განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150-00-18002372317
# 1/26-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 20-8 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე
სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი------ ორ---------ე,დაცვის მხარე
ბრალდებული - არ--- ოგ----ის ძე მე-–-------ი (დაბადებული 199- წლის 0- ოქტომბერს, სომხეთის მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: სომხეთი, რაიონი: ამ---ა, სოფელი: ზო---------ი, მე-2 ქუჩა, სახლი #2; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ახალქალაქი, სოფელი ბა-–---, სომხეთის პ/ნ AM07-----);
ადვოკატი - კა------ ას-----ე
თარჯი--ნი - გა-–-------- გა-----–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12, და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. არ--- მე-–-------ი, რომელიც 20-7 წლის 29 დეკემბერიდან 20-8 წლის 08 თებერვლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა სა------ ბა-–-------თან, ქორწინების პერიოდში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბა-–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურად ცემდა მის მეუღლეს სა------ ბა-–-------ს. მათ შორის 20-8 წლის 0- თებერვალს, არ--- მე-–-------მა მათ საცხოვრებელ სახლში, სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელისა და ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით ცემა მისი მეუღლე სა------ ბა-–-------ი. ასევე, 20-8 წლის 06 თებერვალს, არ--- მე-–-------მა მის საცხოვრებელ სახლში, სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელისა და ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით კვლავ ცემა მისი მეუღლე სა------ ბა-–-------ი. არ--- მე-–-------ის ზემოაღნიშნული სისტემატური ძალადობრივი ქმედებებით სა------ ბა-–-------მა მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფსიქიკური ტანჯვა, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა მეუღლის საცხოვრებელი სახლი.
არ--- მე-–-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2. არ--- მე-–-------ი, რომელიც 20-7 წლის 29 დეკემბერიდან 20-8 წლის 08 თებერვლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა სა------ ბა-–-------თან, ქორწინების პერიოდში, ცემასთან ერთად სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს სა------ ბა-–-------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
არ--- მე-–-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: სა------ ბა-–-------ის, ჟა---- ბა-–-------ის, რუ--–-- ბა-–-------ის, ვე-–---- ბა-–-------ის, რი-- მე-–-------ის, ლე--–- მე-–-------ის, ბე--------– მე-–-------ის გამოკითხის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით სა------ ბა-–-------ის მი--რთ, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სა------ ბა-–-------ის მი--რთ და სხვა.
მხარეებს არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. არ--- მე-–-------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მი--რთ დადგენილი იქნას სამართლიანი განაჩენი. ამასთან ადვოკატმა კა------ ას-----ემ განმარტა, რომ იგი არ ეთანხმება პროკურორის პოზიციას ყველაზე უფრო მკაცრი ზომის სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებული ოცჯერ არ უცემია, ბრალდებულის მი--რთ აღკვეთის ღონიძიების სახით გირაო გამოყენებული, ხოლო ამის შემდეგ დაზარალებულს პრეტენზია არ გამოუთქვამს არ--- მე-–-------ის თავისუფლებაში ყოფნის შესახებ.
2.2. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში. ამასთან, პროკურორმა არ--- მე-–-------ის მი--რთ მოითხოვა ყველაზე უფრო მკაცრი ზომის სასჯელის დანიშვნა. მისი განმარტებით თვენახევრის განმავლობაში ა.მე-–-------მა ოცჯერ მაინც ცემა დაზარალებული. შესაბამისად იგი მიდრეკილია ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ და ითხოვს მის მკაცრად დასჯას.
2.3. მხარეთა დასკვნით სიტყვებში ბრალდებულმა მოითხოვა მის მი--რთ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, იგი სრულად ეთანხმება ადვოკატის პოზიციას.
2.4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
2.4.1. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა არ--- მე-–-------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12, - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.4.2. ბრალდებულმა არ--- მე-–-------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
დაცის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.
შეასბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ--- მე-–-------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ არ--- მე-–-------ის ბრალეულობას.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12, ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.2.1. არ--- მე-–-------ი, რომელიც 20-7 წლის 29 დეკემბერიდან 20-8 წლის 08 თებერვლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა სა------ ბა-–-------თან, ქორწინების პერიოდში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბა-–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურად ცემდა მის მეუღლეს სა------ ბა-–-------ს. მათ შორის 20-8 წლის 0- თებერვალს, არ--- მე-–-------მა მათ საცხოვრებელ სახლში, სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელისა და ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით ცემა მისი მეუღლე სა------ ბა-–-------ი. ასევე, 20-8 წლის 06 თებერვალს, არ--- მე-–-------მა მის საცხოვრებელ სახლში, სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელისა და ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით კვლავ ცემა მისი მეუღლე სა------ ბა-–-------ი. არ--- მე-–-------ის ზემოაღნიშნული სისტემატური ძალადობრივი ქმედებებით სა------ ბა-–-------მა მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფსიქიკური ტანჯვა, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა მეუღლის საცხოვრებელი სახლი.
არ--- მე-–-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
არ--- მე-–-------ი, რომელიც 20-7 წლის 29 დეკემბერიდან 20-8 წლის 08 თებერვლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა სა------ ბა-–-------თან, ქორწინების პერიოდში, ცემასთან ერთად სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს სა------ ბა-–-------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
არ--- მე-–-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო არ--- მე-–-------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად სასამართლოს მიაჩნია ის რომ არ--- მე-–-------მა ჩაიდინა ისეთი ძალადობრივი ხასიათის, გენდერული დანაშაული, რომელიც ლახავს ოჯახში მყუდრო ატმოსფეროს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ოჯახის წევრების ნორმალურ ცხოვრებაზე, მსგავსი ხასიათის დანაშაულს გააჩნია მომატებული საზოგადოებრივი საშიშროება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც წარსულში ჩადენილ დანაშაულები, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობას.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მი--რთული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12
სანქცია ითვალისწინებს - შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
არ--- მე-–-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ არ--- მე-–-------ის საზოგადოებისაგან მკაცრი იზოლირება და მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება იყოს სასჯელის მიზანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით და მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე.
ბრალდებულ არ--- მე-–-------ის მი--რთ, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია რომ მას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას, რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან იქნება კანონიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთი ვარგისი საშუალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოოდ არ--- მე-–-------ს ძირითადი სასჯელის სახით უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი, რაც სავსებით აკმაყოფილებს სამართლიანობის აღდგენისა და რესოციალიზაციის პრინციპს.
6. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
არ--- მე-–-------ის მი--რთ 20-7 წლის 12 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ--- მე-–-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12, და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
2. არ--- მე-–-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის პირველი ნაწილის 12, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ----აზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
3. არ--- მე-–-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად გ----აზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;
4. საქ.სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკარი სასჯელი და საბოლოოდ არ--- მე-–-------ს გ----აზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
5. არ--- მე-–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 20-8 წლის 09 თებერვლიდან 20-8 წლის 12 თებერვლის ჩათვლით;
6. აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაო გაუქმდეს და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;
7. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
8. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს;
9. განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.
მოსამართლე მა-–---- ენ-----ე