გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2018
საქმის ნომერი
100210117002197472
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210117002197472

#2/313 -2017 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

19. 03. 2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს.,, თ-----------“

წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტ-----“, ნ---- ს-------ა

 

მოპასუხეები: მ-----–- ტ------ე

წარმომადგენელი: თ----- ტ------ე

 

დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბერს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „თ-----------“-ს წარმომადგენელმა, მოპასუხე - მ-----–- ტ------ის (პ.№3----------) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

მოსარჩლე განმარტავს, რომ სს „ თიბისი ბანკსა“ და მ-----–- ტ------ეს შორის 2016 წლის 29 დეკემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი-2457 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა -716 დღე( 24 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, 103.88 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადა გადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული-0.5% და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელის განმარტებით საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 16 მარტის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ მომხდარა თანხის გადახდა, რის გამოც კრედიტორმა მომართა სასამართლოს.

 

2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 2437,52 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -2144 ლარი და ჯარიმა-286.02 ლარი.

აქედან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე-მ-----–- ტ------ეს დაეკისროს გადასახდელად მოსარჩელის სასარგებლოდ 2437,52 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -2144 ლარი და ჯარიმა-286.02 ლარი.

მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. 2017 წლის 29 აგვისტოდან ( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ გაცემიდან) 2016 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1745 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8. 72 ლარს. მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ მ-----–- ტ------ის მიერ მას შემდეგ რაც სასამართლოში შემოტანილი იქნა სარჩელი დაფარული იქნა სესხის გარკვეული თანხა , რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე მ-----–- ტ------ეს სს „ თ-----------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს:

 

2016 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- 2040.02 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-1745 ლარი და ჯარიმა-286.02 ლარი.

 

2017 წლის 29 აგვისტოდან ( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ გაცემიდან) 2016 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1745 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8. 72 ლარს. მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

მოსარჩელე ითხოვს ასევე მოპასუხე მ-----–- ტ------ეს დაეკისროს სს „ თ-----------“-ს მიერ სახ. ბაჟის 91.20 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის საფასური 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის- სასამართლო გარეშე ხარჯის სახით. დავის საგნის ღირებულების 4% კერძოდ 121.60 ლარის გადახდა.

 

მოთხოვნის შემცირების შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-11.7 ლარის უკან დაბრუნებას.

 

მოსარჩელის განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან დღემდე არ მომხდარა ვალდებულების შესრულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, შესაბამისად ის დღემდე სარგებლობს გაცემული კრედიტით. შპს „ ტ-----ს“ მხრიდან არაერთხელ მოხდა მოპასუხესთან დაკავშირება და მორიგების პირობების შეთავაზება, თუმცა მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას. სარჩელის აღძვრა თავისთავად არ გულისხმობს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ზოგადად საეჭვოა თუ როდის მოხდება კრედიტის სრულად შესრულება. მოსარჩელის განმარტებით, სს „ თ-----------ს“ მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯები შედგება სახელმწიფო ბაჟისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისაგან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების განაწილების წესს. აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელეს უფლება აქვს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვოს მოპასუხეზე მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრება.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე მხარეს წერილობითი პასუხი არ შემოუტანია. თუმცა მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ ის სარჩელს ცნობს, მხოლოდ ძირი თანხის და ჯარიმის ფარგლებში, კერძოდ 2040.02 ლარის ფარგლებში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია რომ სს „ თიბისი ბანკსა“ და მ-----–- ტ------ეს შორის 2016 წლის 29 დეკემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი-2457 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა -716 დღე( 24 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, 103.88 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასმტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული-0.5% და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 16 მარტის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ მომხდარა თანხის გადახდა, რის გამოც კრედიტორმა მომართა სასამართლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.17-25)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. 2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 2437,52 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -2144 ლარი და ჯარიმა-286.02 ლარი. მას შემდეგ, რაც მოპასუხის მიერ დაფარული იქნა კრედიტის გარკვეული თანხა, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოპასუხეს გააჩნია დავალიანება 2040.02 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-1745 ლარი და ჯარიმა-286.02 ლარი. მოცემული დავალიანების გადახდის ვალდებულებას მოპასუხე აღიარებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.26)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მ-----–- ტ------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ს/კ 35.09.44.064 გასხვისება. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია მოცემული განჩინების შესაბამისად ქონების გასხვისების აკრძალვის რეგისტრაციის საფასური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინება(ს.ფ.49-52)

- ქვითარი (ს.ფ.63)

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,თ-----------“-ს სარჩელი მ-----–- ტ------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მ-----–- ტ------ეს უნდა დაეკისროს გადასახდელად 2040.02 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა-1745 ლარი , ხოლო პირგასამტეხლო , რომელიც გამოხატულია ჯარიმით -286.02 ლარი. აღნიშნულ თანხის გადახდას მოპასუხე აღიარებს. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის , რომ პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს, მხოლოდ 286 ლარი და 2 თეთრი. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა (2016 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1745 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8. 72 ლარს. მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.) პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ არის გონივრული და სასამართლოს თვლის, რომ მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 867-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”

 

დადგენილია რომ ს.ს. „ თიბისი ბანკსა“ და მ-----–- ტ------ეს შორის 2016 წლის 29 დეკემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი-2457 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა -716 დღე( 24 გადახდა). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, 103.88 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასმტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული-0.5% და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 16 მარტის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ მომხდარა თანხის გადახდა, რის გამოც კრედიტორმა მომართა სასამართლოს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.“ უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.

2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება- 2437,52 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -2144 ლარი და ჯარიმა-286.02 ლარი. მას შემდეგ, რაც მოპასუხის მიერ დაფარული იქნა კრედიტის გარკვეული თანხა, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოპასუხეს გააჩნია დავალიანება 2040.02 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-1745 ლარი და ჯარიმა-286.02 ლარი. მოცემული დავალიანების გადახდის ვალდებულებას მოპასუხე აღიარებს.

 

6.4.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაში წარმოდგენილია სხვადასხვა პოზიციით, შესაბამისად სასამართლო თვლის რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა ჩამოყალიბდეს მთლიანი თანხის სახით და უნდა მოხდეს მოპასუხე მხარეზე დაკისრება. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის , რომ პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს, მხოლოდ 286 ლარი და 2 თეთრი. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა (2016 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1745 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8. 72 ლარს. მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.) პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ არის გონივრული და სასამართლოს თვლის, რომ მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს.

 

6.5.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შესაბამისად აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოხდება ხარჯების განაწილება. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა შესაბამისად შემცირებული მოთხოვნის ბაჟის ფარგლები არის 11,70 ლარი . ასევე მოპასუხემ ცნო ჯარიმა და ძირი თანხა შესაბამისად ბაჯის ფარგლები არის 62,20ლარი. სულ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი ბაჟის თანხაა-73,9 ლარი.

მ-----–- ტ------ეს უნდა დაეკისროს სს. ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.

მ-----–- ტ------ეს უნდა დაეკისროს სს. ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 53 (ორმოცდაცამეტი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს. ,, თ-----------“-ს (ს/კ2--------) სარჩელი მ-----–- ტ------ის (პ/ნ.3----------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მ-----–- ტ------ეს (პ/ნ3----------), დაეკისროს სს. ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ (2016 წლის 29 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება) 2040 (ორიათას ორმოცი) ლარის და 02 (ორი) თეთრის გადახდა (საიდანაც 1745 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 286 ლარი 02 თეთრი).

დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სს. ,, თიბისი ბანკ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 73 (სამოცდაცამეტი) ლარი და 90 (ოთხმოცდაათი) (საგადასახადო დავალება N53; გადამხდელის ბანკი - სს „თ-----------“, გადახდის თარიღი 29.11.2017წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 102.90 ლარი, გადამხდელი - სს „თ-----------“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.

 

3. მ-----–- ტ------ეს დაეკისროს სს. ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20 (ოცი) ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.

 

მ-----–- ტ------ეს დაეკისროს სს. ,,თ-----------“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 53 (ორმოცდაცამეტი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/