გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210017002018941 (2/1333-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.02.2018 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სს ,, ღვ-------–----------------–----–-------------ხა“
წარმომადგენელი ბო----------ია
მოპასუხე შპს ,,სა----“
წარმომადგენელი ალე----------------ია, გუ-------------ია
დავის საგანი:
პარტნიორის ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,სა----ს“ დაევალოს სს ,,ღვ-------–----------------–----–-------------ხას“ გარდაცვლილ აქციონერთა და მათი მემკვიდრეების სიების დაზუსტება–დადგენა, მათი კუთვნილი აქციების მიღების და რეგისტრაციის უზრუნველყოფა
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სს ,,ღვ-------–----------------–----–-------------ხა“ რეგისტრირებულია 31.08.1996წ.
დაფუძნების და რეგისტრაციის დღისთვის საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 171244 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ანუ 215770 ლარის ქონებას, საიდანაც საზოგადოების წილი შეადგენდა 86257,31 აშშ დოლარის, ანუ 108684 ლარის ქონებას (საწესდებო კაპიტალის 50,37 %), ხოლო სახელმწიფოს წილი 84986,69 აშშ დოლარის ანუ 107086 ლარის ქონებას (49,63 %).
საწესდებო კაპიტალი დაიყო 117130 ცალ ჩვეულებრივ აქციად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი B------02, 22.02.2017
–სს ,,ღვ-------–----------------–----–-------------ხას“ წესდება 31.07.1996 წ.
3.2. შპს ,,სა----“ სს ,,საწარმოო კომერციული ფირმა ჯიხას“ აქციათა მფლობელია
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–სს ,,ღვ-------–----------------–----–-------------ხას“ 26.06.2015 წ აქციონერთა მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლებამოსილების მქონე ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რეგისტრაციის სია
3.3. 29.05.2015 წელს 14:00 სთზე მოწვეული იყო სს ,,ღვინის საწარმო კომერციული ფირმა ჯიხას“ აქციონერთა საერთო კრება.
კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი და გადაიდო. გამოცხადებული აქციონერები შეთანხმდნენ, რომ კრების ახალი თარიღი აქციონერებს ეცნობებათ დამატებით.
კრების ჩატარება ვერ მოხერხდა 26.06.2015 წ და 24.07.2015 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–შესაგებელი
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–ოქმი #1
–ოქმი #1 ა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლი, ,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების დანაწესებით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს და ვერ დაამტკიცა, მის მიერ მითითებული გარემოება, რომ სს ,,ღვ-------–----------------–----–-------------ხას“ აქციონერთა საერთო კრებამ ერთ–ერთ აქციონერს შპს ,,სა----ს“ დააკისრა რაიმე მოქმედების შესრულება. პირიქით, საქმის განხილვამ დაადასტურა, რომ სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების ჩატარება ვერ ხერხდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის 1–ლი ნაწილით თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. ბათილია სააქციო საზოგადოების წესდებით აქციონერისათვის კანონით გაუთვალისწინებელი მოვალეობის დაკისრება.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე არ არის გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახ. ბაჟი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა