გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210116001427507
№ 2/1350-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.03.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი”;
წარმომადგენელი - ლ--–ა ბა----–--ე;
მოპასუხე - მ--- ტყ-–--–-–---–ი;
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის N--------------- შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18920.30 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 17383.93 ლარი, პროცენტი – 858.28 ლარი, ჯარიმა – 648.52 ლარი და დაზღვევა – 29.57 ლარი.
1.2. მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 15 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 17383.93 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 13.95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 202.08 ლარს.
1.3. მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 15 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 17383.93 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 86.91 ლარს (ჯამში არაუმეტეს 2500 ლარის გადახდა).
1.4. მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1197.48 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი – 58.51 ლარი, ჯარიმა – 138.97 ლარი.
1.5. მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 15 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1000 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 20 ლარს.
1.6. მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 15 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1000 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5 ლარს (ჯამში არაუმეტეს 500 ლარის გადახდა).
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ხელშეკრულების ძირი თანხის ნაწილში შეამცირა 14483.93 ლარამდე, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდეგ გადაიხადა დავალიანების ნაწილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 10 თებერვალს სს ”თ----------სა” და მ--- ტყ-–--–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N--------------- შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 21200 ლარი, კრედიტის ვადა 2019 წლის 15 თებერვლამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 13.95%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის N--------------- შესახებ ხელშეკრულება, (ს.ფ. 14–20);
- დაზღვევის ხელშეკრულება (ს.ფ. 21–23)
- მხარეთა ახსნა–განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. 2015 წლის 19 ნოემბერს სს ”თ----------სა” და მ--- ტყ-–--–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N2488519–8147491 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%–ით, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% და ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ბარათის შესახებ ხელშეკრულება, (ს.ფ. 26–28);
- მხარეთა ახსნა–განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მ--- ტყ-–--–-–---–ის დავალიანება სს ,,თ----------ის“ მიმართ საბანკო კრედიტის N--------------- შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 16020.3 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 14483.93 ლარი, პროცენტი – 858.28 ლარი, ჯარიმა – 648.52 ლარი და დაზღვევა – 29.57 ლარი. ასევე მას გააჩნია დავალიანება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1197.48 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი – 58.51 ლარი, ჯარიმა – 138.97 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობები დავალიანების შესახებ (ს.ფ. 34);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ სს ”თ----------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 799-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სს “თ----------თან“ დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს N--------------- შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხაა 14483.93 ლარი და პროცენტი – 858.28 ლარი, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხაა 1000 ლარი და პროცენტი – 58.51 ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
წარმოდგენილი ხელშეკრულებებით მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, მოპასუხემ დადგენილ ვადაში და ჯეროვნად ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად მოთხოვნა მ--- ტყ-–--–-–---–ზე საბანკო კრედიტის N--------------- შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის 648.52 ლარის და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის 138.97 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოთხოვნას სამომავლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იმ პირობებში, როცა მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური სარგებლის დაკისრებას, მოთხოვნა სამომავლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა ყოველი ხელშეკრულებისათვის დამოუკიდებლად. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლისა დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების ვადით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა სარჩელის აღძვრისას 933.38 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 150 ლარი, ვინაიდან მან მოთხოვნა შეამცირა 2900 ლარით, მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 87 ლარი სსს კოდექსის 42-ე მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ სარჩელი ცნო 16400.72 ლარის ნაწილში მოსამზადებელ სტადიაზე, შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 492.02 ლარი ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 264.36 ლარი, მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა, რაც არ აღემატება სარჩელის დაკმაყოფილებულის ნაწილის 4%–ს და შეადგენს 500 ლარს.
სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 90 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ”თ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის N--------------- შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 16020.3 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 14483.93 ლარი, პროცენტი – 858.28 ლარი, ჯარიმა – 648.52 ლარი და დაზღვევა – 29.57 ლარი.
1.2. მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 15 ივნისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 14483.93 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 13.95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 202.08 ლარს.
1.3. მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1197.48 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი – 58.51 ლარი, ჯარიმა – 138.97 ლარი.
1.5. მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 15 ივნისიდან(დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1000 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 20 ლარს.
2. სს ”თ----------ს” უარი ეთქვას მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე.
3. მოპასუხე მ--- ტყ-–--–-–---–ს სს ‘’თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 264.36 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა 500 ლარი.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ‘’თ----------ს’’ 2016 წლის 28 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (933.39 ლარი) 579.02 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში T-------- სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
5. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 90 ლარი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე