განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2018
საქმის ნომერი
270100118002409410
დავის ტიპი
236 3 , 236 2
თარიღი
22.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270100118002409410 (1/21-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წა-–------ის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

ანა კვირტიას მდივნობით

 

პროკურორ - გი--------------იას,ბრალდებულ - უჩ----------–-ილის და

ადვოკატ - ან–--–----------ვას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი--------------იას შუამდგომლობა

 

ბრალდებულ უჩ----------–-ილის მიმართ,დაბადების თარიღი: 28-------3 წელი,პირადი ნომერი: 51--------2,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,მისამართი: ქ. წ--–-----------------–--------,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ უჩ----------–-ილმა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

-2018 წლის 14 აპრილს, ქ. წა-–------ის მუნიციპალიტეტში, უჩ----------–-ილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი ქარხნული წე--თ დამზადებული, M-----------“ მოდელის, 9 მმ ნომინალური კალიბრის გლუვლულიანი, პისტოლეტი №2----, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისთვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონარული მზღუდავი და ვარგისი სროლისათვის.

 

-2018 წლის 19 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. წა-–------ის მუნიციპალიტეტში, სალიას ქუჩაზე უჩ----------–-ილი გადაადგილდებოდა ფეხით, რა დროსაც თანჩაცმულ ქამარში მართლსაწინააღმდეგოდ, პირადად ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - ქარხნული წე--თ დამზადებულ, M-----------“ მოდელის, 9 მმ ნომინალური კალიბრის გლუვლულიან, პისტოლეტს №2----, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისთვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონარული მზღუდავი და ვარგისი სროლისათვის.

 

2018 წლის 21 აპრილს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი--------------იას, ბრალდებულ უჩ----------–-ილსა და ადვოკატ ან–--–----------ვას შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული უჩ----------–-ილი აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული უჩ----------–-ილი აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული უჩ----------–-ილი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი გი--------------ია შუამდგომლობს უჩ----------–-ილის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული უჩ----------–-ილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვლოს პირობით, იმავე, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული უჩ----------–-ილი ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი, საბოლოდ უჩ----------–-ილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, ამავე 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს ბრალდებულის ოჯახს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

უჩ----------–-ილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ან–--–----------ვა დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

უჩ----------–-ილის ბრალეულობა დადასტურებულია საქმე–- არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

-ბრალდებულ უჩ----------–-ილის გამოკითხვის ოქმი, მოწმე გრ---------–------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ბე--კ ფი---ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ირ---–ი ნა----იას გამოკითხვის ოქმი, მოწმე გი-----ი ბე–-ას გამოკითხვის ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი, დაკავების ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმე–- არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

სასამართლომ განიხილა რა საქმე–- არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ უჩ----------–-ილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

უჩ----------–-ილის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი--------------იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

ბრალდებული უჩ----------–-ილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვლოს პირობით, იმავე, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ბრალდებული უჩ----------–-ილი ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი, საბოლოდ უჩ----------–-ილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, ამავე 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს ბრალდებულის ოჯახს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს შემდგომი განკარგვის მიზნით;

 

უჩ----------–-ილს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 აპრილის 21:55 საათიდან;

 

უჩ----------–-ილს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წე--თ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა