გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2018
საქმის ნომერი
200210016001640102
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/737-16

N200210016001640102

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2017 წელი ქ. თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ტ---- ბანკი“ (ყოფილი სს ,,კ----------------------ი“)

წარმომადგენელი - ქ-----------------ა

მოპასუხეები: ხ------ა ჯ--------ე, მ-----ა მ----–-----ი, ე----- ჯ--------ე

წარმომადგენელი - ლეილა გარსევანიშვილი

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს მ-----ა მ----–-----ს და ხ------ა ჯ--------ეს სს ,,ტ----ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 10543.80 (ათი ათას ხუთას ორმოცდასამი და 80) ლარის გადახდა, აქედან: ძირითადი თანხა 8829.53 ლარი, პროცენტი: 712,70 ლარი, ჯარიმა: 1001,57. აქედან თავდების ხ------ა ჯ--------ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის 16067,36 (თექვსმეტი ათას სამოცდაშვიდი და 36) ლარის ფარგლებში (№4.0302149.001-001 საბანკო კრედიტის და №4.0302149.001-001-с7900/02 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე).

1.2. მოპასუხეებს მ-----ა მ----–-----ს და ხ------ა ჯ--------ეს სს ,,ტ----ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე გათვალისწინებული დარჩენილი ძირითადი თანხის 0.1%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 05 დეკემბრიდან სესხის სრულად დაფარვამდე, (არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა) (№4.0302149.001-001 და №4.0302149.001-001-с7900/02 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე). თავდების ხ------ა ჯ--------ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის 16067,36 (თექვსმეტი ათას სამოცდაშვიდი და 36) ლარის ფარგლებში.

1.3. აღნიშნული დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი უძრავი ქონებები: 1) ე-----ი ჯ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, სოფელი კ----------–-----ი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1028.00 კვ.მ შენობა ნაგებობის საერთო ფართი: 243,00 საკადასტრო კოდით: 5-----------)

1.4. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით: (5-----------.) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მ-----ა მ----–-----ის ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების სრულად დასაფარად, დავალიანების სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს მ-----ა მ----–-----ის და ხ------ა ჯ--------ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ უძრავ/ მოძრავ ქონებასა და აქტივებზე.

1.5. მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ დაეკისროთ ბანკის მიერ წინასწარ გადახდილი სასამართლო ხარჯები (ბაჟი) 413.00 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2015 წლის 28 მაისს სს ,,ტ----ბანკსა” და მ-----ა მ----–-----ს შორის დაიდო №4.0302149.001 გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ შემდეგი პირობებით: მაქსიმალური ლიმიტის თანხა- 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, მაქსიმალური ლიმიტის მოქმედების ვადა: 2025 წლის 28 მაისის ჩათვლით, საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში: არანაკლებ 1% და არაუმეტეს 36%-ისა, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ზუსტი ოდენობა განისაზღვრება და შეთანხმდება მხარეებს შორის დამატებითი ხელშეკრულებით. №4.0302149.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით: 1) 28.05.2015 წ-ს სს ”ტ----ბანკსა” და ე-----ი ჯ--------ეს შორის გაფორმდა №4.0302149.001 იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში (განცხადების რეგისტრაციის №882015291792). №4.0302149.001 იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად , მსესხებლის (მ-----ა მ----–-----ის) მიერ სს ”ტ----ბანკთან” გაფორმებული/გასაფორმებელი გენერალური ხელშეკრულებით, მის საფუძველზე გაფორმებული სხვა დამატებითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით იპოთეკით დაიტვირთა: ე-----ი ჯ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, სოფელი კ----------–-----ი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1028.00 კვ.მ შენობა ნაგებობის საერთო ფართი: 243,00 საკადასტრო კოდით: 5-----------). №4.0302149.001 გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 04 ივნისს სს ”ტ----ბანკსა” და ხ------ა ჯ--------ეს შორის გაფორმდა № 4.0302149.001-001-с7900/02 თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით თავდებმა იკისრა ვალდებულება სსკ-ს 895-ე მუხლის შესაბამისად , სოლიდარულად, პირადი ქონებით აგოს პასუხი №4.0302149.001 გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებებზე მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში. 2016 წლის 28 მაისს №4.0302149.001 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და მ-----ა მ----–-----ს შორის გაფორმდა №4.0302149.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი, კრედიტის დაფარვის საბოლოო ვადა: 2018 წლის 04 ივნისი, წლიური საპროცენტო განაკვეთი: 20% ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო: გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა 2015 წლის 28 მაისს მსესხებელზე გასცა კრედიტი 12 000 ათასი ლარის ოდენობით. მსესხებლებს კრედიტი უნდა დაებრუნებინა №4.0302149.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად. კერძოდ, 06.07.2015 წლიდან 24.06.2018 წლის ჩათვლით მსესხებელს ყოველთვიურად უნდა შეეტანა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა დავალიანების დასაფარად, რაც არ შესრულდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხებმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ ეთანხმებიან სესხის თანხის ძირსა და პროცენტს, მაგრამ არ ეთანხმებიან პრიგასამტეხლოს თანხის მოთხოვნას და დაუყონებლივ აღსრულებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სს ”კ----------------------მა” შეიცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით ეწოდება სს ”ტ----ბანკი”. სხვა საიდენტიფიკაციო რეკვიზიტები დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 14-21).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 28 მაისს სს”ტ----ბანკსა” და მ-----ა მ----–-----ს შორის დაიდო №4.0302149.001 გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ შემდეგი პირობებით: მაქსიმალური ლიმიტის თანხა- 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, მაქსიმალური ლიმიტის მოქმედების ვადა: 2025 წლის 28 მაისის ჩათვლით, საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში: არანაკლებ 1% და არაუმეტეს 36%-ისა, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ზუსტი ოდენობა განისაზღვრება და შეთანხმდება მხარეებს შორის დამატებითი ხელშეკრულებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 29-41);

 

3.2.2. №4.0302149.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით: 1) 28.05.2015 წ-ს სს ”ტ----ბანკსა” და ე-----ი ჯ--------ეს შორის გაფორმდა №4.0302149.001 იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში ( განცხადების რეგისტრაციის №882015291792). №4.0302149.001 იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად , მსესხებლის (მ-----ა მ----–-----ის) მიერ სს”ტ----ბანკთან” გაფორმებული/ გასაფორმებელი გენერალური ხელშეკრულებით, მის საფუძველზე გაფორმებული სხვა დამატებითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით იპოთეკით დაიტვირთა: ე-----ი ჯ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თ--–--ი, სოფელი კ----------–-----ი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1028.00 კვ.მ შენობა ნაგებობის საერთო ფართი: 243,00 საკადასტრო კოდით: (5-----------).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 57-60);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 61-62).

 

3.2.3. გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 04 ივნისს სს ”ტ----ბანკსა” და ხ------ა ჯ--------ეს შორის გაფორმდა № 4.0302149.001-001-с7900/02 თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით თავდებმა იკისრა ვალდებულება სსკ-ს 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარულად, პირადი ქონებით აგოს პასუხი №4.0302149.001 გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებებზე მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 42-44);

 

3.2.4. 2015 წლის 04 ივნისს №4.0302149.001 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და მ-----ა მ----–-----ს შორის გაფორმდა №4.0302149.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი, კრედიტის დაფარვის საბოლოო ვადა: 2018 წლის 04 ივნისი, წლიური საპროცენტო განაკვეთი: 20% ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო: გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა 2015 წლის 04 ივნისს მსესხებელზე გასცა კრედიტი 12 000 ათასი ლარის ოდენობით. მსესხებლებს კრედიტი უნდა დაებრუნებინა №4.0302149.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართში წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად. რაც არ შესრულდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 45-47);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 50-56).

 

3.2.5. სს ”ტ----ბანკმა” გაუგზავნა მსესხებელს, თავდებს და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შეტყობინებები, რომლითაც მათ ეცნოთ, რომ მსესხებელს ერიცხება დავალიანება და იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების ჩაბარებიდან 14 კალენდარულ დღეში არ იქნება დაფარული აღნიშნული დავალიანება, ბანკი თანხის გადახდის და იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბანკის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები (ს.ფ. 25).

 

3.2.6. 2016 წლის 05 დეკემბრის მდგომარეობით მსესხებლის მ-----ა მ----–-----ის ჯამური დავალიანება შეადგენს: 10543.80 (ათი ათას ხუთას ორმოცდასამი და 80) აქედან : ძირითადი თანხა 8829.53 ლარი, პროცენტი- 712,70 ლარი, ჯარიმა- 1001,57.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 25).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ტ---- ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ტ---- ბანკს“ ხ------ა ჯ--------ეს, მ-----ა მ----–-----სა და ე----- ჯ--------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკი“, ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 04 ივნისს სს ,,ტ---- ბანკთან“ დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხ------ა ჯ--------ე წარმოადგენს თავდებ პირს და მას მ-----ა მ----–-----თან ერთად, ეკისრება პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ტ---- ბანკი“ უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 8829.53 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 712.70 ლარს.

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა. ასევე მოპასუხეებს ხ------ა ჯ--------ეს, მ-----ა მ----–-----ს და ე----- ჯ--------ეს მოსარჩელე ,,ტ---- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა ძირი თანხის 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 05 დეკემბრიდან კრედიტის სრულად დაფარვამდე, არაუმეტეს ერთი წლისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 268-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,,ტ---- ბანკის” დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების ხ------ა ჯ--------ის, მ-----ა მ----–-----ის და ე----- ჯ--------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1.მოპასუხეებს ხ------ა ჯ--------ეს, მ-----ა მ----–-----ს და ე----- ჯ--------ეს მოსარჩელე ,,ტ---- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 9642.23 ლარი, საიდანაც - ძირი თანხაა 8829.53 ლარი, პროცენტი- 712.70 ლარი და ჯარიმა- 100.00ლარი.

თავდებ ხ------ა ჯ--------ის პასუხისმგელობა განმისაზღვროს თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის 16067.36 ლარის ფარგლებში.

 

1.2. მოპასუხეებს ხ------ა ჯ--------ეს, მ-----ა მ----–-----ს და ე----- ჯ--------ეს მოსარჩელე ,,ტ---- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა ძირი თანხის 0,01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 05 დეკემბრიდან კრედიტის სრულად დაფარვამდე, არაუმეტეს ერთი წლისა. თავდებ ხ------ა ჯ--------ის პასუხისმგელობა განმისაზღვროს თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის 16067.36 ლარის ფარგლებში.

1.3.სს ,,ტ---- ბანკის“ წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ე----- ჯ--------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: თ--–--ი, სოფელი კ----------–-----ი, ნაკვეთის დანიშნულება:სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი: 1028.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი:243.00 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი№5-----------.

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას, სააღსრულებოდ მიექცეს მსესხებლის სხვა ქონებას მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით მ-----ა მ----–-----ისა და ხ------ა ჯ--------ის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე და აქტივებზე.

2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევასთან დაკავშირებით.

3.მოპასუხეებს ხ------ა ჯ--------ეს, მ-----ა მ----–-----ს და ე----- ჯ--------ეს სოლიდარულად დაეკისროთ ,,ტ---- ბანკის” სასარაგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 30.00 ლარის ანაზღაურება.

4.მოსარჩელე ,,ტ---- ბანკს”დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 286.27 ლარი (გადახდის თარიღი 12/12/2016 წლის №16 საგადასახადო დავალებით, სახაზინო კოდი 300853150), ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბაჟში გადახდილად.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12(თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შემოტანის გზით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე