გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310317002054572 (3/180-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.02.2018 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე ილ--------ა
წარმომადგენელი რა---–---------ა
მოპასუხე სა-------–---------------------------------–----------ო
წარმომადგენელი ჯა-----–---------ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სა-------–---------------------------------–----------ოს 02.05.2017 წ. #058604 და 10.05.2017 წ #058605 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბათილობა.
1.2. სა-------–---------------------------------–----------ოს 17.07.2017 წ MOC 7 17 00547550 გადაწყვეტილების ბათილობა, 02.05.2017 წ. #058604 და 10.05.2017 წ #058605 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ძალაში დატოვების ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 27.03.2017 წ განაჩენით ილ--------ა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ილ--------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებული აფხაზეთის ა/რ–დან იძულებით გადაადგილებული პირია. იგი რეგისტრირებულია გალის რაიონის სოფ. რეჩხში და ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ზუგდიდი, მანჯგალაძის ქ. #22–ში, პრობაციის მასალებში ფიქსირდება სხვა მისამართიც ქ. თბილისი, ტერენტი გრანელის ქ.17.
მსჯავრდებულის მშობლები ცხოვრობენ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, იქ ფიზიკურად მუშაობენ და მატერიალურად ეხმარებიან შვილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–27.03.2017 წ. განაჩენი
–ილ--------ას ID ბარათი
–დევნილის მოწმობა
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
3.2. მსჯავრდებული აღრიცხვაზე დადგა სა-------–---------------------------------–----------ოში.
ილ--------ას მიმართ განაჩენის აღსრულება დაიწყო 28.03.2018 წ.
პირობით მსჯავრდებული მის უფლება–მოვალეობებს წერილობით გაეცნო 30.03.2018წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მომართვა #1/29–17,28.03.2018 წ
–განკარგულება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ 27.03.2018 წ
–მსჯავრდებულის სარეგისტრაციო ფორმა
–შეტყობინება აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების შესახებ 28.03.2018 წ
–პირობით მსჯავრდებულისთვის უფლება–მოვალეობების გაცნობის შესახებ ოქმი 30.03.2017 წ
3.3. ილ--------ა ვალდებულების მიუხედავად პრობაციის ბიუროში არ გამოცხადდა 01.05.2017წ, 08.05.2017წ, 15.05.2017წ, 22.05.2017წ, 29.05.2017წ, 05.06.2017 წ, 12.06.2017 წ, 19.06.2017 წ, 26.06.2017 წ, 03.07.2017 წ, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები #058604 02.05.2017წ, #058605 10.05.2017წ, #058612 16.05.2017 წ, #058613 23.05.2017წ, #058615 30.05.2017 წ, #058619 06.06.2017 წ, #058622 13.06.2017 წ, #058631 20.06.2017 წ, #058632 27.06.2017 წ, #058635 04.07.2017 წ.
04.07.2017 წ ილ--------ას მამამ – გი-------ამ წერილობითი განცხადებით მიმართა სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს და აცნობა, რომ 2017 წლის აპრილის თვეში ილ--------ამ მიიღო სხეულის მძიმე ტრავმა, გადის მკურნალობას მშობლების ბინაზე არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და არ შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა და გადაადგილება. იგი ითხოვდა გაცდენების საპატიოდ ცნობას, რადგან გალი–ზუგდიდის ადმინისტრაციული საზღვარი კონტროლდება აფზაზი სეპარატისტების მიერ და ზუგდიდში გადმოსვლა დაკავშირებულია სირთულეებთან.
გი-------ა მოწმის სახით დაიკითხა სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც მან განმარტა, რომ მანამდეც აწვდიდა მისი შვილის გამოუცხადებლის მიზეზების შესახებ ინფორმაციას პრობაციის ბიუროს ზეპირად, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას ვერ იღებდა და განცხადების დაწერა არ ურჩიეს. მისი მტკიცებით, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შეუძლებელია იმგვარი ცნობის მიღება, რომელსაც გამოიყენებენ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი ადმინისტრაციული ორგანოები.
მოწმის ამგვარი განმარტება დადასტურებულია ასევე სა-------–---------------------------------–----------ოს ოფიცრის ფიქრია ქირიას მიერ 24.04.2017 წ შედგენილი ოქმით სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების შესახებ.
ამავე დღეს პრობაციის ბიუროში შესულია ილ--------ას წერილობითი განცხადება, სადაც იგი ითხოვს კვირაში ერთხელ გამოცხადების შეცვლას თვეში ერთხელ გამოცხადებით, რადგან საცხოვრებლად გადადის მშობლებთან.
აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც წერილობით ეცნობა მსჯავრდებულს (შესაბამისი მიმართვა მისი ოჯახის წევრს მამას – გ. ვეკუას ჩაბარდა 08.05.2017 წ).
საქმის მასალებში წარმოდგენილია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მიერ 23.04.2017 წ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომლის მიხედვით ილ--------ამ სტაციონარს მიმართა 23.04.2017 წ , რადგან უჩიოდა ტკივილს მარჯვენა–კოჭ წვივის მიდამოში წინა ღამით კიბიდან ჩამოვარდნის გამო.
მოწმის მტკიცებით სწორედ ამ დროს წავიდა იგი მშობლების სახლში, დაუდგინდა მოტეხილობა საჭირო გახდა მკურნალობა წოლით რეჟიმში და ვერ მოხერხდა მისი გადმოყვანა და პრობაციის ბიუროში გამოცხადების უზრუნველყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები #058604 02.05.2017წ, #058605 10.05.2017წ, #058612 16.05.2017 წ, #058613 23.05.2017წ, #058615 30.05.2017 წ, #058619 06.06.2017 წ, #058622 13.06.2017 წ, #058631 20.06.2017 წ, #058632 27.06.2017 წ, #058635 04.07.2017 წ
–გი-------ას განცხადება
–ილ--------ას განცხადება
–პრობაციის ბიუროს მიმართვა 26.04.2017
–ცნობა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობიდან #0000361, 24.04.2017
-მოწმის ჩვენება, სხდომის ოქმი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების შესახებ ოქმები 24.04.2017, 05.06.2017, 28.06.2017,–სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100 ა) –E 6536 23.04.2017
3.4. სა-------–---------------------------------–----------ოს მიერ მოპოვებულია ინფორმაცია, რომ არ ფიქსირდება ილ--------ას მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა, იგი არ არის საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, არ არის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის პასუხისგებაში მიცემული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–პრობაციის ბიუროს მიმართვა 02.06.2017 წ
–პენიტენციური დაწესებულების მიმართვა 02.06.2017 წ
–პრობაციის ბიუროს მიმართვა 08.06.2017 წ
–პრობაციის ბიუროს მიმართვა 22.06.2017 წ
–საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვა MIA 5 17 01484320
3.5. 06.07.2017 წ სა-------–---------------------------------–----------ომ შუამდგომლობით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ილ--------ას მიმართ ძებნის გამოცხადების მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 11.07.2017 წ განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სა-------–---------------------------------–----------ოს 05.07.2017 წ მიმართვა
–განჩინება 11.07.2017 წ
3.6. ილ--------ამ გაასაჩივრა მის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.
სა-------–---------------------------------–----------ოს უფროსმა ილ--------ას საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ 15.05.2017 წ–დან 03.07.2017 წ ჩათვლით დარღვევებზე ძალაში დატოვა მხოლოდ 02.05.2017 წ #058604 და 10.05.2017 წ #058605 შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები, რადგან მიიჩნია, რომ გასული იყო ამ აქტების გასაჩივრების ვადები, ხოლო ყველა სხვა გამოუცხადებლობა ჩაუთვალა საპატიოდ და გაათავისუფლა სახდელისგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–სა-------–---------------------------------–----------ოს გადაწყვეტილება 17.07.2017 წ
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. სამართლებრივი შეფასება
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის მიხედვით 1. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ამ კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; ოქმის გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
დასახელებული კანონის მე–12 მუხლის მე–6 პუნქტით მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან, რომელიც საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში.
ოქმის სასამართლოში გასაჩივრების სპეციალურ წესებს ეს კანონი არ ითვალისწინებს.
პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება ოქმებთან დაკავშირებით გამოცემულია 17.07.2017 წ. სარჩელი აღძრულია 17.08.2017 წ. შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლის მე–3 ნაწილით დადგენილი ვადა დაცულია.
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული) ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება; გ) მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი; დ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი; ე) მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, აგრეთვე მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო მოქმედებებში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი. ვ) მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე.
იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გარდა, ისეთი ობიექტური გარემოების არსებობისას, რომლის გამოც მსჯავრდებულმა ვერ შეძლო კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულება, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაამტკიცა, რომ მას ობიექტური მიზეზით (ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიღება, კონტროლირებად ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემოსვლა და პრობაციის ბიუროში გამოცხადება არ შეეძლო), რის გამოც დაარღვია პრობაციის ბიუროს მიერ დადგენილი რეჟიმის შესრულება 01.05.2017 წ და 09.05.2017წ. შესაბამისად, ამ პერიოდში ჩადენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მიხედვით 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოთ მითითებული მსჯელობის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სა-------–---------------------------------–----------ოს 02.05.2017 წ. #058604 და 10.05.2017 წ #058605 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და სა-------–---------------------------------–----------ოს 17.07.2017 წ MOC 7 17 00547550 გადაწყვეტილების ბათილობა, 02.05.2017 წ. #058604 და 10.05.2017 წ #058605 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ძალაში დატოვების ნაწილში.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის 1–ლი ნაწილის მიხედვით მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-250-ე, 257, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სა-------–---------------------------------–----------ოს 02.05.2017 წ. #058604 და 10.05.2017 წ #058605 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და სა-------–---------------------------------–----------ოს 17.07.2017 წ MOC 7 17 00547550 გადაწყვეტილება 02.05.2017 წ. #058604 და 10.05.2017 წ #058605 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ძალაში დატოვების ნაწილში.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქ.32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ.12) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა