გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2302327-2/129-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლ--------------’’
წარმომადგენელი - ნ--------------
მოპასუხე - ბ-------------ე
დ--------------ე (დასწრების გარეშე)
მ-------–-–---–ი (დასწრების გარეშე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ბ-------------ეს, დ--------------ეს და მ------–---ეს სს ,,ლ--------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 9044.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6405.21, პროცენტი - 2339.10 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 25 თებერვალს სს “ლ-------------სა” და მოქალაქე ბ-------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------, რომლის თანახმადაც მასზე გაიცა საბანკო კრედიტი 7800 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა სხვა საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით, 84 თვის ვადით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 19.75% და ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 0.5%–ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 8 თებერვალს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება #-----------------, სს "ლ-------------სა" და დ--------------ეს შორის და
ხელშეკრულება #-----------------, სს" ლ-------------სა" და მ------–---ეს შორის, რომელთა საფუძველზეც, მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 14313.71 ლარი.
სს "ლ-------------მა" შეასრულა თავისი ვალდებულება და გასცა კრედიტი, ბ-------------ემ კი დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ვერ გადაიხადა კრედიტის თანხა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით მსესხებელი იმყოფება ვადაგადაცილებაში და სს "ლ--------------ს" მიმართ ერიცხება დავალიანება 11366.02 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ბ-------------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა.
2.2. მოპასუხეებს მ------–---ეს და დ--------------ეს შესაგებელი არ შემოუტანიათ და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 25 თებერვალს სს ,,ლ-------------სა’’ და ბ-------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------, რომლის თანახმადაც სესხის სახით მსესხებელზე გაიცა 7800 ლარი, 84 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი 19.75%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. 2014 წლის 25 თებერვალს სს ,,ლ-------------სა’’ და დ--------------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც დ--------------ემ აიღო ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი ბანკის წინაშე მოვალის ბ-------------ის მიერ სს ,ლ--------------’’ წინაშე ნაკისრ საკრედიტო ვალდებულებაზე.
3.1.3. 2014 წლის 25 თებერვალს სს ,,ლ-------------სა’’ და მ------–---ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მ------–---ემ აიღო ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი ბანკის წინაშე მოვალის ბ-------------ის მიერ სს ,ლ--------------’’ წინაშე ნაკისრ საკრედიტო ვალდებულებაზე.
3.1.4. 27.05.2014 წლიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი. 26.01.2018წ. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა.
3.1.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.02.2014წ. სესხის ხელშეკრულება N---------------;
- 25.02.2014წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 25.02.2014წ. სესხიოს დაფარვის გრაფიკი;
- 25.02.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- დ--------------ის 25.02.2014წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 25.02.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- მ------–---ის 25.02.2014წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- 26.01.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.2. 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეებს სს ,,ლ--------------ს’’ მიმართ 27.05.2014წ. სესხის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 11366.02 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6405.21 ლარი, პროცენტი - 2339.10 ლარი; ჯარიმა 2621.71 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.02.2014წ. სესხის ხელშეკრულება N---------------;
- 25.02.2014წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 25.02.2014წ. სესხიოს დაფარვის გრაფიკი;
- 25.02.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- დ--------------ის 25.02.2014წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 25.02.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- მ------–---ის 25.02.2014წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- 26.01.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ--------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 896-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულებების შესასრულებლად, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლოდ და პირობითი ვალდებულებებისათვის.
ამავე კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულებების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
2014 წლის 25 თებერვალს სს ,,ლ-------------სა’’ და ბ-------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------, რომლის თანახმადაც სესხის სახით მსესხებელზე გაიცა 7800 ლარი, 84 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი 19.75%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2014 წლის 25 თებერვალს სს ,,ლ-------------სა’’ და დ--------------ეს შორის, ასევე სს ,,ლ-------------სა’’ და მ------–---ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც დ--------------ემ და მ------–---ემ აიღეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი ბანკის წინაშე მოვალის ბ-------------ის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.
ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლ--------------ს’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ბ-------------ის სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. ბ-------------ე ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. ბ-------------ის მიერ დარღვეული იქნა მისი სესხის ხელშეკრულებებზე თანდართული გრაფიკის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------------სა’’ და ბ-------------ეს) შორის გაფორმებული 2014 წლის 25 თებერვლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ბ-------------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. ფაქტიურად როგორც ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ასევე სარჩელის აღძვრამდე, მოპასუხემ ზედიზედ ორზე მეტ გადახდას გადააცილა და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა. სს ,,ლ--------------ს’’ წინაშე ნაკისრი სასესხო ვალდებულებები არ შეუსრულებია არც თავდებს დ--------------ეს და მ------–---ეს. დღეის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება სს ,,ლ--------------ს’’ წინაშე შეადგენს 11366.02 ლარს.
ამასთანავე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ბ-------------ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე გათვალისწინებული სარგებელი და პირგასამტეხლო, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთათვის ცნობილი იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და მასზე თანდართული გადახდის გრაფიკი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცავს ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პიგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთ მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტრომა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო, დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შეიცირდეს 200 ლარით და გადასახდელად დარჩეს 100 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას სს ,,ლ--------------ს’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 340.98 ლარი.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ბ-------------ემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლეს, ხოლო დ--------------ეს და მ------–---ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 192.15 ლარი გადახდა. მოპასუხე მხარემ პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო, შესაბამისად ბ-------------ეს, დ--------------ეს და მ------–---ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 73.17 ლარის გადახდა, ასევე საფოსტო გზავნილის ხარჯის 21 ლარის გადახდა.
ამასთან, სს ,,ლ-------------ს’’ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 340.98 ლარიდან 69.65 ლარი (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად).
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლ--------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ბ-------------ეს, დ--------------ეს და მ------–---ეს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების 8844.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 6405.21 ლარი, პროცენტი - 2339.10 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.
3. მოპასუხეებს ბ-------------ეს, დ--------------ეს და მ------–---ეს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 73.17 ლარის გადახდა და საფოსტო გზავნილის ხარჯის 21 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს დ--------------ეს და მ------–---ეს მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 192.15 ლარის გადახდა.
5. სს ,,ლ-------------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 12.02.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 340.98 ლარიდან 69.65 ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი