გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210118002298580
საქმე №2/400-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.04.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - ნანა გაბედავა
მოსარჩელე - ს---–------------–-ა;
წარმომადგენელი - ნ--------------ი;
მოპასუხეები - ი----------–-ა, მ------------ე;
წარმომადგენელი - კ-----------------ე (მ------------ის);
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისგან ქ. ქუთაისში, ზ---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 10 იანვრის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთების, კერძოდ: 1. ტელევიზორი „LG„,პლაზმური, შავი ფერის - 1 ცალი; 2. ორკამერიანი მაცივარი „LG„ ვერცხლისფერი - 1 ცალი; 3. სარეცხი მანქანა „LG„, ვერცხლისფერი -1 ცალი; 4. პატარა კარადა ე.წ „გორკა„ - 1 ცალი; 5. პატარა კარადა მინებიანი ჭურჭლის ყავისფერი- 1 ცალი; 6. პატარა დივანი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 7. სავარძელი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 8. ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1 ცალი; 9. პიანინო ‘’ROSTOVNADON’’ შავი ფერის - 1 ცალი; 10. ხის სკამები რბილი ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; 11. დივანი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ხის სახელურებით - 1 ცალი; 12. ხის მაგიდა მუქი ყავისფერი - 1 ცალი;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: ს---–------------–-ა ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ზ------------------------------------ში. 2018 წლის 10 იანვარს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებმა დააყადაღეს მისი კუთვნილი ნივთები შვილის ი----------–-ას დავალიანების გამო. დაყადაღებული მოძრავი ნივთები არის მისი საკუთრება აფხაზეთის დატოვებისას თან წამოიღო და მას შემდეგ განთავსებულია აღნიშნულ ბინაში. ი----------–-ას არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული მათ შეძენაში. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ------------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს---–------------–-ა არასოდეს უნახავს აღნიშნულ მისამართზე, ქ. ქუთაისში, ზ-----------------------------ში ცხოვრობს ი----------–-ა ქმარ-შვილთან ერთად. 2017 წლის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი----------–-ას მ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 28 000 აშშ დოლარის გადახდა. ი----------–-ა ცდილობს არ გადაიხადოს ვალი, რომლის გადახდაც მას დაკისრებული აქვს და რომლის აღსასრულებლადაც იქნა გასაჩივრებული აქტში ჩამოთვლილი ნივთები დაყადაღებული. სარჩელს არ ახლავს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მოთხოვნას (იხ. შესაგებელი).
2.2. მოპასუხე ი----------–-ას შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მას სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის კუთვნილება მოძრავ ნივთებზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ. ქუთაისში, ზ-----------------------------ში მდებარე უძრავ ქონებაში ცხოვრობს ს---–------------–-ა, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ი----------–-ა, ი--------------–---ი, გ------- და ნ------------–-----ი; მოპასუხე ი----------–-ა არის მოსარჩელის ს---–------------–-ას შვილი;
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
-ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ 2017 წლის 20 ნოემბერს გაცემული ცნობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. 2014 წლის 26 ნოემბრიდან 2016 წლის 05 დეკემბრამდე ქ. ქუთაისში, ზ-----------------------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ი----------–-ა, ხოლო 2016 წლის 05 დეკემბრიდან უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მ--–-------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.3. 2017 წლის 11 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მ------------ე არის კრედიტორი, ხოლო ი----------–-ა მოვალე, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად 10.01.2018წ. აღიწერა და დაყადაღდა ქ. ქუთაისში, ზ-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში არსებული მოძრავი ნივთები. ნივთების დაყადაღებას ესწრებოდა ი----------–-ა, რომელმაც ყადაღის დადების შესახებ აქტზე გააკეთა შენიშვნა, რომ აღნიშნული ნივთები არ ეკუთვნოდა მას და წარმოადგენდა ს---–------------–-ას საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სასამართლოს 11.08.2017 წ დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
- ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთებიდან: 1. პატარა კარადა ე.წ „გორკა„ - 1 ცალი; 2. პატარა კარადა მინებიანი ჭურჭლის ყავისფერი- 1 ცალი; 3. პატარა დივანი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 4. სავარძელი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 5. პიანინო ‘’ROSTOVNADON’’ შავი ფერის - 1 ცალი; 6. დივანი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ხის სახელურებით - 1 ცალი არის მოსარჩელე ს---–------------–-ას საკუთრება.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
განსახილველ შემთხვევაში დაყადაღებული ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრებაა. თუ მოსარჩელე ამტკიცებეს, რომ ქ. ქუთაისში, ზ---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 10 იანვრის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა, მაშინ მან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც უნდა გააჩნდეს. შესაბამისად მან ასეთი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს მათი საკუთრების საკითხი. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეიძლება წერილობითი მტკიცებულებით, მოწმის ჩვენებით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, რომლითაც დადგინდება ნივთების კუთვნილების საკითხი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.5. მოსარჩელემ აქტში მითითებული ნივთების ნაწილიდან, მის კუთვნილებასთან დაკავაშირებით, წარმოადგინა მოწმეები, რომლებმაც სასამართლო სსხდომაზე დაადასტურეს, რომ ნივთები (კერძოდ: 1. პატარა კარადა ე.წ „გორკა„ - 1 ცალი; 2. პატარა კარადა მინებიანი ჭურჭლის ყავისფერი- 1 ცალი; 3. პატარა დივანი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 4. სავარძელი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 5. პიანინო ‘’ROSTOVNADON’’ შავი ფერის - 1 ცალი; 6. დივანი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ხის სახელურებით - 1 ცალი) ს---–------------–-ამ გადმოიტანა აფხაზეთიდან და განათავასა ი----------–-ას საცხოვრებელ ბინაში. შესაბამისად სასამართლომ ამ ნაწილში მოსარჩელის განმარტება გაიზიარა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ---------–----–---–---ის ჩვენებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ს---–------------–-ა ძირითად შვილთან ი----------–-ასთან ცხოვრობს, ხოლო გარკვეულ პერიოდში ის მიდის აფხაზეთში. მოწმის განმარტებით, ს---–------------–-ამ ი----------–-ასთან მოიტანა საოჯახო ნივთები, ძველი ნივთები გაიტანა ბინიდან და ს---–------------–-ას მიერ მოტანილი ნივთებით შეავსო. მოწმის განმარტებით, ს---–------------–-ამ ი----------–-ას აჩუქა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აღნიშნულ ნივთებს ს---–------------–-ა პერიოდულად ყიდულობდა, რამდენიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოტანას თავადაც ესწრებოდა.
მოწმე ი--------------–---ის განმარტებით ასევე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოვალის ქონების დაყადაღების აქტში მითითებული ნივთებიდან პატარა კარადა ე.წ „გორკა„; პატარა კარადა მინებიანი ჭურჭლის ყავისფერი; პატარა დივანი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით; სავარძელი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; პიანინო ‘’ROSTOVNADON’’ შავი ფერის - 1 ცალი; დივანი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ხის სახელურებით - 1 ცალი- ეკუთვნის ს---–------------–-ას. მოწმის ჩვენებით ს---–------------–-ა არის მისი სიდედრი, ის ცხოვრობდა ზუგდიდში, 2002 წლიდან კი ქუთაისში ზ-----------------------------ში ცხოვრობს. აფხაზეთიდან წამოიღო ნივთები 2 კარადა, მაგიდა, სკამები, დესაუ, დივანი სავარძლებით და პიანინო. ს---–------------–-ა ამჟამად პენსიონერია. მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა ს---–------------–-ამ შეიძინა;
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მ------------ის მტკიცებას, რომ 3.2.4 პუნქტში მითითებული ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს ი----------–-ა და დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაოდ გამხდარი მოძრავი ნივთების ნაწილი არის მოსარჩელის საკუთრება. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება და საქმეში არსებული მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საქმეზე დაკითხული მოწმეთა - ჩვენებებით დგინდება, რომ 10.01.2018 წლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთებიდან პატარა კარადა პატარა კარადა ე.წ „გორკა„ - 1 ცალი; პატარა კარადა მინებიანი ჭურჭლის ყავისფერი- 1 ცალი; პატარა დივანი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; სავარძელი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; პიანინო ‘’ROSTOVNADON’’ შავი ფერის - 1 ცალი; დივანი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ხის სახელურებით - 1 ცალი ეკუთვნის ს---–------------–-ას, რომელმაც ნივთები განათავსა მ------------ის ბინაში, სადაც ასევე ცხოვრობს თავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებეზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ნივთების ნაწილი წარმოადგენს მის საკუთრებას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო ნივთებზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად წარადგინა მოწმეთა ჩვენებები, მაშინ როდესაც მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებების გაქარწყლება. რაც შეეხება ნივთებს: ტელევიზორი „LG„,პლაზმური, შავი ფერის - 1 ცალი; ორკამერიანი მაცივარი „LG„ ვერცხლისფერი - 1 ცალი; სარეცხი მანქანა „LG„, ვერცხლისფერი -1 ცალი; ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1 ცალი; ხის სკამები რბილი ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; ხის მაგიდა მუქი ყავისფერი - 1 ცალი-აღნიშნული ნივთების მოსარჩელის მიერ შეძენის ფაქტის დადასტურება მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო.
დადგენილია, რომ ს---–------------–-ა არის ი----------–-ას დედა. ისინი ცხოვრობენ ერთ ოჯახში. ბუნებრივია ჩვეულებრივი ცხოვრება გულისხმობს ყოველდღიური მოხმარების ნივთების შეძენას. ლოგიკურია, რომ მათ შეძენილი უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა აუცილებელი ნივთები. მოძრავი ნივთები სავსებით შესაძლებელია, რომ არ იყოს იმ პირის საკუთრება ვის საკუთრებაშიცაა განლაგებული, ან კიდე ოჯახის წევრების საერთო საკუთრება იყოს, ან რომელიმე წევრის ინდივიდუალური საკუთრება იყოს. ის, რომ უძრავი ქონება 2014-2016 წლებში იყო ი----------–-ას საკუთრება, არ ნიშნავს, რომ ოჯახის სხვა წევრს არ აქვს უფლება მოძრავი ნივთები შეიძინონ და განათავსონ სახლში. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარეებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თუ, რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იყოს დადასტურებული ეს ფაქტები. მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა რიგი მტკიცებულებები, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაყადაღებული ტელევიზორი, ორკამერიანი მაცივარი, სარეცხი მანქანა; ხის გასაშლელი მაგიდა, ხის სკამები რბილი ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; ხის მაგიდა მუქი ყავისფერი მოსარჩელის საკუთრებაა. წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივად უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---–------------–-ას სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და მე-40, 44-ე მუხლები.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 158-ე, 186-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეა. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ბიურომ ნივთები მიიჩნია ი----------–-ას საკუთრებად და დააყადაღა მისი ვალის დაფარვის მიზნით. მოსარჩელის საკუთრებას კანონი იცავს. მოსარჩელეს უფლება აქვთ თავისი დარღვეული უფლების აღდგენისათვის მომართოს სასამართლოს და ამტკიცოს ნივთებზე საკუთრების უფლება. თუ დადგინდება, რომ მისი ქონებით უსაფუძვლოდ ხორციელდება სხვისი ვალდებულების შესრულება, სასამართლომ უნდა განახორციელოს მისი უფლებების დაცვის გარანტიის შექმნა.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს”.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
6.6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
6.7. სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.
დადგენილია, რომ მოპასუხე ი----------–-ა არის მოსარჩელის შვილი, ი----------–-ა და ს---–------------–-ა ცხოვრობენ ერთად, ქ. ქუთაისში, ზ-----------------------------------ში. მ------------ე არის კრედიტორი, ხოლო ი----------–-ა მოვალე, რომლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად 10.01.2018წ. აღიწრა და დაყადაღდა ქ. ქუთაისში, ზ-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში არსებული მოძრავი ნივთები.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთების საკუთრება დამოკიდებულია მისი შეძენის დროს გამოვლენილ ნამდვილ ნებაზე. თუ ნივთი შემძენმა შეიძინა გამსხვისებლის ნამდვილი ნების გამოვლენის შემდეგ, ითვლება, რომ შემძენი ნივთის მიღების შემდეგ მისი მესაკუთრეა. უძრავ ქონებათაგან განსხვავებით მოძრავი ნივთის შეძენა არაა დამოკიდებული გარიგების წერილობით ფორმაზე და შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაზე, ამიტომ მოძრავი ნივთის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის დროს საკუთრების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. არსებობს პრეზუმპცია იმისა, რომ ნივთი იმ პირის საკუთრებაა, ვინც მას ფლობს შეძენისას გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. მფლობელობა არ წარმოადგენს საკუთრების დადგენისას გადამწყვეტ გარემოებას. მფლობელი შეიძლება სულაც არ იყოს მესაკუთრე, მაგრამ დავის არსებობისას ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე თუ არ დადგინდება ამის საწინააღმდეგო გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთებიდან პატარა კარადა ე.წ „გორკა„ - 1 ცალი; პატარა კარადა მინებიანი ჭურჭლის ყავისფერი- 1 ცალი; პატარა დივანი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; სავარძელი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; პიანინო ‘’ROSTOVNADON’’ შავი ფერის - 1 ცალი; დივანი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ხის სახელურებით - 1 ცალი; მოსარჩელე ს---–------------–-ას საკუთრებაა. მოსარჩელის საკუთრების უფლებას ადასტურებს როგორც მოწმეთა ჩვენება, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება და საქმეში არსებული მასალები. სააღრულებო წარმობათა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა შეჯიბრებითობით შეგროვებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ დაყადაღებული ქონების ნაწილი, კერძოდ პატარა კარადა ე.წ „გორკა„; პატარა კარადა მინებიანი ჭურჭლის ყავისფერი; პატარა დივანი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით; სავარძელი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით; პიანინო ‘’ROSTOVNADON’’ შავი ფერის; დივანი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ხის სახელურებით ი----------–-ას საკუთრებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე აღმასრულებელმა დააყადაღა იმ ქონების ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს მოვალის ქონებას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ნივთი. ამავე ნორმას აქვს დათქმა, რომლის მიხედვითაც ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, ივარაუდება, რომ მას ეკუთვნის. დასახელებულ შემთხვევაში ქონების ნაწილი, რომელიც ნაპოვნია მოვალის მისამართზე არ წაროადგენს მოვალის საკუთრებას, ამიტომ დაყადაღებულია არა მოვალის არამედ მესამე პირის მოსარჩელის საკუთრება, რის გამოც ზემოთაღნიშნული ნივთები ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ტელევიზორი, ორკამერიანი მაცივარი, სარეცხი მანქანა, ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი, ხის სკამები - 6 ცალი და ხის მაგიდა მუქი ყავისფერი არ არის მოსარჩელის საკუთრება და მათი დაყადაღებით მოსარჩელის კანონიერი ინტერესი არ დარღვეულა, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერებული იქნა ყადაღა დადებული ქონების რეალიზაცია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დაყადაღებული ქონების რეალიზაცია შეჩერების თაობაზე უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელი არ დამაყოფილდა;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. ს---–------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ქ. ქუთაისში, ზ---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 10 იანვრის აქტის (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1. პატარა კარადა ე.წ „გორკა„ - 1 ცალი; 2. პატარა კარადა მინებიანი ჭურჭლის ყავისფერი- 1 ცალი; 3. პატარა დივანი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 4. სავარძელი ხის სახელურებით ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 5. პიანინო ‘’ROSTOVNADON’’ შავი ფერის - 1 ცალი; 6. დივანი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ხის სახელურებით - 1 ცალი;
3. მოსარჩელეს უარი ეთქვას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 10 იანვრის აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთების 1. ტელევიზორი „LG„,პლაზმური, შავი ფერის - 1 ცალი; 2. ორკამერიანი მაცივარი „LG„ ვერცხლისფერი - 1 ცალი; 3. სარეცხი მანქანა „LG„, ვერცხლისფერი -1 ცალი; 4. ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1 ცალი; 5. ხის სკამები რბილი ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; 6. ხის მაგიდა მუქი ყავისფერი - 1 ცალი- ყადაღისაგან გათავისუფლებაზე;
4. მოცემულ საქმეზე ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით (საქმე #2/400-18) გამოიყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და გაუქმდეს სასამართლოს მიერ დადგენილი აუქციონზე რეალიზაციის შეჩერება ქ. ქუთაისში, ზ-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის თ-------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 10 იანვრის აქტით აღწერილ და დაყადაღებულ შემდეგ მოძრავ ნივთებზე: 1. ტელევიზორი „LG„,პლაზმური, შავი ფერის - 1 ცალი; 2. ორკამერიანი მაცივარი „LG„ ვერცხლისფერი - 1 ცალი; 3. სარეცხი მანქანა „LG„, ვერცხლისფერი -1 ცალი; 4. ხის გასაშლელი მაგიდა ყავისფერი - 1 ცალი; 5. ხის სკამები რბილი ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; 6. ხის მაგიდა მუქი ყავისფერი - 1 ცალი;
5. მოპასუხე- მ------------ეს ს---–------------–-ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
6. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე