განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002343483
№1/62-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - ივ--- ჭა------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ივ--- ჭა------ი
მამის სახელი: გი------
დაბადებული: 1----–-–-----------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი კა-–------
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი კა-–------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ივ--- ჭა------ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 13 საათზე, ივ--- ჭა------ი მთვრალი მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მდებარე, ყოფილი მეუღლის-მა----- კი-----–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც გაანადგურა და დააზიანა მა----- კი-----–--ის კუთვნილი ტელევიზორი და ელექტრო მადუღარა, რითაც მა----- კი-----–--ეს მიაყენა 940 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 13 საათზე, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი ივ--- ჭა------ი, მთვრალი მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მდებარე, ყოფილი მეუღლის - მა----- კი-----–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი დაიმუქრა ყოფილი მეუღლის ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რაზედაც მა----- კი-----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ივ--- ჭა------ი 2018 წლის 9 იანვარს 15:40 საათზე დააკავეს და 2018 წლის 10 იანვარს და 2 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 13 საათზე, ივ--- ჭა------ი მთვრალი მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მდებარე, ყოფილი მეუღლის-მა----- კი-----–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც გაანადგურა და დააზიანა მა----- კი-----–--ის კუთვნილი ტელევიზორი და ელექტრო მადუღარა, რითაც მა----- კი-----–--ეს მიაყენა 940 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. 2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 13 საათზე, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი ივ--- ჭა------ი, მთვრალი მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მდებარე, ყოფილი მეუღლის - მა----- კი-----–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი დაიმუქრა ყოფილი მეუღლის ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რაზედაც მა----- კი-----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვისი ნივთის დაზიანება
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა----- კი-----–--ის, მოწმეების - ქე------ კი-----–--ის, გო-- ქე---–---–ის, კო-- ფო–------–---–ის, ვა-–---- ჩე------–---–ის, გი------ ჭა------ის, თე- ვა-----------ის, თავად ბრალდებულ ივ--- ჭა------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ივ--- ჭა------მა გაანადგურა და დააზიანა მა----- კი-----–--ის კუთვნილი ტელევიზორი და ელექტრო მადუღარა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისებრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ან მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი გამოყენებისათვის.
სხვისი ნივთის განადგურება კი გულისხმობს მის იმგვარ დაზიანებას, როდესაც დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ივ--- ჭა------მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა----- კი-----–--ის, მოწმეების - ქე------ კი-----–--ის, გო-- ქე---–---–ის, კო-- ფო–------–---–ის, ვა-–---- ჩე------–---–ის, გი------ ჭა------ის, თე- ვა-----------ის, თავად ბრალდებულ ივ--- ჭა------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ივ--- ჭა------მა გაანადგურა და დააზიანა მა----- კი-----–--ის კუთვნილი ტელევიზორი და ელექტრო მადუღარა, რითაც მა----- კი-----–--ეს მიაყენა 940 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ივ--- ჭა------ის მოქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა----- კი-----–--ის, მოწმეების - ქე------ კი-----–--ის, გო-- ქე---–---–ის, კო-- ფო–------–---–ის, ვა-–---- ჩე------–---–ის, გი------ ჭა------ის, თე- ვა-----------ის, თავად ბრალდებულ ივ--- ჭა------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ივ--- ჭა------ი, მთვრალი მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მდებარე, ყოფილი მეუღლის - მა----- კი-----–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი დაიმუქრა ყოფილი მეუღლის ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რაზედაც მა----- კი-----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მუქარა არის ისეთი ქმედება, რომლის მიზანია გარკვეული პიროვნების დაშინება და მიმართულია ამ პირის იმ საქმიანობის შესაწყვეტად, რომელიც ეწინააღმდეგება დამშინებელთა ინტერესებს. იგი შეიძლება გამოიხატოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ამავე დროს, მუქარა უნდა იყოს რეალური და დაზარალებულს უნდა უქმნიდეს მისი განხორციელების საფუძვლიან შიშს. რაც აიძულებს დაზარალებულს იმოქმედოს მუქარის განმახორციელებლის ინტერესების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ივ--- ჭა------მა მა----- კი-----–--ის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა----- კი-----–--ის, მოწმეების - ქე------ კი-----–--ის, გო-- ქე---–---–ის, კო-- ფო–------–---–ის, ვა-–---- ჩე------–---–ის, გი------ ჭა------ის, თე- ვა-----------ის, თავად ბრალდებულ ივ--- ჭა------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ივ--- ჭა------ი, მთვრალი მივიდა გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მდებარე, ყოფილი მეუღლის - მა----- კი-----–--ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი დაიმუქრა ყოფილი მეუღლის ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რაზედაც მა----- კი-----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ივ--- ჭა------ის მუქარა იყო რეალური და დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ივ--- ჭა------მა ჩაიდინა:
1. სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ივ--- ჭა------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, საქმის მასალების მიხედვით ივ--- ჭა------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ივ--- ჭა------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ივ--- ჭა------ს სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს ჯარიმა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ამოღებულია „ელ-ჯის“ ფირმის ტელევიზორი და ელექტრომადუღარა, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნივთმტკიცება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
2. ივ--- ჭა------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით. რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულს არ დაურღვევია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობები აღნიშნული უძრავი ქონება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ივ--- ჭა------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.
ივ--- ჭა------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ივ--- ჭა------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.
ივ--- ჭა------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 9 იანვრის 15:40 საათიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე დანიშნული ჯარიმა შეუმცირდეს 2200 (ორი ათას ორასი) ლარით საბოლოოდ, ივ--- ჭა------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 800 (რვა ასი) ლარი.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნი----–---- ჭა------ის (პირადი N1----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო -სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, საკადასტრო კოდი №5----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 3105.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი:51.03.06.400 საბაზრო ღირებულება შეადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება „ელ-ჯის“ ფირმის ტელევიზორი და ელექტრო მადუღარა, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი