განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2018
საქმის ნომერი
010100118002364029
დავის ტიპი
362 1
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002364029

საქმე №1-274/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11.04.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ოლ-----------–---–ი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გუ-–----------–-ძე

მამის სახელი: ზუ-----

დაბადებული: 0-.01.1984 წელს

პირადი ნომერი: 6---------5

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ხულოს რაიონი, სოფელი ვა–-–-----ი

ფაქტობრივი მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი შა---------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი ( ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №075090218001

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

1.2.

2018 წლის 09 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–ი მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ ,,ს-----–ი’’ მოძრავი ,,ტ-------ას’’ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით G------, რომელსაც მართავდა გუ-–----------–-ძე შეჩერებული იქნა აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, რა დროსაც გუ-–----------–-ძემ გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა მძღოლის ყალბი მართვის T-------- მოწმობა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 03 აპრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №დ-----, 15.02.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი გუ-–----------–-ძის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიით და ნომრით T--------- დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის მქონე ნამდვილი დოკუმენტის ბლანკს. მასში რაიმე სახის ცვლილებები შეტანილი არ არის (ს.ფ 38-41).

 

2.4 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმი, განჩინება საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: გიორგი ბერიძის, ბაგრატ ბერიძის გამოკითხვის ოქმები, გუ-–----------–-ძის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გუ-–----------–-ძემ, ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა გუ-–----------–-ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 09 თებერვალს, აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ყალბი მართვის მოწმობის - წარდგენით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა; ის ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას; მისივე განმარტებით, ყავს მცირეწლოვანი შვილი (სამი წლის), რომელიც საჭიროებს მკურნალობას და ასევე თავადაც გადის მკურნალობის კურსს თურქეთის რესპუბლიკაში; კმაყოფაზე ყავს ოჯახის წევრები ; მამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს; ამჯამად ოჯახის არცერთი წევრი დასაქმებული არ არის;

 

ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, გუ-–----------–-ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, გუ-–----------–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების და მისი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს გუ-–----------–-ძის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა T---------, რომლის განკარგვაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გუ-–----------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ გუ-–----------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გუ-–----------–-ძის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით T---------, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე