გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.04.2018
საქმის ნომერი
190210016001396201
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
14.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2-954-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.03.2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

მოსარჩელე - თ----- დ-----–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - გ------- დ-------ე, თ----- კ--------ა

მოპასუხე - გ------- გ---–--–---–ი, ც----ა დ-----–---–ი

მოპასუხის წარმომადგენელი - მ-----– კ----–-ა

დავის საგანი: დადგენილების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის გ------- გ---–--–---–ის მიერ 2010 წლის 05 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა - რომლის საფუძველზეც ც----ა დ-----–---–ის ცნობილი არის მამკვიდრებლის - ვ---- დ-----–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ სრულად.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის გ------- გ---–--–---–ის მიერ 2016 წლის 29 მარტს გამოცემული დადგენილება-სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. თ----- დ-----–---–ი, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე, ცნობილ იქნეს მამკვიდრებლის- ვ---- დ-----–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ¾ -წილის მესაკუთრედ.

 

მოსარჩელე ასევე მოითხოვა, რომ მოპასუხე ნოტარიუსს გ. გ---–--–---–ის წარმოედგინა 2010 წლის 05 ივლისს ც----ა დ-----–---–ზე დაცემული სამკვიდრო მოწმობა და სამკვიდრო საქმე, რომელიც ინახება ნოტარიუსის არქივში და კანონმდებლობიდან გამომდინარე მოსარჩელისთვის იყო ხელმიუწვდომელი.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2007 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა მამკვიდრებელი (მოსარჩელის ბაბუა) ვ---- დ-----–---–ი და გაიხსნა სამკვიდრო. მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში თ----- დ-----–---–ისთვის არ იყო ცნობილი არაფერი ბაბუამისის დანატოვარი ანდერძის შესახებ, რომლის მიხედვითაც მთელი მისი დანაშთი ქონება, მათ შორის მისი ბინა ქ. რუსთავში მ------------------ (ს.კ 0------------------) მთლიანად ეანდერძა მას, აღნიშნულის შესახებ შეიტყო სრულიად შემთხვევით, როცა ათვალიერებდა ბაბუამისის ბინიდან, მისი გასვენების შემდგომ წამოღებულ ნივთებს (ყუთში ჩადებულ წიგნებს ), რის შემდგომაც მიმართა ნოტარიუსს- მერი რეხვიაშვილს (რომლის მიერაც იყო დამოწმებული ანდერძი), საიდანაც შეიტყო, რომ ბაბუამისის დანაშთ ქონებაზე უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა ნოტარიუსის გ. გ---–--–---–ის მიერ.

 

2016 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუს გ------- გ---–--–---–ს და მოითხოვა ბაბუამისის დანატოვარი ანდერძის საფუძველზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის მიერ უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე 2016 წლის 29 მარტის დადგენილებით, შემდეგ გარემოებათა გამო: ნოტარიუსმა მიუთითა, რომ სამკვიდრო გაიხსნა 2007 წლის 22 სექტემბერს ხოლო თ-----მ სამკვიდროს მისაღებად განცხადება წარადგინა დაახლოებით 9 წლის შემდგომ, ამასთანავე ნოტარიუსთან წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდებოდა თ-----ს მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. ამასთან, ნოტარიუსი აღნიშნავს, რომ სამკვიდროს გახსნიდან 3 თვეში მას მიმართა მოსარჩელის მამიდამ - ც----ა დ-----–---–მა, განაცხადა რომ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები არ იყვნენ და მასზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, ხოლო რაც შეეხება ანდერძის არსებობას ნოტარიუსი აღნიშნავს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ანდერძის არსებობის შესახებ, რადგან ტექნიკური ხარვეზების და გამო ანდერძი არ იყო ატვირთული სანოტარო საქმეების ერთიან ელექტრონულ რეესტრში. აღნიშნულიდან დაკავშირებით განიმარტა, რომ ვ---- დ-----–---–ის (მამკვიდრებლის) გარდაცვალების შემდგომ, მისი გარდაცვალების ხარჯები მთლიანად გაღებული იყო მოსარჩელის ოჯახის მიერ (უშუალოდ თ----- და მამამისი მონაწილეობდნენ დასაფლავების ორგანიზებაში), ამასთანავე მას შემდგომ რაც დაკრძალეს ბაბუა, მისი სახლიდან თ-----სთან გადაიტანეს მამკვიდრებლის კუთვნილი საოჯახო ნივთები (წიგნები, საოჯახო ინვენტარი), რომლებიც წლების განმავლობაში ელაგა შეფუთული (ყუთებში) მის სახლში. წიგნების დათვალიერების დროს მოსარჩელემ შემთხვევით ნახა ბაბუამისის დანატოვარი ანდერძი, რის შემდეგაც მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს. ამასთანავე თ-----სთვის უცნობი იყო მამიდამისის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, რადგან საჯარო რეესტრში ბაბუამისის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. რუსთავში მ----------------- დღესაც ბაბუამისის - ვ---- დ-----–---–ის სახელზეა რეგისტრირებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ნოტარიუს გ------- გ---–--–---–ის განმარტებით, რომ მოსარჩელემ მასთან განცხადების შეტანის მომენტში ვერ წარადგინა რაიმე საბუთი ან დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სამკვიდროს ფაქტიურად ფლობის ან მართვის ფაქტს.

 

მისივე განმარტებით, 2010 წლის 05 ივლისს აწ გარდაცვლილი ვ---- დ-----–---–ის ქონებაზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სამკვიდრო ქონება პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეზე, შვილზე - ც----ა დ-----–---–ზე (პ/ნ 3----------). სამკვიდრო მოწმობა გაიცა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებში: 2007 წლის 11 დეკემბერს, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 3 თვის ვადაში, კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა-ც----ა დ-----–---–მა სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით უძრავ ქონებაზე, კერძოდ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, მ------------------, მიმართა ნოტარიუს ც---–---------ძეს. იმის გამო, რომ ც---–---------ძის სანოტარო ბიურომ ფუნქციონირება შეწყვიტა, მის სამემკვიდრეო საქმეების წარმოების უფლება გადმოეცა გ------- გ---–--–---–ს. აღნიშნულის საფუძველზე ჩაიბარა ც----ა დ-----–---–ის აღნიშნული განცხადებაც.

 

ც----ა დ-----–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, 2010 წლის 05 ივლისს გ------- გ---–--–---–მა გასცა სამკვიდრო მოწმობა საცხოვრებელ ბინაზე, რომლიც ეკუთვნოდა ც----ა დ-----–---–ის მამას-ვ---- დ-----–---–ს. ც----ა დ-----–---–ი ნოტარიუს ც---–---------ძესთან წარდგენილ განცხადებაში აღნიშნავს რომ სხვა მემკვიდრეები არ არსებობს. მას ასევე არ განუცხადებია სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების არსებობის შესახებ მოპასუხის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტშიც.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ მის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის არავითარი საფუძველი არ არსებობს-სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტისათვის, გარდა მამკვიდრებლის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრის, ც----ა დ-----–---–ისა, განცხადება სხვა არც კანონისმიერ და არც ანდერძისმიერ მემკვიდრეებს არ შეუტანიათ.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ არ არსებობს ნოტარიუსის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ: თ----- დ-----–---–ს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სამკვიდრო გაიხსნა 2007 წლის 22 სექტემბერს. თ----- დ-----–---–მა ბაბუის- ვ---- დ-----–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად განცხადებით მიმართა ნოტარიუსს 2016 წლის 22 თებერვალს, ე.ი. სამკვიდროს გახსნიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნა სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის 6 (ექვსი) თვიანი ვადის დაცვის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი) და რითაც მან დაკარგა სამკვიდროს მიღების უფლება, ამასთან , თ----- დ-----–---–მა ვერ წარმოადგინა რაიმე საბუთი, რომლიც დაადასტურებდა მის მიერ სამკვიდროს ან მისი ნაწილის ფაქტიურად ფლობას ან მართვას (” სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ ” ინსტრუქციის 85-ე მუხლი). მის მიერ წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათებიდან კი ირკვევა, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს აქვთ სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი.

 

ის ფაქტი, რომ თ----- დ-----–---–მა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ ” შემთხვევით იპოვა” დაკარგული ანდერძი, ეს არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს ნოტარიუსს და მით უმეტეს, საფუძვლად დაედოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სანოტარო აქტის ბათილად ცნობას. ანდერძიც რომ არ არსებულიყო, მის გარეშეც შეეძლო თ----- დ-----–---–ს, როგორც პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, მიეღო სამკვიდრო ვ---- დ-----–---–ის დანაშთი ქონებიდან კუთვნილ წილზე კანონით დადგენილი წესითა და ვადებში. როგორც სანოტარო საქმის წარმოების პრაქტიკა უჩვენებს, არც თუ იშვიათად, იურიდიული გაუთვითცნობიერების გამო, მოქალაქეები თვლიან, რომ რადგანაც არსებობს ანდერძი, ეს ნიშნავს, რომ მათ უკვე მიღებული აქვთ ქონება მემკვიდრეობით და აღარ მიმართავენ ნოტარიუსს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის განცხადებით, ეს კი იწვევს კანონით დადგენილი ვადების დარღვევას მასთან დაკავშირებული შედეგებით. მოპასუხე ფიქრობს რომ ამ შემთხვევასთანაა საქმე, რადგანაც ”წიგნებში ” შენახული ანდერძის მრავალი წლის შემდეგ შემთხვევით პოვნა მემკვიდრის მიერ, ნამდვილად ნაკლებად სავარაუდოა.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 15 აპრილს მოსარჩელე თ----- დ-----–---–მა მიმართა განცხადებით და მოითხოვა 2010 წლის 05 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მისთვის გადაცემა. თ----- დ-----–---–ს ნოტარიუსის მიერ უარი ეთქვა სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტების გაცემაზე” ნოტარიუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს აძლევს მხოლოდ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლის თხოვნით ან რომლის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მის წარმომადგენელს. თ----- დ-----–---–ი, ამ შემთხევაში, არ არის არც აღნიშნული აქტის მონაწილე და არც სამკვიდრო მოწმობის მიმღების-ც----ა დ-----–---–ის წარმომადგენელი. ამასთან, ც----ა დ-----–---–ს წერილობითი თანხმობით არ გაუთავისუფლებია ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისგან.

 

2.2. მოპასუხე ც----ა დ-----–---–მა განამრტა, რომ მოსარჩელემ არასწორად მიუთითა, თითქოს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის (მამამისის) - ვ---- დ-----–---–ის სამკვიდრო ქონებას, რასაც სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს, რადგანაც მისი სახლიდან მისი ნებართვის გარეშე არავის არაფერი წაუღია , მითუმეტეს წიგნები, როგორც ამას მოსარჩელე აცხადებს. ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრე თვითონაა და ამას ადასტურებს მის მიერ 2010 წლიდან სამკვიდროს ფლობის ფაქტი და ნოტარიუსის მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

 

მოპასუხე ფიქრობს, რომ არარეალურია და უამრავ ეჭვს იწვევს მოსარჩელის მიერ 9 წლის შემდეგ წარმოდგენილი ე.წ. ”ანდერძის” ნამდვილობა , რომ არაფერი ითქვას სამკვიდროს მიღებისთვის კანონით დადგენილ გაშვებულ ვადაზე. 2003 წლიდან, ანუ დედის გარდაცვალების შემდეგ მამას უვლიდა თვითონ, რის გამოც იგი ხშირად აღნიშნავდა, რომ თავად იყო მისი ერთადერთი მიმხედი და მისი გარდაცვალების შემდეგ ბინა სამართლიანად აღმოჩნდებოდა მის საკუთრებაში. მოპასუხე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის არ იყო ისეთი ურთიერთობა ან წინაპირობა, რაც მას მის სახელზე ანდერძით ქონების დატოვების გადაწყვეტილებას მიაღებინებდა.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, არავითარი სამართლებრივი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს 2010 წლის 05 ივლისს ნოტარიუსის გ------- გ---–--–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობისა, რადგანაც იგი კანონიერად ფლობს მამისეულ საცხოვრებელს, რაც დადასტურებულია ნოტარიუსთან წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით, რის საფუძველზეც კანონიერად გაიცა სამკვიდრო მოწმობა მის სახელზე.

 

მისივე განმარტებით, სრულიად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუსის გ. გ---–--–---–ის 2016 წლის 29 მარტის დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილშიც , რადგანაც სამკვიდროს მიღებისათვის კანონით განსაზღვრულ დროში მოსარჩელეს არ მიუთითებს სანოტარო ორგანოსათვის და არც რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია, თუ რატომ არ მიმართა კანონით დადგენილ ვადაში სანოტარო ორგანოებს. გარდა ამისა, ანდერძი არ აღმოჩნდა რეგისტრირებული ანდერძების ერთიან ბაზაში, რა საფუძვლიან ეჭვს იწვევს მისი ნამდვილობის მიმართ.

 

2010 წლის 05 ივლისს გაიცა სანოტარო მოწმობა, რომლის მიხედვითაც ნოტარიუსმა გ------- გ---–--–---–მა სამკვიდრო მოწმობის გაცემით დაადასტურა რომ ც----ა დ-----–---–ი არის ვ---- დ-----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრე, მას აქვს საკუთრების უფლება ვ---- დ-----–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე- საცხოვრებელ ბინაზე მდებარე: ქ. რუსთავი, X------------------------–--------------- .

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2007 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა მამკვიდრებელი (მოსარჩელის ბაბუა) ვ---- დ-----–---–ი და გაიხსნა სამკვიდრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გარდაცვალების მოწმობა

 

3.1.2. მამკვიდრებელი ვ---- დ-----–---–ის საცხოვრებელ ადგილს მის გარდაცვალებამდე წარმოადგენდა ქ. რუსთავი მ----------------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი

 

3.1.3 მოსარჩელე სამკვიდროს მიღებისთვის კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. მისი ოჯახის მიერ იქნა დასაფლავებული მამკვიდრებელი, ხოლო გასვენების შემდეგ მოსარჩელის სახლში გადაიტანეს მისი კუთვნილი საოჯახო ნივთები და წიგნები. აღნიშნული წიგნები ელაგა ყუთში. გარკვეული პერიოდის მერე მოსარჩელემ აღმოაჩინა მის მიერ დატოვებული ანდერძი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ანდერძი შედგენილია ვ---- დ-----–---–ის მიერ 1995 წლის 19 ივნისს ( რეგისტრაციის #2----).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 22 თებერვალს თ----- დ-----–---–მა მიმართა ნოტარიუსს გ---–--–---–ს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მამკვიდრებლის - ვ---- დ-----–---–ის დანაშთ ქონებაზე. 2016 წლის 29 მარტს ნოტარიუს გ------- გ---–--–---–ის მიერ გაცემული დადგენილება სანოტარო მოქმედებების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ - რითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ სამკვიდროს გახსნიდან 3თვეში მას მიმართა ც----ა დ-----–---–მა, განაცხადა, რომ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეები არ არიან და მასზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 29 მარტს ნოტარიუს გ------- გ---–--–---–ის მიერ გაცემული დადგენილება

 

3.2.2. მოსარჩელისათვის უცნობი იყო მამიდის - ც----ა დ-----–---–ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, რადგან საჯარო რეესტრში ბაბუამისისს კუთვნილი ბინა, რომელიც შედის სამკვიდრო ქონებაში, მამკვიდრებლის სახელზეა რეგისრტრირებული

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- დ-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

-საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

6.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ანდერძით მემკვიდრეობა, რადგან 2007 წლის 22 სექტემბერს გარდაცვლილმა ვ---- დ-----–---–მა 1995 წლის 19 ივნისის ანდერძის თანახმად, მისი კუთვნილი მთლიანი ქონება მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. რუსთავი, მ-------------- უანდერძა თ----- გ--–-ს ასულ დ-----–---–ს. მითითებული ანდერძი გაუქმებული არ არის.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია, სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მამკვიდრებელს აქვს მემკვიდრის თავისუფლად არჩევის უფლება. ანდერძში მოანდერძის ნებაა გამოხატული. მას შეუძლია, გარდაცვალების შემთხვევისათვის თავისი ქონება დაუტოვოს არა მხოლოდ მემკვიდრეთა წრიდან რომელიმეს, არამედ გარეშე პირებასაც. ანალოგიურ დათქმას შეცავდა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (შემდეგში სსსრ კოდექსი) 546-ე მუხლი.

 

6.6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში განხილვისა და მხედველობაში მიღების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ქონება მამკვიდრებლის ვ---- დ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ სრულად მიიღო მისმა, შვილმა მოპასუხე - ც----ა დ-----–---–მა, მაშინ როდესაც სახეზე იყო მეორე თანაბარი რიგის მემკვიდრე, შვილიშვილი, ანდერძისმიერი მემკვიდრე თ----- დ-----–---–ი. რითაც დაირღვა მოსარჩელის კონსტიტუციური უფლება სამკვიდრო ქონების თანაბარწილად მიღების შესახებ, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით - საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება - აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

6.7. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, ანდერძისმიერმა მემკვიდრემ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა მამკვიდრებლის - ვ---- დ-----–---–ის ნოტარიული წესით დამოწმებული ანდერძი (რეგისტრაციის #2----), ხოლო როდესაც ნოტარიუსს მიმართა აღმოჩნდა, რომ სამკვიდრო მოწმობა უკვე გაცემული იყო თ----- დ-----–---–ის მამიდის - ც----ა დ-----–---–ის სახელზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობით უკვე მიღბეული ჰქონდა სამკვიდროს ნაწილი (საოჯახო ნივთები, წიგნები).

 

6.8. საქართველოს სკ-ის 1421-ე ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულად უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ხოლო საქართველოს სკ-ის 1450-ე მუხლით - სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

 

6.9. როგორც აღინიშნა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს, ანდერძით გადაცემული სამკვიდრო ქონების ნაწილი ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული, რაც გამოიხატა ვ---- დ-----–---–ის სახლიდან მოსარჩელის სახლში მამკვიდრებლის საოჯახო ნივთებისა და წიგნების გადატანით.

 

6.10. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს 2016 წლის 22 მარტი. დრო, როდესაც მოპასუხემ განცხადებით მიმართა თ----- დ-----–---–ს და განცხადა, რომ იგი იყო ვ---- დ-----–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე.

 

6.11. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- დ-----–---–ის სარჩელი ხანდაზმული არ არის. როგორც დადგინდა, 2007 წლის 11 დეკემბერს, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 3 თვის ვადაში, კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა -ც----ა დ-----–---–მა სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით უძრავ ქონებაზე, კერძოდ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, მ------------------. ც----ა დ-----–---–მა მიმართა ნოტარიუს ც---–---------ძეს. იმის გამო, რომ ც---–---------ძის სანოტარო ბიურომ ფუნქციონირება შეწყვიტა, მის სამემკვიდრეო საქმეების წარმოების უფლება გადაეცა გ------- გ---–--–---–ს. აღნიშნულის საფუძველზე ჩაიბარა ც----ა დ-----–---–ის აღნიშნული განცხადებაც.

 

წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, 2010 წლის 05 ივლისს გ------- გ---–--–---–მა გასცა სამკვიდრო მოწმობა საცხოვრებელ ბინაზე, რომლიც ეკუთვნოდა ც----ა დ-----–---–ის მამას - ვ---- დ-----–---–ს. ც----ა დ-----–---–ი ნოტარიუს ც---–---------ძესთან წარდგენილ განცხადებაში აღნიშნავდა რომ სხვა მემკვიდრეები არ არსებობს. მას ასევე არ განუცხადებია სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების არსებობის შესახებ მოპასუხის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტშიც.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სამკვიდრო გაიხსნა 2007 წლის 22 სექტემბერს ხოლო თ-----მ სამკვიდროს მისაღებად განცხადება წარადგინა დაახლოებით 9 წლის შემდგომ, ამასთანავე ნოტარიუსთან წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდებოდა თ-----ს მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხზე: როგორც მოპასუხე გ------- გ---–--–---–ი ანდერძთან დაკავშირებით განმარტავს, მისთვის არ იყო ცნობილი ანდერძის არსებობის შესახებ, რადგან ტექნიკური ხარვეზების და გამო ანდერძი არ იყო ატვირთული სანოტარო საქმეების ერთიან ელექტრონულ რეესტრში. აღნიშნული კი არ უნდა გახდეს არც მამკვიდრებლის ნების აღსრულების ხელშემშლელი და არც მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების დამაბრკოლებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1429-ე მუხლის შეიცავს დათქმას სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე, რომლის თანახმადაც, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.

 

6.12. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

6.13. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1500-1503-ე მუხლების, 312-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ზემოღნიშნულ შემთხვევაში დამტკიცებულია მოპასუხე ც----ა დ-----–---–ის მიერ აწ. გარდაცვლილი ვ---- დ-----–---–ის მთელ დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის უკანონოდ მიღების ფაქტი, რის გამოც სამკვიდრო მოწმობა და შესაბამისი ჩანაწერი სადავო ქონების ნაწილში შესაბამისი ცვლილების შეტანით, უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ ც----ა დ-----–---–ის მიერ სამკვიდრო ქონებისა და სამკვიდრო მოწმობის მიღება, არ შეიძლება გახდეს ხელშემშლელი ფაქტორი თ----- დ-----–---–ისათვის რომ მან აღსრულოს მამკვიდრებლის - ვ---- დ-----–---–ის ნება და გახდეს მისი ანდერძისმიერი მემკვიდრე. ამასთან, როგორც აღინიშნა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით - საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება - აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე თ----- დ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს გ------- გ---–--–---–ის მიერ 2000 წლის 05 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც ც----ა დ-----–---–ი ცნობილი არის მამკვიდრებლის - ვ---- დ-----–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ სრულად;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს გ------- გ---–--–---–ის მიერ მიღებული 2016 წლის 29 მარტის დადგენილება - სანოტარო მოქმედებების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ;

 

4. თ----- დ-----–---–ი, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე ცნობილი იქნას მამკვიდრებლის - ვ---- დ-----–---–ის დანაშთ სამკვდირო ქონების ¾ წილის მესაკუთრედ;

 

5. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარცელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო ონიანი