გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2325573-3/036-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 აპრილი, 2--- წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - გ-----------–-----
წარმომადგენელი - ა-–---------------–---–-
მოპასუხე - ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმომადგენლები - გ-----------------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის N16--- 26.01.2--- წლის წერილი და 2--- წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის ოქმი გ-----------–------ საკითხის განხილვის ნაწილში და დაევალოს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი.
2. მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: 2003 წელს გ-----------–-----მ შეისყიდა სოფელ ნ----–----–- მდებარე მეცხოველეობის კომპლექსის მუშა მოსამსახურეთა საცხოვრებელის ნაწილი და კომპლექსის ავტოფარეხი, რის საფასურადაც გადაიხადა ჯამში 400 (ოთხასი) ლარი.
2003 წლის 11 დეკემბერს ჩატარდა სოფელ ნ----–------ მოსახლეობის საერთო კრება შედგა ნ----–------ საკრებულოს ო------, რომლითაც გადაწყდა გ-----------–-----ზე მოსამსახურეთა საცხოვრებელის ნაწილის და კომპლექსის ავტოფარეხის მიყიდვა. თუმცა ეს ოქმი აღარ იძებნება არსად ხელზე აქვს არის ამ ოქმიდან ამონაწერი დედანი კ-–------------------ ერთ-ერთი შემსყიდველის, რომლითაც დასტურდება ამ კრების ჩატარება და გ-----------–------ მონაწილეობა შემსყიდველად.
2--- წლის 11 აპრილს გ-----------–-----მ მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტს. გამგეობის მიერ 2--- წლის 29 სექტემბერს წერილი N3-------ით გადაიგზავნა მოსაზრება საკრებულოში.
გ-----------–------ განცხადების შესახებ იმსჯელა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ და კომისიის თავჯდომარის წერილით ეთქვა უარი ისე, რომ არ გამოცემულა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი. მოსამსახურეთა საცხოვრებელის ნაწილი და კომპლექსის ავტოფარეხი, ფართობით 370კვ.მ. შეიძინა ნამდვილად მოსარჩელემ და დღემდე ფლობს, იყენებს და უვლის, როგორც საკუთარს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის უკვე ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება ი--------------–---–-- განცხადების საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად გამოთხოვილ იქნა სახელმწიფოსაგან ქონება ფერმა და გადაუფორმდა მის კეთილსინდისიერ მყიდველს უძრავი ნივთის კოდია 6----------4.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ ვინაიდან დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი არ დგინდებოდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ფაქტი არ არსებობს ნაყიდობის ხელშეკრულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 11 აპრილს გ-----------–-----მ მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის „გარაჟის“ შენობის 194 კვ.მ. ფართის და მასზე დამაგრებული 194 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ასევე ამავე კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული მუშა-მოსამსახურეთა საცხოვრებელი 125კვ.მ. ფართის შენობის და მასზე დამაგრებული 160კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის შემძენად აღიარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- გ-----------–------ 11.04.2---წ განცხადება (იხ.ს.ფ.16-17).
3.1.2. 2--- წლის 29 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაგზავნილ იქნა წერილი, იმასთან დაკავშირებით, რომ გამგეობა არ არის წინააღმდეგი სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების შემძენად გ-----------–----- აღიარებულ იქნეს, იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სინამდვილეს და არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის 29.09.2---წ წერილი (იხ.ს.ფ.15).
3.1.3. 2--- წლის 07 დეკემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ განიხილა გ-----------–------ განცხადება სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის გარაჟის შენობისა (194კვმ) და მუშა-მოსამსახურეთა საცხოვრებელი შენობის ნაწილის (153.4კვმ) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის შემძენად აღიარების თაობაზე და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სხდომის ოქმი 07.12.2---წ N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ.19-20).
3.1.4. გ-----------–-----ს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის 2--- წლის 26 იანვრის N16--- წერილით გაეგზავნა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2--- წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის ოქმის ამონაწერი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-26.01.2--- წ N16--- წერილი (იხ.ს.ფ.18).
3.1.5. გ-----------–------ მიერ წარმოდგენილ ქვითრებში მითითებულია: 200 ლარი მეცხოველეობის კომპლექსის მუშა მოსამსახურეთა შენობის, კომპლექსის გარაჟის ღიღებულება 200 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქვითრები (იხ.ს.ფ.11-12).
3.1.6. შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულების აღიარების და უძრავი ქონების გადაცემის შესახებ დადგენილია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლ-----–-------------------------–---–- შეთანხმდნენ შემდეგზე:
შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს ი--------------–---–-- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია: 2005 წლის 1-ლი აგვისტოს გადარიცხვის ქვითარი N----–------------------------ ფილიალის 09.11.2012 წლის ცნობა N---- რომლითაც დასტურდება 1700 ლარის სოფ. ნ----–------ საკრებულოს ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ, ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შესყიდვის დანიშნულებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 04.09.2015 წლის N---- განკარგულება და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 30.09.2015 წლის N----- ბრძანება.
შეთანხმების საგანს წარმოადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ----–------ ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608,10 კვ,მ და მასზე დამაგრებილი მიწის ნაკვეთის ფართი 2063კვ.მ. ს/კოდი 6----------4.
მხარეები ადასტურებენ, რომ ი----- ნ-------–---–მა კეთილსინდისიერად შეიძინა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ----–------ ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608,10კვ.მ. და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართი 2063კვ.მ. ს/კოდი 6----------4. და შესყიდვის მომენტისათვის არ მომხდარა ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისი წესით გაფორმება მყიდველისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა წინამდებარ ხელშეკრულებით აღიარებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა შესყიდვის ფაქტს და ცნობს ი--------------–---–-- როგორც მესაკუთრის უფლება-მოვალეობას ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,, მოთხოვნათა შესაბამისად.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადასცემს, ხოლო ი----- ნ-------–---–ი იღებს უძრავ ქონებას მდებარეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ----–------ ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608.10კვ.მ და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართი : 2063კვ.მ ს/კოდი 6----------4.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების აღიარების და უძრავი ქონების გადაცემის შესახებ(იხ.სფ.22-23).
3.1.7. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 სექტემბრის N3--- და 2015 წლის 12 ოქტომბრის N4---- განკარგულებებით ქ------––---–-----------------------------–- მცხოვრები ი----- ნ-------–---–ი აღიარებული იქნა მის მიერ შეძენილი ასპინძის რაიონის რაიონის სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. 6----------4) შემძენად, რის შემდეგ საჯარო რეესტრის სააგენტოში დარეგისტრირდა ი--------------–---–-- საკუთრებად უძრავი ქონება: 2167.00კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა: ობიექტის 1(ბოსელი) სასარგებლო ფართი 1688.65კვმ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 სექტემბრის N3--- და 2015 წლის 12 ოქტომბრის N4---- განკარგულებები (იხ.სფ.37-40)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.სფ.21).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. გ-----------–------ განცხადების ირგვლივ მსჯელობა მოხდა მხოლოდ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სხდომის ოქმი 07.12.2---წ N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ.19-20).
-მხარეთა ახსნა-განმარტება(იც.სას.სხ.ოქმის Cd. დისკი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის 26.01.2--- წლის N16--- წერილი და 2--- წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის ოქმი გ-----------–------ საკითხის განხილვის ნაწილში, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს გ-----------–------ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე: ე) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს; მოქმედებს კომისიის სახელით;
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის N16--- 26.01.2--- წლის წერილი და 2--- წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის ოქმი გ-----------–------ საკითხის განხილვის ნაწილში წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან ისინი უშუალოდ განსაზღვრავენ დაინტერესებული პირის უფლება-მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კონკრეტული აქტის გამოცემის დავალდებულება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დადგენილია, რომ 2--- წლის 11 აპრილს გ-----------–-----მ მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის „გარაჟის“ შენობის 194 კვ.მ. ფართის და მასზე დამაგრებული 194 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ასევე ამავე კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული მუშა-მოსამსახურეთა საცხოვრებელი 125კვ.მ. ფართის შენობის და მასზე დამაგრებული 160კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის შემძენად აღიარების თაობაზე.
- 2--- წლის 07 დეკემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ განიხილა გ-----------–------ განცხადება სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის „გარაჟის“ შენობის 194 კვ.მ. ფართის და მასზე დამაგრებული 194 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ასევე ამავე კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული მუშა-მოსამსახურეთა საცხოვრებელი 125კვ.მ. ფართის შენობის და მასზე დამაგრებული 160კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის შემძენად აღიარების თაობაზე და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე.
-2--- წლის 11 აპრილს გ-----------–-----მ მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის „გარაჟის“ შენობის 194 კვ.მ. ფართის და მასზე დამაგრებული 194 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ასევე ამავე კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული მუშა-მოსამსახურეთა საცხოვრებელი 125კვ.მ. ფართის შენობის და მასზე დამაგრებული 160კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის შემძენად აღიარების თაობაზე.
- 2--- წლის 29 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაგზავნილ იქნა წერილი, იმასთან დაკავშირებით, რომ გამგეობა არ არის წინააღმდეგი სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების შემძენად გ-----------–----- აღიარებულ იქნეს, იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება სინამდვილეს და არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.
- 2--- წლის 07 დეკემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ განიხილა გ-----------–------ განცხადება სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის გარაჟის შენობისა (194კვმ) და მუშა-მოსამსახურეთა საცხოვრებელი შენობის ნაწილის (153.4კვმ) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის შემძენად აღიარების თაობაზე და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე.
- გ-----------–-----ს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის 2--- წლის 26 იანვრის N16--- წერილით გაეგზავნა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2--- წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის ოქმის ამონაწერი
- გ-----------–------ მიერ წარმოდგენილ ქვითრებში მითითებულია: 200 ლარი მეცხოველეობის კომპლექსის მუშა მოსამსახურეთა შენობის, კომპლექსის გარაჟის ღირებულება 200 ლარი.
- შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულების აღიარების და უძრავი ქონების გადაცემის შესახებ დადგენილია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლ-----–-------------------------–---–- შეთანხმდნენ შემდეგზე:
შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს ი--------------–---–-- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია: 2005 წლის 1-ლი აგვისტოს გადარიცხვის ქვითარი N----–------------------------ ფილიალის 09.11.2012 წლის ცნობა N---- რომლითაც დასტურდება 1700 ლარის სოფ. ნ----–------ საკრებულოს ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ, ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შესყიდვის დანიშნულებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 04.09.2015 წლის N---- განკარგულება და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის 30.09.2015 წლის N----- ბრძანება.
შეთანხმების საგანს წარმოადგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ----–------ ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608,10 კვ,მ და მასზე დამაგრებილი მიწის ნაკვეთის ფართი 2063კვ.მ. ს/კოდი 6----------4.
მხარეები ადასტურებენ, რომ ი----- ნ-------–---–მა კეთილსინდისიერად შეიძინა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ----–------ ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608,10კვ.მ. და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართი 2063კვ.მ. ს/კოდი 6----------4. და შესყიდვის მომენტისათვის არ მომხდარა ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისი წესით გაფორმება მყიდველისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა წინამდებარ ხელშეკრულებით აღიარებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა შესყიდვის ფაქტს და ცნობს ი--------------–---–-- როგორც მესაკუთრის უფლება-მოვალეობას ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,, მოთხოვნათა შესაბამისად.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა გადასცემს, ხოლო ი----- ნ-------–---–ი იღებს უძრავ ქონებას მდებარეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნ----–------ ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობიდან 1608.10კვ.მ და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ფართი : 2063კვ.მ ს/კოდი 6----------4.
-ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 04 სექტემბრის N3--- და 2015 წლის 12 ოქტომბრის N4---- განკარგულებებით ქ------––---–-----------------------------–- მცხოვრები ი----- ნ-------–---–ი აღიარებული იქნა მის მიერ შეძენილი ასპინძის რაიონის რაიონის სოფელ ნ----–----–- მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის ფერმის კომპლექსის შენობის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. 6----------4) შემძენად, რის შემდეგ საჯარო რეესტრის სააგენტოში დარეგისტრირდა ი--------------–---–-- საკუთრებად უძრავი ქონება: 2167.00კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა: ობიექტის 1(ბოსელი) სასარგებლო ფართი 1688.65კვმ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ამავე კოდექსის 76 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია „დაინტერესებული პირის განცხადება“, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან“.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შეიბოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს იმ საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.
ამავე კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება კომისიები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს;
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მეორე მუხლის თანახმად საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტია, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს რეგლამენტი.
ამავე რეგლამენტის 23-ე მუხლის თანახმად საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
ამავე რეგლამენტის 25-ე მუხლის თანახმად საკრებულოს კომისია სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს; წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს ორგანიზებას უწევს და/ან მონაწილეობს მათ განხილვაში.
ამავე რეგლამენტის 29-ე მუხლის თანახმად კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.
ამავე რეგლამენტის 30-ე მუხლის თანახმად კომისიის გადაწყვეტილებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. გადაწყვეტილებებში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე კომისიის დასკვნა, ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია და საკრებულოს სხდომაზე კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი (მომხსენებლები). გადაწყვეტილებებში აღინიშნება კომისიის წევრთა უმცირესობის აზრიც და ამ საკითხზე კომისიის თვალსაზრისი.
აღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით შეესწავლა გ-----------–------ განცხადება, მასზე მოემზადებინა გადაწყვეტილების პროექტი და აღნიშნული პროექტი წარედგინა საკრებულოს ბიუროსათვის, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ პროექტს წარადგენდა საკრებულოს სხდომაზე, სადაც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება, რაც არ განახორციელა. როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის მასალებით ირკვევა გ-----------–------ განცხადების ირგვლივ მსჯელობა მოხდა მხოლოდ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს, მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად“.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს დაარღვია დაინტერესებული პირის უფლებები, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ისე მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა ის, რომ გ-----------–------ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონის სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, რაზეც სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიამ გაურკვეველი საფუძვლით უთხრა გ-----------–-----ს უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე, ისე, რომ არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და ზემოარნიშნული გარემოებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის N17/12 26.01.2--- წლის წერილი და 2--- წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის ოქმი გ-----------–------ საკითხის განხილვის ნაწილში და მოპასუხე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს გ-----------–------ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა’’.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი განაცხადამის მიერ გაღებული ხარჯების მოპასუხეზე დაკისრებაზე, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ-----------–------ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის N16--- 26.01.2--- წლის წერილი და 2--- წლის 07 დეკემბრის N-- სხდომის ოქმი გ-----------–------ საკითხის განხილვის ნაწილში.
3. მოპასუხე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს გ-----------–------ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით;
მოსამართლე: გია ბერაია