განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100117002384193
N1/455-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28.03.2018 წელი ქ. გ-----
გ-----ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლ---- დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ზურაბ წერეთელი
სტაჟიორ-პროკურორი - სალომე ჩხიკვაძე
დაცვის მხარე
ადვოკატი - იოსებ ბოლოთაშვილი
ბრალდებული - ნ------- რ-----ს ძე თ----–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ-----ს რაიონი, სოფელი ქვ-------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ-----, ლ--------------------------------------.
კვალიფიკაცია
განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ------- თ----–---–მა ჩაიდინა მირიან ს---------ის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. გორში, მეჯვრისხევის ბ-------- №--ის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ------- თ----–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმებით, ფიზიკური დაზიანებები მიყენა მ------ ს---------ეს. მ------ ს---------ე ნ------- თ----–---–ის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ნ------- თ----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ ემყარება რელ----ტურ, ერთმანეთთან შეჯერებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ანალიზის საფუძველზე, დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულის გამართლების თაობაზე არ იქნა გაზიარებული.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
2.3. სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში ყურადღებას მიაქცევს მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, დეტალურად შეაფასებს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის წარმოქმნილ კონფლიქტურ ურთიერთობას, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და ქმედებებს, რაც წინ უძღვოდა 2017 წლის 25 ივლისს ნ------- თ----–---–ისა და მ------ ს---------ის შეხვედრას.
2.4. ბ------ გ-------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე საუბრისას ნ------- თ----–---–სა და მ------ ს---------ეს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ, სასამართლო სხდომაზე, მიუთითა დაზარალებულის მეუღლემ - ნ---- ე-–---–---–მა. მისი განმარტებით, მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, მეუღლისგან შეიტყო, რომ მ------ ს---------ეს ბ------ გ-------ისგან ნათხოვარი ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომელზეც დაურეკავს ნ------- თ----–---–ს და ბ------ გ-------ე უკითხავს. ტელეფონზე საუბრისას ნ------- თ----–---–ს მის მეუღლესთან მოსვლია კამათი, უგინებია უცენზურო სიტყვებით და უთქვამს: „შენ და ბ------ ჩემი დის საყვარლები ხართ და თავი დაანებეთო“. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, როდესაც ნ---- ე-–---–---–ი ბ------ გ-------ესთან და მ------ ს---------ესთან ერთად იმყოფებოდა, ნ------- თ----–---–მა ბ------ გ-------ის მობილურ ტელეფონზე ისევ დარეკა. ნ------- თ----–---–ი ბ------ გ-------ეს ზემოხსენებულ თემაზე ეკამათებოდა და აგინებდა: „ჩემი და ქმარმა სცემა და სახლიდან გამოაგდო, მ------ი დამალაპარაკე ხელს რომ გაფარებსო“. მ------ ს---------ე ტელეფონზე დაელაპარაკა ნ------- თ----–---–ს, რა დროსაც ნ-------ი კვლავ აგინებდა მას და მოითხოვდა, რომ იგი ქ. გორში მასთან შესახვედრად ჩასულიყო. მ------მა ნ------- თ----–---–ს უთხრა, რომ აპირებდა გორში ჩასვლას. 2017 წლის 25 ივლისს, მ------ ს---------ემ ნ---- ე-–---–---–ს უთხრა, რომ მიდიოდა ქ. გორში გ------- გ-------ისგან ავტომანქანის შესაძენად. იმავე საღამოს, ნ---- ე-–---–---–მა პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ მისი მეუღლე და ნ------- თ----–---–ი, სატელეფონო კონფლიქტის გარკვევის მიზნით, ქ. გორში შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ნ------- თ----–---–მა ცემით მოკლა მ------ ს---------ე.
2.5. ნ---- ე-–---–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მ------ ს---------ის დედის - ლ--–- მ----–--ის ჩვენებასთან. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განმარტებით, მისი შვილი, აწ გარდაცვლილი მ------ ს---------ე, მეუღლესთან და შვილთან ერთად, ცხოვრობდა გ-----ს რაიონის სოფელ ქ----- ნ------ში. 2016 წლის დეკემბრის თვიდან მ------ ს---------ემ მუშაობა დაიწყო ქ. თბილისში, სხვადასხვა მშენებლობებზე და იქვე დაიქირავა ბინა სოფელ ქ----- ნ------ში მცხოვრებ ბ------ გ-------ესთან ერთად. 2017 წლის ივნისის პირველ რიცხვებში მ------ ს---------ემ ლ--–- მ----–--ეს უცხო ნომრიდან დაურეკა და უთხრა, რომ მისი ტელეფონი გაფუჭდა, ახალს იყიდიდა და საღამოს დაურეკავდა. საღამოს მ------ ს---------ემ დედას მართლაც დაურეკა და საუბარში უთხრა, რომ დილას მას ესაუბრა ბ------ გ-------ის ტელეფონით, მასთან საუბრის დასრულების შემდეგ კი ბ------ გ-------ის ტელეფონზე დარეკა მისთვის უცნობმა ნ------- თ----–---–მა, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის გამო ბ------ გ-------ემ ნ------- თ----–---–ს უსაყვედურა. მოგვიანებით, სატელეფონო საუბრისას, მ------ ს---------ემ ლ--–- მ----–--ეს უთხრა, რომ ნ------- თ----–---–მა მას კიდევ ორჯერ დაურეკა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვა ქ. გორში მასთან შესახვედრად ჩასვლა. ლ--–- მ----–--ე ძალიან შეწუხდა და მ------ ს---------ეს სთხოვა გინების გამო არავისთან არ ეჩხუბა. 2017 წლის 25 ივლისს, დილით, ლ--–- მ----–--ე კვლავ ესაუბრა მ------ ს---------ეს, რომელმაც უთხრა, რომ გორში მიდიოდა გ------- გ-------ისგან ავტომანქანის შესაძენად. საღამოს მ------ს მისთვის აღარ დაურეკავს. იმავე ღამეს, დაახლოებით 0---- საათზე, ლ--–- მ----–--ეს დაუკავშირდა მ------ ს---------ის მეუღლე - ნ---- ე-–---–---–ი, რომელმაც შეატყობინა მ------ ს---------ის მკვლელობის შესახებ. ლ--–- მ----–--ემ მოგვიანებით შეიტყო, რომ მ------ ს---------ეს და ნ------- თ----–---–ს ზემოხსენებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით მოუვიდათ კონფლიქტი, აღნიშნულის გასარკვევად შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ნ------- თ----–---–მა მ------ ს---------ე ცემით მოკლა. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითვისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ - ლ--–- მ----–--ემ მოითხოვა ნ------- თ----–---–ის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა.
2.6. ნ------- თ----–---–სა და მ------ ს---------ეს შორის სატელეფონო კონფლიქტის არსებობა, სასამართლო სხდომაზე, დაადასტურა ასევე ბ------ გ-------ემ. მისი განმარტებით, მ------ ს---------ე, მასთან ერთად, მუშაობდა მშენებლობაზე ქ. თბილისში. დაზარალებულს თავისი მობილური ტელეფონი ლომბარდში ჰქონდა დოტოვებული, ამიტომ დროებით სარგებლობდა ბ------ გ-------ის ტელეფონით. 2017 წლის ივნისში, ბ------ გ-------ე მშენებლობაზე ზედა სართულზე მუშაობდა. როდესაც დაბლა ჩამოვიდა, მ------ ს---------ემ შეატყობინა, რომ მის მობილურ ტელეფონზე დარეკა ნ------- თ----–---–მა, რომელმაც მას უწმაწური სიტყვებით მიმართა და შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო ბ------ გ-------ემ დაურეკა ნ------- თ----–---–ს და უსაყვედურა. ამის შემდეგ ბ------ გ-------ე სოფელში გაემგზავრა, მოგვიანებით კი ძმისგან - გ------- გ-------ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს მ------ ს---------ეს ჩხუბი მოუვიდა ნ------- თ----–---–თან, რა დროსაც ნ------- თ----–---–მა მ------ ს---------ე ცემით მოკლა.
2.7. მოწმეების - გ------- გ-------ის, დ-------- მ------–---–ის და გ------- კა-–-----–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივლისს, მ------ ს---------ე იმყოფებოდა გ-----ს რაიონის სოფელ ბე------ში მდებარე საკალმახეში, სადაც მუშაობს გ------- გ-------ე. საკალმახეში ყოფნისას, გ------- გ-------ე და მ------ ს---------ე საუბრობდნენ გ------- გ-------ისგან ავტომანქანის შეძენის პირობებზე, რის შემდეგაც მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი - ლუდი და არაყი. ამ დროს მ------ ს---------ე ამბობდა, რომ სატელეფონო კონფლიქტის გამო უნდა შეხვედროდა ნ------- თ----–---–ს, რომელსაც აღნიშნულ დღეს იგი ხშირად ტელეფონზე ურეკავდა და ეუბნებოდა: „საღამოს ჩამოვალ და გნახავო“. გ------- გ-------ე დაუკავშირდა მის ნაცნობ დ-------- მ------–---–ს, რათა იგი მისულიყო საკალმახეში და მისი ავტომანქანის საჭესთან დამჯდარიყო. დაახლოებით 17:30 საათზე, დ-------- მ------–---–ი მივიდა საკალმახეში, დაჯდა გ------- გ-------ის კუთვნილი ავტომანქანის საჭესთან, მას გვერდით დაუჯდა გ------- გ-------ე, ხოლო ავტომანქანის უკანა სალონში დაჯდა მ------ ს---------ე და ისინი ერთად წავიდნენ ქ. გორში, ე.წ. „წმ-----–--–----------–---ში“. ამ დროს მ------ ს---------ემ დაურეკა ნ------- თ----–---–ს და ისინი შეთანხმდნენ, რომ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს სუპერმარკეტ „მ-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 19:00 საათზე, ისინი მივიდნენ „წმ-----–--–----------–---ში“ მდებარე სუპერმარკეტ ,,მ-------ს“ წინ, სადაც გააჩერეს ავტომანქანა. რამდენიმე წუთში მათ ავტომანქანასთან მივიდა ოთხი მამაკაცი, მათ შორის, ნ------- თ----–---–ი, რომლებმაც თავდაპირველად დ-------- მ------–---–თან დაიწყეს საუბარი. მ------ ს---------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, რასაც მოჰყვა კონფლიქტი ნ------- თ----–---–სა და მ------ ს---------ეს შორის. მათ თავები მიადეს ერთმანეთს და აგრესიულად საუბრობდნენ, რის შემდეგაც ნ------- თ----–---–მა უთხრა მას მოშორებით გასულიყვნენ და ერთმანეთში ურთიერთობა იქ გაერკვიათ. ისინი გავიდნენ მაღაზიიდან მოშორებით, ტრიალ მინდორზე, სადაც მათ შორის გაგრძელდა დაძაბული საუბარი. როდესაც გ------- გ-------ემ შეატყო, რომ სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში შეიძლება გადაზრდილიყო, დატოვა მ------ ს---------ე შემთხვევის ადგილზე და დ-------- მ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით წავიდა მეგობრების მოსაყვანად. მან სახლში მიაკითხა მის ნაცნობს - გ------- კა-–-----–---–ს, რომელსაც სთხოვა დახმარება და მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა. მისვლისას გ------- გ-------ემ და გ------- კა-–-----–---–მა დაინახეს, რომ მათი ავტომანქანიდან მოშორებით მიმდინარეობდა ჩხუბი, რის გამოც გ------- გ-------ე ჩხუბში მონაწილეთა მიმართულებით გაიქცა. ახლოს მისვლისას გ------- გ-------ემ დაინახა, რომ ძირს წაქცეულ, უგონო მდგომარეობაში მყოფ, მ------ ს---------ეს ურტყამდა მისი ნაცნობი - ნ------- თ----–---–ი, ხოლო სხვა იქ მყოფი პირები ცდილობდნენ მათ გაშველებას. ამ დროს გ------- გ-------ე გადაეფარა მ------ ს---------ეს, ხოლო ნ------- თ----–---–ის თანმხლებმა პირებმა შეძლეს მისი შეჩერება, რათა ნ------- თ----–---–ს აღარ დაერტყა მ------ ს---------ისთვის. ამასობაში ადგილზე მივიდა გ------- კა-–-----–---–ი, თუმცა, მისი მისვლისას ჩხუბი უკვე დასრულებული იყო. ამ დროს ადგილზე ავტომანქანით მივიდა დ-------- მ------–---–იც. დ-------- მ------–---–მა, გ------- გ-------ემ და გ------- კა-–-----–---–მა უგონო მდგომარეობაში მყოფი მ------ ს---------ე ჩასვევს დ-------- მ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში. დ-------- მ------–---–მა და გ------- გ-------ემ მ------ ს---------ე ავტომანქანით მიიყვანეს გ------- გ-------ის სახლში. სახლში შეყვანამდე მათ დაიძახეს, რომ კაცი იყო ცუდად და სასწრაფო გამოეძახებინათ. გ------- გ-------ის მეზობელმა - ზ------ა მ------–--–მა გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფი მ------ ს---------ე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
2.8. გ------- გ-------ის თანამშრომლების - ლ---- რ-------–---–ის, სანდრო ქ-----–-–---–ის და მ------- ჯ-----–---–ის ჩვენებების ერთობლიობით დასტურდება, რომ 2017 წლის 25 ივლისს მ------ ს---------ე ნამდვილად იმყოფებოდა გ-----ს რაიონის სოფელ ბე------ში მდებარე საკალმახეში გ------- გ-------ესთან, სადაც მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი. საკალმახიდან წამოსვლისას ორივე მათგანი იყო მთვრალ მდგომარეობაში და არცერთ მათგანს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.
2.9. ზ------ა მ------–---–ის და გ------- გ-------ის მეუღლის - მილენი გ------ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გ------- გ-------ის სახლიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი მ------ ს---------ე გადაიყვანა გ-----ს სამხედრო ჰოსპიტალში.
2.10. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთნის - ცირა ა-----–---–ის და ექიმის - თ----- გე-------–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ გ------- გ-------ის სახლში მათი მისვლისას მ------ ს---------ეს პულსი არ ესინჯებოდა და იგი უკვე გარდაცვლილი იყო.
2.11. მოწმეების - ლ---- ნ-------–---–ის, ლ---- ტ----–---–ის და დ----- სა----–---–-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ------- თ----–---–ი არის მათი ნაცნობი და მეგობარი. 2017 წლის 25 ივლისს, ე.წ. „წმ-----–--–----------–---ში“, ისინი შეხვდნენ ნ------- თ----–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა მ------ ს---------ესთან, რომელსაც უნდა შეხვედროდა სუპერმარკეტ „მ-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ოთხივე მათგანი წავიდა აღნიშნულ ადგილზე. სუპერმარკეტ „მაგნიტთან“ მისვლისას მათ დახვდათ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მყოფი დ-------- მ------–---–ი, გ------- გ-------ე და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------ ს---------ე. სუპერმარკეტ „მ-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მ------ ს---------ესა და ნ------- თ----–---–ს შორის მოხდა შეკამათება, რა დროსაც მათ თავები მიადეს ერთმანეთს, ხოლო შემდეგ, ვინაიდან სუპერმარკეტთან იყო ხალხმრავალი ადგილი, გადაწყვიტეს სალაპარაკოდ მოშორებით გასვლა. ისინი გავიდნენ ე.წ. „წმ-----–--–----------–---ში“, მ------------ს ბ--------სკენ, დაუსახლებელ ადგილზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნ------- თ----–---–ი და ნასვამი მ------ ს---------ე ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ ტელეფონზე დარეკვასთან დაკავშირებით. ნ------- თ----–---–ი და მ------ ს---------ე ერთმანეთის პირისპირ, ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ, ხოლო სხვა პირები, კერძოდ, გ------- გ-------ე, ლ---- ტ----–---–ი, ლ---- ნ-------–---–ი და დ----- სა----–---–- მათგან მოშორებით იმყოფებოდნენ. ლ---- ტ----–---–ის და დ----- სა----–---–-ს ჩვენებებით, ნ------- თ----–---–სა და მ------ ს---------ეს შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ნ------- თ----–---–მა ჯერ ფეხზე მდგომ მ------ ს---------ეს დაარტყა, ხოლო შემდეგ მიწაზე წააქცია და გააგრძელა მისთვის ხელითა და ფეხით დარტყმების მიყენება. იგი უმოწყალოდ ურტყამდა ძირს წაქცეულ, უგონო მდგომარეობაში მყოფ მ------ ს---------ეს, რის გამოც ბიჭები ცდილობდნენ მის შეკავებას. ფიზიკური დაპირისპირებისას მ------ ს---------ეს გადაეფარა გ------- გ-------ე და აღარ მისცა საშუალება ნ------- თ----–---–ს კვლავ მიეყენებინა მისთვის დარტყმები. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა „პოლიცია მოდისო“, რის შემდეგაც ნ------- თ----–---–მა დატოვა შემთხვევის ადგილი. ლ---- ტ----–---–იც მივიდა მათთან და შეეცადა მ------ ს---------ის მოსულიერებას, თუმცა, იგი გონზე აღარ მოსულა. საბოლოოდ, მ------ ს---------ე ზემოხსენებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. ლ---- ნ-------–---–ის და დ----- სა----–---–-ს განმარტებებით, ნ------- თ----–---–ის გარდა, მ------ ს---------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა სხვას არ მიუყენებია, არც მ------ ს---------ეს გამოუხტავს აგრესია იქ მყოფი პირების მიმართ, ჩხუბი მხოლოდ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მიმდინარეობდა. როდესაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------ ს---------ე წაიქცა, ნ------- თ----–---–ი კვლავ განაგრძობდა მის ცემას ხელებითა და ფეხებით, სიტუაცია კი მას შემდეგ განიმუხტა, რაც გ------- გ-------ის ჩარევით მოხერხდა ნ------- თ----–---–ის შეჩერება. საბოლოოდ, უგონო მდგომარეობაში მყოფი მ------ ს---------ე შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს ზემოხსენებული ავტომობილით.
2.12. სუპერმარკეტ „მ-------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, სუპერმარკეტ „მ-------ს“ წინ, დ-------- მ------–---–ის ავტომანქანით, მივიდნენ გ------- გ-------ე, დ-------- მ------–---–ი და მ------ ს---------ე. დაზარალებული გადმოვიდა ავტომანქანიდან და შევიდა სუპერმარკეტში. ვიდეოჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ მ------ ს---------ეს უჭირდა ფეხზე დგომა და ბარბაცებდა. სუპერმარკეტთან მისვლიდან დაახლოებით 15-20 წუთში ავტომანქანასთან ფეხით მივიდნენ ნ------- თ----–---–ი, ლ---- ნ-------–---–ი, ლ---- ტ----–---–ი და დ----- სა----–---–-. ამ დროს მ------ ს---------ეს და ნ------- თ----–---–ს შორის მოხდა შეკამათება და მათ აგრესიული ფორმით თავები მიადეს ერთმანეთს. კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით ხუთ წუთში ისინი ფეხით წავიდნენ ე.წ. „წმ-----–--–----------–---ში“ მდებარე მ------------ს ბარაკის მიმართულებით, სადაც არის შემთხვევის ადგილი. სუპერმარკეტთან დარჩა მხოლოდ დ-------- მ------–---–ი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გ------- გ-------ე მარტო დაბრუნდა ავტომანქანასთან, რის შემდეგაც აღნიშნული ავტომანქანით დ--------- მ------–---–ი და გ------- გ-------ე წავიდნენ სუპერმარკეტის ტერიტორიიდან.
2.13. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 ოქტომბრის №0-------- ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, დადასტურებულია, რომ მ------ ს---------ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინში ტრავმული დიფუზური სისხლჩაქცევა, ხერხემლის პირველი მალის თავის ქალასთან შესახსრების გაგლეჯვა მოტეხილობა ზურგის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევით. გვამის გამოკვლევის მონაცემებით სიკვდილის დადგომის დრო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო საბუთებში მითითებულ გარდაცვალების დროს - 2017 წლის 25 ივლისი, 21:30 საათი. მ------ ს---------ის გვამს აღენიშნება დაზიანებები: თავის ქალას რბილ საფარში სისხლჩაქცევის, თავის ტვინის მაგარ გარსსა და ქალას ძვლებს შორის სისხლჩაქცევის, თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ, თავის ტვინის რბილ გარსებში და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევის, დიდ ჰემისფეროებში სისხლჩაქცევის, ნათხემის რბილ გარსების ქვეშ სისხლჩაქცევის, კისრის პირველი მალის თავის ქალასთან შესახსრების გაგლეჯვა მოტეხილობის, ზურგის ტვინში სისხლჩაქცევის, მიმდებარე რბილ ქსოვილებში სისხლჩაქცევის, სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევებისა და მრავლობითი ნაჭდევების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის პერიოდში და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (2017 წლის 25 ივლისს).
თავის ტვინში ტრავმული სისხლის ჩაქცევა, კისრის პირველი მალის თავის ქალასთან შესახსრების გაგლეჯვა მოტეხილობა ზურგის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევით მიკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან.
ქიმიურ-ტიქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მ------ ს---------ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,25% ეთილის სპირტი.
2.14. ბრალდებულმა ნ------- თ----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ არ ცნო. მისი განმარტებით, 2017 წლის 25 ივლისს, ე.წ. „წმ-----–--–----------–---ში“ მდებარე სუპერმარკეტ „მ-------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრის ინიციატორი იყო მ------ ს---------ე, რომელთანაც მას ფიზიკური დაპირისპირება არ მოსვლია. ბრალდებულისთვის უცნობია ვინ და რა ვითარებაში მიაყენა დაზიანებები მ------ ს---------ეს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია ნ------- თ----–---–ის მიერ მ------ ს---------ის განზრახ მკვლელობის ჩადენა. შესაბამისად, სწორედ ნ------- თ----–---–მა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისათვის.
3.4. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
3.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახ მკვლელობისათვის. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - ადამიანის სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენში, სისხლის სამართლის №142აპ-13 საქმეზე, განმარტა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
3.8. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ნ------- თ----–---–ის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. მ------ ს---------ეს სწორედ ნ------- თ----–---–ის მიერ განხორციელებული ხელისა და ფეხის დარტყმებით განუვითარდა სასიკვდილო დაზიანებები. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ ნ------- თ----–---–ის ძალადობრივი ქმედება (ხელისა და ფეხების დარტყმები) მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (მ------ ს---------ის სიკვდილი), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.
3.9. რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დანაშაულის ჩადენისას ნ------- თ----–---–ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ, მ------ ს---------ესთან მობილურ ტელეფონზე საუბრისას წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე მის მიმართ ჩამოყალიბებული მკვეთრად უარყოფითი განწყობით, მეორე მხრივ კი შემთხვევის ადგილზე დაწყებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით. ბრალდებულის ძალადობრივი მოქმედების უმთავრეს მიზანს სწორედ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა წარმოადგენდა, რაც მან მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------ ს---------ისათვის ხელისა და ფეხის მრავალჯერადი დარტყმებით სისრულეში მოიყვანა.
3.10. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათი, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, სიმძიმე და ლოკალიზაცია უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ბრალდებული, ინტელექტუალური თვალსაზრისით, შესაძლო შედეგს (მხედველობაშია მკვლელობა) უცილობლად ითვალისწინებდა და სურდა ამ შედეგის დადგომა. მას შემდეგ, რაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------ ს---------ე მიწაზე დაეცა, გონება დაკარგა და ბრალდებულს ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას, ნ------- თ----–---–ი არ ჩერდებოდა და კვლავ განაგრძობდა ხელითა და ფეხით მის უმოწყალო ცემას. ნ------- თ----–---–ის შეჩერება შესაძლებელი გახდა გ------- გ-------ის და დ----- სა----–---–-ს აქტიური ჩარევით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიღაცამ დაიძახა: „პოლიცია მოდისო“. სასამართლოს აზრით, დასახელებული გარემოებები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ნ------- თ----–---–ის პირდაპირ განზრახვაზე - მოეკლა მ------ ს---------ე.
3.11. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.14. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნ------- თ----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
3.15. დაბოლოს, სასამართლო, შეფასების სახით, მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ------- თ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
5.2. ნ------- თ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე კატეგ-----ის დანაშაულთა რიგს, რომელიც ხელყოფს ადამიანის სიცოცხლის ხელშეუვალ უფლებას. სიცოცხლე, ადამიანურ ღირებულებებს შორის, ერთადერთი განუმეორებელი და შეუფასებელი ღირებულებაა, ამდენად, მისი განზრახ მოსპობის შემთხვევაში, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, დამნაშავის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. როგორც საქართველოს კონსტიტუციით და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით, ისე არაერთი საერთაშორისო აქტით სიცოცხლის უფლება გარანტირებულია და მისი განზრახ ხელყოფის ყოველი შემთხვევა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სამართლიანობის კონტექსტში, ყოველთვის დაცული უნდა იყოს პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის ფუნდამენტური პრინციპი.
5.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმ უმძიმესი, გამოუსწორებელი შედეგისა, რაც ბრალდებულის განზრახმა მოქმედებამ გამოიწვია, ნ------- თ----–---–ი დღემდე არ ცდილობს დაზარალებულის ოჯახთან შერიგებას. მეტიც, სასამართლო სხდომებზე და მის შემდეგაც, საბადრაგო სამსახურის მიერ ბრალდებულის დარბაზიდან გაყვანისას, ნ------- თ----–---–მა არაერთხელ გამოხატა შეუბრალებელი განწყობა მ------ ს---------ის და მისი ოჯახის წევრების მიმართ, რაც მისი პიროვნების უარყოფით მახასიათებლებზე მიუთითებს. დასახელებული გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლოა მიღწეულ იქნეს მხოლოდ ადეკვატური საპატიმრო სასჯელის გამოყენებით.
5.4. სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ასაკს, მის ოჯახურ მდგომარეობას და სხვა პიროვნულ მახასიათებლებს. ნ------- თ----–---–ი 20 წლისაა, მამა გარდაცვლილი ჰყავს, არის დასაოჯახებელი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო 21 წლამდე ასაკის პირი, დაავადებულია მხედველობის ნერვის ატროფიით.
5.5. ამდენად, პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობის და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს აზრით, ნ------- თ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა", ”გ” და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
6.2. ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
· გ------- გ-------ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, მ------ ს---------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ლ--–- მ----–--ეს;
· ლ---- ტ----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მაისური, შარვალი და ქამარი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ლ---- ტ----–---–ს;
· დ-------- მ------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დ-------- მ------–---–ს;
· ლ---- ნ-------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ლ---- ნ-------–---–ს;
· გ------- გ-------ისგან ამოღებული ავტომანქანა „მერსედესი“, სახელმწიფო ნომრით „G--------“, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - გ------- გ-------ეს;
· ნ------- თ----–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ნ------- თ----–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· დ----- სა----–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დ----- სამნიაშვილს.
· მ------ ს---------ის ავადმყოფობის ამსახველი დოკუმენტაცია, შპს „მ-------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ DVD დისკზე, შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე, შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე და შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· ნერწყვის, სახის და ხელების ანაწმენდების, ხელის ანაბეჭდების, ხელის ფრჩხილების, თმების და სისხლის ნიმუშები უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ------- თ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ნ------- თ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 ივლისის 10:13 საათიდან.
3. მსჯავრდებულ ნ------- თ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· გ------- გ-------ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, მ------ ს---------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს - ლ--–- მ----–--ეს;
· ლ---- ტ----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მაისური, შარვალი და ქამარი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ლ---- ტ----–---–ს;
· დ-------- მ------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დ-------- მ------–---–ს;
· ლ---- ნ-------–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ლ---- ნ-------–---–ს;
· გ------- გ-------ისგან ამოღებული ავტომანქანა „მერსედესი“, სახელმწიფო ნომრით „G--------“, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - გ------- გ-------ეს;
· ნ------- თ----–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - ნ------- თ----–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· დ----- სა----–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - დ----- სამნიაშვილს.
· მ------ ს---------ის ავადმყოფობის ამსახველი დოკუმენტაცია, შპს „მ-------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ DVD დისკზე, შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე, შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე და შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· ნერწყვის, სახის და ხელების ანაწმენდების, ხელის ანაბეჭდების, ხელის ფრჩხილების, თმების და სისხლის ნიმუშები განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გ-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლ---- დარბაიძე