განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2018
საქმის ნომერი
120100118002342667
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002342667-1/089-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

03 აპრილი, 2018 წელი ქ. ა---––---

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – მ--–-----------------------------, დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ----------ს რაიონი, დაბა წ--------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2016 წლის თ-------–-ს თვეში, ბ----------ს რაიონის დაბა წ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ--–----------------მ მის მეუღლეს საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების მ----- და თ---------------------ს თანდასწრებით, მათ დედას ლ---–-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ორჯერ ჩაარტყა ხელი თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.თანაცხოვრების პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის მანძილზე მ--–---------------- მის მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების მ----- და თ---------------------ს თანდასწრებით მათ დედას ლ---–-------------ს სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული ლ---–------------- განიცდიდა ტანჯვას, ასევე 2017 წლის ზ-------––- ქ.ა---––---ში გ-------–---------–-ს ქ.N------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--–----------------მ მის მეუღლეს, შელაპარაკების საფუძველზე არასრულწლოვანი მ----- ზ--------ის თანდასწრებით მის დედას ლ---–-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმიდან და ასევე ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

მ--–----------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით;

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ლ---–- ზ--------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2016 წლის 0------------–- სახლში სამსახურიდან დაბრუნებულს მ--–----- ზ--------ე ნასვამი დახვდა, იგი ბავშვებთან ერთად სადილობდა, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ერთმანეთთან, ადგა მ--–----------------, მიუახლოვდა მას და თავში ორჯერ დაარტყა ხელი ისე, რომ თმის საკეტი დაემტვრა და დაუბნელდა თვალებში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, სახლიდან გასვლის წინ კი ესროლა სკამი, რომელიც არ მოხვდა და დაუბარა სახლში არ დახვედროდა.

 

იხ. ტომი -1, ს.ფ. 9-16;

 

მ-----ი ზ--------ის და თ------ ზ--------ის ჩვენებები, რომლის თანახმად 2016 წლის თ-------–-ს თვეში იმყოფებოდნენ სახლში, დედამ ლ---–-------------მ მამას მ--–----------------ს უსაყვედურა კვლავ სმისათვის და ნარკოტიკების მოხმარებისათვის, რის შემდგომაც მამამ მ--–----- ზ--------ემ დედას ლ---–-------------ს უკნიდან თავში ჩაარტყა ხელი, რის გამოც დედა ცუდად გახდა და დაიწყო ტირილი.

 

იხ. ტომი -1, ს.ფ. 21-24;30-32;

 

მ--–----------------მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქ/პუნქტით;

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ლ---–- ზ--------ის ჩვენება, რომლის თანახმად მას მისი მეუღლე მ--–---------------- სისტემატიურად აყენებს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით შეურაცხყოფას, აღნიშნული დაიწყო მათი ქორწინების შემდეგ და ხორციელდება უწყვეტად, მის მიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი აქვს ყოველდღიურად. 2017 წლის ზაფხულის თვეში შეკამათება მოუვიდა მ--–----------------სთან კვლავ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, რა დროსაც მოქაჩა თმებიდან და შემოარტყა სახეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

იხ. ტომი -2, ს.ფ. 8-15;

 

მ-----ი ზ--------ის და თ------ ზ--------ის ჩვენებები, რომლის თანახმად მამა მ--–---------------- დედას ლ---–-------------ს მათი თანდასწრებით სისტემატიურად აყენებს შეურაცხყოფას და ამცირებს, კონკრეტულად 2017 წლის ზ-------––- ა---––---ში ყოფნის დროს მამა ღამით მივიდა სახლში, დედა ლ---–------------- მას სახლში არ უშვებდა, ის კი აბრახუნებდა კარზე, თან ემუქრებოდა და აგინებდა, როდესაც შემოუშვა მამამ მ--–----------------მ მას სახეში შემოარტყა ხელი.

 

იხ. ტომი -2, ს.ფ.18-21, 24-27;

 

მ--–----------------მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2017 წლის 1------------ N0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ლ---–- ზ--------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ--–---- ზ--------ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, რაც მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.

იხ. ტომი -2, ს.ფ.103-108;

 

მ--–---- ზ--------ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ე-–------------ს, ნ----------------ს, მ--------------------ს, ი--------–---–---–-ს გამოკითხვის ოქმით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, თ------ ზ--------ისა და მ----- ზ--------ის დაბადების მოწმობებით, მ--–---- ზ--------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–----------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი);

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--–----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

მ--–---- ზ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ მ--–----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ასევე მ--–---------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) ვადით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მ--–----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ--–---- ზ--------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ--–---------------- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

2. მ--–---------------- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

3.სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ მ--–----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით;

 

4.მ--–----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 3-----------------

 

5.მ--–---- ზ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი