაეკისროთ 1395,18 აშშ დოლარის გადახდა, ასევე უნდა შემცირდეს სამომავლოდ დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა 0.05%-მდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ სს ,,თი---------სა” და სა---------------ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 25 მარტსს, სს ,,თი---------სა“ და სე--------------ს, ზა----------------სა და ფა----------–---ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარული ვალდებულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 105000 აშშ დოლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სე--------------ას, ზა----------------ისა და ფა----------–---ისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც 2015 წლის 25 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების, ასევე მის ფარგლებში დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა უძრავ ნივთებზე (ს/კ 83.01.14.0--, 83.01.14.2--, 83.01.14.2--) დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
ამდენად, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სა---------------მა, ზა----------------მა, ფა----------–---მა და ტო----------------მა ცნეს სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომამდე მათთვის სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილის დაკისრების ნაწილში (82308,68 აშშ დოლარის ნაწილში). შესაბამისად, ამ ნაწილში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, სს ,,თი---------ის” მიერ სარჩელის აღძვრის დროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 5000 ლარი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს. ამასთან, ვინაიდან, სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხეებმა სა---------------მა, ზა----------------მა, ფა----------–---მა და ტო----------------მა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, მათი პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 2975 ლარი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი იქნა 45 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 45 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ არ გამოყენებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,თი---------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს სა---------------ს, სე--------------ას, ზა----------------სა და ფა----------–---ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 25 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 80608,07 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 74545,50 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 4667,39 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1395,18 აშშ დოლარი.
3. მოპასუხეებს სა---------------ს, სე--------------ას, ზა----------------სა და ფა----------–---ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 25 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 74545,50 აშშ დოლარზე, მიუღებელი შემოსავლის სახით პროცენტის გადახდა ყოველთვიურად 551,43 აშშ დოლარის ოდენობით, 2017 წლის 3 ნოემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, ჯამში არაუმეტეს 6617,16 აშშ დოლარისა.
4. მოპასუხეებს სა---------------ს, სე--------------ას, ზა----------------სა და ფა----------–---ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 25 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე 79212,89 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0,05%-ის ოდენობით, ყოველდღიურად 39,60 აშშ დოლარის ოდენობით, 2017 წლის 3 ნოემბრიდან, 120 დღის განმავლობაში, 2018 წლის 3 მარტამდე, ჯამში არაუმეტეს 4752 აშშ დოლარისა.
5. მოპასუხეების სა---------------ს, სე--------------ას, ზა----------------სა და ფა----------–---ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება: მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.0--, მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.2--, მდებარე მა-------–--------------------–--------–----–ო, ს/კ 83.01.14.2-- - მესაკუთრე ტო----------------ი (პ/ნ 28001001969).
6. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეებს სა---------------ის, სე--------------ას, ზა----------------ისა და ფა----------–---ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
7. მოპასუხეებს სა---------------ს, ტო----------------ს, ზა----------------ს, სე--------------ას და ფა----------–---ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, საიდანაც, მოპასუხეების: სა---------------ის, ტო----------------ის, ზა----------------ისა და ფა----------–---ის სოლიდარული პასუხიმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვროს ჯამში 2975 ლარი.
8. მოპასუხეებს სა---------------ს, ტო----------------ს, ზა----------------ს, სე--------------ას და ფა----------–---ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 45 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურების სანაცვლოდ.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ია ლაბაძე