გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2018
საქმის ნომერი
120310118002261955
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2261955-3/010-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2018 წელი ქ.ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე - ს----–--------–----------------

წარმომადგენელი - ბ----------–-–---–-

 

მოპასუხე - შ-------------’’

მოპასუხე- დ------------–---–-

წარმომადგენელი - ა-–---------------–---–-

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1 ფ/პ დ------------–---–-ს (პ/ნ 4----------) და შპს „ს------ი“-ს (ს/ნ 4--------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით შპს ''ს------ს" ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 19 347.11 ლარის ოდენობით. შპს. ,,ს------ის" მიმართ გავრცელდა გირავნობა/იპოთეკისა და ყადაღის უზრუნველყოფის ღონისძიებები. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ქონების შესახებ, რის გამოც დაჯარიმდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით. საზოგადოებას გაეგზავნა წერილი, რათა წარმოედგინა საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის ამსახველი ამონაწერები და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული წერილის საფუძველზე დირექტორმა წარმოადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ თანხები გატანილია საქვეანგარიშოდ 134 900 ლარის ოდენობით, ანუ დანიშნულების მითითების გარეშე. 2016 წლის იანვარ–თებერვალში საწარმოდან გატანილია 18 100,00 ლარი მაშინ, როდესაც 2016 წლის თებერვალში გადასახადის დეკლარირებისას (იანვრის თვის საანგარიშო პერიოდი) წარმოეშვებოდა საგადასახადო ვალდებულება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა შპს „ს------ი“-მა და დ------------–---–-- სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ მათ მიერ აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის 14133.44 ლარი დანარჩენი თანხა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სარჩელში არის ჯარიმა და საურავი. საჯარო რეესტრის ვებგვერზე, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის და გირავნობა იპოთეკის რეესტრში იძებნება მხოლოდ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაცია №1----------- საფუძველი: შეტყობინება, 0------ 17.02.2016, შ--------–----------------, ყადაღა რეგისტრირებული არ არის.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. შპს „ს------ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2015 წლის 27 ოქტომბრიდან და მისი იურიდიული მისამართია დ. ქ------––------------------ ქ.--------- მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის დ------------–---–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა რეესტრიდან (სფ.89-90).

 

3.1.2 შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით შპს „ს------ი“-ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 19 347.11 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (სფ.6).

- შედარების აქტი(სფ.91).

 

3.1.3. შპს „ს------ი“ 31.10.2016 წლის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაჯარიმდა 400 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-31.10.2016 წლის N--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (სფ.23).

 

3.1.4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ს------ი“ -ს ქონებაზე 2016 წლის 17 თებერვლის N------ შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2016 წლის 29 თებერვალს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (სფ.6).

- საგადასახადო გირავნობა/ყადაღასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სფ.19-20).

 

3.1.5. შ--------–----------------ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება შპს „ს------ი“ -ს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (სფ.6),- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (სფ.21).

 

3.1.6. შპს „ს------ი“ -ს სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებთან (–------------------–--------–----------------–------------–-----–----------------------–------------------------–-----------------------) 2015-2016 წლების განმავლობაში შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული აქვს შესაბამისი თანხები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლების სამსახურის 1---------–------------------------–-------------------------–--------------------------–---------------------------–-------------- მიმართვები (სფ.25-29).

- შ------------------–-------- განცხადება თანდართული ანგარიშ-ფაქტურებით (სფ.30-34),-შპ---------------–------------–----ის მიმართვა თანდართული საგადასახადო დავალებით (სფ.34-35).

- შ---------------------ის მიმართვა თანდართული მასალით (სფ.36-37).

- შ-----------------------ის მიმართვა თანდართული მასალით (სფ.38-45).

- შ------------------------ს მიმართვა თანდართული მასალით (სფ.46-53).

 

3.1.7. 2017 წლი 18 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის N------------ მიმართვის საფუძველზე შპს „ს------ი“-ს დირექტორ დ------------–---–- დაევალა საბანკო ანგარიშებზე თანხების მოძრაობის ამსახველი ამონაწერები და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რაზეც 2018 წლის 25 ოქტომბერს დ----- შპს „ს------ი“-ს დირექტორ დ------------–---–-ს მიერ წარდგენილ იქნა სს „-----------–-----------დან მიღებული ამონაწერები და ასევე განცხადებულ იქნა, რომ შპს „ს------ი“-ს სალაროს ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა, ვინაიდან შპს. აღარ ფუნქციონირებდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (სფ.6).

- შესაგებელი (სფ.114; 126).

- შ--------–----------------ს 18.10.2016 წლის N------------ წერილი (სფ.54).

- შ---------------ს დირექტორ დ------------–---–-ს წერილი თანდართული ამონაწერებით (სფ.56-67).

3.1.8. შ---------------ს დირექტორ დ------------–---–-ს წერილზე დართული საბანკო ამონაწერების თანახმად დირექტორს დ------------–---–- შპს-დან 2015 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ოქტომბრამდე დანიშნულების მითითების გარეშე გატანილი აქვს 134 900 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (სფ.6).

- შესაგებელი (სფ.114; 126).

- შ---------------ს დირექტორ დ------------–---–-ს წერილზე თანდართული საბანკო ამონაწერებით (სფ.57-67).

 

3.1.8. დ------------–---–- 2016 წლის იანვარ–თებერვალში საწარმოდან გატანილია 18 100,00 ლარი, მაშინ, როდესაც 2016 წლის თებერვალში გადასახადის დეკლარირებისას (იანვრის თვის საანგარიშო პერიოდი) წარმოეშვებოდა საგადასახადო ვალდებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (სფ.6).

- შესაგებელი (სფ.114; 126).

-დეკლარაციები (69-79)

 

3.1.9. დ------------–---–- 2016 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონებები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ა---––------------–------------------–---------------------------- უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება. დამოწმების თარიღი: 0---------–-

- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ა---––------------–------------------–--------------------------.უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 2----------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერები (სფ.85-86).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. შ--------–---------------- სარჩელით მოითხოვს, ფ/პ დ------------–---–-ს (პ/ნ 4----------) და შპს „ს------ი“-ს (ს/ნ 4--------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

შ--------–----------------ს სარჩელის საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

შ--------–----------------ს სარჩელით დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება, რაც უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით.

 

ამდენად, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს, პირველი, რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს, მეორე, ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით, რაშიც იგულისხმება საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალიანების წარდგენა და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შემოსავლების სამსახური ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ ფ/პ დ------------–---–-ს (პ/ნ 4----------) და შპს „ს------ი“-ს (ს/ნ 4--------) წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

ამდენად, ფ/პ დ------------–---–-ს (პ/ნ 4----------) და შპს „ს------ი“-ს (ს/ნ 4--------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას, საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, როდესაც პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი საგადასახადო მიზნებისათვის გვთავაზობს ურთიერთდამოკიდებული პირების ცნებას. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს შემოსავლები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახადები არ უნდა იყოს გადასახადის გადამხდელთა ერთმანეთს შორის ურთიერთობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პირებს კოდექსი განიხილავს ურთიერთდამოკიდებულ პირებად.

 

საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 

ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).

 

ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა პირმა.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს.

 

ამავე კანონის 9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დ------------–---–- არის შპს „ს------ი“-ს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, შესაბამისად სახეზეა დ------------–---–-ს მიერ საწარმოს- შპს „ს------ის“-ს ერთპიროვნული კონტროლი, როგორც საწარმოს დირექტორის და 100% წილის მფლობელის.

 

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ შ--------–----------------ს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით შპს „ს------ი“ -ს აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 19 347.11 ლარს.

 

შ------------------–----ი“-დან, შპ---------------–------------–----დან, შ---------------------დან, შ--------------------“-დან, შ------------------------დან წარმოდგენილი წერილებით და საგადასახადო დავალებებით ირკვევა, რომ შპს „ს------ი“-ს აღნიშნული ორგანიზაციებთან 2015-2016 წლების განმავლობაში შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული აქვს სხვადასხვა ოდენობის თანხები. ასევე საბანკო ამონაწერებიდან ინფორმაციით ირკვევა, რომ დ------------–---–- შპს-დან 2015 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ოქტომბრამდე დანიშნულების მითითების გარეშე გატანილი აქვს 134 900 ლარი. ასევე დ------------–---–-ს მიერ 2016 წლის იანვარ–თებერვალში საწარმოდან გატანილია 18 100,00 ლარი, მაშინ, როდესაც 2016 წლის თებერვალში გადასახადის დეკლარირებისას (იანვრის თვის საანგარიშო პერიოდი) წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება. ასევე ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა", დადგენილია, რომ დ------------–---–- 22016 წელს შეძენილი აქვს უძრავი ქონებები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ა---––------------–------------------–---------------------------- უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება. დამოწმების თარიღი: 0---------–- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ა---––------------–------------------–--------------------------.უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:2---------- რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება შეძენილი იქნა დ------------–---–-ს მამის ტარიელ კეღოშვილის მიერ მას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დ------------–---–-ს მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა კომპანიის და მოპასუხის პირადი აქტივების გამიჯვნას, ასევე მტკიცებულება იმისა, რომ სხვა პიროვნება ახორციელებს შპს-ს მართვას.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ცრუმაგიერ პირების ავტომატურად ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაიგივება არ არის სწორი, ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება: თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.

 

სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს, ამდენად აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია რომ ს----–--------–----------------ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან მოპასუხეების შპს „ს------ი“ და დ------------–---–- ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რადგან სახეზეა ურთიერთდამოკიდებული პირები და გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რის გამოც ფ/პ დ------------–---–- (პ/ნ 4----------) და შპს „ს------ი“ (ს/ნ 4--------) აღიარებული უნდა იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თეერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო: ყადაღა დაედო დ------------–---–-ს საკუთრებაში არსებულ შემდეგ მოძრავ და უძრავ ქონებას: უძრავი ნივთი ს-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------00%-იანი წილი შპს „ს------ში“ (ს/ნ 4--------) 100%-იანი წილი შპს „დ-----ი“ -ში (ს/ნ 4-------7).

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

8. სახელმწიფო ბაჟი

 

საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ს------ი“-ს და დ------------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----–--------–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2.ფ/პ დ------------–---–- (პ/ნ 4----------) და შპს „ს------ი“ (ს/ნ 4--------) აღიარებული იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი;

4. დ------------–---–- (პ/ნ 4----------) და შ-------------“(ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.თბილისი რობაქიძის ქ.N7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ახალციხე მებაღიშვილის ქ.N62) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე გია ბერაია