გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2018
საქმის ნომერი
150210017002058289
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210017002058289

საქმე # 2/189-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი _ და---- მე-–----ე

არასათანადო მოსარჩელეები: ქა----- რა-----ი და ლე-------- ირ-–---ი

წარმომადგენელი - მა------- ცი------ა, და---- ჭი----ე

მოპასუხე: ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34“

წარმომადგენლები: ნო-----ი გვ-------ე, სმ---- ხო-------ი

მესამე პირი: ნოტარიუსი ეთ--- ოთ----ე

მესამე პირებად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდევი სათანადო მოსარჩელე პირები: (ამხანაგობის წევრები) ლუ----- ია--–-----ი, ჰე-------- ჩო-------ი, ნუ-- ქთ-----ი, გა--- ჰა------------ი, აკ---- გრ---------ი, რუ--- აღ-------ი, ვა------ ჩტ----ი, სუ---- ალ--------ი, სპ------- კა---------ი, ჰაკ---- პო--------ი, სა----– ოკ--------ი, ირ-- ჩა--------ი, რო--- მე–---------ი, ვა------ თე-------ი, გო---- სნ-----ი, ეთ---ა დუ---------ი, მა------- მნ-–-------ი, გა--- ტე-------ი, ჰა----- ტა–----ი, გო----- აკ------ი, აღ----- პა-–-----ი, სი-–-- ნა-–--------ი (უარი განაცხადეს პროცესში ჩაბმაზე)

დავის საგანი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. # 2/117-17 სამოქალაქო საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლომ გადაწყვეტილებით დავალდებულოს მოპასუხეები ხა-------- ირ-–---ი და ქა----- რა-----ი შეწყვიტონ მოსარჩელის მიმართ უკანონო ხელშეშლა: ნუ გააჩერებენ ქ.ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩა #34-ში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი; 63.18.31.819, ავტომანქანებს.

1.2. # 2/189-17 სამოქალაქო საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმისა (2016 წლის 07 დეკემბრის #161395918) და 2017 წლის 05 აპრილს ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ დამოწმებული # 170354851 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა.

2017 წლის 08 მაისს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა რო--- მე–---------მა მოპასუხეების ხა-------- ირ-–---ისა და ქა----- რა-----ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე (სამოქალაქო საქმე # 2/117-17). სარჩელის თანახმად მოსარჩელეს ქ.ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩა #34-ში საკუთრებაში გააჩნია 12.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 63.18.31.819. მოპასუხეები უკანონოდ სარგებლობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, აჩერებენ ავტომანქანებს და არ აძლევენ საშუალებას თავისუფლად ისარგებლოს თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით. სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად. აღნიშნული საქმის განხილვის დასრულებამდე, 2017 წლის 21 აგვისტოს, სასამართლოს სარჩელით მომართეს ქა----- რა-----მა და ლე-------- ირ-–---მა მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“ (თავმჯდომარე რო--- მე–---------ი) მიმართ, მესამე პირი - ნოტარიუსი ეთ--- ოთ----ე და მოითხოვეს ამხანაგობა „ახალქალაქი, თავისუფლების ქუჩა #34-ის“ სადამფუძნებლო კრების 2016 წლის 7 დეკემბრის #1 ოქმის ბათილად ცნობა და ამხანაგობის თავმჯდომარის რო--- მე–---------ის სახელზე, 12.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ 2017 წლის 05 აპრილს გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა (სამოქალაქო საქმე # 2/189-17). სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად. 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საქმე #2/117-17 და სამოქალაქო საქმე # 2/189-17 გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაგრძელდა საქმის განხი-–-- ერთად #2/189-17 ნომრით. საქმის განხილვის სტადიაზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2018 წლის 18 იანვარს, მოსარჩელე რო--- მე–---------მა მოწინააღმდეგე მხარის და მესამე პირის თანხმობით სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე, სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე გაიხმო. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. იმავე სასამართლოს სხდომაზე ნოტარიუსმა სასამართლოს წარმოუდგინა ამხანაგობის თავმჯდომარის რო--- მე–---------ის განცხადება („გადაწყვეტილების „ამხანაგობის ქ.ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩა #34-ის“ წევრის მფლობელობაში არსებულ ინდივიდუალურ ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემის შესახებ რ.რ. #170354851, 05.04.2017 წ. დამოწმებული ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ“, 2017 წლის 15 დეკემბრის თარიღით), გაუქმების შესახებ. აღნიშნული საკუთრების მოწმობა გაცემული იყო იმ 12.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც უკანონოდ მიიჩნევდნენ მოსარჩელეები ლე-------- ირ-–---ი და ქა----- რა-----ი და მოითხოვდნენ ნოტარიუსის მიერ გაცემული 2017 წლის 05 აპრილის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობას. ნოტარიუსმა ეთ--- ოთ----ემ განმცხადებლის - მესაკუთრის თანხმობით გააუქმა აღნიშნული საკუთრების მოწმობა. იმის გამო, რომ აღარ არსებობდა გასაჩივრებული საკუთრების მოწმობა, 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდა საქმის წარმოება ლე-------- ირ-–---ისა და ქა----- რა-----ის სარჩელზე მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, მესამე პირის - ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიმართ 2017 წლის 05 აპრილის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში. აღნიშნული განჩინებები მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძლაში. ამის შემდგომ, 2018 წლის 18 იანვრიდან საქმის განხი-–-- გაგრძელდა ქა----- რა-----ისა და ლე-------- ირ-–---ის სარჩელზე მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, მესამე პირის - ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიმართ, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, 2016 წლის 7 დეკემბრის სადამფუძნებლო კრების #1 ოქმის ბათილად ცნობა. საქმის განხილვის პროცესში სასამართლომ მოპასუხე მხარის რო--- მე–---------ის წარომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ქა----- რა-----ი და ლე-------- ირ-–---ი არ წარმოადგენდნენ მოცემულ დავაში სათანადო მოსარჩელეებს და შესთავაზა მათ საქმის შეუწყვეტლად, სათანადო მოსარჩელით შეცვლა, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებად საქმეში ჩაბმული იქნენ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები (ლუ----- ია--–-----ი, ჰე-------- ჩო-------ი, ნუ-- ქთ-----ი, გა--- ჰა------------ი, აკ---- გრ---------ი, რუ--- აღ-------ი, ვა------ ჩტ----ი, სუ---- ალ--------ი, სპ------- კა---------ი, ჰაკ---- პო--------ი, სა----– ოკ--------ი, ირ-- ჩა--------ი, რო--- მე–---------ი, ვა------ თე-------ი, გო---- სნ-----ი, ეთ---ა დუ---------ი, მა------- მნ-–-------ი, გა--- ტე-------ი, ჰა----- ტა–----ი, გო----- აკ------ი, აღ----- პა-–-----ი, სი-–-- ნა-–--------ი), რომლებმაც უარი განაცხადეს პროცესში ჩაბმაზე.

 

მოსარჩელეთა პოზიცია: მოსარჩელეებს თავიანთ იურიდიულ ინტერესად მიაჩნიათ შემდეგი გარემოება: ისინი არიან ამხანაგობის მოსაზღვრე მეზობლები და მიუხედავად იმისა, რომ სადავო 12 კვ.მ-ზე მოპასუხე მე–---------ის საკუთრებაში გადაცემაზე ნოტარიუსმა გააუქმა 12 კვ.მ-ზე საკუთრების მოწმობა, რო--- მე–---------ი საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად ისევ ითვლება უძრავი ნივთის მესაკუთრედ. ეს გარემოება მოსარჩელეთა განმარტებით მომავალში ქმნის იმის საფუძველს, რომ რო--- მე–---------მა მათ კვლავ აუკრძალოს სადავო ფართზე ავტომანქანების გაჩერება, რითაც შეიზღუდება მათი უფლებები. ისინი სადავოდ ხდიან კრების ჩატარების კანონიერებას, ხელმოწერების ნამდვილობას, იმ მოტივით, რომ კანონის დარღვევით შექმნილმა ამხანაგობამ მათ შეუქმნა და მომავალშიც შეუქმნის პრობლემას სადავო 12 კვ.მ-თან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“ წარმომადგენლები სრულად იზიარებენ სასამართლოს პოზიციას ქა----- რა-----ისა და ლე-------- ირ-–---ის არასათანადო მოსარჩელეებად მიჩნევის თაობაზე და განმარტავენ, რომ ამხანაგობის შექმნით მოსარჩელეებს არანირი ზიანი არ მიდგომიათ, შესაბამისად მათ არანაირი იურიდიული ინტერესი არ გააჩნიათ. ამასთან, სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილი და რადგანაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა - ამხანაგობის დამფუძნებელი წევრებმა უარი განაცხადეს პროცესში მონაწილეობის მიღებაზე სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი უნდა უთხრას არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. მესამე პირის პოზიცია

მოპასუხის პოზიციას სრულად იზიარებს მესამე პირი ნოტარიუსი ეთ--- ოთ----ეც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 08 მაისს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა რო--- მე–---------მა მოპასუხეების ხა-------- ირ-–---ისა და ქა----- რა-----ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #2/117-17 სამოქალაქო საქმე, სარჩელი (ს.ფ. 1-12);

3.1.2. მოსარჩელეს ქ.ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩა #34-ში საკუთრებაში გააჩნია 12.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 63.18.31.819. (#2/117-17 სამოქალაქო საქმე).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი 209-219);

- 2017 წლის 05 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14-15).

 

3.1.3. #2/117-17 სამოქალაქო საქმის განხილვის დასრულებამდე, 2017 წლის 21 აგვისტოს, სასამართლოს სარჩელით მომართეს ქა----- რა-----მა და ლე-------- ირ-–---მა მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“ (თავმჯდომარე რო--- მე–---------ი) მიმართ, მესამე პირი - ნოტარიუსი ეთ--- ოთ----ე და მოითხოვეს ამხანაგობა „ახალქალაქი, თავისუფლების ქუჩა #34-ის“ სადამფუძნებლო კრების 2016 წლის 7 დეკემბრის #1 ოქმის ბათილად ცნობა და ამხანაგობის თავმჯდომარის რო--- მე–---------ის სახელზე, 12.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ 2017 წლის 05 აპრილს გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა სამოქალაქო საქმე # 2/189-17).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #2/189-17 სამოქალაქო საქმე, სარჩელი (ს.ფ. 1-14);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ. 115-133).

 

3.1.4. 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საქმე #2/117-17 და სამოქალაქო საქმე # 2/189-17 გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაგრძელდა საქმის განხი-–-- ერთად #2/189-17 ნომრით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 25 ოქტომბრის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი (სხდომის ოქმი ს.ფ. 242-249);

 

3.1.5. სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2018 წლის 18 იანვარს მოსარჩელე რო--- მე–---------მა, მოწინააღმდეგე მხარის და მესამე პირის თანხმობით, სსკ-ის 831 მუხლის თანახმად სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე გაიხმო. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. იმავე სასამართლოს სხდომაზე ნოტარიუსმა სასამართლოს წარმოუდგინა ამხანაგობის თავმჯდომარის რო--- მე–---------ის განცხადება („გადაწყვეტილების „ამხანაგობის ქ.ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩა #34-ის“ წევრის მფლობელობაში არსებულ ინდივიდუალურ ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემის შესახებ რ.რ. #170354851, 05.04.2017 წ. დამოწმებული ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ“, 2017 წლის 15 დეკემბრის თარიღით), გაუქმების შესახებ. აღნიშნული საკუთრების მოწმობა გაცემული იყო იმ 12.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც უკანონოდ მიიჩნევდნენ მოსარჩელეები ლე-------- ირ-–---ი და ქა----- რა-----ი და მოითხოვდნენ ნოტარიუსის მიერ გაცემული 2017 წლის 05 აპრილის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 18 იანვრის საოქმო განჩინება (ს.ფ. 183-184);

- „ამხანაგობის ქ.ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩა #34-ის“ თავმჯდომარის რო--- მე–---------ის განცხადება, („გადაწყვეტილების „ამხანაგობის ქ.ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩა #34-ის“ წევრის მფლობელობაში არსებულ ინდივიდუალურ ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემის შესახებ რ.რ. #170354851, 05.04.2017 წ. დამოწმებული ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ“, 2017 წლის 15 დეკემბრის თარიღით), გაუქმების შესახებ. (ს.ფ. 180-181).

 

3.1.6. ნოტარიუსმა ეთ--- ოთ----ემ განმცხადებლის - მესაკუთრის თანხმობით გააუქმა ზემოაღნიშნული საკუთრების მოწმობა. იმის გამო, რომ აღარ არსებობდა გასაჩივრებული საკუთრების მოწმობა, 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდა საქმის წარმოება ლე-------- ირ-–---ისა და ქა----- რა-----ის სარჩელზე მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, მესამე პირის - ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიმართ 2017 წლის 05 აპრილის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში. აღნიშნული განჩინებები მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძლაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 18 იანვრის საოქმო განჩინება (ს.ფ. 185-186);

 

3.1.7. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებად ჩაბმული იქნენ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები (ლუ----- ია--–-----ი, ჰე-------- ჩო-------ი, ნუ-- ქთ-----ი, გა--- ჰა------------ი, აკ---- გრ---------ი, რუ--- აღ-------ი, ვა------ ჩტ----ი, სუ---- ალ--------ი, სპ------- კა---------ი, ჰაკ---- პო--------ი, სა----– ოკ--------ი, ირ-- ჩა--------ი, რო--- მე–---------ი, ვა------ თე-------ი, გო---- სნ-----ი, ეთ---ა დუ---------ი, მა------- მნ-–-------ი, გა--- ტე-------ი, ჰა----- ტა–----ი, გო----- აკ------ი, აღ----- პა-–-----ი, სი-–-- ნა-–--------ი), რომლებმაც უარი განაცხადეს პროცესში ჩაბმაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინება (ს.ფ. 200-201);

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 29 იანვრის მიმართვები (შეთავაზება პოზიციის დასაფიქსიებლად). (ს.ფ. 2010-223).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმის განხილვის პროცესში, სასამართლომ მოპასუხე მხარის რო--- მე–---------ის წარომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ქა----- რა-----ი და ლე-------- ირ-–---ი არ წარმოადგენდნენ მოცემულ დავაში სათანადო მოსარჩელეებს და შესთავაზა მათ საქმის შეუწყვეტლად, სათანადო მოსარჩელით შეცვლა, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 25 იანვრის, სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი (ს.ფ. 193-198);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ არასათანადო მოსარჩელეების - ქა----- რა-----ისა და ლე-------- ირ-–---ის სარჩელი, მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, მესამე პირის ნოტარიუსი ეთ--- ოთ----ის მიმართ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის (2016 წლის 07 დეკემბრის #161395918) ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე, 84-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 102-ე, 180-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი ითვალისწინებს არასათანადო მოსარჩელის შეცვლას, რომლის თანახამადაც სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეცვალოს არასათანადო მოსარჩელე, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე. თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩაებას საქმეში მესამე პირად, რომელიც განაცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რის შესახებაც სასამართლო აცნობებს ამ პირს. თუ ეს პირი თანახმაა ჩაებას საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებს საერთო საფუძველზე. თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

ამავე კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 08 მაისს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა რო--- მე–---------მა მოპასუხეების ხა-------- ირ-–---ისა და ქა----- რა-----ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე (სამოქალაქო საქმე # 2/117-17). სარჩელის თანახმად მოსარჩელეს ქ.ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩა #34-ში საკუთრებაში გააჩნია 12.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 63.18.31.819. მოპასუხეები უკანონოდ სარგებლობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, აჩერებენ ავტომანქანებს და არ აძლევენ საშუალებას თავისუფლად ისარგებლოს თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით. სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად. აღნიშნული საქმის განხილვის დასრულებამდე, 2017 წლის 21 აგვისტოს, სასამართლოს სარჩელით მომართეს ქა----- რა-----მა და ლე-------- ირ-–---მა მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“ (თავმჯდომარე რო--- მე–---------ი) მიმართ, მესამე პირი - ნოტარიუსი ეთ--- ოთ----ე და მოითხოვეს ამხანაგობა „ახალქალაქი, თავისუფლების ქუჩა #34-ის“ სადამფუძნებლო კრების 2016 წლის 7 დეკემბრის #1 ოქმის ბათილად ცნობა და ამხანაგობის თავმჯდომარის რო--- მე–---------ის სახელზე, 12.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ 2017 წლის 05 აპრილს გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა (სამოქალაქო საქმე # 2/189-17). სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად. 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საქმე #2/117-17 და სამოქალაქო საქმე # 2/189-17 გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაგრძელდა საქმის განხი-–-- ერთად #2/189-17 ნომრით. საქმის განხილვის სტადიაზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2018 წლის 18 იანვარს, მოსარჩელე რო--- მე–---------მა მოწინააღმდეგე მხარის და მესამე პირის თანხმობით სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე, სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე გაიხმო. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. იმავე სასამართლოს სხდომაზე ნოტარიუსმა სასამართლოს წარმოუდგინა ამხანაგობის თავმჯდომარის რო--- მე–---------ის განცხადება („გადაწყვეტილების „ამხანაგობის ქ.ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩა #34-ის“ წევრის მფლობელობაში არსებულ ინდივიდუალურ ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემის შესახებ რ.რ. #170354851, 05.04.2017 წ. დამოწმებული ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ“, 2017 წლის 15 დეკემბრის თარიღით), გაუქმების შესახებ. აღნიშნული საკუთრების მოწმობა გაცემული იყო იმ 12.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც უკანონოდ მიიჩნევდნენ მოსარჩელეები ლე-------- ირ-–---ი და ქა----- რა-----ი და მოითხოვდნენ ნოტარიუსის მიერ გაცემული 2017 წლის 05 აპრილის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობას. ნოტარიუსმა ეთ--- ოთ----ემ განმცხადებლის - მესაკუთრის თანხმობით გააუქმა აღნიშნული საკუთრების მოწმობა. იმის გამო, რომ აღარ არსებობდა გასაჩივრებული საკუთრების მოწმობა, 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდა საქმის წარმოება ლე-------- ირ-–---ისა და ქა----- რა-----ის სარჩელზე მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, მესამე პირის - ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიმართ 2017 წლის 05 აპრილის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში. აღნიშნული განჩინებები მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძლაში. ამის შემდგომ, 2018 წლის 18 იანვრიდან საქმის განხი-–-- გაგრძელდა ქა----- რა-----ისა და ლე-------- ირ-–---ის სარჩელზე მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, მესამე პირის - ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიმართ, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, 2016 წლის 7 დეკემბრის სადამფუძნებლო კრების #1 ოქმის ბათილად ცნობა.

რამდენადაც აღძრულ სარჩელით მოსარჩელეები ითხოვენ სანოტარო აქტის - 2016 წლის 7 დეკემბრის სადამფუძნებლო კრების #1 ოქმის ბათილად ცნობას. შესაბამისად სახეზეა აღიარებითი სარჩელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამგვარი სარჩელისათვის დასაშვებობის პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობებს, სახელდობრ: სასამართლო აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, 2016 წლის 7 დეკემბრის სადამფუძნებლო კრების #1 ოქმის ბათილად ცნობაც დაკავშირებული უნდა იყოს მოსარჩელეთა ინტერესთან მათ მიმართ დადგეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ქა----- რა-----ისა და ლე-------- ირ-–---ის წარმომადგემლების პოზიციას იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით დავის საგანთან მიმართებაში შემდეგ გარემოებათა გამო: დავის საგანი განსახილველ შემთხვევაში არის არა საჯარო რეესტრის ჩანაწერი 12 კვ.მ-თან მიმართებაში, არამედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2016 წლის 7 დეკემბრის სადამფუძნებლო კრების #1 ოქმი, სადაც შეიქმნა ამხანაგობა, აირჩიეს თავმჯდომარე რო--- მე–---------ი, დაამტკიცეს ამხანაგობის წესდება. ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში კი შეუძლებელია მოსარჩელეებს ქონდეთ იურიდიული ინტერესი, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს.

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე - არის პირი, რომელმაც აღძრა სარჩელი თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დასაცავად. სასამართლო სამოქალაქო საქმეს აღძრავს პირის განცხადების საფუძველზე, პირ-- შესაძლებელია მიმართოს სასამართლოს, როდესაც მას ესაჭიროება თავისი უფლებების, თავისუფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მართლა მას ეკუთვნის სადავო უფლება და ასევე სარჩელში მიუთითოს მოპასუხე პირი, რომელსაც ვალდებულება გააჩნია კანონის ან შეთანხმების საფუძველზე. თუ პროცესის მსვლელობის დროს დადგინდება, რომ მოსარჩელე ან მოპასუხე არ წარმოადგენენ მატერიალურ სამართალურთიერთობის წევრებს, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს ზომები სათანადო პირის მოსაძებნად. არასათანადო მოსარჩელე ესაა პირი, რომელმაც აღძრა სარჩელი თავისი უფლებების დასაცავად, თუმცა არ აქვს ამ სარჩელით წამოყენებული მოთხოვნის უფლება, ანუ არ აქვს მატერუალურ-სამართლებრივი ინტერესი ამ საქმეში. იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელი აღძრულია არასათანადო მოსარჩელის მიერ, სასამართლო უარს ვერ ეტყვის მას სარჩელის მიღებაზე. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დააყენოს თავისი ინიციატივით საკითხი არასათანადო მოსარჩელის სათანადოთი შეცვლის შესახებ (სსკ 84-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). თუ არასათანადო მოსარჩელე თანახმაა შეიცვალოს სათანადოთი, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე. ამიტომ, თუ სათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს არასათანადო მოსარჩელე სათანადოთი, სასამართლო გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (სსკ-ე 84-ე მუხლის მე-2 ნაწილი). თუ არასათანადო მოსარჩელე არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით, მაშინ ამ სათანადო მოსარჩელეს შეუძლია ჩაერთოს საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხონვით. სათანადო მოსარჩელის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ, ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება (სსკ 84-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მოპასუხე არის პირი, რომელიც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება. სასამართლოს უფლება არ აქვს არ მიიღოს სარჩელი იმ მოტივით, რომ იგი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დააყენოს საკითხი არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ. ასეთი შეცვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით. თუ მოსარჩელე არაა თანახმა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო განიხილავს საქმეს და უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე თავისი გადაწყვეტილებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვის პროცესში, სასამართლომ მოპასუხე მხარის რო--- მე–---------ის წარომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ქა----- რა-----ი და ლე-------- ირ-–---ი არ წარმოადგენდნენ მოცემულ დავაში სათანადო მოსარჩელეებს და შესთავაზა მათ საქმის შეუწყვეტლად, სათანადო მოსარჩელით შეცვლა, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებად საქმეში ჩაბმული იქნენ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები (ლუ----- ია--–-----ი, ჰე-------- ჩო-------ი, ნუ-- ქთ-----ი, გა--- ჰა------------ი, აკ---- გრ---------ი, რუ--- აღ-------ი, ვა------ ჩტ----ი, სუ---- ალ--------ი, სპ------- კა---------ი, ჰაკ---- პო--------ი, სა----– ოკ--------ი, ირ-- ჩა--------ი, რო--- მე–---------ი, ვა------ თე-------ი, გო---- სნ-----ი, ეთ---ა დუ---------ი, მა------- მნ-–-------ი, გა--- ტე-------ი, ჰა----- ტა–----ი, გო----- აკ------ი, აღ----- პა-–-----ი, სი-–-- ნა-–--------ი), რომლებმაც უარი განაცხადეს პროცესში ჩაბმაზე. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმადაც „თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე“.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ

არასათანადო მოსარჩელეების - ქა----- რა-----ისა და ლე-------- ირ-–---ის სარჩელი, მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, მესამე პირის ნოტარიუსი ეთ--- ოთ----ის მიმართ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის (2016 წლის 07 დეკემბრის #161395918) ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოსარჩელეების მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი და მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 84-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 180-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არასათანადო მოსარჩელეების - ქა----- რა-----ისა (პ/ნ 0----------) და ლე-------- ირ-–---ის (პ/ნ 0----------) სარჩელი, მოპასუხე ამხანაგობა „ახალქალაქი თავისუფლების ქ.#34-ის“, მესამე პირის ნოტარიუსი ეთ--- ოთ----ის მიმართ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის (2016 წლის 07 დეკემბრის #161395918) ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, აშტოცის ქ. #110) მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მა-–---- ენ-----ე