გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210017002186606 (2/2131-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუ------ი
შესავალი ნაწილი
ზუ------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - ი.მ. ე-----------------ა
წარმომადგენელი - თა-----–-------–---უა
მოპასუხეები: ელ--------ია, ირ---–------ა
წარმომადგენელი - ბა------------–---–ი
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეებს ირ---–------ასა და ელ--------იას შორის 2--- წლის 1-----------ს გაფორმებული, საჯარო რეესტრში №01.14.015.-----3.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. თ---–--ი, ად-----–-----ის ქუჩა №--, ბინა №--, ფართი - 142 კვ.მ., სართული 5) ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ კვლავ ირ---–------ას დარეგისტრირება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ზუ------ის რაიონული სასამართლოს მიერ 20---–-–-------------------–-----–-------------–-----------–--–-ს თანახმად, ირ---–------ას დაეკისრა 7600 აშშ დოლარი და 800 ლარის გადახდა ი/მ ე-----------------ას სასარგებლოდ. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ბიუროს წარედგინა 2--- წლის 1-----------ს.
მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ იმავე დღეს ირ---–------ამ ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №01.10.14.015.-----3.5--, ფიქტიური ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა მისი ოჯახის წევრს, დედას - ელ--------იას, რითაც საფრთხე შეექმნა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის გათვალისწინებული მოთხოვნის აღსრულებას (იხ. სარჩელი, 20.03.2----–-–--------------–--------------------.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოება
3.1.1.ქ. თ---–--ში ად-----–-----ის ქუჩა №---ში მდებარე №-- ბინა 0--------- წლიდან რეგისტრირებული იყო მოპასუხე ირ---–------ას სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-შესაგებლები;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–------------------).
3.1.2.2----–-–-----------ის თვეში ირ---–------ა ოჯახის წევრთან (დედასთან) ელ--------იასთან ერთად ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე: ქ. ზუ------ი, კ. გა------------ს ქუჩა №1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-შესაგებლები;
-13.11.2--- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 13);
-ამონაწერი ცესკოს ვებგვერდიდან (ს.ფ. 15);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–------------------).
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2-----–---ს №2-----17 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.მ. ე-----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ირ---–------ას მოსარჩელე ი.მ. ე-----------------ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირითადი თანხის - 7600 აშშ დოლარის გადახდა, ასევე პროცესის ხარჯების ანაზღაურება ჯამში 800 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2-----–---ს გადაწყვეტილება (ს.ფ. 24);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–------------------).
3.2.2.ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2-----–---ს №2-----17 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის იძულებითი აღსრულების მიზნით 2--- წლის 1-----------ს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2--- წლის 1-----------ს ე-----------------ამ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თ---–--ის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც მოითხოვა სააღსრულებო წარმოების დაწყება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2-----–---ს გადაწყვეტილება (ს.ფ. 24);
-სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23);
-განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 21);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–------------------).
3.2.3.მოვალე ირ---–------ასათვის და მასთან მცხოვრები ოჯახის წევრისათვის (დედისთვის) - ელ--------იასათვის ცნობილი გახდა რა ირ---–------ას მიმართ სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, ი.მ. ე-----------------ას მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებისათვის თავიდან არიდების მიზნით, მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ სააღსრულებო ბიუროში განცხადების შეტანისთანავე -2--- წლის 1-----------ს გააფორმეს მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ირ---–------ას კუთვნილი, ქ. თ---–--ში, ად-----–-----ის ქუჩა №---ში მდებარე №-- ბინა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ელ--------იას საკუთრებად.
აღნიშნულის შემდგომ, ელ--------ია შეეცადა №01.14.015.-----3.5-- საკადასტრო კოდით მის სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ქონების გასხვისებას, რაც ვერ განახორციელა უძრავ ქონებაზე სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველზე ზუ------ის რაიონული სასამართლოს მიერ 2--- წლის 17 ნოემბერს მიღებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის არსებობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2-----–---ს გადაწყვეტილება (ს.ფ. 24);
-სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23);
-13.11.2--- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 13);
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-19);
-ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 17 ნოემბრის განჩინება;
-განცხადება №89---------7;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (ი--------------–-–--------------–------------------).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი.მ. ე-----------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილებაზე.
5.კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელით აღძრული დავის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელია დადგინდეს რამდენად შეესაბამება ნამდვილობის პირობებს გასაჩივრებული ხელშეკრულება. ამ კუთხით, მხედველობაშია მისაღები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ ანუ გარიგებით სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი აღწევენ სამართლებრივ შედეგს. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლზე, რომლითაც ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება ანუ ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
განსახილველი ნორმის პირველი ნაწილში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ამასთან, იმისათვის, რომ გარიგება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებითად უნდა არსებობდეს მხარეთა შორის შეთანხმება მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ, რასაც ბუნებრივია წინ უძღვის მხარეთა ნაცნობობა, ახლო ურთიერთობა, რაც გარიგების ბათილად ცნობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეები არიან ოჯახის წევრები (მოპასუხე ელ--------ია არის ირ---–------ას დედა) და სადავო პერიოდში - 2--- წლის 1-----------ს ცხოვრობდნენ ერთად. ბუნებრივია მათ შორის ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე შესაძლებელია თავისუფლად დაიდოს ხელშეკრულება, თუმცა დაინტერესებული პირის მხრიდან სადავოობის შემთხვევაში წარმოიშობა ხელშეკრულების გაფორმების მოტივის შესწავლის აუცილებლობა.
6.2.სასამართლოს ვერ ექნება მოსარჩელისაგან განსხვავებული აზრი სადავო ჩუქების ხელშეკრულების მიმართ მოჩვენებითობის ფაქტის არსებობის თაობაზე გამომდინარე იქედან, რომ ამაზე უტყუარად მეტყველებს საქმის ზეპირი განხილვის შედეგად დადგენილი გარემოებები, რის შესახებაც მიუთითებს შემდეგს:
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტებს შორის ურთიერთობას, რაც დაკავშირებულია გარკვეულ უფლებებთან და მოვალეობებთან, არეგულირებს ვალდებულებითი სამართლით.
ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ვალდებულებითი სამართლის ძალით მოვალე ვალდებულია შეასრულოს კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება ან თავი შეიკავოს განსაზღვრული მოქმედებისგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოვალისგან ვალდებულების შესრულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (---------------–--------------------------–---------–-------–---------------------- აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს).
თუ მოვალე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მისი შესრულება მას შესაძლებელია დაეკისროს ??????????? მეშვეობით. ამ კუთხით, ყურადღების ღირსია საქართველოს კონსტიტუციის პირველი პუნქტი, რომლითაც ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული ნორმა შეიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც ასევე გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად მიჩნეული საერთაშორისო აქტის - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის (საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1999 წლის 12 მაისს) მე-6 მუხლით, რომლითაც სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული მუხლი მიუთითებს კონკრეტულად სამართლიან სასამართლო განხილვაზე, ეს უკანასკნელი გამოიყენება არა მარტო თვით განხილვასთან მიმართებით, არამედ იმ ეტაპების მიმართაც, რომლებიც წინ უსწრებენ და თან სდევენ სასამართლო განხილვას. ასეთად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც დაინტერესებული პირის უფლებაა და რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოიცავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (იხ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ, 181).
შიდასაკანონმდებლო დონეზე აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა.
აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ხოლო იმავე კანონის 251-ე მუხლით, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება და დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.
ამრიგად, კრედიტორის მოთხოვნით აღმასრულებლის მიერ იძულებითი აღსრულების მექანიზმის ამოქმედება გულისხმობს მოვალის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე კრედიტორსა და მოვალეს შორის დავის არსებობის დაშვების შესაძლებლობას, რამეთუ მიკუთვნებითი მოთხოვნის აღსრულების საშუალება შეიძლება იყოს სწორედ მოვალის კუთვნილი ქონება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ირ---–------ა არ უარყოფს, რომ მას გააჩნია ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 2-----–---ს გადაწყვეტილების აღიარებული დავალიანება მოსარჩელის წინაშე, რომლის იძულებით გადახდევინების მიზნით მოსარჩელემ 2--- წლის 1-----------ს მიიღო სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო თვლის, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი ხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე ირ---–------ამ იცოდა, რომ ქ. თ---–--ში მდებარე თავის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე შესაძლებელი იყო გავრცელებულიყო აღსრულებითი ღონისძიება, რის გამოც მან გადაწყვიტა აღნიშნული ქონებიდან ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით გაესხვისებინა იგი თავის ოჯახის წევრზე. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
მსგავს დავაზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,2013 წლის 5 ნოემბერს მოპასუხის მიერ საკუთარ დედასთან - მეორე მოპასუხესთან უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების დადება იმ პირობებში, როდესაც სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა განხორციელებულია 2013 წლის 9 ოქტომბერს, რომლის შემდგომ მოპასუხემ შეწყვიტა სესხის პერიოდული დაფარვა (იხ. ტომი I, ს.ფ. 139), მიუთითებს სწორედ ჩუქების ხელშეკრულების ორივე მხარის განზრახვაზე, რომ უძრავი ქონების გასხვისების გზით მოპასუხეს თავი აერიდებინა ფულადი ვალდებულებების შესრულებისთვის.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ნივთის ჩუქება შეიძლება მიუთითებდეს მხარეთა კეთილ ნებაზე და განპირობებული იყოს გარკვეული აუცილებლობით, მაგრამ ზუსტად მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი, ამტკიცონ ის, თუ რამ განაპირობა და ამ ხელშეკრულების დადების რა აუცილებლობა არსებობდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების მონაკვეთში (------------------------------------–-–--------–-----
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20---–-–----------–-----–-----------------------------–------ლებაზე და განმარტა, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრა. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, დედა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია’’ (იხ. ს-----–---------------–---------–-–--------------------------------------ა).
6.3.ზუ------ის რაიონული სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის მიხედვით, უძრავი ნივთის შეძენისას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს (შემძენებს) არ მოეთხოვოთ უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მხოლოდ ისეთი ფაქტების ცოდნა, რაც აღემატება მათ შესაძლებლობებს.
ზუ------ის რაიონულ სასამართლოს მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება. ოჯახის წევრებს (დედა-შვილს) შორის უძრავი ქონების უსასყიდლო განკარგვა სადავო, აღსრულების პერიოდში, უფრო მეტიც, აღსრულების დაწყების დღეს, დაჩქარებული წესით - 2--- წლის 1-----------ს, მოვალის მხრიდან პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების დასტურია, ასევე ჩუქების ხელშეკრულების ბათილობას მოწმობს მოპასუხე ელ--------იას მხრიდან სადავო უძრავი ქონების გასხვისების მცდელობაც. ეს გარემოებები კი მიუთითებს მასზედ, რომ ელ--------იასათვის, როგორც ოჯახის წევრისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოპასუხე ირ---–------ას მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების (დავალიანების) და ჩუქების ხელშეკრულების იმ განზრახვით დადების თაობაზე, რომ მოვალეს (ირ---–------ას) არ შეესრულებინა კრედიტორის (მოსარჩელის) წინაშე ნაკისრი ვალდებულება. საწინააღმდეგო გარემოებები, რაც უარყოფდა ამ პრეზუმფციას, მოპასუხეებს არ მიუთითებიათ.
მაშასადამე, მოცემული ვითარებით ნათელი ხდება, რომ სადავოდ გამხდარი გარიგება ბათილია გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო, მოპასუხეებს შორის იგი დადებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის მიზნით, რაც თავის მხრივ მოპასუხე ელ--------იას, როგორც უძრავი ნივთის შემძენს, ხდის არაკეთილსინდისიერს, მან მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყებით შეიტყო, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ირ---–------ას შორის არსებული დავა სააღსრულებო წარმოებით გავრცელდებოდა ქ. თ---–--ში მდებარე, ირ---–------ას საკუთრებაში არსებულ სადავო ქონებაზე. ეს გარემოება კი მანიშნებელია იმისა, რომ ელ--------ია სასამართლოს მიერ სადავო ქონების ნამდვილ მესაკუთრედ ვერ მიიჩნევა.
6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და შესაბამისად, კერძოდ, შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. ამდენად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხეებს შორის 2--- წლის 1-----------ს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (რაც გულისხმობს ამ ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში მოპასუხე ელ--------იას სახელზე განხორციელებული ჩანაწერის გაუქმებას) და უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა ქ. თ---–--ში მდებარე უძრავი ქონების კვლავ მოპასუხე (მოვალე) ირ---–------ას სახელზე რეგისტრაციის განხორციელების სახით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ სარჩელზე და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე (საქმე №2/უზ-34-17) მოსარჩელის მიერ გადახდილია პროცესის ხარჯი, სახელმწიფო ბაჟი ჯამში - 270 ლარის ოდენობით, საიდანაც სარჩელის დაკმაყოფილების გამო 170 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი თანხა 100 ლარი, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ი.მ. ე-----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თ---–--ში, ად-----–-----ის ქუჩა №---ში მდებარე №-- ბინაზე (საკადასტრო კოდი №01.10.14.015.-----3.5--, ფართი - 142 კვ.მ., სართული 5) 2--- წლის 1-----------ს მოპასუხეებს ირ---–------ასა და ელ--------იას შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრში აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდეს მოპასუხე ირ---–------ას სახელზე;
3.მოპასუხეებს მოსარჩელე ი.მ. ე-----------------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 170 ლარის ანაზღაურება;
4.მოსარჩელე ი.მ. ე-----------------ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 17/11/2--- წლის №680 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 150 ლარიდან 100 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,ლი------------ი”, სახაზინო კოდი: 300813150, ბანკის კოდი: TRESGE22;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისის ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუ------ის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუ------ი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა