გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/2896-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე – ნ---- დ-------–---–ი;
წარმომადგენელი - ნ---- შ------–--ე, ნ----- ჩხეტიანი;
მოპასუხე - ნ-----–ა ხ----–--ე;
მოპასუხე - ბ--–- ც----ე;
წარმომადგენელი - კ------------ე გ--–-–---–ი;
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. (დაზუსტებული) სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე ნ-----–ა ხ----–--ეს მოსარჩელე ნ---- დ-------–---–ის სასარგებლოდ 3500 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წელს ა-–---------- ხ----–--ეს გადასცა თანხა 8000 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 20 აგვისტოს, მაგრამ ის გარდაიცვალა 2016 წლის 28 მაისს და ვალდებულება შეუსრულებელი დარჩა. მის მიერ მოძიებული ინფორმაციით ერთ-ერთ საფინანსო დაწესებულებაში მის პირად ანგარიშზე არის თანხა 7000 ლარის ოდენობით. ვინაიდან აწ გარდაცვლილ ა-–---------- ხ----–--ის სამკვიდროს მიღებაზე განაცხადი აქვთ დაფიქსირებული მის დედას - ნ-----–ა ხ----–--ეს და მეუღლეს - ბ--–- ც----ეს, ითხოვს მათ დაეკისროთ აღნიშნული დავალიანების გადახდა.
2018 წლის 13 მარტის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა დააზუსტეს მოთხოვნა, მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითეს მხოლოდ ნ-----–ა ხ----–--ე და მოითხოვეს მასზე 3500 ლარის დაკისრება, ხოლო ბ--–- ც----ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა მოხსნეს.
2. შეგებებული სარჩელი
2.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ბ--–- ც----ე ითხოვს ცნობილი იქნეს ა-–---------- ხ----–--ის საბანკო ანგარიშზე არსებული 7000 ლარის ½ წილის 3500 ლარის მესაკუთრედ.
მოსარჩელის განმარტებით, ა-–---------- ხ----–--ეს ბ--–- ც----ესთან ქორწინების პერიოდში საქართველოს ბანკის ანგარიშზე შეტანილი აქვს თანხა, რომელიც წარმოადგენს ორივე მეუღლის ერთობლივ დანაზოგს და თანასაკუთრებას, შესაბამისად ითხოვს აღნიშნული თანხის ½ წილზე მესაკუთრედ ცნობას.
მოპასუხის პოზიცია
2.2. მოპასუხე ბ--–- ც----ემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა მის მეუღლეს არ უსესხებია.
2.3. მოპასუხე ნ-----–ა ხ----–--ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მაგრამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა ნ-----–ა ხ----–--ის წარმომადგენლის თ-------- ფ--–------ას განცხადება, სადაც მითითებულია, რომ ნ-----–ა ხ----–--ე ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ვალი და მან, ა-–---------- ხ----–--ემ მართლაც ისესხა ნ---- დ-------–---–ისგან 7000 ლარი, მისი თანდასწრებით და ითხოვა საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე.
შეგებებული სარჩელის მოპასუხე:
2.4. ნ---- დ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ვალის არსებობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ა-–---------- ხ----–--ემ ნ---- დ-------–---–ისგან ისესხა 7000 ლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 20 აგვისტოს სრულად, სესხი იყო უპროცენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვალის არსებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 13);
3.1.2. ა-–---------- ხ----–--ე გარდაიცვალა 2016 წლის 28 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 14);
3.1.3. ა-–---------- ხ----–--ე არის ნ-----–ა ხ----–--ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15);
3.1.4. ა-–---------- ხ----–--ე და ბ--–- ც----ე არიან ცოლ-ქმარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 45-47);
3.1.5. 2017 წლის 06 იანვარს ნ-----–ა ხ----–--ის წარმომადგენლის თ-------- ფ--–------ას მიერ წარდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ ა-–---------- ხ----–--ეს ნამდვილად ჰქონდა მოსარჩელის ვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 06 იანვრის ნ-----–ა ხ----–--ის განცხადება (ს.ფ. 71-72);
3.1.6. ნ-----–ა ხ----–--ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მაგრამ 2017 წლის 13 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა ნ-----–ა ხ----–--ის წარმომადგენლის თ-------- ფ--–------ას განცხადება, სადაც მითითებულია, რომ ნ-----–ა ხ----–--ე ადასტურებს, რომ სადავო თანხა არის მისი შვილის ვალი და მან, ა-–---------- ხ----–--ემ მართლაც ისესხა ნ---- დ-------–---–ისგან 7000 ლარი, მისი თანდასწრებით და ითხოვა საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 13 ივლისის ნ-----–ა ხ----–--ის განცხადება (ს.ფ. 147);
3.1.7. 2018 წლის 13 მარტის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს ნ-----–ა ხ----–--ეზე 3500 ლარის დაკისრება, ხოლო ბ--–- ც----ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა მოხსნეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 13 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი;
3.1.8. 2018 წლის 13 მარტის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ბ--–- ც----ის წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი გაიხმო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბ--–- ც----ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ნ---- დ-------–---–ის და ნ-----–ა ხ----–--ის მიმართ დარჩა განუხილველად სარჩელის გამოხმობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 13 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი;
- 2018 წლის 13 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე;
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ 2010 წელს ნ---- დ-------–---–მა ა-–---------- ხ----–--ეს ასესხა თანხა, რომელიც მას არ დაუბრუნებია.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. ხელშეკრულების მიხედვით ა-–---------- ხ----–--ე ვალდებული იყო მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება გადაეხადა 2016 წლის 20 აგვისტოს. 2016 წლის 28 მაისს მოვალე გარდაიცვალა და ვალდებულება შეუსრულებელი დარჩა. მისი სამკვიდროს მიღების თაობაზე განაცხადეს დედამ - ნ-----–ა ხ----–--ემ და მეუღლემ - ბ--–- ც----ემ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ა-–---------- ხ----–--ის სამკვიდრო მის მემკვიდრეთა საკუთრებად ითვლება 2016 წლის 28 მაისიდან.
მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის მთლიანად ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-–---------- ხ----–--ეს თავისი ვალდებულება შესასრულებელი ჰქონდა და სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნებია ნ---- დ-------–---–ისათვის. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, რაც მას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ნ-----–ა ხ----–--ემ სარჩელი ცნო მთლიანად და ის თანახმაა აუნაზღაუროს მოსარჩელეს დავალიანება, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს 3500 ლარს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხემ მთავარ სხდომამდე განცხადების შემოტანით სარჩელი ცნო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს მოსარჩელე ნ---- დ-------–---–ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 210 (ორასათი) ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ---- დ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ნ-----–ა ხ----–--ეს ნ---- დ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3500 ლარის გადახდა.
1.2. დაუბრუნდეს მოსარჩელე ნ---- დ-------–---–ს 2016 წლის 25 ნოემბერს ნ---- შ------–--ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 210 (ორასათი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: საგადასახადო დავალება №11810910, გადამხდელის ბანკი: სს ,,ლიბერთი ბანკი’’ LBRTGE22, მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300183150, ბანკის კოდი TRESGE22.
1.3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა