გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
210210017002226089
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002226089

საქმე №2/966-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.02.2018 წ. ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე - ე----------–---–ი;

მოპასუხე - ნ-----------------–---–ი;

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.მოსარჩელე ე----------–---–ი ითხოვს მოპასუხე ნ-----------------–---–ს (პ/N:4----------) არასრულწლოვანი შვილების შ--------------–---–ის (დაბადების თარიღი: 2----–-–-----------------) და ს------------------–---–ის (დ--------------------------–-–------------) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

მოსარჩელეს განმარტებით ე----------–---–ი 2003 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ-----------------–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - შ--------------–---–ი (დაბადების თარიღი: 2----–-–-----------------) და ს------------------–---–ი (დ--------------------------–-–------------).

 

2015 წლიდან მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მცირეწლოვანი შვილები ცხოვრობს დედასთან სიღნაღის რაიონის სოფელ ბ----------ში. ყოფილ მეუღლეს გააჩნია სტაბილური შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არანაირი ქონება და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, კერძოდ მუშაობს და საშუალოდ მისი შემოსავალი თვეში შეადგენს 500 ლარს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელეს განმარტებით ე----------–---–ი 2003 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ნ-----------------–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - შ--------------–---–ი (დაბადების თარიღი: 2----–-–-----------------) და ს------------------–---–ი (დ--------------------------–-–------------).

 

2015 წლიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და მცირეწლოვანი შვილები ცხოვრობს დედასთან სიღნაღის რაიონის სოფელ ბ----------ში. ნ-----------------–---–ის გააჩნია შემოსავალი თვეში საშუალოდ 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა განმარტებები, დაბადების მოწმობები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტი ორივე შვილზე სულ 240 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე ,1200-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

6.2. ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ალიმენტის დაკისრებას მაგრამ ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხის შემოსავლიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (400 ლარის) დაკისრების შემთხვევაში მოპასუხეს არანაირი თანხა პირადი მოხმარებისათვის აღარ დარჩება, რის გამოც ამ თანხის დაკისრება არ შეიძლება გონივრული იყოს. ალიმენტი არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომლის გადახდაც მხარეს რეალურად არ შეუძლია ან მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტი 120 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, სულ 240 ლარი. აღნიშნული ოდენობა შეესაბამება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა 240 ლარის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

მოსარჩელე მხარე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად რაც შეადგენს 3 (სამ) ლარს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ნ-----------------–---–ს (პ/N:4----------) არასრულწლოვანი შვილების შ--------------–---–ის (დაბადების თარიღი: 2----–-–-----------------) და ს------------------–---–ის (დ--------------------------–-–------------) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდა თითოეულ ბავშვზე.

 

3. არასრულწლოვანი შვილების შ---- და ს------------------–---–ების სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდევინება მოხდეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2017 წლის 21 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

4.მოპასუხე ნ-----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 144 (ას ორმოც და ოთხი ) ლარის გადახდა. 9

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-7 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე