განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/1-0-18წ. 05 აპრილი, 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - ო----- ს--------;
დაცვის მხარე - ბრალდებული - თ------ ტ-------- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--0--1--- წელს, პ/ნ 1---------- მცხ. ქ.ბ---------- შ------------–-- ქ.N 9-.
ადვოკატი - ი----- ფ---------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და 111-120-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თ------ ტ--------, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას დედას ს-------– ტ--------ს, ხოლო 2018 წლის 1- თებერვალს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.ბ---------–- რ---------–-- ქ-----ში თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, შვილიშვილის,11 წლის ნ---- კ--------- თანდასწრებით კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ს-------– ტ--------ს, რამაც ს-------– ტ--------- ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
ასევე, თ------ ტ--------მ, 2018 წლის 1- თებერვალს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.ბ---------–- რ--------–-- ქ-----ში, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, დას ი--- კ--------- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ი--- კ--------- სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა თ------ ტ--------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თ------ ტ--------- მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, ს-------– ტ--------- ჩვენება,ი--- კ--------- ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც სადაო მტკიცებულებანი, რომელიც არსებით სხდომაზე მხარეებმა გახადეს უდაოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა თ------ ტ--------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და 111-120 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
თ------ ტ--------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნიათ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, თ------ ტ--------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოსახდელად სასამართლო დაადგენს გამოსაცდელ ვადას, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ ტ-------- (პ/№1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.
- ასევე, თ------ ტ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-120 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ------ ტ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 2 წელი.
2. თ------ ტ--------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
- მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 1- თ-------–----- 2018 წლის 0--------–-- ჩათვლით.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ი-----დიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი