გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002264160
2/24 -18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.03.2018 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: პ---–- ც--–------ე
წარმომადგენელი: გ--------- ჩ-------ე
მოპასუხეები: ქ------- მ-------ე
წარმომადგენელი: ე-–---- ბ---------ე
დავის საგანი: საერთო ქონების გაყოფა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე პ---–- ც--–------ემ (პ/ნ 5---------- მის, ჭ---------, ს-----------ის ქ. N19) მოპასუხე - ქ------- მ-------ის ( პ/ნ 5----------) მიმართ და მოითხოვა ქორწინებაში შეძენილი ქონების გაყოფა.
მოსარჩელე ითხოვს ცნობილ იქნას ქ------- მ-------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის -მდებარე ქ.ჭ--------- ს-----------ის ქუჩა N19 ს/კ 3-.10.22.0--.01.0--, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2006 წლის 7 ოქტომბრიდან ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება მოპასუხე ქ------- მ-------ესთან, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში 2009 წლის 12 მარტიდან ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ 4 შვილი : 1. მარიამი-დაბადებული 2008 წელს, რომელიც გარდაიცვალა დაბადებიდან 24 საათში; 2. ნინო-დაბადებული 2009 წელს. 3. ელენე- დაბადებული 2011 წელს და 4. თეკლა-დაბადებული 2014 წელს. იგი განმარტავს, რომ ოჯახური უთანხმოების გამო დაშორებულია მოპასუხეს და მასთან შეწყვეტილი აქვს ცოლ-ქმრული ურთიერთობა, იგი ცხოვრობს ჭ---------, ს-----------ის ქ. N19-ში, მოპასუხეს წაყვანილი ყავს სამივე შვილი და მათთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან ჭ--------- ლეჟუბნის დასახლებაში 9 აპრილის ქუჩაზე. 2017 წლის დეკემბრის თვეში მისმა მეუღლემ სარჩელი აღძრა მის წინააღმდეგ საჩხერის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა განქორწინება, ალიმენტის დანიშვნა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ქორწინების პერიოდში, კერძოდ 2010 წლის 23 ოქტომბერს მან და მისმა მეუღლემ 1500 ლარად შეიძინეს 3 ოთახიანი ბინა მდებარე ჭ---------, ს-----------ის ქუჩა N19-ში და აღნიშნული ბინა დარეგისტრირდა მოპასუხის ქ------- მ-------ის სახელზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ აღნიშნული ბინა მათ მიერ შეძენილია ქორწინების განმავლობაში, იგი წარმოადგენს მათ საერთო ქონებას ანუ თანასაკუთრებას და ამ ქონებაზე აქვთ თანაბარი უფლებები. ქონების გაყოფისას კი მათი წილებიც თანაბარია.
მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ წარმოადგინა განცხადება სადაც მიუთითებს , რომ ბინის გარდა ქორწინების პერიოდში შეძენილი აქვვს შემდეგი ნივთები : გაზის გამათბობელი ღირებული-490 ლარად; გაზქურა ღირებული-830 ლარად; სარეცხი მანქანა ღირებული LGღირებული-599 ლარად; მაცივარი სამსუნგი ღირებული-1000 ლარად; სამზარეულოს კუხნა- ღირებული 700 ლარად; მდივან კრესლო-საბარგული- ღირებული 1200 ლარი; ტელევიზორი ევრიკა- ღირებული 300 ლარი; საძინებელი ტახტი-ღირებული 300 ლარი; სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა 1000 ლარი; აბაზანის ინვენტარი ნიჟარა, უნიტაზი, სარკე, დუშის ონკანი ღირებული-500 ლარი; ელექტრო ღუმელი ღირებული-170 ლარი.
სულ შეძენილი ნივთების ღირებულება შეადგენს 7089 ლარს. მოსარჩელ მიუთითებს , რომ კანონის შესაბამისად ეკუთვნის ნახევარი-3544.05 ლარის ღირებულების ქონება. იგი მიუთითებს, რომ ზრდის სასარჩელო მოთხოვნას და ბინის ნახევართან ერთად ითხოვს საკუთრებაში გამოეყოს 3544.05 ლარის ქონება. კერძოდ: სარეცხი მანქანა ღირებული LGღირებული-599 ლარად; მაცივარი სამსუნგი ღირებული-1000 ლარად; სამზარეულოს კუხნა- ღირებული 700 ლარად; გაზის გამათბობელი ღირებული-490 ლარად; ტელევიზორი ევრიკა- ღირებული 300 ლარი;
საბოლოოდ მოსარჩელე ითხოვს იგი მესაკუთრედ იქნას ცნობილი ქ------- მ-------ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის -მდებარე ქ. ჭ--------- ს-----------ის ქუჩა N19 ს/კ 3-.10.22.0--.01.0--, ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ და აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
მესაკუთრედ იქნას ცნობილი შემდეგ უძრავ ქონებაზე სარეცხი მანქანა ღირებული LGღირებული-599 ლარად; მაცივარი სამსუნგი ღირებული-1000 ლარად; სამზარეულო-ღირებული 700 ლარად; გაზის გამათბობელი ღირებული-490 ლარად; ტელევიზორი ევრიკა- ღირებული 300 ლარი; საძინებელი ტახტი -300 ლარი
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე ქ------- მ-------ემ , სადაც მიუთითებს , რომ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს მოსარჩელე პ---–- ც--–------ის მოთხოვნას არ ეთანხმება. ის არ შეიძლება ცნობილი იქნეს ჭ--------- , ს-----------ის ქ. N19-ში არსებული მის საკუთრებაში არსებული ბინის თანამესაკუთრედ. რადგან მასთან ერთად ერთობლივი შრომითა და სახსრებით ეს ქონება არ შეუძენია. მეუღლესთან ერთად ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შემოსავალი არ ჰქონიათ და საცხოვრებელი ბინა უყიდეს მისმა მშობლებმა და გააფორმეს მის სახელზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას თანასაკუთრებად თვლის თუ ის მეუღლეთა ერთობლივი შრომითა და სახსრებითაა შეძენილი.
სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად სსკ 1158-ე მუხლი განმარტებულია შემდეგნაირად „ ქორწინების მომენტიდან მეუღლეთა ქონების ინდივიდუალური თუ თანაზიარი საკუთრების ხასიათის დაკავშირება არ ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შემდეგ შეძენილი ყველა სახის ქონება აუცილებლად თანაზიარ საკუთრებას წარმოადგენს. თანაზიარი იქნება მხოლოდ ის ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეთა საერთო სახსრებითა და შრომით. ამასთან , ქონებაში აუცილებელია ვიგულისხმოთ არა მარტო ის ნივთი, რომელის შეძენილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების დროს , არამედ ის სახსრებიც , რომელიც შეძენილია ეს ნივთი.
მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ნივთის გაყოფის ნაწილშიც არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოთვლილი ნივთებიც მისი მშობლების დახმარებით შეიძინეს, რამდენიმე ნივთი გამოტანილი აქვს განვადებით და მშობლების მიცემული თანხით ფარავდა. იგი განმარტავს, რომ ასეც რომ არ იყოს არ ეთანხმება საოჯახო ნივთის გაყოფას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ: ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მოპასუხე მიუთითებს, რომ მასთან ერთად ცხოვრობენ მისი არასრულწლოვანი შვილები და მათ საცხოვრებელ ადგილად სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულია ჭ--------- , ს-----------ის ქ. N19. ყოველი ნივთი რომლის ღირებულებასაც მოსარჩელე ითხოვს არის მისი მშობლების დახმარებით შეძენილი და წარმოადგენს ბავშვების ინტერესებისათვის განსაზღვრულ და მათი საყოფაცხოვრებო პირობებისათვის შეძენილ ნივთებს და მათი გაყოფა ყოვლად შეუძლებელია.
საბოლოოდ მოპასუხე თანახმაა მოსარჩელემ წაიღოს საძინებელი ტახტი. ნივთების ღირებულებასთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრება გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ მოსარჩელე პ---–- ც--–------ე და მოპასუხე ქ------- მ-------ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2009 წლის 12 მარტს. მათ ერთობლივ ქორწინებაში შეეძინათ 2009 წლის 31 მარტს დაბადებული ნინო ც--–------ე პ/ნ 5---------- , 2011 წლის 4 მარტს დაბადებული ელენე ც--–------ე პ/ნ5---------- და 2014 წლის 3 მარტს დაბადებული თეკლა ც--–------ე პ/ნ 5----------. დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2018 წლის იანვრიდან. პ---–- ც--–------ე ცხოვრობს სადაო სახლში , ხოლო ქ------- მ-------ე ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.15)
- დაბადების მოწმობები(ს.ფ.16-18)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია, რომ 2010 წლის 23 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ------- მ-------ის სახელზე აღრიცხული იქნა უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა) ს/კ 3-.10.22.0--.01.0--
მისამართი ქ. ჭ--------- ს-----------ის ქუჩა N19. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სარჩელის ფარგლებიდან გამომდინარე და მხარეთა განმარტების საფუძველზე ქორწინებაში შეძენილი მოძრავი ნივთებია გაზის გამათბობელი ღირებული-490 ლარად; გაზქურა ღირებული-830 ლარად; სარეცხი მანქანა ღირებული LGღირებული-599 ლარად; მაცივარი სამსუნგი ღირებული-1000 ლარად; სამზარეულო - ღირებული 700 ლარად; მდივან სავარძლებით-საბარგული- ღირებული 1200 ლარი; ტელევიზორი ევრიკა- ღირებული 300 ლარი; საძინებელი ტახტი-ღირებული 300 ლარი; სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა 1000 ლარი; ელექტრო ღუმელი ღირებული-170 ლარი.
მოპასუხემ წარმოადგინა გარკვეული ნივთების შეფასების განსხვავებული ვერსია, კერძოდ სარეცხი მანქანა ღირებული LGღირებული-200 ლარად; მაცივარი სამსუნგი ღირებული-400 ლარად; მდივან სავარძლებით-საბარგული- ღირებული 200 ლარი; ტელევიზორი ევრიკა- ღირებული 100 ლარი; ელექტრო ღუმელი ღირებული-65 ლარი.
დადგენილია, რომ მითითებული საცხოვრებელი ბინის ფასი 1500 ლარი გადახდილი იქნა მყიდველის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ. 20-23)
- სარჩელი და შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონების შეძენაში მონაწილეობა მიიღეს გარკვეული სახსრებით მოპასუხის მშობლებმა გარდა ამისა პ---–- ც--–------ის მიერაც იქნა გაღებული გარკვეული სახსრები. სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ კანონით დადგენილი ფორმითა და წესით რეგულირებული სადაო ბინის ნასყიდობა ქორწინების განმავლობაშია განხორციელებული. მეუღლეებს ჰყავთ სამი შვილი პ---–- ც--–------ეს გააჩნდა საკუთარი ბიზნესი. გარდა ამისა მას შეუძლია სხვადასხვა ხელობაზე იმუშაოს და მოპასუხის მტკიცებით მუშაობდა კიდეც. ახლაც მუშაობს გარკვეულ სამუშაოებზე. დადგენილია, რომ სარეცხი მანქანა , რომელშიდაც გადახდილია 599 ლარი შეძენილია მოპასუხის მიერ 2011 წელში ქორწინების განმავლობაში. 2016 წლის 5 სექტემბერს არის შეძენილი მოპასუხის მიერ გაზქურა ღირებული 830 ლარად და გაზის გამათბობელი 490 ლარად. დადგენილია, რომ პ---–- ც--–------ის შემოსავალი 2010 წლის განმავლობაში იყო 5602,6 ლარი. 2011 წლიდან 2018 წლის 7 თებერვლის ჩათვლით პ---–- ც--–------ის შემოსავალი იყო 62517,21 ლარი. დადგენილია, რომ ქ------- მ-------ეს და უშუალოდ ოჯახს ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ქ------- მაჩითიძის მშობლები. აღნიშნული ფაქტი მოწმეებმაც დაადასტურეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ. 79, 81)
- ნასყიდობის ხელშეკრულება(ს.ფ.83-85)
-მოწმეთა ჩვენებები
-შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები(ს.ფ.86-90)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხული არის პ---–- ც--–------ისა და ქ------- მ-------ის ოჯახი და სარეიტინგო ქულით 48950. შესაბამისად ოჯახი იღებს შემწეობას 280 ლარის ოდენობით. ქულის მინიჭების თარიღია 2015 წელი დეკლარაციის შევსების თარიღი კი 2015 წლის 21 ნოემბერი. დადგენილია, რომ ბავშვების საცხოვრებელი ადგილზე დავა არ არის და ბავშვების საცხოვრებელი ადგილია დედის საცხოვრებელი ადგილი. დადგენილია, რომ მოსარჩელეც და მოპასუხეც ჯანმრთელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ. 31)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
1.1. სასამართლო თვლის, რომ პ---–- ც--–------ის სარჩელი მოპასუხე ქ------- მ-------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ერთმნიშვნელოვანია, რომ ქორწინების განმავლობაშია შეძენილი უძრავი ქონება. ასევე ქორწინების განმავლობაშია შეძენილი მოძრავი ნივთებიც. მოსარჩელე და მოპასუხე ერთად ცხოვრობდნენ 2018 წლის იანვრამდე. მოძრავი ნივთებიც და უძრავი ნივთიც მეუღლეთა მიერ შეძენილია ქორწინების განმავლობაში. მოპასუხის მშობლები გარკვეულ დახმარებას უწევდნენ ოჯახს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლომ განსხვავებულად უნდა შეაფასოს მოპასუხის ღვაწლი და წილი საერთო ქონების შექმნაში, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც განსხვავებულად შეფასების საშუალებას მისცემდა სასამართლოს. ამიტომ ქ------- მ-------ის სახელზე აღრიცხული ქ.ჭ--------- ს-----------ის ქ.N19-ში მდებარე უძრავი ქონების- ს/კ 3-.10.22.0--. 01.0--, ერთი მეორედი წილის მესაკუთრედ ცნობილი უნდა იქნას პ---–- ც--–------ე და შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების ( ს/კ 3-.10.22.0--. 01.0--) ½ წილი საჯარო რეესტრში აღრიცხული უნდა იქნას პ---–- ც--–------ის სახელზე.
მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან პ---–- ც--–------ეს მიეკუთვნოს: საძინებელი ტახტი , ტელევიზორი ,,ევრიკა“, გაზის გამათბობელი, დივანი სავარძელებით (სამეული), სამზარეულო, ელ. ღუმელი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158--ე , 1159-ე, 1160-ე, 1164-ე, 1168-ე, მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
პ---–- ც--–------ე და მოპასუხე ქ------- მ-------ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2009 წლის 12 მარტს. მათ ერთობლივ ქორწინებაში შეეძინათ 2009 წლის 31 მარტს დაბადებული ნინო ც--–------ე პ/ნ 5---------- , 2011 წლის 4 მარტს დაბადებული ელენე ც--–------ე პ/ნ5---------- და 2014 წლის 3 მარტს დაბადებული თეკლა ც--–------ე პ/ნ 5----------. დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2018 წლის იანვრიდან.
6.2.დადგენილია, რომ 2010 წლის 23 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ------- მ-------ის სახელზე აღრიცხული იქნა უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა) ს/კ 3-.10.22.0--.01.0--
მისამართი ქ. ჭ--------- ს-----------ის ქუჩა N19. მხარეთა განმარტების საფუძველზე ქორწინებაში შეძენილი მოძრავი ნივთებია გაზის გამათბობელი ღირებული-490 ლარად; გაზქურა ღირებული-830 ლარად; სარეცხი მანქანა ღირებული LGღირებული-599 ლარად; მაცივარი სამსუნგი ღირებული-1000 ლარად; სამზარეულო - ღირებული 700 ლარად; მდივან სავარძლებით-საბარგული- ღირებული 1200 ლარი; ტელევიზორი ევრიკა- ღირებული 300 ლარი; საძინებელი ტახტი-ღირებული 300 ლარი; სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა 1000 ლარი; ელექტრო ღუმელი ღირებული-170 ლარი.
დადგენილია, რომ მითითებული საცხოვრებელი ბინის ფასი 1500 ლარი გადახდილი იქნა მყიდველის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო თვლის, რომ სახეზეა კანონით დადგენილი წესით განხორციელებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
მოცემულ შემთხვევაში სადაო უძრავი ქონება ქორწინებაშია ნაყიდი მეუღლეთა მიერ და სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა ბინის ნაჩუქრობას მშობლების მხრიდან , რადგან აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება არ არსებობს.
სასამართლო თვლის, რომ სადაო მოძრავი ნივთები მეუღლეთა თანაცხოვრების დროს არის შეძენილი და ამ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა .
დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ზრდიდა სამ შვილს. დადგენილია, რომ პ---–- ც--–------ის შემოსავალი 2010 წლის განმავლობაში იყო 5602,6 ლარი. 2011 წლიდან 20-- წლის 7 თებერვლის ჩათვლით პ---–- ც--–------ის შემოსავალი იყო 62517,21 ლარი. დადგენილია, რომ ქ------- მ-------ეს და უშუალოდ ოჯახს ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ქ------- მ-------ის მშობლები. აღნიშნული ფაქტი მოწმეებმაც დაადასტურეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის შესაბამისად თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1162-ე მუხლის შესაბამისად ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
სასამართლო მიუთითებს მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი საკითხზე, რომელიც განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში: „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის შესაბამისად მუხლის შესაბამისად იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. 3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.
ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც ნამსჯელია წილთა თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის მიზანშეწონილობაზე და სარჩელის მოთხოვნა უარყოფილი იქნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: „სსკ-ის 1168-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასამართლომ შეუძლია გადაუხვიოს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე საერთო წესს და თითოეულ მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. მაგრამ იმისათვის, რომ დადგეს განსახილველი ნორმის შედეგი, აუცილებელი, თითოული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს ქონების შეძენის ფაქტთან ერთად არსებობდეს ამავე კანონის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანასწორობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ..“ (იხ,. სუსგ N107-338-08, 29 ოქტომბერი, 2008 წელი).
ამ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს ადგილი არ აქვს. არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილი დედის საცხოვრებელი ადგილია. ორივე მეუღლე ჯანმრთელია. ორივე მეუღლეს გააჩნია ბავშვებზე ზრუნვის ვალდებულება. არცერთ მეუღლეს არ დაუხარჯავს ქონება ოჯახის საზიანოდ. მოსარჩელე ზრუნავს შვილებზე და ამას მოსარჩელეც არ უარყოფს.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ უძრავი ნივთის ½ ნაწილი უნდა აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებაში, ხოლო მოძრავი ნივთებიდან ღირებულების , გამოყენების და მოთხოვნის გათვალისწინებით მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს საძინებელი ტახტი ღირებული 300 ლარად, ტელევიზორი ,,ევრიკა“ღირებული 100 ლარად, გაზის გამათბობელი ღირებული-490 ლარად, მდივან სავარძლებით-საბარგული- ღირებული 800 (სამეული),სამზარეულო - ღირებული 700 ლარად;, ელექტრო ღუმელი ღირებული-170 ლარი.
6.5. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“. მოცემული გადაწყვეტილება დასაბუთებულია კანონის შესაბამისად.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მ1 პუნქტის შესაბამისად სახ ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
დადგენილია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხული არის პ---–- ც--–------ისა და ქ------- მ-------ის ოჯახი და სარეიტინგო ქულით 48950. შესაბამისად ოჯახი იღებს შემწეობას 280 ლარის ოდენობით.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
2018 წლის 29 იანვრის საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 -ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.პ---–- ც--–------ის სარჩელი ქ------- მ-------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1.ქ------- მ-------ის სახელზე აღრიცხული ქ.ჭ--------- ს-----------ის ქ.N19-ში მდებარე უძრავი ქონების- ს/კ 3-.10.22.0--. 01.0--, ერთი მეორედი წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნას პ---–- ც--–------ე და შესაბამისად აღნიშნული უძრავი ქონების ( ს/კ 3-.10.22.0--.01.0--) ½ წილი საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნას პ---–- ც--–------ის სახელზე.
მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან პ---–- ც--–------ეს მიეკუთვნოს: საძინებელი ტახტი ღირებული 300 ლარად, ტელევიზორი ,,ევრიკა“ღირებული 100 ლარად, გაზის გამათბობელი ღირებული-490 ლარად, მდივან სავარძლებით- ღირებული 800 ლარად (სამეული),სამზარეულო - ღირებული 700 ლარად;, ელექტრო ღუმელი ღირებული-170 ლარი.
1.2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მხარეები განთავისუფლებულები არიან ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /ივანე ყიფიანი