განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2018
საქმის ნომერი
110100117001830459
დავის ტიპი
117 1
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117001830459

N1/41-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 მარტი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - აკაკი კვინიკაძე, ირინე კვირიკეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ------ ჟ----–--ას ძე ლ--–--ე, დაბადებული 1953 წლის 22 მაისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზ---- ს-------;

 

ადვოკატი - მ-----– ხ--------ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება);

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2016 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------ში, ბ------ ლ--–--ემ, ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, ზ---- ბ------–--ეს მიაყენა გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობა, ჰემოპნევმოთორაქსი, ასევე მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი არაშემავალი ჭრილობა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანება მუცლის წინა კედლის ჭრილობის სახით, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო დაზიანება გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ჭრილობის სახით, იზოლირებულად აღებული მიუკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2016 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, როდესაც ბ------ ლ--–--ემ ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, ზ---- ბ------–--ეს მიაყენა გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობა, ჰემოპნევმოთორაქსი, ასევე მუცლის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი არაშემავალი ჭრილობა იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება:

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ზ---- ბ------–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის ნოემბერში ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------ში, დასთან. 2016 წლის 13 ნოემბერს, დილით იმყოფებოდა მეგობართან. როდესაც სახლში დაბრუნდა, და - მ--- ლ--–--ე ეუბნებოდა შვილს - თ------ი ლ--–--ეს, მიეტანა თოხი, რომელიც ყანის ნაკვეთში დარჩა. მან უთხრა მ---ს, რომ ის მიიტანდა. წავიდა მისი კუთვნილი მანქანით და მიიტანა თოხი. როდესაც სახლში დაბრუნდა, თ------მა უთხრა, ჩქარა რატო დადიხარ გზაზეო და აღნიშნულთან დაკავშირებით შეეკამათა მას (დაზარალებულის განმარტებით, მანქანას ჩქარა ატარებდაო დაურეკა და უთხრა ბ------ ლ--–--ის შვილმა ი-----–ი ლ--–--ემ, გააღიზი--- და ჭკუიდან გადაიყვანა თ------ი). აღნიშნულის შემდეგ, დაჯდა მანქანაზე და დააპირა მეგობართან, მ-–---- თ--------ესთან წასვლა. მანქანა დაახლოებით 20-30 კმ. საათი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც ბ------ ლ--–--ე შეახტა მანქანას და ჩამოკაწრა სახეზე. საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შეეჯახა ჭიშკარს. ასევე, ბ------მა მანქანას დაუშინა ქვები და შეახტა ე.წ. „კაპოტზე“ და დააზი---. ზ.ბ------–--ემ მანქანა ადგილზე მიატოვა, მოერიდა კონფლიქტს და წავიდა მ-–---- თ--------ესთან, სადაც სუფრა იყო გაშლილი. სუფრაზე ყოფნის დროს, სიგარეტი აღარ ჰქონდა, რის გამოც წავიდა მაღაზიაში. გზაში დაურეკა ი-----–ი ლ--–--ემ (ბ------ ლ--–--ის შვილმა) და უთხრა ჩასულიყო უბანში. როდესაც მიუახლოვდა დის - მ--- ლ--–--ის სახლს, გაიგონა ხმაური და დაინახა, რომ მანქანასთან ხალხი იყო შეკრებილი, მოერიდა კვლავ სიტუაციის დაძაბვას და მიბრუნდა უკან, ისე რომ სიგარეტზეც აღარ წასულა. უკან დაბრუნებისას უკვე დაბნელებული იყო, დაახლოებით 20:00 საათი იქნებოდა, შენიშნა ვიღაც, რომელიც ფარნით მოძრაობდა. როდესაც იმ დროისთვის მისთვის უცნობი მიუახლოვდა, იგრძნო დარტყმა და ტკივილი მარცხენა მხარეს, როდესაც გაუსწორდა, დაინახა იური, იგივე ბ------ ლ--–--ე, რომელსაც მიმართა „იურა შე ხარ?“, რა დროსაც, რამდენიმე, დაახლოებით 2-3 წამში იგრძნო მეორე დარტყმა გულმკერდის არეში. აღნიშნულზე დაიძახა, „მგონი დამჭრა“, რაზეც ეზოდან გამოვიდნენ მეზობლები და დაეხმარნენ მას. თავდაპირველად გამვლელი მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოს მიმართულებით, ხოლო შემდეგ სასწრაფოს მანქანაში გადასვეს. დაზარალებულის განმარტებით სრულიად მოულოდნელად დაარტყა დანა ბ------ ლ--–--ემ მას ორჯერ, მაშინ როდესაც უკან ბრუნდებოდა მ-–---- თ--------ესთან, დარტყმების დროს იგრძნო ძლიერი ტკივილი და შეუძლოდ გახდა, კარგავდა გონს.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში, მისი ძმა - ზ---- ბ------–--ე ცხოვრობდა მასთან სახლში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------ში. 2016 წლის 13 ნოემბერს, ზ---- და მისი შვილი თ------ი მუშაობდნენ ყანაში, რა დროსაც ნაკვეთში დარჩათ თოხი. ვინაიდან დასჭირდა თოხი, ზ---- წავიდა მისი კუთვნილი მანქანით თოხის მოსატანად. როდესაც დაბრუნდა სახლში, თ------მა უსაყვედურა ზ----ს, რატო დადიოდა ჩქარა გზაზე (აღნიშნული უთხრა ტელეფონზე ი-----–ი ლ--–--ემ, ბ------ ლ--–--ის შვილმა). როდესაც ზ---- სახლში დაბრუნდა, მას უკან მიყვნენ ბ------, ი-----–ი და ნ---- ლ--–--ეები. მანქანით ჩქარა სიარულზე საუბარს მოყვა დაძაბულობა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ზ---- ბ------–--ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დაუმტვრიეს მანქანა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჯუმბერი ლ--–--ემ ზ---- წაიყვანა მ-–---- თ--------ესთან. ხმაურზე და ჩხუბზე გახდა ცუდად, რის გამოც მეზობლებმა შეიყვანეს სახლში და რა მოხდა აღნიშნულის შემდეგ უცნობი იყო მისთვის, ვიდრე პატრულის თანამშრომელი არ მივიდა მათთან სახლში და არ უთხრა, რომ მის ძმას ჰქონდა ორი ღრმა ჭრილობა და გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. მეორე დღეს მივიდა საავადმყოფოში და ნახა ძმა. როგორც შემდგომ გაიგო, როდესაც ზ---- იმყოფებოდა მ-–---- თ--------ესთან დაურეკა ი-----–ი ლ--–--ემ და თხოვა შეხვედრა. ზ---- წასულა შესახვედრად. როდესაც მიახლოვებია სახლს, ეზოში ხმაური რომ იყო აღარ შესულა, დაბრუნებულა უკან. როდესაც მიდიოდა მ-–----სთან, ბ------ ლ--–--ეს ორჯერ დაურტყამს დანა მისთვის.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–ი ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, შეშის დამზადებაში ეხმარებოდა ნათესავს (მამის ბიძაშვილს), გ----- ლ--–--ეს. საღამოს კი უნდა დამსხდარიყვნენ ვახშმად. როდესაც სახლში გადავიდა მოსაწესრიგებლად, გაიგო ორჯერ მანქანის გავლის ხმა, რა დროსაც დაურეკა თ------ ლ--–--ეს და უთხრა, ბიძამისისთვის გამოერთმია მანქანის გასაღები. საღამოს, როდესაც გადავიდა გ----- ლ--–--ესთან (გ----- და თ------ ლ--–--ეები ცხოვრობენ ერთ ეზოში), გაიგონა თ------ ლ--–--ის და ზ---- ბ------–--ის კამათის ხმა, რომლებიც მანქანით ჩქარა სიარულის გამო ჩხუბობდნენ, ზ---- იგინებოდა ლ--–--ეების გვარის მისამართით. მივიდნენ თ------თან დასაწყნარებლად. ასევე, ადგილზე შეიკრიბნენ მეზობლებიც, რომლებიც ცდილობდნენ თ------ის დამშვიდებას. ზ---- დაჯდა საჭესთან და მანქანით დაეჯახა სახლის ჭიშკარს. მოწმის განმარტებით, როდესაც მამამისი - ბ------ ლ--–--ე წავიდა სახლში, დაახლოებით 2-3 წუთში გაიგონეს მისი ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. გაიქცნენ ქუჩაში, რა დროსაც დაინახეს, რომ ზ---- ბ------–--ე ურტყამდა ბ------ ლ--–--ეს. ბ------ ლ--–--ე იყო გულაღმა წაქცეული ძირს, ხოლო ზ---- ზემოდან იყო გადამჯდარი მასზე და ურტყამდა. როდესაც მივიდნენ, გ--- ლ--–--ემ ზ---- მოაცილა ბ------ს. ზ----ს ხელში ეჭირა ქვა და იძახდა „არ მომეკაროთ, თორემ გესვრითო“. მოწმის განმარტებით, როდესაც მამამისი - ბ------ ლ--–--ე წამოაყენა, ზ---- კი მისგან დაახლოებით 20 მეტრით იყო დაშორებული, 2-3 წუთში თქვა ზ----მ, „მგონი დამჭრაო“. როგორც მეორე დღეს მამამისისგან შეიტყო, როდესაც წავიდა ბ------ი სახლისკენ, გზაში დახვდა ზ---- ბ------–--ე, რომელმაც შეაგინა და დაუწყო ცემა. ბ------ი ვეღარ იგერიებდა ზ----ს, რის გამოც ორჯერ დაარტყა დანა.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში. საღამო ხანს შემოესმა ხმაური, როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა, რომ ზ---- ბ------–--ის მანქანა იყო დაჯახებული ჭიშკარს. შევიდა მათთან ოჯახში და იკითხა ამბავი. იქ, ადგილზე შეკრებილი იყო მეზობლები და ცდილობდნენ თ------ის დაწყნარებას. როდესაც სიტუაცია დამშვიდდა, გაიგეს ხმა, რომ ვიღაც დახმარებას და შველას ითხოვდა. როდესაც მივიდნენ ადგილზე, დაინახეს, რომ ბ------ ლ--–--ე იყო წაქცეული მიწაზე, ზ---- ბ------–--ე ედგა თავზე და ჩხუბობდნენ, ზ---- ურტყამდა ბ------ს. მოწმის განმარტებით, ლ--–--ეების ოჯახიდან ჯერ ზ---- გავიდა, ხოლო შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში წავიდა ბ------ი. ბ------ის წასვლიდან კი რამდენიმე წუთში გაიგონეს ადამიანის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. როდესაც ადგილზე მივიდნენ, ზ----მ უთხრა „მგონი დამჭრესო“. ბ------მა უთხრა, რომ ვეღარ უმკლავდებოდა ზ----ს, რის გამოც ამოიღო დანა და დაარტყა.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----- ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმაური, გარეთ რომ გაიხედა (ცხოვრობენ ერთ ეზოში), დაინახა თ------ ლ--–--ე და ზ---- ბ------–--ე, რომლებიც ჩხუბობდნენ მანქანით სწრაფად სიარულის გამო, რა დროსაც ზ---- ბ------–--ე იგინებოდა ლ--–--ეების გვარის მისამართით. აღნიშნულზე, მათ ეზოში შეიკრიბნენ მეზობლები, რომლებიც ცდილობდნენ თ------ის დაწყნარებას. რამდენიმე ხანში, როდესაც თვითონაც გავიდა გარეთ, გაიგო, რომ ისმოდა ბ------ის ყვირილი, რომელიც შველას ითხოვდა. როდესაც ადგილზე მივიდა დაინახა, რომ ბ------ ლ--–--ე იყო წაქცეული ძირს ღობესთან, ზ---- ბ------–--ე აჯდა ზემოდან და ურტყამდა ბ------ს. ზ------- მ------–-–---–ი და გ--- ლ--–--ე მივიდნენ პირველად მათთან და გააშველეს ისინი, წამოაყენეს ზ----, რომელსაც ქვა ეჭირა ხელში და იგინებოდა. როდესაც გაიყვანეს გვერდზე, ამბობდა, რომ დაჭრილი იყო.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------- მ------–-–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა გ----- ლ--–--ის ოჯახში და სვამდნენ. გაიგეს ხმაური, ჩხუბობდნენ თ------ ლ--–--ე და ზ---- ბ------–--ე. თ------ი საყვედურობდა ზ----ს, ნასვამი რატომ ჯდებოდა საჭესთან. კონფლიქტის დროს, ზ---- დაჯდა მანქანაზე და დაეჯახა ჭიშკარს. როდესაც ზ---- გადავიდა მანქანიდან, დატოვა უბანი. კონფლიქტის გამო, თ------ის ეზოში შეკრებილი იყვნენ მეზობლები და საუბრობდნენ. რამდენიმე ხანში ბ------ ლ--–--ე მათ დაემშვიდობა და წავიდა სახლში. ბ------ის წასვლიდან, რამდენიმე წუთში შემოესმათ ხმაური, ბ------ის ხმა, რომელიც დახმარებას და შველას ითხოვდა. როდესაც გაიქცნენ და მივიდნენ ადგილზე, დაინახა, რომ ბ------ი წაქცეული იყო ძირს, ზემოდან აჯდა ზ---- ბ------–--ე, რომელსაც ხელში ქვა ეჭირა და ურტყამდა ბ------ს. მისვლისას, ზ---- წამოდგა ფეხზე, დადგა დაახლოებით 10-15 მეტრში და იძახდა „არ მომეკაროთ, თორემ ქვას გესვრითო, დაჭრილი ვარ მგონიო“. მოწმის განმარტებით, როდესაც ხმაური გაიგეს, ისმოდა ზ----ს გინების ხმა, რომელიც აგინებდა ბ------ს დედის მისამართით, ხოლო ბ------ი ითხოვდა შველას.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ--------ზ ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში, მათთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------ში ცხოვრობდა მისი ბიძა - ზ---- ბ------–--ე. 2016 წლის 13 ნოემბერს, ზ---- ბ------–--ესთან მოუვიდა შეკამათება, ვინაიდან ეს უკანასკნელი საჭესთან იჯდა ნასვამი და მოძრაობდა სწრაფად. მათ შორის ხმამაღალი საუბარი მიმდინარეობდა, რის გამოც ეზოში შეიკრიბა მეზობლები, დაახლოებით 15 კაცამდე. საუბრისას გაბრაზებული ზ---- ბ------–--ე, დაჯდა მანქანაზე და შეეჯახა ჭიშკარს. მანქანიდან გადმოსული ზ.ბ------–--ე, მეზობლის ბიჭებმა გაარიდეს სიტუაციას. კონფლიქტის გამო, დედამისი მ--- ლ--–--ე გახდა ცუდად და შეიყვანეს სახლში, ხოლო ბიძამისი და რამდენიმი ბიჭი გარეთ საუბრობნენ. რამდენიმე ხანში, გარეთ რომ გამოიხედა, ეზოში არავინ იდგა. როგორც შემდგომ ზ------- მ------–-–---–ისგან გაიგო, ზ---- ბ------–--ე დახვდა ბ------ ლ--–--ეს და ცემა. ბ------მა, ვინაიდან ვერ იგერიებდა ზ----ს, დანა დაარტყა ამ უკანასკნელს. მოწმის განმარტებით, ზ---- ბ------–--ე არის მაღალი, სპორტული აღნაგობის და ძლიერი პიროვნება. იგი თითქმის ყოველდღე არის ნასვამი და აგრესიული, მომართული ჩხუბისთვის.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- ხ-------–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, საღამო ხანი იყო, ზ---- ბ------–--ე სახლში მივიდა ნასვამი, მანქანა მიიყვანა ჩქარა. სახლში რომ შემოვიდა, მისმა მეუღლემ - თ--------ზ ლ--–--ემ უსაყვედურა, ნუ დადიოდა სწრაფად. ეს არ მოეწონა ზ---- ბ------–--ეს და წავიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა, მოხდა ჩხუბი, შეკამათება, ჩოჩქოლი. აღნიშნულზე, გაბრაზდა ზ---- და გავიდა გარეთ. მანქანა უკან დაწია და დააჯახა ჭიშკარს. აღნიშნულის შემდეგ ზ---- წავიდა სახლიდან და აღარ უნახავს. როგორც შემდგომ გაიგო, ზ.ბ------–--ე დაჭრილი იყო.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–ა ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმაური. როდესაც გარეთ გაიხედა, დაინახა, რომ თ------ ლ--–--ე და ზ---- ბ------–--ე კამათობდნენ. ვინაიდან 2 თვით ადრე ზ----სა და მის მეუღლეს - გ----- ლ--–--ეს შორის მომხდარი იყო უთანხმოება და არ ელაპარაკებოდნენ ზ----ს, არც თვითონ გასულა გარეთ და არც მეუღლე გაუშვა. როდესაც სიტუაცია მიწყნარდა, გავიდა გარეთ გ.ლ--–--ე. როდესაც დაბრუნდა სახლში, უთხრა, რომ ბ------ ლ--–--ემ დაჭრა ზ---- ბ------–--ე. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია თუ რატომ მოხდა დაპირისპირება ბ------სა და ზ----ს შორის და რატომ დაჭრა ბ------მა ზ----.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც თ------ ლ--–--ის სახლიდან მოესმა ყვირილის ხმა. როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა მეზობლები, თუმცა სიბნელის გამო ვერ გაარჩია ისინი. გაიგო ქალის ყვირილის ხმა, რომელიც სასწრაფოში დარეკვას ითხოვდა. აღნიშნულის გამო დარეკა 112-ში და ითხოვა სასწრაფოს დახმარება. მოწმის განმარტებით, როგორც შემთხვევიდან მესამე დღეს გაიგო, ბ------ ლ--–--ემ დაჭრა ზ---- ბ------–--ე. ვინაიდან იყო ქაოსი და ვერ გაერკვა სიტუაციაში, 112-ში დარეკვის დროს კი უთხრეს, რომ გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, დაუდევრობის გამო 112-ის ოპერატორს უთხრა, რომ დაზარალებული დაეცა რკინაზე და იყო დაჭრილი.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ-------ე ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, საღამოს საათებში, როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდა სახლში, სახლამდე არმისულს, გზაში შეხვდნენ ზ---- ბ------–--ე, ზ------- მ------–-–---–ი და გ--- ლ--–--ე. უთხრეს, რომ ზ---- იყო დაჭრილი და უნდა წაეყვანათ საავადმყოფოში. ჩაისვა მანქანაში და გაემართა საავადმყოფოსკენ. თუმცა გზაში შეხვდა სასწრაფო და გადაიყვანეს ზ---- ბ------–--ე. მოწმის განმარტებით, ზ---- გზაში ანერვიულებული იყო, ილანძღებოდა ბ------ ლ--–--ის მისამართით. როგორც შემდგომ გაიგო, ბ------მა მას დანა დაარტყა.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----– თ--------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, ზ---- ბ------–--ე დილით იყო მასთან მისული და დალიეს ლუდი. აღნიშნულის შემდეგ კი ზ---- მასთან არ მისულა. ზ---- მანქანით შენიშნა დაახლოებით 15:00 საათზე, რომელმაც მანქანით აიარა და ჩაიარა მისი სახლის წინ. მეორე დღეს, თ------ ლ--–--ისგან გაიგო, რომ ზ---- ბ------–--ე დახვდა ბ------ ლ--–--ეს, დაუწყო ჩხუბი და ცემა, რა დროსაც ბ------ ლ--–--ემ მოგერიების მიზნით დაარტყა მას დანა.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- კ----–-ა განაცხადა, რომ მუშაობს შპს „-----------–-“ ქირურგის თანამდებობაზე. 2016 წლის 13 ნოემბერს, საავადმყოფოში მიყვანილი იქნა პაციენტი ზ---- ბ------–--ე, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა ჭრილობები გულმკერდის არეში, ძუძუს დრდვილთან და მუცლის არეში, ჭიპის ქ----- მხარეს. პაციენტს ჩაუტარა ოპერაცია, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე გადიოდა მკურნალობას სტაციონარში.

 

16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- ს--------–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 14 ნოემბერს, მან აუღო სისხლის ნიმუში ზ---- ბ------–--ეს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა სათანადო ოქმი რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე აღებული ნიმუში ადგილზევე იქნა დალუქული გამომძიებლის მიერ.

 

17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა ბ------ ლ--–--ე, დანიშნა ბ.ლ--–--ის მიმართ სამედიცინო და ალკოჰოლური ექსპერტიზები, ბ.ლ--–--ისგან ამოიღო დანა და ტანსაცმელი, ასევე ექსპერტ ზ.გ--–-–---–ის მონაწილეობით აუღო ნერწყვის, ფრჩხილის და ანაწმენდის ნიმუშები.

 

18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ც------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების სახით დაკითხა ექსპერტები - ლ---- მ-----–---–ი, ნ---- ო---ე, გ----- მ-------–ვილი და ი--- მ--–------ვა.

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, მოახდინა ფოტოგადაღება. ასევე, ავტომანქანა „----------“ დათვალიერებაში, რა დროსაც ამოიღო წინა სავარძლიდან მიკრონაწილაკები, საჭიდან - ჩიხოლი, სიჩქარის გადაცემის კოლოფის სახელურიდან ანაწმენდი. ასევე, ბ------ ლ--–--ეს აუღო ნერწყვის და ფჩხილის ნიმუშები, და მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები.

 

20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: საავადმყოფოში დაკითხა ზ---- ბ------–--ე და ექთნის მონაწილეობით აიღო სისხლის ნიმუში, ამოღებული და დათვალიერებული იქნა ზ.ბ------–--ის ტანსაცმელი. დაათვალიერა და ამოიღო საავადმყოფოში ზ.ბ------–--ის მოთავსების ამსახველი დოკუმენტაცია - სამედიცინო ჟურნალი, დაკითხა მოწმეები.

 

21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– ა---–------მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო ბ------ ლ--–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო მიკრონაწილაკები და ავტომანქანა. დანიშნა ექსპერტიზები, გამოითხოვა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, როგორც ბ------ ლ--–--ის, ასევე, ზ---- ბ------–--ის მიმართ.

 

22. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ბ------ ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, ეზოში, რა დროსაც თ------ ლ--–--ის ეზოდან შემოესმა ყვირილის ხმა. წავიდა თ.ლ--–--ის სახლისკენ და როდესაც მიუახლოვდა, დაახლოებით 15-20 მეტრიდან დაინახა, რომ თ------ი ეკამათებოდა ბიძას, ზ---- ბ------–--ეს და ეუბნებოდა წასულიყო იქედან, ნუ არცხვენდა. დაინახა, რომ ზ.ბ------–--ე ჩაჯდა მანქანაში, დახია მანქანა ოთხი მეტრით უკან და შეეჯახა ჭიშკარს. მანქანიდან გადმოსული ზ---- კი მეზობლის ბიჭებმა წაიყვანეს. როდესაც ადგილზე მივიდა, აწყნარებდა განერვიულებულ თ.ლ--–--ეს. რამდენიმე ხანში დაბრუნდნენ ბიჭები, რომლებმაც ზ---- წაიყვანეს და მის კითხვაზე თუ სად წავიდა ზ----, უპასუხეს, რომ ზ---- ზესტაფონის მარშუტკას გააყოლეს და იქ აღარ მივიდოდა. როდესაც დაღამდა, შვილს ი-----–ის უთხრა რომ სახლში მიდიოდა და გაემართა. გზაში, სანამ სახლამდე მივიდოდა, დაინახა ზ---- ბ------–--ე, რომელმაც მის დანახვაზე, დაიღრიალა, მივარდა, ეძგერა, ორივე ხელი მოხვია, აწია და მუხლებით დაანარცხა ძირს, დაუწყო ცემა. ცემის დროს, თავის არეში რაღაც მძიმე ხვდებოდა, შემდეგ შეხედა, რომ ზ----ს ხელში ქვა ეჭირა. ვინაიდან ვერ შეძლო ზ---- ბ------–--ისგან თავის დაღწევა, ვეღარც ფიზიკურად უძალიანდებოდა, ამოიღო შარვლის მარჯვენა ჯიბეში შენახული დანა და მოგერიების მიზნით დაიწყო ზ---- ბ------–--ის მიმართულებით ქნევა, ამავდროულად ითხოვდა დახმარებასა და შველას. ბ.ლ--–--ის განმარტებით მოგეროების დროს, როდესაც ზ.ბ------–--ის მიმართულებით იქნევდა დანას, არ იცის ამ უკანასკნელს მოხვდა თუ არა დანა. როდესაც ძირს დაანარცხა ზ.ბ------–--ემ, გულაღმა ამოტრიალდა და შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა ფიზიკურად მასზე მაღალ და ძლიერ ზ.ბ------–--ის დარტყმებს ვეღარ იგერიებდა და იძულებული გახდა დანა ეხმარა. როდესაც ადგილზე მივიდნენ მეზობლები დასახმარებლად, ძლივს გააზავეს ისინი, ზ---- ურტყამდა მას. მხოლოდ მას შემდეგ თქვა დაჭრილი ვარო, რაც მოაშორეს და ქვა გააგდებინეს ხელიდან გამშველებლებმა.

 

23. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, 1---------–- 04:48-05:04 სთ-ზე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ბ------ ლ--–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და ნაჭდევების სახით (მარჯვენა მტევნის მეორე თითის ძირითადი ფალანგის გარეთა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ნაპრალისებური ფორმის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზომით: 0,8X0,2სმ. კიდეებში და კედლებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,5X1,2სმ. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,5X0,3სმ. მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, აღენიშნება უსწორო ფორმის მოწითალო ფერის მშრალი მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 2,5X2,2სმ. მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება ორი ერთმანეთთან ახლოს მდებარე ასეთვე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი თითოეული ზომით: 0,4X0,2სმ და 0,3X0,1სმ.) - განვითარებულნი არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------მ.

 

24. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 იანვრის სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ბ------ ლ--–--ე დაავადებულია არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით - ორგანული პიროვნული აშლილობით (კოდი - F----- დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ბ------ ლ--–--ეს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ------ ლ--–--ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ------ ლ--–--ეს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ბ------ ლ--–--ეს შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. ბ------ ლ--–--ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ბ------ ლ--–--ე იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

25. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 23 თებერვლის ტრასოლოგიური და ცივი იარაღის შესახებ ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად, ზ---- ბ------–--ის წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (მაისური, პულოვერი, შარვალი, ქამარი) მაისურს და პულოვერს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღენიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანებები, რომელთა განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანითაც და ლოკალიზაციის არეებით შეესაბამება სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნაში მითითებულ ზ---- ბ------–--ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა განლაგების ლოკალიზაციის მონაცემებს. შარვალზე, ქამარზე დაზიანება არ აღინიშნება.

 

,,ბ------ ლ--–--ის მიერ წარმოდგენილ” სპორტულ მოსაცმელს და შარვალს ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნების გარდა, სხვა რაიმე განსხვავებული მორფოლოგიური მქონე დაზიანება არ აღენიშნება.

 

2. გამოსაკვლევად წარმოდგენილი დასაკეცი კონსტრუქციის დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

26. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „ზ---- ბ------–--ის სისხლის ნიმუშში“ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

 

„ზ---- ბ------–--ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 1,2% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.

 

27. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეები - ზ---- არსენაძე, თ----- ბ--------–---–ი, გ------- გ-------–-–---–-, თ------ ჭ-----, ჟ------ ფ------, ნ-----–---- ს---------, ვ------- ჟ----–---–----, ა---- ტ-----–---, დ----- მ--------, გ----- მ-------–ვილი, ც----- გ---------, ნ---- მ----, ლ---- მ-----–---–ი, ნ---- ო---ე, ი--- მ--–------ვა; ზ---- ბ------–--ის ტანისამოსის დათვალიერების ოქმი; პაციენტთა რეგისტრაციის ჟურნალის დათვალიერების ოქმი და ჟურნალის 68-ე გვერდის ქსეროასლი; ბ------ ლ--–--ის მიერ წარმოდგენილი დასაკეცი დანის დათვალიერების ოქმი; ბ------ ლ--–--ის მიერ წარმოდგენილი ტანისამოსის დათვალიერების ოქმი; სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დაკსვნა ზ---- ბ------–--ის მიმართ; ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დაკსვნა; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N---/ტრ დასკვნა; სასაქონლო ექსპერტიზის N--/ს დასკვნა; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნა.

 

28. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთანავე, დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია. ამდენად, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის დადგომა. აქედან გამომდინარე, ობიექტური მხარე გამოიხატება: 1) ქმედებაში; 2) მძიმე შედეგში; 3) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა პირის ქმედება წარმოადგენდა 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის (დაზიანება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის) აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ჩაითვლება მძიმედ, როცა სახეზეა სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამდენად, მაშინვე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. მართალია, ზოგჯერ ხდება ისე, რომ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად პირი გადაურჩება სიკვდილს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იგი მაინც ჩაითვლება სიცოცხლისათვის საშიშად, თუკი დაზიანებულია სხეულის ის ორგანო, რომლის დაზიანებაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესების შესაბამისად მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშს. „წესები სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის“ გვაძლევს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების ჩამონათვალს. ასეთი დაზიანებაა მაგალითად შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მნიშვნელობა არ აქვს ქმედების კვალიფიკაციისათვის. საბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს ასევე არ აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისათვის. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული მხოლოდ განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

 

29. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ------ ლ--–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ბ------ ლ--–--ის ბრალეულობა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბ.ლ--–--ის უდანაშაულობის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ბ------ ლ--–--ის მხრიდან დაზარალებულ ზ---- ბ------–--ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს, ზ---- ბ------–--ესთან ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბ------ ლ--–--ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

30. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

31. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, § 40).

 

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

33. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

34. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

35. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

36. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

 

37. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად ბრალდებულის ქმედებაში სსკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების ფორმალურად არსებობისა, იგი მოქმედებდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.

 

38. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც განახორციელა მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა სამართლებრივი სიკეთის დასაზიანებლად. თავდაცვის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. მომგერიებელს, უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანს მართლწინააღმდეგობის გამორიცხველი აუცილებელი მოგერიების უფლება აქვს და არა ბრალის გამომრიცხველის, რადგან სახელმწიფო მას მხოლოდ მართლზომიერი ქმედების უფლებას აძლევს. უცილებელ მოგერიებას ახასიათებს სამი ნიშანი: უკიდურესი მდგომრეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. უკიდურეს მდგომარეიბაში იგულისხმება ის, რომ პირს სხვა გზა აღარ უნდა ჰქონდეს, გარდა ხელმყოფის მოგერიებისა, თავისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება გულისხმობს იმას, რომ მომგერიებლის ქმედება გამოწვეული უნდა იყოს ხელმყოფის მოქმედებით (სამართლებრივი სიკეთის ხელყოფით). თავდაცვის სურვილში მოიაზრება ის, რომ მომგერიებელს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისაგან დაცვის სურვილი. იმისათვის, რომ აუცილებელი მოგერიება ჩაითვალოს მართლზომიერად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რეალური, რელევანტური (სოციალურად მნიშვნელოვანი).

 

სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით აუცილებელი მოგერიების უფლებას სამართლით დაცული ობიექტის ყოველგვარი ხელყოფა როდი წარმოშობს. ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როდესაც ხელყოფას მართლსაწინააღმდეგო ხასიათი აქვს. შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების უფლებას ქმნის არა ყოველგვარი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელსაც მომეტებული მართლწინააღმდეგობა ახასიათებს. აუცილებელი მოგერიება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ვითარებაში ჩადენილი ქმედების მიმართ დაუშვებელია, მაგრამ თუ იმან, ვინც ამგვარ ვითარებაში მოქმედებს, დაარღვია ქმედების მართლზომიერების პირობები, მაშინ ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო გახდება და შეიძლება აუცილებელი მოგერიების ვითარებაც წარმოშვას. კანონმდებელს მიაჩნია, რომ აუცილებელი მოგერიების ვითარების წარმოქმნისთვის საკმარისია ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო იყოს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ აუცილებელი მოგერიების ვითარება შეიძლება არაბრალეულმა, მაგრამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებამაც გამოიწვიოს.

 

რაც შეეხება ხელყოფის იმწუთიერებას, აუცილებელი მოგერიების ვითარების წარმოქმნის ერთერთი აუცილებელ პირობას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის იმწუთიერება წარმოადგენს. კანონში პირდაპირი მითითება არ არის, მაგრამ იგი თვით აუცილებელი მოგერიების ცნების ბუნებიდან გამომდინარეობს, რადგან ზიანის მიყენება ხელმყოფისათვის მართლწესრიგის ინტერესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეესაბამება, თუ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა იმ წუთას ხდება. შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების ვითარების არსებობა მთლიანად დამოკიდებულია მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის იმწუთიერებაზე, ხოლო თვითონ ეს იმწუთიერება თვით მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის დაწყებისა და დამთავრების მომენტით განისაზღვრება.

 

აუცილებელი მოგერიების ვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ხელყოფის ნამდვილობაა და შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების ვითარება წარმოიშობა ნამდვილად არსებული მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის გამო.

 

ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა უნდა იყოს სოციალურად მნიშვნელოვანი. ამ პირობაში იგულისხმება ის, რომ როდესაც პირი იყენებს აუცილებელი მოგერიების უფლებას, ამ უფლების გამოყენება უნდა იყოს ნაკარნახევი მისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფით. სამართლებრივი სიკეთე კი უნდა წარმოადგენდეს იმდენად ღირებულს, რომ მიზანშეწონილი იყოს აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენება და არ არღვევდეს მოგერიების მართლზომიერების პირობებს.

 

შესაბამისად, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ოთხივე პირობის (მართლწინააღმდეგობა, იმწუთიერება, რეალურობა, რელევანტურობა) არსებობაა საჭირო იმისათვის, რომ პირი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან აუცილებელი მოგერიების საფუძველზე. ამ პირობათაგან ერთ-ერთი ნებისმიერი პირობის არ არსებობის შემთხვევაში ავტომატურად და პირდაპირ გამოირიცხება აუცილებელი მოგერიება.

 

39. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ როდესაც ბ------ ლ--–--ე თ------ ლ--–--ის სახლიდან წავიდა, გზაში, სანამ სახლამდე მივიდოდა, შეხვდა ზ---- ბ------–--ე, რომელმაც მის დანახვაზე, დაიღრიალა, მივარდა, ეძგერა, ორივე ხელი მოხვია, აწია და მუხლებით დაანარცხა ძირს, დაუწყო ცემა. ცემის დროს, თავის არეში რაღაც მძიმე ხვდებოდა, როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ ზ----ს ხელში ქვა ეჭირა. ვინაიდან ვერ შეძლო ზ---- ბ------–--ისგან თავის დაღწევა, ვეღარც ფიზიკურად უძალიანდებოდა, ამოიღო შარვლის მარჯვენა ჯიბეში შენახული დანა და მოგერიების მიზნით დაიწყო ზ---- ბ------–--ის მიმართულებით ქნევა, ამავდროულად ითხოვდა დახმარებასა და შველას (ბ------ ლ--–--ის ჩვენება). ჩატარებული პირადი შემოწმებისას ბ------ ლ--–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და ნაჭდევების სახით (მარჯვენა მტევნის მეორე თითის ძირითადი ფალანგის გარეთა ზ----პირზე აღენიშნება უსწორო ნაპრალისებური ფორმის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, კიდეებში და კედლებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მარჯვენა მხრის წინა ზ----პირზე, ზ---- მესამედში აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა მხრის წინა ზ----პირზე, შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი. მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზ----პირზე, აღენიშნება უსწორო ფორმის მოწითალო ფერის მშრალი მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზ----პირით ნაჭდევი. მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება ორი ერთმანეთთან ახლოს მდებარე ასეთვე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი) - განვითარებულნი არიან მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა). როდესაც ბ------ი წავიდა თ------ ლ--–--ის სახლიდან, რამდენიმე ხანში, თ------ ლ--–--ის ეზოში შეკრებილმა მეზობლებმა გაიგეს ხმაური, ბ------ ლ--–--ის ხმა, რომელიც შველას და დახმარებას ითხოვდა. ადგილზე მისულებმა ნახეს, რომ ბ------ ლ--–--ე წაქცეული იყო მიწაზე, ღობესთან, მას კი თავზე აჯდა ზ---- ბ------–--ე, რომელიც ცემდა და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. როდესაც ზ---- მოშორდა ბ------ს, მას ხელში ეჭირა ქვა და იქ მისულებს უთხრა „არ მომეკაროთ, თორემ გესვრით ქვას, მგონი დამჭრა ამან“. ადგილზე მისულმა პირებმა, გარვეული ძალისხმევის შემდეგ შეძლეს და ზ.ბ------–--ეს გააგდებინეს ქვა ხელიდან (მოწმეების გ--- ლ--–--ის, გ----- ლ--–--ის, ზ------- მ------–-–---–ის, ი-----–ი ლ--–--ის ჩვენებები). ასევე, დადგენილია, რომ ბ------ ლ--–--ე არის 65 წლის, საშუალოზე ოდნავ დაბალი, გამხდარი, სუსტი აღნაგობის პიროვნება, ხოლო ზ---- ბ------–--ე არის 46 წლის, მაღალი, ათლეტური, სპორტული აღნაგობის, ფიზიკურად ბ------ ლ--–--ეზე ძლიერი პიროვნება. ის გარემოება, რომ ზ---- ბ------–--ე ბ------ ლ--–--ეზე მეტი ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პირია, დასტურდება იმ გარემოებით, რომ მიუხედავად სხეულის დაზიანებისა, ზ.ბ------–--ე აგრძელებდა ბ------ ლ--–--ის მიმართ ცემას და მხოლოდ მას შემდეგ მოშორდა მას, რაც ადგილზე მივიდნენ გ.ლ--–--ე, გ.ლ--–--ე, ზ.მ------–-–---–ი, ი.ლ--–--ე. ხოლო დაჭრის ფაქტი თქვა მას შემდეგ, რაც ფეხზე ადგა და მოშორდა ბ------ს დაახლოებით 10-15 მეტრით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა აუცილებელი მოგერიების ოთხივე პირობა - მართლწინააღმდეგობა, იმწუთიერება, რეალურობა, რელევანტურობა. ბ------ ლ--–--ე იმყოფებოდა უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედაბაში, თავდაცვის სურვილით. ამდენად, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბ------ ლ--–--ე მოქმედებდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოების - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რისი გათვალისწინებითაც იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

40. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ------ ლ--–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ბ------ ლ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის N12/5-2017 განჩინებით, ბ------ ლ--–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქ----- ს-------, საკადასტრო კოდით №------------), დადებული ყადაღა;

 

გამართლებულ ბ------ ლ--–--ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ერთი ცალი კომპაქტ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ზ---- ბ------–--ის სისხლის ნიმუში, ბ------ ლ--–--ის ფრჩხილის ნიმუში, ბ------ ლ--–--ის ორივე ხელის ანაწმენდის ნიმუში, ზ---- ბ------–--ის „------“-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან აღებული მიკრონაწილაკები, ზ---- ბ------–--ის „------“-ს მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის საჯდომიდან აღებული მიკრონაწილაკები, ზ---- ბ------–--ის „------“-ს მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის საზურგიდან აღებული მიკრონაწილაკები, ზ---- ბ------–--ის „------“-ს მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის საჯდომიდან აღებული მიკრონაწილაკები, ზ---- ბ------–--ის „------“-ს მარკის ავტომანქანის გადაცემათა კოლოფიდან აღებული ანაწმენდი, ბ------ ლ--–--ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ზ---- ბ------–--ის და ბ------ ლ--–--ის ტანისამოსი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზ---- ბ------–--ეს და ბ------ ლ--–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ბ------ ლ--–--ის დასაკეცი დანა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბ------ ლ--–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ზ---- ბ------–--ის „------“-ს მარკის ავტომანქანის საჭის ჩიხოლი, დაუბრუნდეს ზ---- ბ------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ზ---- ბ------–--ის „------“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით N------- რომელიც განთავსებულია ქ.ზესტაფონში, ს----------–--- ქუჩა N---–-------არე სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს ზ---- ბ------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე