გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/027-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი მოსამართლე ადიგენის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი
მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–--’’
წარმომადგენელი - გ---------------–---–-
მოპასუხე - თ-------------------------
წარმომადგენელი - ნ-------------------–---–-
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, დავალიანების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მოპასუხე თ------------------------ს სს ,,ფ-----------------------–--ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 4414.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 3534.54, პროცენტი 646.46 ლარი და პირგასამტეხლო - 133.83 ლარი
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 10 ოქტომბერს სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა თ------------------------მა ს/ს „ფ----------------------–--“-სგან სესხად მიიღო 6000 ლარი 06.10.2016-დან 25.09.2018-მდე, ანუ 719 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32.95%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%·ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. გამომდინარე ფაქტიდან, რომ მოვალის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ს/ს ,,ფ----------------------–--" იძულებული გახდა შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობები აღნიშნულ პიროვნებებთან საკრედიტო ხელშეკრულების 4.4–ე პუნქტის თანახმად და მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. მაგრამ ვინაიდან გამარტივებული წესით საქმის წარმოების ეტაპზე, მსესხებლის თ-------------------------ს მიერ უარყოფილ იქნა აპლიკანტის - ს/ს "ფ----------------------–--ს" მიერ დაყენებული მოთხოვნა, სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 91.7 მუხლის მე–6 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე თ------------------------მა სარჩელი სცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირი თანხის გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 6 ოქტომბერს სს ,,ფ----------------------–--ს’’ და თ------------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N225013.3300.002, რომლის თანახმადაც სესხის სახით მსესხებელზე გაიცა 6000 ლარი, 24 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი 32.95%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1.0% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. 25.10.2017 წლიდან მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი. 25.01.2018წ. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა.
3.1.3. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.10.2016წ. სესხის ხელშეკრულება N225013.3300.002;
- 06.10.2016წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 06.10.2016წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- 01.03.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილი;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.2. 2018 წლის 26 იანვრის მდგომარეობით მოპასუხე თ-------------------------ს სს ,,ფ----------------------–--ს’’ მიმართ 06.10.2016წ. სესხის N225013.3300.002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 4414.83 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 3534.54 ლარი, პროცენტი - 646.46 ლარი; ჯარიმა 133.83 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.10.2016წ. სესხის ხელშეკრულება N225013.3300.002;
- 06.10.2016წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- 06.10.2016წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- 01.03.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილი;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ფ----------------------–--ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 301-ე, 416-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულებების შესასრულებლად, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლოდ და პირობითი ვალდებულებებისათვის.
ამავე კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულებების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 6 ოქტომბერს სს ,,ფ----------------------–--ს’’ და თ------------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N225013.3300.002, რომლის თანახმადაც სესხის სახით მსესხებელზე გაიცა 6000 ლარი, 24 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი 32.95%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1.0% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ფ----------------------–--ს’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და თ-------------------------ს სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. თ------------------------- ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. თ-------------------------ს მიერ დარღვეული იქნა მისი სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 6 ოქტომბერს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მოპასუხე თ-------------------------ს მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. დღეის მდგომარეობით მოპასუხე თ-------------------------ს დავალიანება სს ,,ფ----------------------–--ს’’ წინაშე შეადგენს 4414.83 ლარს.
ამასთანავე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე თ-------------------------ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე გათვალისწინებული სარგებელი და პირგასამტეხლო, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთათვის ცნობილი იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და მასზე თანდართული გადახდის გრაფიკი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 6 ოქტომბრის სესხის და თავდებობის ხელშეკრულების 1.21. მუხლში მითითებულია: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე.
მოსარჩელე სარჩელში შუამდგომლობდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1" პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე მიიჩნევს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას სს ,,ფ----------------------–--ს’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 132.44 ლარი.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე თ------------------------მა სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 106 ლარი. მოპასუხე მხარემ პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო, შესაბამისად თ------------------------ს სს ,,ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 23.40 ლარის გადახდა, ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ფ----------------------–--ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე თ------------------------ს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 4414.83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3534.54 ლარი, პროცენტი - 646.46 ლარი, პირგასამტეხლო - 133.83 ლარი.
3. მოპასუხე თ------------------------ს მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 23.40 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის 100 გადახდა.
4. სს ,,ფ----------------------–--ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 01.03.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 132.44 ლარიდან 106 ლარი.
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებად.
6. გადაწყვეტილებზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის მეშვეობით (დ. ადიგენი, ზაზაშვილის ქ. #52).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი