გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2018
საქმის ნომერი
190210016001512697
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2-1631-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.03.2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

მოსარჩელე: სს ”თ-----------”

მოსარჩელის წარმომადგენელი: თ--------------შვილი

მოპასუხე: დ----- ლ----–ვილი, გ------- ლ----–ვილი, ქ------- ლ----–ვილი

მოპასუხის წარმომადგენელი: მ--–---- ა-–------შვილი

დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:

 

1.1. სოლიდალურად დაეკისროს გ------- ლ----–ვილს, დ----- ლ----–ვილსა და ქ------- ლ----–ვილს, 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 311,505.15 (სამას თერთმეტი ათას ხუთას ხუთი და 15 ) აშშ დოლარის გადახდევინება სს ,, თ-----------ს’’ სასარგებლოდ.

 

1.2. სოლიდალურად დაეკისროს გ------- ლ----–ვილს, დ----- ლ----–ვილსა და ქ------- ლ----–ვილს 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითად თანხაზე 231,206.50 (ორას ოცდათერთმეტი ათას ორას ექვსი და 50 ) აშშ დოლარზე წლიური 9.6 % გადახდევინებ , რაც ყოველთვიურად შეადგენს 1,825 (ერთი ათას რვაას ოცდახუთი), სარჩელის შეტანის დღიდან-2016 წლის 20 სექტემბრიდან , დავალიანების სრულ დაფარვამდე, სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ.

1.3. სოლიდალურად დაეკისროთ ი/მ გ------- ლ----–ვილს, დ----- ლ----–ვილსა და ქ------- ლ----–ვილს, 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითად თანხაზე 231,206.50 (ორას ოცდათერთმეტი ათას ორას ექვსი და 50) აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2 % ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს-463 (ოთხას სამოცდასამ) აშშ დოლარს, სარჩელის შეტანის დღიდან- 2016 წლის 20 სექტემბრიდან, დავალიანების სრულ დაფარვამდე, სს ,, თ-----------ს’’ სასარგებლოდ.

 

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით , აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს:

 

1.4.1. გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რ-------------------------- , სართული 1, ბ.56, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------;

 

1.4.2. გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი , დ----- გ-------------- , სართული 1,ბ.1. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0------------------;

 

1.4.3. გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი , დ----- გ-------------- , სართული 1,ბ.2. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0------------------;

 

1.4.4. გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი ქ---------------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0------------------;

 

1.4.5. გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ----- გ-------- ქ, მიმდებარე ტერიტორია.მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0-----------;

 

1.4.6 . გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ----- გ--------------, სართული 1,ბ.1. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0------------------;

 

1.4.7. გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი კ--–------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 8-----------;

 

1.4.8. გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი კ--–------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 8-----------;

 

1.4.9. გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი კ--–------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 8-----------;

 

1.4.10. გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ----- გ-------------- , სართული 1,ბ.5. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0------------------;

 

1.5.იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება სს ,,თ-----------ს’’ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება განხორციელდეს ი/მ გ------- ლ----–ვილის, დ----- ლ----–ვილისა და ქ------- ლ----–ვილის კუთვნილი ქონებიდან.

 

1.6. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე წინამდებარე სარჩელის საფუძველზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

მოსარჩელის განმარტებით, რომ 2014 წლის 27 ივნისს სს ,,თ----------სა’’ და შპს ,,კ-----ს’’ შორის გაფორმდა #0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეებს შორის, 2014 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა №2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტის თანხა განისაზღვრა 264,000.00 (ორას სამოცდაოთხი ათასი ) აშშ დოლარით, წლიური განაკვეთი-9,6 % სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე-0.2 %.

 

#0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები: ი/მ გ------- ლ----–ვილთან, დ----- ლ----–ვილთან და ქ------- ლ----–ვილთან.

 

#0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ლ----–ვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები.

 

მსესხებლის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, კერძოდ, მსესხებლის მიერ არ ხდებოდა ხელშეკრულებების დანართით გათვალისწინებული თანხების შემოტანა ამავე დანართით განსაზღვრულ ვადებში. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ დავალიანების გადახდის შესახებ, ვალდებულება არ შესრულდა და დღემდე შეუსრულებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია სს ,,თ-----------ს’’, როგორც კრედიტორის , უფლებები, რის გამოც , სასამართლოსათვის მიმართვა დარღვეული უფლებების აღდგენის ერთადერთ საშუალებად მოსარჩელე მიიჩნევს და ითხოვს, დავალიანების გადახდა დაეკისროთ სოლიდალურ მოვალეებს და მოხდეს იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაცია.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეები არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტავენ, რომ გ------- ლ----–ვილი, დ----- ლ----–ვილი და ქ------- ლ----–ვილი არ იყვნენ პირადი მსესხებლები - უშუალო მოვალეები. ისინი იყვნენ თავდებები. სსკ-ის 893-ე მუხლის შესაბამისად თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. თუ არ არსებობს ძირითადი ვალდებულება, არ არსებობს თავდებობაც

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 27 ივნისს სს ,, თ----------სა“ და შპს ,,კ-----ს: შორის დაიდო #0--------------- საკრედიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ

 

3.1.2. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0--------------- ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის 2014 წლის 18 დეკემბერს, გაფორმდა #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც. კრედიტის თანხა განისაზღვრა 264000 აშშ დოლარით, წლიური განაკვეთი 9.6%, სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება

 

3.1.3. #0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები 2014 წლის 27 ივნისს სს თ----------სა და ი/მ გ------- ლ----–ვილს, დ----- ლ----–ვილს და ქ------- ლ----–ვილს შორის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.1.4 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0--------------- ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა შემდეგი იპოთეკის ხელშეკრულება: 2014 წლის 27 ივნისს, სს ,,თ----------სა’’ და გ------- ლ----–ვილს შორის, გაფორმდა #1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, ქ მ/რ X-------, სართული 1,ბ.56. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------, ამჟამინდელი საკადასტრო კოდია: 0------------------.

 

2014 წლის 27 ივნისს, სს ,,თ----------სა’’ და გ------- ლ----–ვილს შორის, გაფორმდა #1----------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე :ქალაქი რუსთავი, დ----- გ-------- ქ.#-, სართ.1, ბ.1. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:0------------------

 

2014 წლის 27 ივნისს დაიდო #1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ლ----–ვილის ( პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ----- გ--------------, სართული 1, ბ.2. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------.

 

2014 წლის 27 ივნისს დაიდო #1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ლ----–ვილის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი ქ მ/რ X-------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 0------------------.

 

2014 წლის 27 ივნისს დაიდო #1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ლ----–ვილის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ----- გ-------- ქ, მიმდებარე ტერიტორია. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

2014 წლის 27 ივნისს დაიდო #1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ლ----–ვილის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ----- გ--------------, სართული 1, ბ.1. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------.

 

2014 წლის 27 ივნისს დაიდო #1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ლ----–ვილის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი კ--–------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 8-----------.

 

2014 წლის 27 ივნისს დაიდო #1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ლ----–ვილის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი კ--–------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8-----------.

2014 წლის 27 ივნისს დაიდო #1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ლ----–ვილის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი-მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი კ--–------. მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: 8-----------.

 

2014 წლის 27 ივნისს დაიდო #1------------ იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------- ლ----–ვილის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-მდებარე მისამართზე: ქალაქი რუსთავი, დ----- გ-------------- , სართული 1,ბ.5. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-იპოთეკის ხელშეკრულებები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან

 

3.1.5 2016 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით შპს ,, კ-----ის ’’ (ს/ნ 4--------) დავალიანება სს ,, თ-----------ს’’ წინაშე , #2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს: 311,505.15 (სამას თერთმეტი ათას ხუთას ხუთი და 15) აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა 231,206.50 (ორას ოცდათერთმეტი ათას ორას ექვსი და 50 ) აშშ დოლარი , დასაფარი პროცენტი 26,025.48 (ოცდაექვსი ათას ოცდახუთი და 48 ) აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 54,273.17 (ორმოცდათოთხმეტი ათას ორას სამოცდაცამეტი და 17 ) აშშ დოლარი.

 

შპს ,,კ-----ის’’ ვალდებულების არსებობა სს ,, თ-----------ს’’ წინაშე დასტურდება ცნობით დავალიანების შესახებ, სადაც დაფიქსირებულია დავალიანების ოდენობა. აღნიშნული დავალიანების შესახებ წარმოდგენილია ცნობა , გაცემული სს ,,თ-----------ს ’’ მიერ , რომელიც გამომდინარეობს საბანკო პროგრამიდან, სადაც მოცემულია მიმდინარე, შეწყვეტილი, ბალანსიდან მოხსნილი და ჩამოწერილი სესხები და ვადაგადაცილების შემთხვევაში ზუსტად აღირიცხება ვადაგადაცილებულ სესხზე სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, ასევე ინვოისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გადახდების ისტორია, ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.1.6 მსესხებლის მიერ სისტემატიურად ირღვეოდა გადახდის გრაფიკი. იგი ან საერთოდ არ იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახადს, ან იხდიდა ნაწილობრივ. ასე რომ ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, ანუ მის მიერ არ განხორციელდა ხელშეკრულებს დანართით (გადახდის გრაფიკი) გათვალისიწინებული წესით თანხების შემოტანა. ამასთან, როგორც მოვალე შპს ,,კ-----ი’’, ასევე მოპასუხეები- სოლიდალური მოვალეები, არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, თუმცა ისინი დღემდე შეუსრულებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გაფრთხილების წერილები, საფოსტო გზავნილის ქვითრები

 

3.1.7 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 17 აგვისტოს მიღებულ იქნა განჩინება (საქმე 2/23064-16) გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, სადაც განმცხადებელს შპს ,,კ-----ს’’ (4--------) უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადებაზე წარმოებაში მიღებაზე. სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით. ამავე სასამართლოს მიერ 2016 წლის 15 ოქტომბერს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც მოვალის შპს ,,კ-----ის’’ რეგისტრაცია გაუქმდა. ამ განჩინების საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა №1--------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სს "თ-----------"-ს განცხადება შპს კ-----ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფაწყების თაობაზე დარჩა განუხილველი, იმ მოტივაციით, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება, საქ. საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს "კ-----ის" კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. განჩინებაში ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 12 ოქტომბერს, კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს "თიბისი" ბანკის წარმომადგენელმა და ითხოვა შპს "კ-----ის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი როგორც, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს და 25 ოქტომბრის განჩინებები.

- #1--------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ-----------“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

-გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, შპს ''კ-----ი'' (ს/კ - 4--------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. 2016 წლის 15 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ''კ-----ის'' წარმომადგენელმა ქ------- ლ----–ვილმა და მოითხოვა შპს ''კ-----ის'' მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

განცხადების განმარტებით შპს ''კ-----ი'' წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს. 2016 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით კრედიტორთა ჯამური მოთხოვნა შპს ''კ-----ის'' მიმართ აღემატება 702 971 ლარს. შპს ''კ-----ს'' შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, მისი აქტივები ფაქტიურად ნულის ტოლია და საზოგადოების ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ გააჩნია. შპს ''კ-----ის'' უზრუნველყოფილი კრედიტორი არის სსიპ შემოსავლების სამსახური, 2016 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით კრედიტორული დავალიანებაა 44 762,44 ლარი. მოვალე საწარმოს სხვა კრედიტორია სს ''თ-----------' , 29.07.2016 წ. მდგომარეობით კრედიტორული დავალიანებაა 658 208,75 ლარი. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელმა ითხოვდა შპს ''კ-----ის'' (ს/კ - 4--------) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ''გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ''კ-----ს'' (ს/კ - 4--------) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს ''კ-----ის'' (ს/კ - 4--------) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 აგვისტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურსაც განჩინება ჩაბარდა 2016 წლის 22 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ''კ-----ის'' (ს/კ - 4--------) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ. გამომდინარე აღნიშნულიდან, არსებობდა საფუძველი შპს ''კ-----ის'' (ს/კ - 4--------) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმებისა.

 

2016 წლის 25 ოქტომბერის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, სს ''თ-----------ს'' წარმომადგენლის განცხადება, შპს ''კ-----ის'' (ს/# 4--------) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე დარჩეს განუხილველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, შპს ''კ-----ის'' (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) წარმომადგენელს ლ---- ლ----–ვილს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ''კ-----ის'' მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

 

2016 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს ''თ-----------ს'' წარმომადგენელმა და ითხოვა შპს ''კ-----ის'' (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების თაობაზე სს ''თ-----------ს'' წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბერს.

 

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და ''თ-----------ს'' განცხადება დატოვა განუხილველი, რადგან ''გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

საქმის მასალებით დადგინდა, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ''კ-----ის'' (ს/კ - 4--------) კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.

 

2016 წლის 12 ოქტომბერს, კანონით დადგენილი ერთვიანი ვადის დარღვევით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს ''თ-----------ს'' წარმომადგენელმა და ითხოვა შპს ''კ-----ის'' (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და მისი, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ სს ''თ-----------ს'' განცხადება, შპს ''კ-----ის'' (ს/# 4--------) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დატოვა განუხილველი, როგორც კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით წარმოდგენილი.

 

2016 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კერძო საჩივრით მომართა სს ''თ-----------ს'' წარმომადგენელმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინებების გაუქმება და კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი შეჩერება.

 

2016 წლის 02 ნოემბერის განჩინებით, სს ''თ-----------ს'' წარმომადგენლის კერძო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებისა და კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით შპს „კ-----ის“ წარმომადგენელს ლ---- ლ----–ვილს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და განმარტა, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს და შპს „კ-----ის“ წარმომადგენელს. მითითებულ განჩინებაში განმარტებულ იქნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის

მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. მიგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს: განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას და ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 22 აგვისტოს. ამდენად, სასამართლომ დაიცვა კრედიტორის ინფორმირების კანონით დადგენილი წესი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ''კ-----ის'' (ს/კ - 4--------) კრედიტორებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. სს „თ----------მა“ ერთთვიანი ვადის გასვლის შემდგომ, 2016 წლის 12 ოქტომბერს შეიტანა განცხადება სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე კანონიერად გამოაცხადა მოვალე გაკოტრებულად და გააუქმა მისი რეგისტრაცია. პალატამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის არასწორად იქნა განმარტებული სასამართლოს მიერ და განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის ათვლა ბანკისთვის უნდა დაიწყოს განჩინების ჩაბარებიდან და არა მისი გამოქვეყნებიდან. ასევე არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას კრედიტორთა ორ ჯგუფად დაყოფის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლი და არც თავად ეს კანონი არ შეიცავს მოვალის კრედიტორთა კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ორ ჯგუფად დიფერენცირების დანაწესს. ნორმა ცალსახად მიუთითებს, რომ ზოგადად მოვალის კრედიტორმა (როგორც მოვალის განცხადებაში მითითებულმა, ასევე სასამართლოსათვის უცნობმა კრედიტორმა) 1 თვის ვადაში იმავე მოვალის მიმართ უნდა შეიტანოს სასამართლოში განცხადება საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. ამდენად, ნორმა მკაფიოდ განსაზღვრავს 1 თვეს და ამ ვადის დენა იწყება განჩინების გამოქვეყნების დღიდან. აღნიშნული ნორმა და კანონი არ ადგენს სასამართლოს ვალდებულებას განჩინების კრედიტორებისათვის გაგზავნის თაობაზე. კრედიტორის ინფორმირებისათვის დადგენილია განჩინების გამოქვეყნების წესი განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 დღისა. პალატა ასევე არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს მისთვის ცნობილი სასამართლო პრაქტიკის შესახებ, რომლის შესაბამისადაც გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის განჩინებას გამოქვეყნებასთან ერთად სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის მისთვის ცნობილ კრედიტორებს. კერძო საჩივრის ავტორი ზოგადად მიუთითებს მსგავს პრაქტიკაზე და რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება არსებული პრაქტიკის თაობაზე მის მიერ არც მითითებულია და არც წარმოდგენილია საქმეში. მხოლოდ ზეპირი განმარტებები კი ვერ გახდებოდა გასაჩივრებული განჩინების ამ საფუძვლით გაუქმების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან არ არსებობდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად არ არსებობდა შპს „კ-----ის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განჩინების გაუქმების და შპს „კ-----ის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შეჩერების საფუძველი. ამდენად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებები იყო კანონიერი და არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლი შეიცავს დათქმას, რომლის თანახმადაც, ვალდებულება წყდება იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო. იურიდიული პირის ვალდებულება კი წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით შპს „კ-----ის“ წარმომადგენელს ლ---- ლ----–ვილს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და განმარტა, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. მითითებულ განჩინებაში განმარტებულ იქნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, შპს ,,კ-----ი“-ს მიმართ რეგისტრაცია გაუქმებულია, ხოლო დავალიანება არ არის დაფარული. რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის ვალდებულება შეწყვეტილია.

 

დადგენილია, რომ თბილსის საქალაქო სასამართლოს 25.10.2015წ.-ის განჩინებით შპს ,,კ-----ის“ წარმომადგენელს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტაციის გაუქმების გზით, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთ თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამასთან განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებული იყო თავისი მოთხოვნით ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეეძლო სასამართლოში კანონი დადგენილი წესით შეეტანა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდებოდა განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

 

დადგენილია, რომ სს ,,თ----------ს“ ერთი თვის ვადაში არ შეუტანია განცხადება სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ''კ-----ის'' (ს/კ - 4--------) კრედიტორებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. სს „თ----------მა“ ერთთვიანი ვადის გასვლის შემდგომ, 2016 წლის 12 ოქტომბერს შეიტანა განცხადება სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისის ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „კ-----ი”-ს ვალდებულება სს თ-----------ს მიმართ შეწყდა 2015 წლის 25 ოქტომბრიდან ანუ, შპს „კ-----ის”-ის ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. ამრიგად, შპს ,,კ-----ი“ - ანუ განსახილველ შემთხვევაში ძირითადი მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდა, შესაბამისად აღარ არსებობს არც დავის საგანი და არც მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ, ამრიგად აღარ არსებობს ვალდებულება თავდებების მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს თ-----------ს (წარმომადგენელი თ--------------შვილი) სარჩელი მოპასუხეების დ----- ლ----–ვილის, გ------- ლ----–ვილის და ქ------- ლ----–ვილის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი