განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 აპრილი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - სალომე ქემაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული შ--------------ე, დაბადებული 02.08.1--- წელს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ-–------------------------–-------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ------–-------------------------–------------–---–ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
_ შ--------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 7---------, რომელიც, 2017 წლის 29 ნოემბერს, ქ----------–---–------------------ზე ავტომანქანის მართვისას, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.
_ შ--------------ემ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 7---------, 2017 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 16:45 საათზე, ქ----------–-------------------------ზე ავტომანქანის მართვისას, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შესაძლო შეძენა და გამოყენება.
შ--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ა-–--------------------–---ს პატაკი (10.01.2018) და თანდართული მასალები, მოწმეების - ა-–--------------------–---ს, ბ---------–------------------------------ის გამოკითხვის ოქმები, რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 7---------, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N------- დასკვნა (09.01.2018), ინტერპოლის წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (25.01.2018), შსს ბაზიდან ამობეჭდილი დოკუმენტაცია, თავად შ--------------ის გამოკითხვის ოქმი და გამოძიებაში მოპოვებულ სხვა მასალათა ერთობლიობა და საქმის სხვა მასალები.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ შ--------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 7---------, რომელიც, 2017 წლის 29 ნოემბერს, ქ-----------–---–------------------ზე ავტომანქანის მართვისას, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს. ასევე, შ--------------ემ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 7---------, 2017 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 16:45 საათზე, ქ----------–-------------------------ზე ავტომანქანის მართვისას, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის შ--------------ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ შ--------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი. ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. იგი შეიძლება ადასტურებდეს ან უარყოფდეს ამა თუ იმ ფაქტს, რომელიც წარსულს, აწმყოს ან მომავალს ეხება. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები საკუთრების ფორმის მიუხედავად, იმ პირობებით, თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. ოფიციალური დოკუმენტია ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კერძო (პირადი) ხასიათის დოკუმენტი _ განცხადება, ხელწერილი, ხელშეკრულება, მინდობილობა.
სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, ანუ კანონი იცავს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილ წესს, ხოლო ამით კი - მმართველობის წესს. ყალბი დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისევე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა, გაყალბება.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ მოქმედებაში, მათ შორის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენებაში, რაშიც იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც შემოწმების უფლება აქვს. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ შ--------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ბრალდებულ შ--------------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, რომ შ--------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება (ორი ეპიზოდი). სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის დღევანდელ მატერიალურ მდგომარეობას, შესაბამისად მისთვის სასჯელის სახით თითოეული ეპიზოდისათვის შერჩეულ უნდა იქნეს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
შ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე შ--------------ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, რომელიც ერთვის სს საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
2. შ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 29 ნოემბრის ეპიზოდი, 2017 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 29 ნოემბრის ეპიზოდი) ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით შ--------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. შ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
4. სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე შ--------------ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, რომელიც ერთვის სს საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი