გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2018
საქმის ნომერი
010210017001946936
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001946936

2-1882/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01/03/2018 წელი ქ. ბათუმი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე _ თ---------- ლ-–---

წარმომადგენლები _ ნ------------–-–---–ი

მოპასუხე _ შპს „ქ------–-------------------–-----ა“

წარმომადგენელი - სუ-–---------–---

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

თ---------- ლ-–--- სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- ბათილად იქნას ცნობილი შპს „ქ------–--------------------–ირების“ დირექტორის 2016 წლის 25 სექტემბრის №272 ბრძანება მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ;

- ბათილად იქნას ცნობილი დისციპლინური სახდელის დადების შესახებ შპს „ქ------–-------------------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 28 აპრილის №85 ბრძანება, 2016 წლის 22 ივლისის №231 ბრძანება, და 2016 წლის 05 აგვისტოს №247 ბრძანება;

- ბათლად იქნას ცნობილი შპს „ქ------–-------------------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 03 თებერვლის №32 ბრძანება, 2016 წლის 22 ივლისის №232 ბრძანება და აუნაზღაურდეს დასახელებული ბრძანებებით ხელფასიდან დაქვითული თანხა;

- აღდგენილი იქნას შპს „ქ------–-------------------–-----აში“ ავტობუსის მძღოლის თანამდებობაზე;

- აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური;

- ხელფასის გაცემის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს ხელფასის 0.007 % გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

თ---------- ლ-–--- 2012 წლიდან მუშაობდა შპს „ქ------–--------------------–ირებაში“ ავტობუსის მძღოლის თანამდებობაზე. დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად. მიუხედავად ამისა რამოდენიმეჯერ კანონდარღვევით დაეკისრა დისციპლინური სასხდელები და ასევე კანონდარღვევით გათავისუფლდა სამსახურიდან. განმარტავს, რომ 2016 წლის 03 თებერვალს შპს „ქ------–-------------------–-----ის“ დირექტორის №32 ბრძანებით თ---------- ლ-–---ს ხელფასიდან დაექვითა 7 ლიტრისა და 87 გრამი დიზელის საწვავის ღირებულება. დაქვითვის საფუძველი იყო ის, რომ ავტობუსის საწვავის ავზვში, რომლსაც მართავდა თეიმურააზ ლ-–---, აღმოჩნდა 7.87 ლიტრი დიზელის დანაკლისი. განმარტავს, რომ სასწვავის ავზში აზომვა ხდება დახაზული ჯოხით და ცდომილებებით. ავტობუსის დახრა გავლენას ახდენეს საწვავის გაზომვაზე, ასევე დახაზული ჯოხიც არ არის ზუსტი საზომი, სწორედ ამიტომ დაუდგინდა საწვავის დანაკლისი. ანალოგიურად საწვავის დანაკლისის გამო სახდელი დაეკისრა2016 წლის 22 ივლისის №232 ბრძანებით და ხელფასიდან დაექვითა საწვავის ღირებულება. მიაჩნია, რომ სახდელის სახით საწვავის ღირებულების დაქვითვა უკანონოა. 2016 წლის 28 აპრილს სახდელის სახით დაედო საყვედური ,,ჯ-----------------------“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე უარის თქმის გამო. განმარტავს, რომ მან რეისში გასვლაზე უარი განაცხადა იმის გამო, რომ საწარმოში შეთანხმებული იყვნენ, რომ მძღოლები არ იმუშავებდნენ სხვის სამარშუტო ხაზზე, ასევე მან არ იცოდა სამარშუტო ხაზზე გასვლის გრაფიკი და გზა. არასოდეს ყოფილა ამ სოფელში, ამიტომ ვერ აიღო პასუხისმგებლობა მგზავრების გადაყვანაზე. 2016 წლის 22 ივლისს სახდელის სახით გამოეცხადა საყვედური იმის გამო, რომ უარი განაცხადა 2016 წლის 08 ივლისს ,,რ--------------------------------–-------ა“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2016 წლის 08 ივლისს მოსარჩელეს გრაფიკის მიხედვით არ უნდა ემუშავა. 07 ივლის მას დაურეკა საწარმოს დირექტორის მოადგილემ ჯ--------–---–---–მა და სთხოვა ,,რ--------------------------------–-------ა“ სამარშუტო ხაზზე გასვლა. მან განუმარტა, რომ 08 ივლისს შეთავსებით მუშაობდა სხვაგან და სამუშაოზე ვერ გამოცხადდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ვალდებეული გამოცხადეუბლიყო სამუშაოზე, მაინც გამოეცხადა საყვედური. 2016 წლის 05 აგვისტოს დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება გამოეცხადა 1.99 კმ. ზედმეტად გავლის გამო. ამტკიცებს, რომ მოსრჩელემ ეს მანძილი გაიარა შეცდომით. მას უნდა გაეკეთებინა ხაზზე 6 ბრუნი, საიდანაც 3 ბრუნზე უნდა გასულიყო უფრო შორ მანძილზე. გრძელი და მოკლე ბრუნი ახალი დაწესებული იყო, რის გამოც ერთ ბრუნზე შეეშალა და გააგრძელა გრძელი ბრუნის რეისის შესრულება. შემდგომში გაახსენდა, რომ გრძელი ბრუნი არ ეკუთვნებოდა და გზიდან დაბრუნდა. ასეთი შეცდომა არ ისმახურებს სახდელის დაკისრებას, მაგრამ მას მაინც დაკისრეს სახდელი - გაფრთხილება. 2016 წლის 22 აგვისტოს გრაფიკის მიხედვით უნდა მისულიყო „კარიერის“ დასახლებასთან და უკან უნდა დაბრუნებულიყო ქობულეთის რკინიგზის სადგურში, სადაც უნდა გაჩერებული 2 საათი, შემდგე ისევ რკინიგზის სადგურიდან უნდა დაბრუნებულიყო „კარიერის დასახლებაში“ და უნდა დაეწყო ბრუნის გაკეთება. აღნიშნულ დღეს დიდი საცობი იყო და რეისის გაკეთებისას დროში ვერ ჩაეტია, ვეღარ ასწრებდა შემდეგი ბრუნისთვის „კარიერიდან“ რკინიგზის სადგურში ჩასვლას, 2 საათს გაჩერებას და უკან დაბრუნებას, ამიტომ აღარ ჩავიდა რკინიგზის სადგურამდე და გაჩერდა „კარიერთან“, შემდგე კი დაიწყო ახალი ბრუნი რათა არ დაერღვია ახალი ბრუნი და ჩამჯდარიყო გრაფიკში, მითუმეტეს „კარიერიდან“ რკინიგზის სადგურში ჩასვლა და 2 საათის შემდეგ ისევ „კარიერის დასახლებაში“ დაბრუნება დროის ფუჭი ხარჯვა იყო, რადგანაც ამ მონაკვეთში მოსახლეობა ტრანსპორტს არ დაყვება, რადგანაც შემდეგ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე უწევთ გადაჯდომა და უფრო მეტი ხარჯის გაღება უხდებათ. ამ გზით მან დაიცვა გაწერილი გრაფიკი და მოსახლეობამაც სრულყოფილად მიიღო მომსახურება. მიუხედავად ამისა ის 2016 წლის 02 სექტემბრის №272 ბრძანებით დირექტორმა გაათავისუფლა სამსახურიდან.

 

მოსაჩელის წარმომადგენელ მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს დისციპლიური სახდელები დაედო უკანონოდ, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნას გამოცხადეული. მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნას სამუშაოზე და უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური.

 

2.მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ თ---------- ლ-–--- 2012 წლიდან ნამდვილად მუშაობდა შპს „ქ------–-------------------–-----აში“ ავტობუსის მძღოლის თანამდებობაზე. მან 2016 წელში სამსახურეობრივი მოვალეობა რამოდენიმეჯერ არ შეასრულა ჯეროვნად. რეისში ხარჯავდა იმაზე მეტ საწვავს, ვიდრე სხვა ავტობუსები. ვერ ეტეოდა საწვავის ლიმიტში და ადგილი ჰქონდა საწვავის უმიზეზოდ გადახარჯვას. ექსპერიმენტის ჩატარების დროსაც დადასტურდა, რომ თ---------- ლ-–---ზე განპირობებული ავტობუსი საწვავს ხარჯავდა ისე, როგორც სხვა ავტობუსები. შესაბამისად გადახარჯვა გამოწვეული იყო მძღლის ბრალით. მისი ერთ-ერთი ვალდებულებაა საწვავი მოიხმაროს ეკონომიურად და არ დაუშვას ზედმეტი გადახარჯვის ფაქტი. აღნიშნულის შეუსრულებლობისათვის მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი და ხელფასიდან დაექვითა საწვავის ხარჯი.

 

თ---------- ლ-–---ს ერთერთი სახდელი დაეკისრა იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა ,,ჯ-------------------ის სამარშუტო ხაზზე რეისის შესრულებაზე. სამარშუტო ხაზის გრაფიკი გაკრულია ავტობუსში და არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა ,,ჯ-------------------ის“ რეისის შესრულება, მას არ ქონდა უფლება უარი ეთქვა რეისის შესრულებაზე, რის გამოც მას სახდელი დაეკისრა სწორად. თ---------- ლ-–---მ უმიზეზოდ განაცხადა უარი შეესრულებინა რეისი ,,რ-------------------------------–----------ე“. ამ პერიოდში არსებობდა ფორსმაჟორული სიტუაცია, რადგანაც 4 ავტობუსზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე გაზრდილი იყო ტურისტების რაოდენობა, ამიტომ აუცილებელი იყო რეისის შესრულება, რაზეც თ---------- ლ-–---მ უარი განაცხადა. აღნიშნულის გამო მას სახდელი დაეკისრა მართლზომიერად. ასევე მართლზომიერად დაეკისრა სახდელი 1.99 კმ მანძილის გავლისათის 2016 წლის 05 აგვისტოს. მას არ ქონდა უფლება გამოეჩინა უყურადღებობა და ზედმეტი მანძილი გაევლო მოპასუხის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით.

 

მოპასუხის წარმოადგენელი ამტკიცებს, რომ საბოლოო ჯამში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა კარიერის დასახლების მიმართულებით რეისის არასათანადო შესრულება. დასახლებაში მცხოვრებლებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს ქ------–-----------–----–-----------------ას და მოითხოვეს ,,რკინიგზის სადგური-კარიერის დასახლება“ რეისის დამატება, მათი მოთხოვნით დასახელეული ბრუნი დაემატა რეისებს და მძღოლები მკაცრად კონტროლდებოდნენ მის შესრულებაზე. თ---------- ლ-–---მ კარიერის მიმართულებით არ შეასრულა ბრუნი, რითაც დარღვია სამსახურეობრივი მოვალეობა. იქედან გამომდინარე, რომ მას რეისის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ადრეც ჰქონდა სახდელი დაკისრებული, გარდა ამისა სხვა სახდელებიც ჰქონდა, ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის პიროვნებისა და დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე ადექვატური სახდელი იქნებოდა სამსახურიდან დათხოვნა. შესაბამისად მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მიაჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებულია კანონის დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წელში, თ---------- ლ-–---ს და შპს „ქ------–--------------------–ირებას“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშკრულება, რომლის საფუძველზეც თ---------- ლ-–--- დასაქმდა შპს „ქ------–--------------------–ირების“ კუთნილ, ბოგდანის ტიპის ავტობუსზე მძღოლად. თ---------- ლ-–---მ იკისრა ვალდებულება დამორჩლებოდა შპს „ქ------–--------------------–ირების“ შიდა სტანდარტებს და შინაგანაწესს, შეესრულებინა მგზავრთა შესაბამისი მარშუტის მიხედვით გადაყვანის მოვალეობა და განეხორციელებინა სამარშუტო ავტობუსის მძღოლისათის დამახასიათებელი სხვა მოვალეობები. თავის მხრივ შპს „ქ------–--------------------–ირებამ“ იკისრა მისი შრომის ანაზღაურება. თ---------- ლ-–---ს სამართავად გადაეცა ბოგდანის ტიპის ავტობუსი სახ. №NPN-078

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შრომითი ხელშკრულება. ს.ფ. 19-23.

 

3.1.2. თ---------- ლ-–---ს შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 180.39 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შრომითი ხელშკრულება. ს.ფ. 19-23.

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. 2016 წლის 03 თებერვალს შპს „ქ------–-------------------–-----ის“ დირექტორის №32 ბრძანებით თ---------- ლ-–---ს ხელფასიდან დაექვითა 7 ლიტრისა და 87 გრამი დიზელის საწვავის ღირებულება. დაქვითვის საფუძველი გახდა თ---------- ლ-–---ზე განპირობებული ავტობუსის საწვავის ავზვში 7.87 ლიტრი დიზელის დანაკლისი. საწვავის დანაკლისის ფაქტს მოსარჩელე სადაოდ ხდის, მაგრამ სახდელის დადების ფაქტი უდაო ფქტობრივი გარემოებაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 03 თებერვლის №32 ბრძანება.ს.ფ. 82

 

3.1.4. 2016 წლის 28 აპრილს შპს „ქ------–-------------------–-----ის“ ადმინისტრაციამ თ---------- ლ-–---ს მოსთხოვა ,,ჯ-------------------ის“ სამარშუტო ხაზზე გასვლა და შესაბამისი რეისის შესრულება. თ---------- ლ-–---მ რეისის შესრულებაზე უარი განაცხადა. რეისის შესრულებაზე უარის თქმის გამო თ---------- ლ-–---ს სახდელის სახით დაედო საყვედური. მოსარჩელე რეისში გასვლაზე უარის თქმის ფაქტს სადაოდ არ ხდის. მოსარჩელე საყვედურის კანონიერებას ხდის სადაოდ. ასევე სადოა რეისში გასვლაზე უარის თქმის მიზეზის საპატიოობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 28 აპერილის №85 ბრძანება.ს.ფ. 91

 

3.1.5 2016 წლის 22 ივლისს თ---------- ლ-–---ს სახდელის სახით გამოეცხადა საყვედური. სახდელის საფუძველია ის გარემოება, რომ თ---------- ლ-–---მ უარი განაცხადა 2016 წლის 08 ივლისს ,,რ--------------------------------–-------ა“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე. რეისში გასვლაზე უარის ფაქტი და სახდელის დადების ფაქტზე მხარეები არ დაობენ. სადაოა სახდელის დადების კანონიერების საკითხი. ასევე რეისში გასვლაზე უარის თქმის მიზეზის საპატიოობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 22 ივლისის №231 ბრძანება.ს.ფ. 93-94

 

3.1.6. 2016 წლის 22 ივლისს შპს „ქ------–-------------------–-----ის“ დირექტორის №32 ბრძანებით თ---------- ლ-–---ს ხელფასიდან დაექვითა 8 ლიტრისა და 60 გრამი დიზელის საწვავის ღირებულება. დაქვითვის საფუძველი გახდა თ---------- ლ-–---ზე განპირობებული ავტობუსის საწვავის ავზვში 8.6 ლიტრი დიზელის დანაკლისი. საწვავის დანაკლისის ფაქტს მოსარჩელე სადაოდ ხდის, მაგრამ სახდელის დადების ფაქტი უდაო ფქტობრივი გარემოებაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 22 ივლისის №32 ბრძანება .ს.ფ. 85

 

3.1.7. 2016 წლის 05 აგვისტოს თ---------- ლ-–---ს დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება გამოეცხადა 1.99 კმ. მანძილის ზედმეტად გავლის გამო. 1.9 კმ. მანძილის ზედმეტად გავლის ფაქტი და ამისათვის სახდელის სახით გაფრთხილების დაკისრების ფაქტი სადაო არაა. სადაოა სახდელის დაკისრების კანონიერების საკითხი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 05 აგვისტოს №247 ბრძანება; 97.

 

3.1.8. შპს „ქ------–-------------------–-----ის“ ერთერთი სამარშრუტო ხაზია „კ-----------------–-------------------------ი“. სატრანსპორტო საშუალება რკინიგზის სადგურიდან მიდის კარიერის დასახლებაში, ბრუნდება უკან ქობულეთის რკინიგზის სადგურში, სადაც ჩერდება 2 საათი და შემდგე ისევ რკინიგზის სადგურიდან ბრუნდება „კარიერის დასახლებაში“ და იწყებს შესაბამის ბრუნს. 2016 წლის 22 აგვისტოს გრაფიკის მიხედვით თ---------- ლ-–--- უნდა მისულიყო „კარიერის“ დასახლებასთან და უკან უნდა დაბრუნებულიყო ქობულეთის რკინიგზის სადგურში, სადაც უნდა გაჩერებული 2 საათი, შემდგე ისევ რკინიგზის სადგურიდან უნდა დაბრუნებულიყო „კარიერის დასახლებაში“ და უნდა დაეწყო ბრუნის გაკეთება. თ---------- ლ-–---მ გრაფიკის გათვალისწინებით კარიერის მიმართულებით ბრუნი არ შეასრულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.9. თ---------- ლ-–---, შპს „ქ------–-------------------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 02 სექტემბრის №272 ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 02 სექტემბრის №272 ბრძანება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სადაო ფაქტობრივი გარემოებია:

- საწვავის გადახარჯვა ფაქტი.

- თ---------- ლ-–---ს მიერ 2016 წლის 28 აპრილს ,,ჯ-------------------ის“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე უარის თქმის საპატიო მიზეზი;

- თ---------- ლ-–---ს მიერ 2016 წლის 08 ივლისს ,,რ--------------------------------–-------ა“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე უარის თქმის საპატიო მიზეზი.

- თ---------- ლ-–---ს მიერ 2016 წლის 22 აგვისტოს „კ-----------------–-------------------------ი“ სამარშუტო ხაზზე რეისის სრულყოფილი შესრულების საკითხი.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ თითოეული მხარის მიერ დასახელებული ფაქტების არსებობას. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომის დავებში სახდელის დაკისრების საფუძველბისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების მტკიცების ტვირთი დამსქამებელს ეკისრება. შპს „ქ------–-------------------–-----ამ“ უნდა დაამტკიცოს, რომ თ---------- ლ-–--- ხარჯავდა ზედმეტ საწვავს. ის, რომ თ---------- ლ-–---მ ,,ჯ-------------------ის“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე უარის თქვა, ასევე 2016 წლის 08 ივლისს ,,რ--------------------------------–-------ის“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე უარი თქვა, ასევე ის გარემოება, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს „კ-----------------–-------------------------ის“ სამარშუტო ხაზზე რეისი სრულყოფილად ვერ განახორციელა, ასევე 1.99 კმ. მანძილის ზედმეტად გაიარა, სადაო არარის. შესაბამისად ამ მიმართულებით შპს „ქ------–-------------------–-----ას“ სამტკიცებელი აქვს მხოლოდ სახდელის გამოყენების კანონზომიერება. სახდელის შესაბამისობა არაა ფაქტობრივი გარემოება. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისაა, შესაბამისად მოპასუხე დამატებით ფაქტების მტკიცებისაგან გათავსუფლებულია.

 

თავის მხრივ მოსარჩელის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ მან ,,ჯ-------------------ის“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე უარის თქვა საპატიო მიზეზით, ასევე საპატიო მიზეზით უარი თქვა 2016 წლის 08 ივლისს ,,რ--------------------------------–-------ა“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე და 2016 წლის 22 აგვისტოს „კ-----------------–-------------------------ის“ სამარშუტო ხაზის რეისის არასრულყოფილ შესრულებაზე. დასახელებული საპატიო მზეზის დამტკიცება შეიძლება მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალით, წერილობითი მტკიცებულებებით და ექსპერტიზის დასკვნით.

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.6. თ---------- ლ-–--- ამტკიცებს, რომ მოპასუხე საწვავის ოდენობას არასწორად ზომავს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მას დანაკლისად ჩაეთვალა საწვავი და ამის გამო სახდელიც დაეკისრა ორჯერ. ასევე ამტკიცებს, რომ მასზე განპირობებული ავტომანქანა არა გამართული და ამის გამო ხარჯავს საწვავს.

3.2.7.საწვავის გადახარჯვასთან დაკავშირებით მოპასუხემ წარმოადგინა დირექტორის მოადგილის ჯ--------–---–---–ის 2016 წლის 18 იანვრის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც მან საწარმოს დირექტორს აცნობა, რომ 2016 წლის 10 იანვარს შემოწმებული იქნა საწარმოს 6 მანქანის საწვავის ხარჯვის საკითხი. აქედან მხოლოდ ორ სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა დანაკლისი. ამათგან ერთერთია თ---------- ლ-–---ს ავტობუსი, რომელსაც ავზში აკლდა 7.87 ლ. დიზელის საწვავი.

იხ. მოხსენებითი ბარათი ს.ფ. 83.

შემოწმების აქტი.ს.ფ. 84

3.2.8. საწვავის დანაკლისის გამო თ---------- ლ-–---ს 2016 წლის 3 თებერვლის ბრძანებით ხელფასიდან დაექვითა 7.87. ლ. დიზელის საწვავის ღირებულება.

იხ. 2016 წლის 3 თებერვლის ბრძანება. ს.ფ. 82

3.2.9. 2016 წლის 7 ივლისს ბოგდანის ტიპის ავტობუსი სახ. №NPN-078, რომელსაც მართავდა მოსარჩელე, სამართავად გადაეცა ვ----– ძ----–---–ს, რომელსაც რეისი უნდა შეესრულებინა ქ. ბათუმის მიმართულებით. რეისში მიმავალი ავტობუსი ჩაქრა საწვავის გამოლევის გამო. ავტობუსით 5 და 6 ივლისს მოძრაობდა თ---------- ლ-–---. მონაცემების მიხედვით ავზში 8 ლიტრი დიზელის საწვავი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტიურად ავზში საწვავი არ აღმოჩნდა. აღნიშნულზე დირექტორის მოადგილემ, ზეინკალმა და მძღოლმა შეადგინეს შესაბამისი დასკვნა.

იხ. შემოწმების აქტი.ს.ფ. 87.

იხ. მოხსენებითი ბარათი ს.ფ. 86.

 

3.2.10. საწვავის დანაკლისთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციამ დირექტორის მოადგილისა და ბუღალტრის მონაწილეობით ჩაატარეს საწვავის ხარჯვის შემოწმება. შემოწმებული იქნა 6 ერთეული ავტობუსის მიერ საწვავის ხარჯვის საკითხი. შემოწმებით დადგინდა, რომ 5 ერთეულ ავტობუსს საწვავი დახარჯული აქვს ეკონომიურად. თ---------- ლ-–---ს დანაკლისი აქვს 8.6 ლიტრი, ხოლო ვ----– ძ----–---–ს 2.69 ლიტრი.

იხ. მოხსენებითი ბარათი. ს.ფ. 88.

შემოწმების აქტი.ს.ფ. 89-90

3.2.11. საწვავის დანაკლისის გამო თ---------- ლ-–---ს დირექტორის ბრძანეით ხელფასიდან დაექვითა 8.6 ლიტრი დიზელის საწვავის თანხა. ამასთან თ---------- ლ-–--- გაფრთხილებული იქნა საწვავის განმეორებით დანაკლისის შემთხვევაში მასთან შეწყდებოდა შრომითი ხელშეკრულება. ს.ფ. 85

იხ. 2016 წლის 22 ივლისის №32 ბრძანება .ს.ფ. 85

3.2.12. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ თ---------- ლეჯავაზე განპირობებულ ავტობუსს ხშირად აკლდებოდა საწვავი, რის გამოც მოპასუხემ გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება და ავტობუსის მიერ საწვავის წვის შემოწმება. თ---------- ლ-–---ს გადასცეს სხვა მძღოლის ავტობუსი, ხოლო თ---------- ლ-–---ს ავტობუსი გადასცეს სხვა მძღოლს - გურამ ჩელებაძეს. ორივე ავტობუსმა გაიარა ერთდაიგივე მანძილი. გურამ ჩელებაძემ დახარჯა 25 ლიტრი, ხოლო თ---------- ლ-–---მ 24 ლიტრი.

იხ. აქტი. ს.ფ. 102-104

მოხსენებითი ბარათი. ს.ფ. 105

 

3.2.13. სასამართლო განმარტავს, რომ საწვავის გადამეტებული ხარჯვა ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. იქედან გამომდინარე, რომ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს მტკიცებულებებით ეჯიბრებიან, უნდა არსებობდეს მტკიცებულება საწვავის გადახარჯვის შესახებ. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სწორედ ამიტომაც მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტოს ისინი გამოდგება თუ არა საწვავის გადახარჯვის ფაქტის დადგენისათვის. ამისათვის უნდა გაანალიზდეს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება. მოპასუხემ წარმოადგინა საწვავის გაზომვის დოკუმენტები, მოხსენებითი ბარათები, შემოწმებს აქტები და ექსპერიმენტის ამსახველი აქტები. ამ მტკიცებულებებით დგინდეება, რომ მოსარჩელისათვის გადაცემული ავტობუსი, სხვა ავტობუსებისაგან განსხვავებული ოდენობის საწვავს არ წვავს. იგი მოიხმარს იმავე ოდენობის საწვავს, რასაც სხვა ავტობუსები. მიუხედავად ამისა მოსარჩელეს სისტემატურად აკლდებოდა საწვავი. ასეთი დანაკლისი გამოვლინდა 2016 წლის 10 იანვარს და 2016 წლის 7 ივლისს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ყველა ავტობუსში საწვავი იზომებოდა ერთი და იგივე მეთოდით. გაზომვების შედეგად სხვა მძღოლებს ავტობუსის ავზში საწვავის ეკონომია ჰქონდათ, ხოლო მოსარჩელეს დანაკლისი. დანაკლისის გამო ვ----– ძ----–---–ს მოძრაობაში დაელია საწვავი და შეაფერხა მგზავრთა გადაყვანა. ისმის გამო, რომ დანარჩენი 5 ავტობუსის შემოწმება არ გამხდარა სადაო და სხვა შემთხვევებში ავზში საწვავი იზომებოდა ერთიდაიგივე მეთოდით, არსებობს უმაღლესი ხარისხის ვარაუდი იმისა, რომ ჯოხით საწვავი იზომებოდა მიახლოებითი სიზუსტით. ამას ადასტურებს ის, რომ თუ გაზომვის მეთოდი არასწორი იყო, მაშინ საწვავი სხვა ავზშიც უნდა ყოფილიყო ნაკლები. სხვა ავზში კი ის ოდენობა იყო, რასაც მოელოდნენ მძღოლები და საწარმო. ამასთან სულაც არ იყო საჭირო საწვავის გაზომვა 2015 წლის 7 ივლისს. ანუ იმ დღეს, როცა თ---------- ლ-–---ს შემდეგ იმავე ავტობუსზე რეისის შესასრულებად დაჯდა ვ. ძ----–---–ი. მას მოკლე მანძილზე დაეილია საწვავი, მაშინ როცა ავზში 8 ლიტრზე მეტი საწვავი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა ექსპერიმენტითაც დადასტურდა, რომ მოსარჩელის ავტობუსი საწვავის ჩვეულებრივი მოხმარების რეჟიმში მოიხმარს დაახლოებით იმდენს, რამდენასაც სხვა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე რეისის შესრულების დროს ხარჯავდა დასაშვებზე მეტ საწვავს. საწვავის დანაკლისი არაა გამოწვეული ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობის შედეგი, ასევე არაა გაზომვის არასწორი მეთოდით გამოწვეული.

 

3.2.14. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2016 წლის სხვადასხვა პერიოდში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები უსაფუძვლოა. ორ შემთხვევაში რეისში გასვლაზე უარის თქმას, საპატიო მიზეზი გააჩნდა, ხოლო მესამე შემთხვევაში ,,რ----------------------------–----------–--ის“ რეისის არაჯეროვანი შესრულებაც საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ 2016 წლის 28 აპრილს შპს „ქ------–-------------------–-----ის“ ადმინისტრაციამ, თ---------- ლ-–---ს მოსთხოვა ,,ჯ-------------------ის“ სამარშუტო ხაზზე გასვლა და შესაბამისი რეისის შესრულება. თ---------- ლ-–---მ რეისის შესრულებაზე უარი განაცხადა. რეისის შესრულებაზე უარის თქმის გამო თ---------- ლ-–---ს სახდელის სახით დაედო საყვედური. მოსარჩელე რეისში გასვლაზე უარის თქმის ფაქტს სადაოდ არ ხდის. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ რეისში გასვლაზე უარის თქმის მიზეზი საპატიოა. განმარტავს, რომ საწარმოში შეთანხმებული იყვნენ, რომ მძღოლები არ იმუშავებდნენ სხვის სამარშუტო ხაზზე. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ის არ უნდა წასულიყო სხვა მძღოლის მარშრუტზე. გარდა ამისა მან არ იცოდა სამარშუტო ხაზზე გასვლის გრაფიკი და გზა. არასოდეს ყოფილა ამ სოფელში, ამიტომ ვერ აიღო პასუხისმგებლობა მგზავრების გადაყვანაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზეზი არაა რეისში არ გასვლის საპატიო მიზეზი. სამარშრუტო ხაზის გრაფიკი გამოკვრულია ავტობუსში და მისი გაცნობა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. ასევე სოფლის მისამართის არ ცოდნა, ან სოფლის მცხოვრებთა ვერ ცნობა ან კიდე ის, რომ მას მგზავრები ვერ იცნოდენ და მგზავრობის ღირებულებას არ გადაუხდიდენ არასერიოზული განცხადებაა და შორსაა ლოგიკური მსჯელობიდან.

 

3.2.15. 2016 წლის 08 ივლისს მოსარჩელემ უარი განაცხადა ,,რ--------------------------------–-------ა“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ 8 ივლისს მას არ ეკუთვნებდოდა ცვლაში გასვლა. ამ დღეს ის შეთავსებით მუშაობდა სხვა სამსახურში, ამიტომ ის ვერ შეძლებდა შეთავსებულ სამსახურის მიტოვებას. სასამართლო ადასტურებს ამ მოსაზრების მართულებას. თუ დასაქმებული სხვა სამსახურში მუშაობს და მას ამაში ხელი არ ეშლება, მან ორივე სამსახურში ვალდებულებები უნდა შეასრულოს ჯეროვნად. თუ მოსარჩელეს სხვა სამსახურის ცვლაში უნდა ემუშავა, ბუნებრივია ის ვერ შეძლებდა დამატებით 2016 წლის 08 ივლისს ,,რ--------------------------------–-------ა“ სამარშუტო ხაზზე გასვლას. თუმცა აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ მოსარჩელე დასახელებულ დღეს სადმე მუშაობდა. მას ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად მან ვერ დაამტკიცა საპატიო მიზეზის არსებობა. მითუმეტესს მოწმის სახით დაკითხვისას ჯ--------–---–---–მა განმარტა, რომ მან გადაამოწმა 8 ივლისს მოსარჩელის სხვა სამსახურში ყოფნა და ის სხვა სამსახურშიც არ ასრულებდა სამუშაოს. ამდენად ამ შემთხვევაშიც მიზეზს ვერ მიეცემა საპატიო მიზეზის კვალიფიკაცია.

იხ. მოწმე ჯ--------–---–---–ის ჩვენება.

 

3.2.16. სასამართლომ დაადგინა, რომ ქ------–-----------–----–-----------------ას განცხადებით მიმართა ქ. ქობულეთი ა--–-------–-----------------------აის ქუჩების ე.წ. ,,კ------–ის“ დასახლების მცხოვრებლებმა და მოითხოვეს ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციიდან გასართობ კომპლექს ,,ციცინათელამდე“ სამარშრუტო ტრანსპორტის დანიშნვა. შპს „ქ------–-------------------–-----ამ“ აღნიშნული მიმართულებით დააწესა რეისი, რომლის შესრულებაც 2015 წლის 21 აგვისტოს ევალებოდა თ---------- ლ-–---ს. სრული მარშრუტის შესრულებისათვის აუცილებელი იყო 172 კმ. მანძილის გავლა. თ---------- ლეჟამავამ გაიარა 164.24 კმ. თ---------- ლ-–--- გარაჟში დაბრუნდა სხვა მძღოლებზე ადრე. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას საცობმა ხელი შეუშალა და ჩამორჩა გრაფიკს, რის გამოც სრული რეისი არ შეასრულა, ასევე რეისის არასრულყოფილად შესრულებას ამართლებს მგზავრთა სიმცირით. ამტკიცებს, რომ ამ დროს მგზავრები თავს არიდებენ ავტობუსით მგზავრობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მგზავრთა სიმცირე და საცობი მძღოლს არ აძლევს უფლებას გადაუხვიოს დამსაქმებლის მიერ დაწესებულ მარშრუტს. მითუმეტესს ამ დღეს მან სხვა მძღოლებზე უფრო ადრე დაასრულა სამუშაო. შესაბამისად ეს მიზეზიც არაა საპატიო. მოსარჩელე არასრული რეისების შესრულების გამო უკვე გაფრთხილებული იყო 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით. შესაბამისად მას უნდა გაეთვალისწინება აღნიშნული ფაქტი და თავი შეეკავებინა რეისებისა და სამარშუტო ბრუნის თვითნებურ დაწესებასა და შეცვლაზე.

იხ. შპს „ქ------–-------------------–-----ის“ 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება. ს.ფ. 100.

ქ------–-----------–----–-----------------ის მიმართვა.ს.ფ. 117.

ე.წ. ,,კ------–ის“ დასახლების მცხოვრებთა განცხადება.ს.ფ.118

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს დისციპლინური სახდელები დაწესებული აქვს კანონიერად. ასევე სამსახურიდან დათხოვნილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სარჩელი სახდელის დაკისრების თაობაზე მიღებული ბრძანებების გაუქმების, გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს შრომის კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება. იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს. ამ უფლების სწორი შინაარსობრივი გააზრებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა განისაზღვროს, თავად ცნება ,,შრომის” მნიშვნელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად’’ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად’’ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება’’. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ გადაწყვეტილებაში, კონსტიტუციით აღიარებული ,,შრომის” ცნების ქვეშ მოიაზრებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მატერიალური შემოსავლის მომტანია ან როცა ის პირის პროფესიული საქმიანობის განუყოფელ და ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მიხედვით: ,,სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. სწორედ ამ კონსტიტუციური დებულების საფუძველზე, ქვეყანაში დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მისაღწევად, სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს დასაქმების სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, დასაქმების უფასო სამსახურების შექმნას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პროექტების დაფინანსებას და ა. შ. თავისთავად შრომის უფლება მოიცავს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა უფლებასა და მოვალეობას. შრომის უფლება ისეთ დებულებათა ნაკრებია, რომლებიც თანაბრად ითვალისწინებს, როგორც ტრადიციულ თავისუფლებებს, ისე უფლებებისადმი თანამედროვე მიდგომებსა და ვალდებულებებზე ორიენტირებულ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს მკაცრად განსახორციელებელ სამართლებრივ მოვალეობებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს. სიტყვა „შრომა“ განიხილება სამსახურის გაწევად სხვა ადამიანისთვის, ამ ადამიანის ხელმძღვანელობით და ამ სამსახურისთვის ანაზღაურების მიღებად.

6.2. საქართველოში, შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "საქართველოს შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით:

1. ”შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით”.

ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილი და უზრუნველყოფილ "შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად.

მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ თ---------- ლ-–--- 2012 წლიდან მუშაობს შპს ,,ქ------–--------------------–ირებაში“ ავტობუსის მძღოლის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 180.39 ლარს. ანუ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელე მოპასუხის ავტობუსით ასრულებდა განსაზღვრულ რეისებს და სანაცვლოდ ღებულობდა შეთანხმებულ ანაზღაურებას.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ შრომის თავისუფლებას იცავს კანონი. ნებისმიერ დასაქმებულს უფლება აქვს სადაო გახადოს, როგორც დისციპლინური სახდელის დადება, ასევე მისი გათავისუფლების კანონიერება და სახდელის დადების შესახებ აქტების გაბათილება და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვოს. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ დამსაქმებელი შეზღუდულია დასაქმებულს ნებისმიერ დროს დაადოს სახდელი ან გაათავისუფლოს. მას უნდა გააჩნდეს სახდელის დაკისრებისა და სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიჩნეული იქნება უკანონოდ სახდელდადებულად და გათავისუფლებულად. 6.4. მოსარჩელე სადაოდ ხდის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ შპს „ქ------–-------------------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 28 აპრილის №85 ბრძანებას, 2016 წლის 22 ივლისის №231 ბრძანებას, 2016 წლის 05 აგვისტოს №247 ბრძანებას, 2016 წლის 03 თებერვლის №32 ბრძანებას და 2016 წლის 22 ივლისის №232 ბრძანებას. ამტკიცებს, რომ თითოეული ბრძანება უკანონა და მოითხოვს მათ გაუქმებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ გულდასმით უნდა შეამოწმოს მოსარჩელისათვის სახდლის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაკისრებული თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულება. ანუ მას უნდა შეესრულებინა დაკისრებული ფუნქცია და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვენ. შესაბამისად მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალდებულებები. ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ აიძულებს გარკვეული მოქმედების შესრულებას ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. მოსარჩელეს მოვალეობა უნდა შეესრულებინა ჯეროვნად და სრულად, ანუ ისე როგორც ამას მოითხოვს საქ. სსკ-ის 361-ე მუხლი. ანალოგიურად თავისი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა დამსაქმებელსაც. შრომით ურთიერთობაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზია აქვთ. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მოსარჩელემ 2016 წელში არაერთგზის დაარღვია დაკისრებული მოვალეობა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხემ 2016 წელში რამოდენიმეჯერ დააკისრა დისციპლინური სახდელი. თითოეული სახდელი მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს. ერთერთი სახდელი მოსარჩელეს დაეკისრა 2016 წლის 03 თებერვალს. შპს „ქ------–-------------------–-----ის“ დირექტორის №32 ბრძანებით თ---------- ლ-–---ს ხელფასიდან დაექვითა 7 ლიტრისა და 87 გრამი დიზელის საწვავის ღირებულება.

 

საწვავის დანაკლისზე სახდელი მოსარჩელეს სხვა დროსაც დაეკისრა. 2016 წლის 22 ივლისს შპს „ქ------–-------------------–-----ის“ დირექტორის №232 ბრძანებით თ---------- ლ-–---ს ხელფასიდან დაექვითა 8 ლიტრისა და 60 გრამი დიზელის საწვავის ღირებულება. დაქვითვის საფუძველი გახდა თ---------- ლ-–---ზე განპირობებული ავტობუსის საწვავის ავზში ჯერ 7.87 ლიტრისა და შემდეგ 8.6 ლიტრი დიზელის დანაკლისი. ზოგადად საწვავის ეკონომიური ხარჯვა მოსარჩელის ვალდებულებაა. ის მუშაობდა მოპასუხის სატრანსპორტო საშუალებაზე მოპასუხისავე საწვავით და მომსახურებისათვის ღებულობდა ჯამაგირს. მისი ვალდებულება იყო დამსაქმებლის ქონებაზე, მათ შორის საწვავის ხარჯვაზე გაფრთხილება. აღნიშნული ვალდებულება მას ნაკისრი აქვს ხელშეკრულებით. მოპასუხე, მოსარჩელის ავტობუსს ამარაგებდა საწვავით და შესაბამისად მის ხარჯვაზეც ახდენდა კონტროლს. ასეთი ქმედება აუცილებელი და გამართლებულიცაა ნებისმიერი მეურნე მეწარმისათვის. საწვავის ავზი რამოდენიმეჯერ შეამოწმა დამსაქმებელმა და დაადგინა, რომ სხვა მძღოლებს საწვავი არ აკლდებოდათ, მოსარჩელეს კი საწვავი აკლდებოდა. მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ მოსარჩელეზე განპირობებული ავტობუსი ისევე ხარჯავდა საწვავს, როგორც სხვა ავტობუსები, მაგრამ დანაკლისი ჰქონდა მხოლოდ მოსარჩელეს. საწვავის ხარჯვაზე პასუხისმგებლობის დათქმა მოცემულია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.4.3. პუნქტში, რომლის მიხედვითაც ,,იმ შემთხვევაში თუ შემსრულებლის არაკანონიერი ქმედებით ზიანი მიადგა შპს ,,ქ------–--------------------–ირებას“ ან მის პრესტიჟს, დამსაქმებელი უფლებამოსილია დამსაქმებელს მოსთხოვოს ზიანის მთლიანი ანაზღაურება, რაც გამოწვეული იქნება დამსაქმებლის არაკანონიერი ქმედებით“. ამდენად შეთანხმება, საწვავის არაეფექტურ ხარჯვაზე პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელემ ნორმაზე მეტი საწვავი დახარჯა, მის მიმართ მოპასუხეს შეექმნა მოთხოვნის უფლება, ანუ მას შეეძლო მოეთხოვა საწვავის ზედმეტი ხარჯვით დამსაქმებელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ასევე შეეძლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაეკისრებინა სახდელი. ორივე ღონისძიება იქნებოდა გამართლებული და კანონშესაბამისი. მოპასუხემ ზიანის ანაზღაურება ცალკე არ მოითხოვა. ფაქტობრივად მან ზიანის აინაზღაურა იმით, რომ სახდელი დააკისრა და ზიანი დაუქვითა ხელფასიდან. ხელფასიდან თანხის დაქვითვა დისციპლინური სახდელია და მისი გამოყენების დისკრეციული უფლება გააჩნდა მოპასუხეს. მან თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელეს შეუფარდა აღნიშნული ტიპის სახდელი. თუმცა მას შეეძლო სხვა ტიპის სახდელი დაეკისრებინა და პარალელურად ზიანის ანაზღაურებაც მოეთხოვა. მოპასუხემ ზიანის ანაზღაურება ცალკე არ მოითხოვა და ერთი მოქმედებით ზიანი აინაზღაურა და სახდელიც დააკისრა. შესაბამისად მოპასუხე მოსარჩელეს უფრო ჰუმანურად მოექცა და უფრო ნაკლები სანქციები დაუწესა, ვიდრე ეს შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. შპს „ქ------–--------------------–ირების“ დირექტორის 2016 წლის 03 თებერვლის №32 ბრძანება და 2016 წლის 22 ივლისს №232 ბრძანება დისციპლინური გადაცდომის შინაარსის შესაბამისი და ტოლფასია. შესაბამისად არარსებობს მათი გაუქების საფუძველი.

 

6.6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ---------- ლ-–---ს შპს „ქ------–--------------------–ირების“ დირექტორის 2016 წლის 28 აპრილის №85 ბრძანებით დაედო დისცილინური სახდელი - საყვედური. ასევე 2016 წლის 22 ივლისის №231 ბრძანებით დაედო სახდელი - საყვედური.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 28 აპრილს შპს „ქ------–--------------------–ირების“ ადმინისტრაციამ თ---------- ლ-–---ს მოსთხოვა ,,ჯ-------------------ის“ სამარშუტო ხაზზე გასვლა და შესაბამისი რეისის შესრულება. თ---------- ლ-–---მ რეისის შესრულებაზე უარი განაცხადა არასაპატიო მიზეზით. მანვე 2016 წლის 08 ივლისს უარი განაცხადა ,,რ--------------------------------–-------ა“ სამარშუტო ხაზზე გასვლაზე. სასამართლომ, ორივე შემთხვავაში უარის მიზეზი შეაფასა არასაპატიოდ. ანუ მოსარჩელემ უარი განაცხადა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე. შესაფასებელია საკითხი - არის თუ არა რეისის შესრულება დასაქმებულის არჩევანზე დამოკიდებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ რომელმა მძღოლმა რა რეისი უნდა შეასრულოს, ეს საკითხი დამსაქმებლის გადასაწყვეტი იყო. ასევე დამსაქმებლის გადასაწყვეტია როდის დააწესოს ახალი მარშრუტები, ვის დაავალოს ამ მარშრუტების შესრულება, განსაზღვროს გრაფიკი, ერთი მძღოლი ჩაანაცვლოს სხვა მძღოლითა და ა.შ. მოსახლეობასთან მომსახურების სტრატეგიას წყვეტს არა ცალკეული მძღოლები, არამედ დამსაქმებელი. სწორედ ამის გამო დამსქმებელს უფლება ჰქონდა დასაქმებულისათვის დაევალებინა, როგორც ,,ჯ-------------------ის“ მარშრუტის, ისე ,,რ--------------------------------–-------ა“ მარშუტზე რეისის შესრულება. ბუნებრივია არსებობს იმის დასაშვები შესაძლებლობა, რომ მოსარჩელეს ვერ შეესრულებინა რეისი. არსებობს უამრავი მიზეზი, რაც შეიძლება გახდეს რეისის შესრულებაზე უარის თქმის საპატიო მიზეზი, მაგრამ წინამდებარე შემხვევაში ისეთი მიზეზი, როგორიცაა მოსახლეობის არ ცნობა, მარშრუტის არ ცოდნა, გრაფიკის არ ცოდნა და იმის ვარაუდი, რომ მგზავრები არ გადაუხდიდენ მგზავრობის ღირებულებას, უსაფუძვლო და არალოგიკური მიზეზებია, ამიტომ ასეთ ქცევას არ აქვს გამართლება. დაუშვებელია დასმაქმებელმა ასეთი შემთხვევები დატოვოს უყურადღებოდ და დასაქმებულებს ჩააბაროს ის ძირითადი მიზნები დ ამოცანები, რისთვის შპს ,,ქ------–--------------------–ირებაა“ შექმნილი. მოსარჩელეს, არც მეორე შემთხვევაში არ ჰქონდა მიზეზი ,,რ--------------------------------–-------ა“ მარშრუტის რეისის შესრულებაზე უარი ეთქვა. ასეთი ქმედებები არსებით ზიანს აყენებს საწარმოს. ამისათვის აუცილებელია დასაქმებულის მიმართ გარკვეული დისციპლინური ღონისძიების გამოყენება. მოპასუხემ სწორად შეაფასა გარემოებები და მოსარჩელეს სახდელის სახით შეუფარდა საყვედური. ამასთან გააფრთხილა, რომ სხვა შემთხვევაში მასთან შეწყდებოდა შრომითი ურთიერთობა. ამდენად ამ შემთხვევაშიც სახდელის დადება გონივრული და ქმედების შესატყვისია.

 

6.7. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2016 წლის 05 აგვისტოს თ---------- ლ-–---ს დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება გამოეცხადა 1.99 კმ. მანძილის ზედმეტად გავლის გამო. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოსარჩელე ვალდებული იყო რეისი შეესრუებინა ისე, როგორც ეს მოცემულია მარშრუტის გრაფიკით. მისი ვალდებულებაა ზედმიწევნით დაიცვას რეისის პარამეტრები და ისე განახორციელოს, როგორც ამას მოითხოვს ადმინისტრაცია. სწორედ დამსაქმებელს აქვს გაანალიზებული თითოეული რეისის და მისი მანძილის მნიშვნელობა. მანძილის სათანადო გავლასთანაა დაკავშირებული მარშრუტის დროული განხორციელება, მგზავრთა დროული გადაყვანა, საწვავის ეკონომია და სხვა გარემოებები. მოსარჩელე ვალდებული იყო სცოდნოდა სწორი მარშრუტი და არ გაევლო ზედმეტი მანძილი. ის, რომ მას დაავიწყდა მოძრაობის მარშრუტი, აღნიშნული მიუთითებს მის გულგრილობაზე. მსგავსი ტიპის გულგრილობისათვის სახდელის სახით გაფრთხილება შესაბამისი ღონისძიებაა.

 

6.8. 2016 წლის 2 სექტემბერს შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევისათვის, კერძოდ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო დამსაქმებელმა თ---------- ლ-–---სთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა. შეწყვეტის მიზეზი გახდა არაერთგზის სახდელის დადების შემდეგ ახალი დისციპლინური გადაცდომა. კერძოდ:

 

შპს „ქ------–-------------------–-----ამ“ ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციიდან გასართობ კომპლექს ,,ციცინათელამდე“ მიმართულებით ,,კ------–ის“ დასახლების მოსახლეობისათვის დააწესა რეისი, რომლის შესრულებაც 2015 წლის 21 აგვისტოს ევალებოდა თ---------- ლ-–---ს. სრული მარშრუტის შესრულებისათვის აუცილებელი იყო 172 კმ. მანძილის გავლა. თ---------- ლეჟამავამ გაიარა 164.24 კმ. თ---------- ლ-–--- გარაჟში დაბრუნდა სხვა მძღოლებზე ადრე. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას საცობმა ხელი შეუშალა და ჩამორჩა გრაფიკს, რის გამოც სრული რეისი არ შეასრულა, ასევე რეისის არასრულყოფილად შესრულებას ამართლებს მგზავრთა სიმცირით. ამტკიცებს, რომ ამ დროს მგზავრები თავს არიდებენ ავტობუსით მგზავრობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მგზავრთა სიმცირე და საცობი, მძღოლს არ აძლევს უფლებას გადაუხვიოს დამსაქმებლის მიერ დაწესებულ მარშრუტს. მითუმეტესს ამ დღეს მან სხვა მძღოლებზე უფრო ადრე დაასრულა სამუშაო. შესაბამისად ეს მიზეზიც არაა საპატიო. მოსარჩელე არასრული რეისების შესრულების გამო უკვე გაფრთხილებული იყო 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით. ის გაფრთხილდა მასზედ, რომ საცობი არაა მარშრუტის შეუსრულებლობისა და გადახვევის საფუძველი და გაფრთხილებული იქნა არ დაუშვას მსგავსი. შესაბამისად მას უნდა გაეთვალისწინება აღნიშნული ფაქტი და თავი შეეკავებინა რეისებისა და სამარშუტო ბრუნის თვითნებურ დაწესებასა და შეცვლაზე. ასეთი ქმედებები მართლზომიერ ქცევად არ ჩაითვლება. ლოგიკურია მოსაზრება მასზედ, რომ თუ ხელშეკრულების ერთი მხარე, ამ შემთხვევაში ავტობუსის მძღოლი თვითონ გადაწყვეტს გრძელი ბრუნი შეასრულოს თუ მოკლე, დროზე გავიდე რეისში თუ ადრე, ან დაგვიანებით, ბოლომდე მივიდეს რეისში, თუ მანამდე შეწყვიტოს, ასევე თუ თვითონ გადაწყვეტს მგზავრთა ინტენსივოდბიდან გამომდინარე რა პერიოდულობით და რა ხარისხით მოემსახუროს მათ, ბუნებრივია ეს იქნება საწარმოს ადმინისტრაციის ფუნქციის შეთავსება, რაც არსებითად დაარღვევს მეორე მხარის ინტერესს. მოპასუხეს სჭირდებოდა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლი და ამისათვის დაიქირავა მოსარჩელე. შესაბამისად მას არ უნდა შეეთვისებინა კოორდინატორისა თუ მენეჯერის ფუნქციები და თვითონ არ უნდა გადაწყვიტოს მსგავსი საკითხები. მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხისათვის ემუშავა ისე, როგორც ეს შინაგანაწესით და ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. მოსარჩელემ დაარღვია შრომის შინაგანაწესი და სამსახურეობრივი მოვალეობა არაჯეროვანად შეასრულა, არაჯეროვანი შესრულებაა რეისის არასათანადო შესრულებაა. მსგავსი ქმედებები დისციპლინური გადაცდომაა და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

 

სასამართლო განმარტავს რომ შრომის უფლება კონსტიტუციური უფლებაა. თავისუფალ შრომას იცავს კანონი. კანონის წინაშე დამსაქმებელი და დასაქმებული თანასწორნი არიან. დამსაქმებელს უფლება არ აქვს კანონიერი საფუძველის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებული გათავისუფლოს სამსახურიდან. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია. მასში მოიაზრება დასაქმებულის მიერ შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. თუ ასეთ ფაქტს ადგილი ექნებოდა, მაშინ დამსაქმებელს უფლება ექნებოდა მოსარჩელესთან ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და გაენთავისუფლებინა სამსახურიდან. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელეს 2016 წლის 2 სექტემბრამდე ხუთჯერ დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ამასთან ორჯერ სახდელი დაკისრებული ჰქონდა რეისის შესრულებაზე უარის გამო. გარდა ამისა სამსახურიდან გათავისუფლებამდე 2016 წლის 10 აგვისტოს პერსონალურად გაფრთხილებული იყო რეისების არასრული შესრულებისაგან თავის შეკავებაზე. მიუხედავად ამისა მან კვლავ არ შეასრულა რეისი და ამით დაარღვია არამარტო დამსაქმებლის, არამედ მგზავრთა ინტერესები. მოსარჩელემ ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციიდან გასართობ კომპლექს ,,ციცინათელამდე“ მიმართულებით დაგეგმილი რეისი 2015 წლის 21 აგვისტოს არ შეასრულა სრულად. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას. ასეთი დარღვევა წლის განმავლობაში მესამედ, ასევე წლის განმავლობაში ჯამში მეხუთე მეხუთე გადაცდომა, დამსაქმებელს ანიჭებს უფლებას დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. მისი ქმედება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველია, შესაბამისად მოსარჩელესთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა კანონიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი 2016 წლის 2 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უასაფუძვლოა.

 

6.9. მოსარჩელე მოითხოვს იძულებით განაცდურის და ხელფასის დაყოვნებისათვის ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0.07 %-ის ანაზღაურებას. დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით”.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ შეწყვიტა 2016 წლის 2 სექტემბერს. მას შემდეგ მოსარჩელე აღარ ასრულებს შრომით ვალდებულებებს და შესაბამისად ვეღარ ღებულობს ანაზღაურებას. საქმის განხილვით დადგინდა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იქნა მოპასუხის მართლზომიერი ქმედებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი საფუძვლით, შესაბამისად არ არსებობს იძულებით განაცდურის და მასზე დარიცხული კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე იძულებით განაცდურის ანაზღაურება. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი, მეხუთე მუხლის ,,ა” პუქტით ,,საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან”

 

დასახელებული ნორმით ფიზიკური პირები სახ. ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ხელფასის გადახდევინების შესახებ და შრომის ანაზღაურების მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელებზე. სახდელის შესახებ ბრძანებისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვით აღძრულ სარჩელზე მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არაა, ამ ნაწილში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობაა 600 ლარი. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც სასამართლო ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თ---------- ლ-–---ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე