გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210117002228076
#2/341 -2017 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20. 03. 2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს.,, თ----- ბ---ი“
წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტ-----“, ანა ს--------
მოპასუხე: ნ--–- ა--–-----–ი
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „თ----- ბ---ი“-ს წარმომადგენელმა, მოპასუხე - ნ--–- ა--–-----–ის (პ.№5----------) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
1.1. მოსარჩლე განმარტავს, რომ სს „ ბ---ი რ-------–---“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის 2016 წლის 09 დეკემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1479.65 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 12 თვე, 2017 წლის 09 დეკემბრამდე. ყოველთვიური გადასახდელი განისაზღვრა 123.30 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 ლარი, ამას დამატებული - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დავალიანების ძირითადი თანხის 12% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში.
აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 21 ივლისის შემდეგ არ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 09 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 713.14 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 615.55 ლარი და ჯარიმა - 95.59 ლარი.
1.2. ასევე სს „ ბ---ი რ-------–---“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1030.75 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 12 თვე, 2017 წლის 22 დეკემბრამდე. ყოველთვიური გადასახდელი განისაზღვრა 85.90 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 ლარი, ამას დამატებული - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დავალიანების ძირითადი თანხის 12% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში.
2016 წლის 22 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 25 ივლისის შემდეგ არ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 22 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 499.82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 429.45 ლარი და ჯარიმა - 70.37 ლარი.
1.3. ასევე სს „ თ----- ბ---ი“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის 2017 წლის 5 მაისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1620 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 380 დღე (12 გადახდა) კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, 136.50 ლარის გადახდით. კრედიტის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 20 ივნისს და სრულად უნდა დაფარულიყო 2018 წლის 20 მაისამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2017 წლის 05 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 21 ივლისის შემდეგ არ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 05 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1439.96 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1350 ლარი და ჯარიმა - 85.46 ლარი.
1.4. ასევე სს „თ----- ბ---ი“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის 2017 წლის 12 მაისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3100 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 380 დღე (12 გადახდა) კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 259.87 ლარის გადახდით. კრედიტის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 27 ივნისს და სრულად უნდა დაფარულიყო 2018 წლის 27 მაისამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2017 წლის 12 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 27 ივლისის შემდეგ არ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 12 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 3088.42 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2831.40 ლარი და ჯარიმა - 252.52 ლარი.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----- ბ---ი“ წარმოადგენს სს „ბ---ი რ-------–---“-ს უფლებამონაცვლეს.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე - ნ--–- ა--–-----–ს სს „ თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2016 წლის 09 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- 713.14 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-616.55 ლარი და ჯარიმა-96.59 ლარი.
1.2. 2017 წლის 26 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 09 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-616.55 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს-3.07 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 616 ლარის.
1.3. 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- 499.82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-429.45 ლარი და ჯარიმა-70.37 ლარი.
1.4. 2017 წლის 26 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 22 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-429.45 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს-2.14 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 429 ლარის.
1.5. 2017 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1435.46 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-1350 ლარი და ჯარიმა-85.46 ლარი.
1.6. 2017 წლის 26 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 5 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-1350 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს-6.75 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1350 ლარის.
1.7. 2017 წლის 12 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3083.92 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-2831.40 ლარი და ჯარიმა-252.52 ლარი.
1.8. 2017 წლის 26 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 12 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-2831.40 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს-14.15 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2831.40 ლარის.
მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის დაზუსტების შემთხვევაში მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს, ნ--–- ა--–-----–ს სს „თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2016 წლის 09 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების- 713.14 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-616.55 ლარი და ჯარიმა-96.59 ლარი.
1.2. 2017 წლის 26 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 09 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-616.55 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს-3.07 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 205 ლარის.
1.3. 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 499.82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-429.45 ლარი და ჯარიმა-70.37 ლარი.
1.4. 2017 წლის 26 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 22 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-429.45 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს-2.14 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 143 ლარის.
1.5. 2017 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1435.46 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-1350 ლარი და ჯარიმა-85.46 ლარი.
1.6. 2017 წლის 26 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 5 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-1350 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს-6.75 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 450 ლარის.
1.7. 2017 წლის 12 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3083.92 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-2831.40 ლარი და ჯარიმა-252.52 ლარი.
1.8. 2017 წლის 26 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 12 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-2831.40 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს-14.15 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 943 ლარის.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 328.75 ლარის დაკისრებას, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის დაკისრებას, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და ადვოკატის მომსახურეობის ხარჯების დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის, კერძოდ 438.33 ლარის ოდენობით გადახდას.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ წარმოდგენილ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ძირითადი თანხების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოთხოვნას მოპასუხე ამ ნაწილში სარჩელს არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ სს „ ბ---ი რ-------–---“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის 2016 წლის 09 დეკემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1479.65 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 12 თვე, 2017 წლის 09 დეკემბრამდე. ყოველთვიური გადასახდელი განისაზღვრა 123.30 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 ლარი, ამას დამატებული - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დავალიანების ძირითადი თანხის 12% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში.
დადგენილია, რომ 2016 წლის 09 დეკემბრის ხელშეკრულება დაირღვა მოპასუხის მხრიდან და 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 09 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 713.14 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 615.55 ლარი და ჯარიმა - 95.59 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი(ს.ფ.21-24)
- დავალიანების ცნობა(ს.ფ.68)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ სს „ ბ---ი რ-------–---“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1030.75 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 12 თვე, 2017 წლის 22 დეკემბრამდე. ყოველთვიური გადასახდელი განისაზღვრა 85.90 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 ლარი, ამას დამატებული - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დავალიანების ძირითადი თანხის 12% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში.
დადგენილია, რომ 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულება დაირღვა მოპასუხის მხრიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 22 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 499.82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 429.45 ლარი და ჯარიმა - 70.37 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ.26-30)
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.68)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია, რომ სს „ თ----- ბ---ი“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის 2017 წლის 5 მაისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1620 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 380 დღე (12 გადახდა) კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, 136.50 ლარის გადახდით. კრედიტის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 20 ივნისს და სრულად უნდა დაფარულიყო 2018 წლის 20 მაისამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულება დაირღვა მოპასუხის მხრიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 05 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1439.96 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1350 ლარი და ჯარიმა - 85.46 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ.31-39)
- დავალიანების ცნობა(ს.ფ.68)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ სს „თ----- ბ---ი“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის 2017 წლის 12 მაისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3100 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 380 დღე (12 გადახდა) კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 259.87 ლარის გადახდით. კრედიტის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 27 ივნისს და სრულად უნდა დაფარულიყო 2018 წლის 27 მაისამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულება დაირღვა მოპასუხის მხრიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 12 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 3088.42 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2831.40 ლარი და ჯარიმა - 252.52 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ.40-67)
- დავალიანების ცნობა(ს.ფ.68)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----- ბ---ი“ წარმოადგენს სს „ბ---ი რ-------–---“-ს უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.71-72)
- მხარის განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,თ----- ბ---ი“-ს სარჩელი ნ--–- ა--–-----–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული ძირი თანხის და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს სახით, თითოეულ სესხის ძირითად თანხაზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 0.5% -ის გადახდას სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა სრულად არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 403-ე, 405-ე, 407-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 799-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
სს „ ბ---ი რ-------–---“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის 2016 წლის 09 დეკემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1479.65 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 12 თვე, 2017 წლის 09 დეკემბრამდე. ყოველთვიური გადასახდელი განისაზღვრა 123.30 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 ლარი, ამას დამატებული - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დავალიანების ძირითადი თანხის 12% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში.
დადგენილია, რომ სს „ ბ---ი რ-------–---“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1030.75 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 12 თვე, 2017 წლის 22 დეკემბრამდე. ყოველთვიური გადასახდელი განისაზღვრა 85.90 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 10 ლარი, ამას დამატებული - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დავალიანების ძირითადი თანხის 12% დამატებით ვადაში დავალიანების სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში.
დადგენილია, რომ 2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----- ბ---ი“ წარმოადგენს სს „ბ---ი რ-------–---“-ს უფლებამონაცვლეს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 5 მაისს სწრაფი განვადების ფარგლებში სს „ თ----- ბ---ი“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1620 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 380 დღე (12 გადახდა) კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, 136.50 ლარის გადახდით. კრედიტის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 20 ივნისს და სრულად უნდა დაფარულიყო 2018 წლის 20 მაისამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე 2017 წლის 12 მაისს სწრაფი განვადების ფარგლებში სს „ თ----- ბ---ი“-ს და ნ--–- ა--–-----–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3100 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა - 380 დღე (12 გადახდა) კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, 259.87 ლარის გადახდით. კრედიტის დაფარვა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 27 ივნისს და სრულად უნდა დაფარულიყო 2018 წლის 27 მაისამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია როგორც ფიქსირებული ოდენობის თანხით, ისე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის დარიცხვით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაში წარმოდგენილია სხვადასხვა პოზიციით, შესაბამისად სასამართლო თვლის რომ უნდა დაკმაყოფილდეს ფიქსირებული სახით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ხოლო პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 %-ს დაკისრებას სასამართლო არ თვლის მიზანშეწონილად, რადგან ფიქსირებული თანხის ოდენობით წარმოდგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა სრულად შეესაბამება სესხის ხელშეკრულებით დარჩენილი ძირითადი თანხის ოდენობას, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ დამატებით პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გარკვეული თანხის დაკისრება ვალდებულების შესრულებამდე, იქნებოდა შეუსაბამო მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობასთან. სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში 2017 წლის 12 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში ფიქსირებული პირგასამტეხლო 252,52 ლარი უნდა გაიზარდოს დამატებით მოთხოვილი პირგასამტეხლოს (0,5 პროცენტი) ხარჯზე და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში პირგასამატეხლოდ უნდა განისაზღვროს 283,1 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ნ--–- ა--–-----–ს 2016 წლის 09 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 96.59 ლარი, 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე -70.37 ლარი, 2017 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 85.46 ლარი, ხოლო 2017 წლის 12 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 283,1 ლარი.
6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ ყველა ხელშეკრულებაზე ძირი თანხის ნაწილში ცნო სარჩელი შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. სს. ,,თ----- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 156 (ასორმოცდათექვსმეტი) ლარი და 82 (ოთხმოცდაორი) თეთრი.
ნ--–- ა--–-----–ს უნდა დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 17 ლარისა და 55 თეთრის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან) , 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.
ნ--–- ა--–-----–ს უნდა დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები 116 (ასთექვსმეტი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,,თ----- ბ---ის“-ს -ს (ს/კ204854595) სარჩელი ნ--–- ა--–-----–ის (პ.ნ.5----------) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ნ--–- ა--–-----–ს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2016 წლის 09 დეკემბრის საკრედიტო N441837 ხელშეკრულება) 713 (შვიდასცამეტი) ლარის და 14 (თოთხმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 616,55 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 96 ლარი და 59 თეთრი ).
1.2. ნ--–- ა--–-----–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2016 წლის 22 დეკემბრის N453098 საკრედიტო ხელშეკრულება) 499(ოთხასოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა და 82 (ოთხმოცდაორი) თეთრის გადახდა (საიდანაც 429,45 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 70,37 ლარი ).
1.3. ნ--–- ა--–-----–ს (პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 5 მაისის საბანკო კრედიტის N2639777-8919343 ხელშეკრულება) 1485(ათასოთხასოთხმოცდახუთი) ლარის გადახდა (საიდანაც 1350 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 135 ლარი).
1.4. ნ--–- ა--–-----–ს (პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 12 მაისის საბანკო კრედიტის N2639777-8931876 ხელშეკრულება) 3114 (სამიათასასთოთხმეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის გადახდა (საიდანაც 2831 ლარი და 40 თეთრი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 283,1 ლარი).
2. სს. ,, თ----- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 156 (ასორმოცდათექვსმეტი) ლარი და 82 (ოთხმოცდაორი) თეთრი (საგადასახადო დავალება N94; გადამხდელის ბანკი - სს „თ----- ბ---ი“, გადახდის თარიღი 13.12.2017წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 328.75 ლარი, გადამხდელი - სს „თ----- ბ---ი“ ს.ნ.204854595) კანონით დადგენილი წესით.
3. ნ--–- ა--–-----–ს დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 17 (ჩვიდმეტი) ლარისა და 55 (ორმოცდათხუთმეტი) თეთრის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან), 50 (ორმოცდაათი) ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20 (ოცი) ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.
ნ--–- ა--–-----–ს დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯების 116 (ასთექვსმეტი) ლარის ოდენობით გადხდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/