მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულო1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო
კარი II — მუნიციპალიტეტის ორგანოებითავი IVმუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა და არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
საქართველოს 2022 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №1611 – ვებგვერდი, 27.05.2022წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულო1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა და არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(20)
საქმე №ბს-28(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
…საკითხთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენდა სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15, მე-16, 23-ე, 48-ე, 54-ე, 61-ე, 62-ე, 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე,
საქმე №ბს-578(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
…მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში. მითითებული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და…
საქმე №ბს-938(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
…ერთეულების ტერიტორიული ორგანოები, უფლებამოსილებას ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო მე-40 მუხლის სადავო პერიოდში…
საქმე №ბს-1149(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
…ზონა 1 (ტზ-1). სააპელაციო პალატამ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 16.2 მუხლზე, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ჟ“ ქვეპუნქტებზე, ამავე კანონის 5.2, 6.2, 6.3, 23.1, 23.3, 25.31, 27-ე მუხლებზე მითითებით, ასევე ქ. თბილისის საკრებულოს 27.03.2009წ. N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და…
საქმე №ბს-1489(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2020
…უფლებაზე, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ვალდებულებაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის…
საქმე №ბს-1352(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2020
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მუხლი 23, №1958-IIს, 05.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2244429/muxli-23/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია