განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/177-18 (N041191217003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
23.03.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული ა-–---------- დ---–--ე
მამის სახელი: დ------–----
დაბადების თარიღი: 30.10.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–---------------
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ამბროლაურის რაიონი სოფელი ჭ------–--
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ფ---------------- ქ. მე-4 შეს. N7
ადვოკატი - გ------ ჩ--------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი; 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი (02 ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ა-–---------- დ---–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი პირის მიმართ; რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 19 დეკემბერს, დილის საათებში, ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, ა-–---------- დ---–--ემ იძალადა ყოფილ მეუღლეზე, ს------- დ---–--ეზე. (ორჯერ დაარტყა ხელი ბეჭის არეში). ძალადობის შედეგად ს------- დ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2017 წლის 19 დეკემბერს, საკუთარ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისი, ფ---------------- ქუჩა მე-4 შესახვევი N7-ში ა-–---------- დ---–--ემ არასრულწლოვნი შვილის თანდასწრებით იძალადა ყოფილ მეუღლეზე, ს------- დ---–--ეზე (დაარტყა ხელი ბეჭის არეში). ძალადობის შედეგად ს------- დ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2017 წლის ივლისის თვის დასაწყისში, საკუთარ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისი, ფ---------------- ქუჩა მე-4 შეს. N7-ში ა-–---------- დ---–--ემ იძალადა არასრულწლოვნი შვილზე თ---–- დ---–--ეზე(სახეში ორჯერ გაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად თ---–- დ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2017 წელს, ა-–---------- დ---–--ე არასრულწლოვნი შვილს - თ---–- დ---–--ეს აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით თ---–- დ---–--ემ მამის ქმედებით განიცადა სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 12 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ა-–---------- დ---–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ა-–---------- დ---–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ა-–---------- დ---–--ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ს------- დ---–--ის და თ---–- დ---–--ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეთა: გ------- გ-------ის, ქ--------- ფ------–--ის, ა--------- ფ------–--ის, ი-–-- ს-----ის, ჭ------ კ--–-----–---–ის და მ------ ფ-----ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; ამოღების ოქმებით და მოსამართლის შესაბამისი განჩინებებით; ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ნარკოლოგიური ექსპერტიზის N8------ დასკვნით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნებით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000989218 დასკვნით; შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ა-–---------- დ---–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ 55 წლის ბრალდებული პირველადაა სამართალში, რაც მას კანონმორჩილ პიროვნებად ახასიათებს; მან სრულად აღიარა შერაცხული დანაშაულები, რითაც ითანამშრომლა სასამართლოსთან და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ის მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, ვეტერანთა კავშირი ახასიათებს დადებითად. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მის მიმართ ინკრიმინირებული ბრალდება მოიცავს ოჯახური ძალადობის 4 ეპიზოდს, რაც ქმედებათა სიხშირის გამო მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია.
დანაშაულების ჩადენის გარემოებების, ეპიზოდთა სიმრავლის და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით, ანუ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით და მისი რეალური მოხდით სამართლიანი ზომით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარიდან.
ამასთან, სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომ ბრალდებული პირველადაა სამართალში, ის სრულად აღიარებს შერაცხულ ბრალდებას და სინანულს გამოთქვამს ჩადენილი ქმედებების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–---------- დ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით; 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა; 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------- დ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ა-–---------- დ---–--ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 19 დეკემბრიდან.
ა-–---------- დ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ს------- დ---–--ის მობილური ტელეფონი LENOVO - ს ფირმის, წამლის მუყაოს ყუთი და ინსტრუქცია, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მფლობელს.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე