განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030100118002246187
N1/01-2018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2018 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი ე---–---- ბ------
სტაჟიორ-პროკურორი ნ---- გ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ზ---- ა----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის არ მქონე, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ-------------, კ-–------–-- ქ.N--.
ადვოკატი: ზ---- კ--------–--
კვალიფიკაცია:
ზ---- ა----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 09 ივლისს ზ---- ა----–---–მა ქ.ფ----–-, დ----- ც---------ს მოტყუებით მიჰყიდა შპს ,,მ-----ს“ სახელზე რეგისტრირებული ,,C--------“-ის მარკის H---ის მოდელის ავტომანქანა და თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ----- ც---------ს კუთვნილ თანხას ჯამში 2887 ლარისა და 11 თეთრის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ზ---- ა----–---–ის დაკითხვა ვერ მოხერხდა, ვინაიდან იმყოფება ძებნაში.
2.2. მოწმე ი-–-- მ------ემ განმარტა, რომ ავტომანქანა ,,შ-------–----“, თავდაპირველად მის მფლობელობაში იყო. ის შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ, იხდიდა სესხის თანხას. როცა თანხის გადახდას მორჩებოდა, მანქანა მის საკუთრებაში გადავიდოდა. როგორც ი-–-- მ------ემ, თავის ჩვენებაში აღნიშნა, შეიძინა ახალი ავტომანქანა და გადაწყვიტა მანქანა „შ-------–----“, რომელიც მ-----ს საკუთრებაში ირიცხებოდა, სხვა პირისთვის გადაეცა მფლობელობაში. მან შესაბამის ვებ-გვერდზე განათავსა ავტომანქანის მონაცემები და მიუთითა, რომ აღნიშნული ავტომობილი იყო შპს „მ-----ს“ საკუთრება. დაინტერესებულ პირს შეეძლო, ი-–-- მ------ის სახელზე გაფორმებული სესხი თავის სახელზე გადაეტანა და სესხის გადახდის ბოლოს, მანქანა საკუთრებაში დაერეგისტრირებინა. ავტომანქანის მონაცემების ვებ-გვერდზე განთავსების შემდეგ, მას დაუკავშირდნენ და მანქანის სანახავად, მასთან, თ---–--–- ორი პიროვნება ჩავიდა, რომელთაგან ერთ-ერთს მ------ კ----------ე ერქვა. მ------ კ----------ემ მანქანა შეამოწმა. 500 აშშ დოლარი ი-–-- მ------ეს გადაუხადა და იმ პირობით, რომ ორი დღის ვადაში, შპს „მ-----ში“ სესხს გადაიფორმებდა, მანქანა წაიყვანა. ი-–-- მ------ემ მ------ კ----------ეს გადასცა მანქანის ტექნიკური პასპორტი და სესხის ხელშეკრულება, რათა მისთვის ცნობილი ყოფილიყო სესხთან დაკავშირებული დეტალები. 500 აშშ დოლარიდან 850 ლარამდე მან სესხის თანხა გადაიხადა, რადგან, სესხის გადაფორმებისას ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. მ-კ----------ე ამის შემდეგ, მას დაუკავშირდა და იკითხა, ხომ ნამდვილად გადაიხადა აღნიშნული თანხა. მანქანის წაყვანიდან მეორე დღეს, ი-–-- მ------ეს ისევ დაუკავშირდა, მ------ კ----------ე და უთხრა, რომ მანქანის გადაცემათა კოლოფი გაუმართავი იყო. ი-–-- მ------ემ აუხსნა, რომ ზეთის გამოცვლის შემთხევაში, პრობლემა აღმოიფხვრებოდა. ამის შემდეგ, თვითონ ცადა დაკავშირებოდა მათ, ვინც ავტომანქანა წაიყვანა, რადგან სესხი იყო გადასაფორმებელი, თუმცა, დაკონტაქტება ვერ მოახერხა. მას შემდეგ, აღნიშნული ავტომანქანის თაობაზე მას აღარავინ დაკავშირებია. სესხს ისევ თვითონ იხდის. ამ ყველაფრის შემდეგ, ის ურეკში იმყოფებოდა, როცა მასთან ორი ადამიანი იმ მანქანით მივიდა, რომელიც მან თავის დროზე, სესხის გადაცემის პირობით გაასხვისა. მისულებმა აუხსნეს, რომ მანქანა შეიძინეს, მაგრამ, როცა მანქანის გადასაფორმებლად მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ მანქანა შპს „მ-----ს“ სახელზე ირიცხებოდა. მისულებიდან ერთ-ერთს დ----- ერქვა. მათ ი-–-- მ------ეს განუმარტეს, რომ ავტომანქანის ტექპასპორტი არ უნახავთ. გამყიდველის სიტყვას დაუჯერეს, რომ მანქანა მეუღლის სახელზე იყო რეგისტრირებული და მეორე დღეს აუცილებლად გადაუფორმებდა. თუმცა, როცა გადასაფორმებლად მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ მანქანა შპს „მ-----ს“ საკუთრებაში იყო დარეგისტრირებული (იხ. 2018 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).
2.3. მოწმე მ------ კ----------ემ თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ ვებ-გვერდზე ნახა ავტომობილი „შ-------–----“, სადაც მითითებული იყო, რომ 500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ი-–-- მ------ისთვის და დაახლოებით 5000 ლარი უნდა გადაეხადა შპს „მ-----ს“ სესხი. მ------ კ----------ე ჩავიდა თ---–--–-, მ------ესთან. გადაუხადა 500 აშშ დოლარი და წამოიყვანა მანქანა. ის ცოტა ხანში, დაახლოებით, ერთ კვირაში უნდა დაბრუნებულიყო უკან და ი-–-- მ------ის სესხი თავის სახელზე გადაეფორმებინა. როცა მანქანა წამოიყვანა, გზაში, შენიშნა, რომ გადაცემათა კოლოფი ცუდად მუშაობდა. ის დაუკავშირდა მ------ეს და მანქანის დაბრუნება მოსთხოვა. მ------ეს მანქანის თანხის დაბრუნება არ შეეძლო, ამიტომ შეთანხმდნენ, რომ კ----------ე თვითონ გაყიდდა მანქანას. კ----------ემ ვებ-გვერდზე, განათავსა ავტომანქანის მონაცემი, სადაც მიუთითა, მანქანის მისაღებად, გარდა იმისა, რომ მისთვის უნდა გადაეხადათ 700 აშშ დოლარი, უნდა გადაეფორმებინათ შპს „მ-----სთან“ დადებული სესხის ხელშეკრულება. ეს ავტომანქანა ვებ-გვერდზე ნახა მისმა ნაცნობმა ზ---- ა----–---–მა და შესთავაზა ავტომობილის გაყიდვაში დახმარება. ზ---- ა----–---–მა ვებ-გვერდზე (M--------) საკონტაქტო მონაცემებში მიუთითა საკუთარი საკონტაქტო მონაცემები და ავტომანქანის გაყიდვა აიღო თავის თავზე. ამის შემდეგ, მ------ კ----------ეს დაუკავშირდა ზ---- ა----–---–ი და უთხრა, რომ მანაქანის კლიეტი იშოვა, რომელიც სესხსაც გადაიბარებდა. ქ------------, მ------ კ----------ე და ზ---- ა----–---–ი ერთად წავიდნენ კლიენტის სანახავად. გზაში მ------ კ----------ეს ზ---- ა----–---–მა უთხრა, რომ ჩუმად მჯდარიყო, მას უკვე საქმე მოგვარებული ქონდა. გ-------–----ს გადასახვევზე ისინი შეხვდნენ კლიენტს, სახელად დ----- ც---------ს, რომელსაც თან ახლდა თავისი მეგობარი პ---–---ი. მანქანა შეამოწმეს. დ-----მ გადაწყვიტა ეყიდა მანქანა. მან ბანკიდან გამოიტანა თანხა. მას დაახლოებით, 850 ლარი აკლდებოდა. აღნიშნული თანხა მოიტანა სახლიდან. ისინი ჩასხდნენ ნ-----ს მარკის ტაქსიში, ეკლესიასთან და იქ დ-----მ გადასცა მანქანის საფასური ზ----ს, კერძოდ, დაახლოებით 800 აშშ დოლარი და 850 ლარი. მ------ კ----------ემ ამ თანხიდან აიღო 500 აშშ დოლარი. კ----------ე და ა----–---–ი ამავე ტაქსით დაბრუნდნენ ს-----------ში. მ------ კ----------ემ სესხის გადახდის კოდი არ იცოდა. ის დაუკავშირდა ი.მ------ეს და გამოართვა გადახდის კოდი. ამის შემდეგ, ქ-------ში, კ----------ე შეხვდა ა----–---–ს და ეს მონაცემები გადასცა მას, მანქანის მყიდველისთვის გადასაცემად. როცა შემდეგ კ----------ემ მოიკითხა, ა----–---–მა უთხრა, რომ მყიდველს გადასცა გადახდის კოდი. კ----------ის ინფორმაციით, მყიდველი ინფორმირებული იყო სესხის თაობაზე. მას ასე აუხსნა ა----–---–მა. მყიდველთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ზ---- ა----–---–ი. მანქანის გაყიდვიდან მიღებული თანხებით შპს“მ-----ს“ სესხი მას არ გადაუხდია. მას შემდეგ ა----–---–ს არ შეხმიანებია (იხ. 2018 წლის 14 თებერვლის და 2018 წლის 19 თებერვლის სხდომის ოქმები).
2.4. დაზარალებულმა დ----- ც---------მ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ 2017 წლის ივლისის პერიოდში, ათვალიერებდა ვებ-გვერდზე გასაყიდ ავტომობილებს. 09 ივლისს ნახა განცხადება, რომ 1300 აშშ დოლარად იყიდებოდა „შ-------–----ს“ მარკის ავტომანქანა. განცხადების მიხედვით, მანქანა იმყოფებოდა ბ------ში. ის დაუკავშირდა გამყიდველს, რომელმაც აუხსნა, რომ თანხა ესაჭიროებოდა სასწრაფოდ, და ამიტომაც ყიდდა მანქანას იაფად. ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთ საათში შეხვდებოდნენ, სუფსის გადასახვევთან. დ----- ც--------- თავის მეგობართან დ----- პ---–---თან ერთად წავიდა შეხვედრაზე. გასაყიდი ავტომობილით მოვიდა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთს ერქვა ზ----, მეორეს - მ------. ისაუბრეს მანქანის მონაცემებზე. დ----- ც---------ს მანქანის გაყიდვასთან დაკავშირებით ესაუბრებოდა ზ----. დ.ც---------მ და დ.პ---–---მა მანქანა, დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე გაატარეს. გადაწყვიტეს მანქანის ტექნიკური მდგომარეობა შეემოწმებინათ მოხელესთან. ოთხივე მათგანი წავიდა მანქანის მოხელესთან. აქ დ----- ც--------- კიდევ ერთხელ დაფიქრდა მანქანის ყიდვასთან დაკავშირებით, მან ზ---- ა----–---–ს კითხა, მანქანას რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, ლომბარდში ხომ არ იყო ჩადებული და ა.შ. ზ.ა----–---–მა მას განუმარტა, რომ მანქანა მისი მეუღლის სახელზე იყო რეგისტრირებული და მანქანას პრობლემა არ ჰქონდა, არც ლომბარდში იყო ჩადებული, მხოლოდ გადაცემათა კოლოფში ზეთის გამოცვლა იყო საჭირო. მანქანის საბუთები დ----- ც---------ს არ უკითხავს და არც ზ---- ა----–---–ს უჩვენებია ის. დ----- ც---------მ გადაწყვიტა, მანქანა ეყიდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს ზ---- ა----–---–ი გადაუფორმებდა მას მანქანას. დ----- ც---------, ზ---- ა----–---–ი და მ------ წავიდნენ ბანკში, საიდანაც დ----- ც---------ს თანხა უნდა გამოეტანა. დ----- ც---------მ ბანკიდან გამოიტანა 850 აშშ დოლარი, დანარჩენი 850 ლარი მან სახლიდან გამოიტანა. დ----- ც---------მ, მ------ს თანდასწრებით, ნ------ს ეკლესიასთან, მანქანაში გადასცა ეს თანხები ზ---- ა----–---–ს. ზ---- ა----–---–ი და მ------ წავიდნენ ტაქსით. წასვლამდე, ა----–---–მა უთხრა, რომ მანქანის საბუთები იდო მანქანის უჯრაში. დ----- ც---------მ წამოიყვანა მანქანა სახლში. როცა მანქანის საბუთებით დაინტერესდა, ც---------მ ისინი ვერ იპოვა. ა----–---–ს ვერ დაუკავშირდა, რადგან, ტელეფონი გამორთული ქონდა. მეორე დღეს, დ----- ც--------- მივიდა მანქანის გადასაფორმებლად, სადაც გაირკვა, რომ მანქანა რეგისტრირებული იყო შპს „მ-----ს“ სახელზე. დ----- ც--------- დაუკავშირდა შპს „მ-----ს“, საიდანაც გაარკვია, რომ მანქანა ირიცხებოდა ი-–-- მ------ის სახელზე. ამის შემდეგ, დ----- ც---------მ თავის გზებით გაარკვია ი-–-- მ------ის სამყოფელი და თავის მეგობართან ერთად წავიდა მის სანახავად. ი-–-- მ------ემ დ----- ც---------ს აუხსნა, რომ აღნიშნული მანქანა დაახლოებით, ხუთი დღის წინ, მისგან მ------ კ----------ემ იყიდა და მან იცოდა, რომ მანქანა ირიცხებოდა შპს „მ-----ს“ სახელზე (იხ. 2018 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმი).
2.5. მოწმე დ----- პ---–---მა განმარტა, რომ 2017 წლის ზაფხულის პერიოდში, ის და დ----- ც--------- სუფსის გადასახვევთან შეხვდნენ ზ---- ა----–---–ს და მ------ კ----------ეს, მანქანის ყიდვასთან დაკავშირებით. მანქანის გაყიდვის საკითხზე ისინი ესაუბრებოდნენ ზ---- ა----–---–ს. მ------ საუბარში არ ჩარეულა, ის მოშორებით იდგა, მათგან ზურგით. ა----–---–ის თქმით, მანქანა მისი მეუღლის სახელზე იყო დარეგისტრირებული და მეორე დღეს, გადაუფორმებდა მათ. ზ---- ა----–---–მა მათ განუმარტა, რომ მანქანა მისი მეუღლის სახელზე იყო დარეგისტრირებული და რომ ლომბარდში არ იდო, იმ დღეს რადგან კვირა დღე იყო, მხოლოდ რუსთავში შეიძლებოდა მანქანის გადაფორმება და შესთავაზა, რუსთავში წასვლა მანქანის გადასაფორმებლად, სხვა შემთხვევაში, დაპირდა, რომ მეორე დღეს, აუცილებლად გადაუფორმებდა. მანქანის საბუთები მათ არ უნახავთ. მანქანა შეამოწმეს მოხელესთან. ამის შემდეგ, დ----- ც---------, ზ---- ა----–---–ი და მ------ კ----------ე წავიდნენ თანხის ასაღებად. დ----- პ---–---ი დარჩა მანქანის მოხელესთან. მოგვიანებით დ----- ც--------- დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ ფული გადაიხადა და მანქანა უკვე იყიდა. შემდეგ გაირკვა, რომ მანქანა შპს „მ-----ს“ სახელზე იყო დარეგისტრირებული (იხ. 2018 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი).
2.6. მოწმე დ----- თ------ემ განმარტა, რომ 2017 წლის ზაფხულში, ივლისის 10 რიცხვში, მის სამსახურში, მანქანის გადასაფორმებლად მივიდა მისი ნაცნობი დ----- ც---------. დ----- ც---------ს მანქანის პასპორტი არ ქონდა. მონაცემთა ბაზაში გადამოწმებისას, აღმოჩნდა რომ მანქანა რეგისტრირებული იყო შპს „მ-----ს“ სახელზე. დ----- თ------ემ მას აუხსნა, რომ მანქანის გადასაფორმებლად დასჭირდებოდა შპს „მ-----ს“ თანხმობა. აღმოჩნდა, რომ დ----- ც---------მ არ იცოდა, რომ მანქანა შპს „მ-----ს“ საკუთრებაში იყო. ის გააკვირვა შპს „მ-----ს“ ხსენებამ. განაცხადა რომ, სულ სხვა პიროვნებისგან იყიდა მანქანა და იმ დღეს უნდა გადაეფორმებინა საკუთრებაში. დ----- თ------ემ, დ----- ც---------ს ურჩია, რომ თუ ის თავს მოტყუებულად მიიჩნევდა, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის (იხ.2018 წლის 19 თებერვლის სხდომის ოქმი).
2.7. მოწმე ზ----- ე-–-------მ განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოკითხა: დაზარალებული დ----- ც---------, მოწმეები: დ----- პ---–---ი, მ------ კ----------ე, ა---------– ნ-–--–-–---–ი, ბ----- ნ--------- დ----- ც---------სგან ამოიღო შ-------–----ს მარკის ავტომანქანა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, რაიმე კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოწმე ზ----- ე-–-------მ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მას პირადად ზ---- ა----–---–თან კომუნიკაცია არ ჰქონია. ის ზ---- ა----–---–თან, ს-----------ში გამოსაკითხად იყო ჩასული, სახლში დახვდა ზ---- ა----–---–ის ბაბუა. მას დაუტოვა უწყება. ბაბუამ განუმარტა, რომ ზ---- ა----–---–ი იმყოფებოდა გერმანიაში და თუ დაუკავშირდებოდა მას ზ---- ა----–---–ი, აცნობებდა აღნიშნული უწყების თაობაზე. როცა დაიწყო ზ---- ა----–---–ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ზ----- ე-–------- ისევ ჩავიდა ს-----------ში და ზ---- ა----–---–ის ბაბუას ჩააბარა უწყება. ხოლო, ბაბუამ აცნობა თუ არა, ზ---- ა----–---–ს, მის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე, ზ----- ე-–-------სთვის უცნობია (იხ. 2018 წლის 19 თებერვლის სხდომის ოქმი).
2.8. მოწმე ბ----- ნ--------მ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, წერილით დაევალა, მ------ კ----------ის დემოგრაფიული მონაცემების დადგენა. მის მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაადგინა რომ ზ---- ა----–---–თან ერთად, საქმეში მონაწილეობდა ს-----------ში, რ---------–-ს ქუჩაზე მცხოვრები მ------ კ----------ე. აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე, პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია (იხ. 2018 წლის 19 თებერვლის სხდომის ოქმი).
2.9. მოწმე ვ------- ბ------------მ განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ის იყო მივლენილი თ---–--–- და მან გამოკითხა მოწმე ი-–-- მ------ე. როგორც აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ვ------- ბ------------მ განმარტა, რომ მოწმე ი-–-- მ------ის გამოკითხვის გარდა, სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. მან, მხოლოდ, ი-–-- მ------ე გამოკითხა (იხ. 2018 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).
2.10. მოწმე გ------- მ---–-----მ თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე, ქალაქ თ---–--–-, შპს „მ-----ს“ სათაო ოფისიდან, ამოიღო დოკუმენტაცია ავტომობილის თაობაზე და დისკი, რომელიც დაილუქა და დაერთო საქმეს. ასევე, სს „ს----------–---------დან“ გამოითხოვა ინფორმაცია დ----- ც---------ს სახელზე არსებული საბანკო გადარიცხვების თაობაზე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განჩინებაში მითითებულ ვადებში და კანონით დადგენილი წესით. მას სხვა საგამოძიეობ მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია და ამ საქმეზე, აღნიშნულის გარდა, სხვა დეტალები მისთვის უცნობია (იხ. 2018 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი).
2.11. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 09 ივლისს ზ---- ა----–---–მა ქ.ფ----–-, დ----- ც---------ს მოტყუებით მიჰყიდა შპს ,,მ-----ს“ სახელზე რეგისტრირებული ,,C--------“-ის მარკის H---ის მოდელის ავტომანქანა.
თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ზ---- ა----–---–ის ქმედების შედეგად დაზარალებულ დ----- ც---------ს მიადგა 2887 ლარისა და 11 თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
2.14. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ---- ა----–---–მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.2. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.3. ზ---- ა----–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ დ----- ც---------ს გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების: დ----- პ---–---ის, ი-–-- მ------ის, ა---------– ნ-–--–-–---–ის, მ------ კ----------ის, მოწმე დ----- თ------ის გამოკითხვის ოქმებს, ავტომანქანის ამოღების ოქმს და ამოღებულ ავტომანქანას, შპს ,,მ-----დან“ ინფორმაციის ამოღების ოქმს და ავტომანქანის კუთვნილების შესახებ დოკუმენტაციას, სს ,,ს----------–---------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს და ბანკიდან თანხის მიღების დოკუმენტაციას.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
4.2. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 3.3. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ 2017 წლის 09 ივლისს ზ---- ა----–---–მა ქ.ფ----–-, დ----- ც---------ს მოტყუებით მიჰყიდა შპს ,,მ-----ს“ სახელზე რეგისტრირებული ,,C--------“-ის მარკის H---ის მოდელის ავტომანქანა და თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ----- ც---------ს კუთვნილ თანხას ჯამში 2887 ლარისა და 11 თეთრის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის 150 ლარიან ზღვარს). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ---- ა----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რომლისთვისაც ზ---- ა----–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ზ---- ა----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც ზ---- ა----–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
6.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
6.6. ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზ---- ა----–---–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7.ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, - გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ამოღებული ,,C--------“-ის მარკის ავტომანქანა, რომელიც შესანახად დაუბრუნდა შპს ,,მ-----ს” წარმომადგენელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შპს ,,მ-----დან“ ამოღებული ავტომანქანის ფოტოსურათები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ---- ა----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება, გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულ ზ---- ა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან.
4. ამოღებული ,,C--------“-ის მარკის ავტომანქანა, რომელიც შესანახად დაუბრუნდა შპს ,,მ-----ს” წარმომადგენელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5. შპს ,,მ-----დან“ ამოღებული ავტომანქანის ფოტოსურათები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ან განაჩენის გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე