გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2018
საქმის ნომერი
160210117002195993
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210117002195993

N2/1159-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი“

წარმომადგენელი - თა-----------ი

მოპასუხეები: ნა-----------–---–ი, სუ-----–--–---ი, რუ-------------–---–---–ი (არ გამოცხადნენ)

წარმომადგენელი - რა--------–----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნა-----------–---–ის, სუ-----–--–---ისა და რუ-------------–---–---–ისათვის სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 1189,99 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 932,01 აშშ დოლარი, პროცენტი - 152,66 აშშ დოლარი, დაზღვევა - 40,48 აშშ დოლარი, ჯარიმა - 64,84 აშშ დოლარი; დაკისრებული თანხიდან თავდების სუ-----–--–---ის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვროს 5000 ლარი;

 

1.2. ნა-----------–---–ისათვის სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ 569,34 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 450,53 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 67,34 აშშ დოლარი - სარგებელი, 11,60 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 39,87 აშშ დოლარი - ჯარიმა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-20);

 

სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

2014 წლის 23 სექტემბერს, მოსარჩელესა და ნა-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 1700 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2,65%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 6.1. მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ,,გამსესხებელი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,მსესხებელს“ სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახედელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზრვევის პრემიის გადასახდელებთან ერთად დაუყონებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

 

მსესხებელს ჰყავს თავდებები, კერძოდ სუ-----–--–---ი და რუ-------------–---–---–ი, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. რუ-------------–---–---–თან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს 2440,24 აშშ დოლარის ფარგლებში, ასევე შესაძლოა ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე, ხოლო სუ-----–--–---ი პასუხს აგებს 5000 ლარის ფარგლებში, ასევე დარიცხულ ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

მსესხებელი არღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკს და უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2015 წლის 04 ნოემბრის შემდგომ. სესხის თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხების გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეებს არ დაუფარავთ დავალიანება და არ შეუსრულებიათ ვალდებულება.

 

სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 1189,99 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 932,01 აშშ დოლარი, პროცენტი - 152,66 აშშ დოლარი, დაზღვევა - 40,48 აშშ დოლარი, ჯარიმა - 64,84 აშშ დოლარი.

 

2014 წლის 23 სექტემბერს, მოსარჩელესა და ნა-----------–---–ს შორის დაიდო ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულება. მსესხებელს გადაეცა ე.წ. ,,ნატვრის ბარათი“, რომლის ლიმიტად დამტკიცდა 650 აშშ დოლარი, სესხის ყოველთვიური სარგებელი 0%-დან 1.32%-მდე. გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. აღნიშნული ბარათის გამოყენების შედეგად, 2015 წლის 16 მარტს მსესხებელზე გაიხსნა 600,71 აშშ დოლარის მოცულობის სესხი. აღნიშნულ სესხზე მსესხებელი ვადაგადაცილებაში იმყოფება 2015 წლის 04 ივლისის შემდეგ. ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე ნა-----------–---–ის დავალიანება შეადგენს 569,34 აშშ დოლარს, საიდანაც 450,53 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 67,34 აშშ დოლარი - სარგებელი, 11,60 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 39,87 აშშ დოლარი - ჯარიმა.

 

2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმა სს ,,მი----------------------------–-----------დ”, გარდა ამისა, განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის სახელწოდებაა სს ,,კრ----------ი“ (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-20).

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია

 

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 92-100).

 

2018 წლის 13 თებერვლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა რა--------–----ემ სრულად ცნო სს ,,კრ----------ის“ სარჩელი (იხ. 13.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 17:37:51).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 23 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–-----------სა“ და ნა-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 1700 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 2,65%-ს.

 

2014 წლის 23 სექტემბერს, მოსარჩელესა და ნა-----------–---–ს შორის დაიდო ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულება. ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 650 აშშ დოლარი, სესხის ყოველთვიური სარგებელი 0%-დან 1.32%-მდე. 2015 წლის 16 მარტს მსესხებელმა გამოიყენა ბარათი და მასზე გაიხსნა 600,71 აშშ დოლარის სესხი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.09.2014 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22; 59-64);

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 65);

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 66).

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულებების მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.09.2014 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22; 59-64);

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. შპს ,,მი----------------------------–-----------ს” მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიში”. სადაზღვევო პრემიას იხდის შპს ,,მი----------------------------–-----------”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.09.2014 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22);

- დაზღვევის ხელშეკრულებები (ს.ფ. 23-46).

 

3.1.4. სესხის ხელშეკრულების 6.1. მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ,,გამსესხებელი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,მსესხებელს“ სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახედელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზრვევის პრემიის გადასახდელებთან ერთად დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.09.2014 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22);

 

3.1.5. შპს ,,მი----------------------------–-----------სა” და ნა-----------–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად სუ-----–--–---თან და რუ-------------–---–---–თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 47-50);

 

3.1.6. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 47-50);

 

3.1.7. რუ-------------–---–---–თან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს 2440,24 აშშ დოლარის ფარგლებში, ასევე შესაძლოა ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე, ხოლო სუ-----–--–---ი პასუხს აგებს 5000 ლარის ფარგლებში, ასევე დარიცხულ ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 47-50);

 

3.1.8. მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2015 წლის 04 ნოემბრის შემდგომ. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. განვადების ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალე ვადაგადაცილებაში იმყოფება 2015 წლის 04 ივლისის შემდეგ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები, უკუგზავნილები (ს.ფ. 52-57);

- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 51, 66);

 

3.1.9. 2014 წლის 23 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კრ----------ის“ მიმართ შეადგენს 1189,99 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 932,01 აშშ დოლარი, პროცენტი - 152,66 აშშ დოლარი, დაზღვევა - 40,48 აშშ დოლარი, ჯარიმა - 64,84 აშშ დოლარი.

 

2014 წლის 23 სექტემბრის ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე ნა-----------–---–ის დავალიანება შეადგენს 569,34 აშშ დოლარს, საიდანაც 450,53 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 67,34 აშშ დოლარი - სარგებელი, 11,60 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 39,87 აშშ დოლარი - ჯარიმა.

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 13.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 58).

 

3.1.10. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–-----------მ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მი----------------------------–-----------დ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის სახელწოდებაა სს ,,კრ----------ი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 73-74).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სრულად. ამდენად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 150 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნეს სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 ლარი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნა-----------–---–ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.

 

ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად ნა-----------–---–ს სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა დავალიანების გადახდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, მე-3, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,კრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს ნა-----------–---–ს, სუ-----–--–---სა და რუ-------------–---–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 23 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1189,99 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 932,01 აშშ დოლარი, პროცენტი - 152,66 აშშ დოლარი, დაზღვევა - 40,48 აშშ დოლარი, ჯარიმა - 64,84 აშშ დოლარი; დაკისრებული თანხიდან თავდების სუ-----–--–---ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს არაუმეტეს 5000 ლარისა.

 

3. მოპასუხე ნა-----------–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 23 სექტემბრის ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხით ნივთების შეძენის შესახებ“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 569,34 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 450,53 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 67,34 აშშ დოლარი - სარგებელი, 11,60 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 39,87 აშშ დოლარი - ჯარიმა.

 

4. მოპასუხეებს ნა-----------–---–ს, სუ-----–--–---სა და რუ-------------–---–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დატოვებული იქნეს უცვლელად.

 

6. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2017 წლის 01 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,კრ----------ი”, ბანკის კოდი: JSCRGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2017 წლის 01 დეკემბრის №39369 საგადახდო დავალება).

 

7. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2017 წლის 01 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,კრ----------ი”, ბანკის კოდი: JSCRGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2017 წლის 01 დეკემბრის №39368 საგადახდო დავალება).

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე